სინასტრიული ურანი V სახლში

სინასტრიული ურანი V სახლში

ნანახ სასწაულს, უმეტესად, მხოლოდ შემდეგ განსხეულებაში აცნობიერებ

ასეთი პარტნიორი, დიდი ალბათობით,  ყოვლისშემძლე და ამოუცნობი ღმერთის ფიგურის  შთაბეჭდილებას შემიქმნის, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, თავზარდაცემული ვემორჩილები ან მუხლმოდრეკილი ვუსმენ მის ხმას. მე მართლა მარტივად შემიძლია შევუქმნა პარტნიორს მსგავსი შთაბეჭდილება, თუ მას ჩემს ხისტ სიუჟეტში ჩავრთავ, რითაც ხელს შევუწყობ მისი ურანის აქტივაციას, რაც მას, დაბალ დონეზე, უსიამოვნო მოულოდნელობებითა და ბედის დარტყმებით ემუქრება. მაშინ როდესაც მისი ურანული სიტუაციები ჩემთვის მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, დაახლოებით ისე, როგორც პიტარდები ფეთქდება თეატრალური სცენის უკან, რაც სიუჟეტის დასაწყისიდანვე დაგეგმილი იყო.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დროებითი განშორება ოჯახში: ქმარი ოჯახიდან მიდის, მიტოვებულ ცოლთან კი მისი მეგობარი სახლდება, რომლის ურანი მის V სახლშია განთავსებული. გარკვეული დროის შემდეგ ცოლის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელი მოვლენები ვითარდება, რაც ქმარს აიძულებს ოჯახი შეიცოდოს და უკან დაბრუნდეს. მეგობარიც თავისთან ბრუნდება. სავსებით შესაძლებელია, რომ მეგობარი კონფლიქტის წინ გამოჩნდა/გააქტიურდა მათ ცხოვრებაში და მსგავსი სიტუაციის რეგულარი განმეორება, პირველ რიგში, მისთვისვეა სახიფათო. მას შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამის შესახებ, როდესაც ჯერ ოჯახის განხეთქილების ენერგიით იკვებება, მოგვიანებით კი მხსნელის როლით ტკბება, ისე რომ ვერც აცნობიერებს… მაგრამ ერთხელაც შეიძლება სამუდამოდ მიუხურონ აღნიშნული ოჯახის კარი, თანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თუ მისი ნათალური ურანი მისი რუკის X სახლში დგას, შეიძლება სამსახურიც დაკარგოს.

კონსტრუქციულ ვარიანტში, ეს მეტისმეტად შემოქმედებითი, დინამიური და სპონტანური აღტყინებების ასპექტია. ურანმა შესაძლოა სულ სხვანაირად დაანახოს სახლს სიყვარულის იდეა და შეაცვლევინოს მისი დემონსტრირების ფორმები. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს რომანტიული წყვილია, ისინი საკმარის პირად თავისუფლებას მიანიჭებენ პარტნიორს და უაღრესად მხარდამჭერები იქნებიან ერთმანეთის ინდივიდუალიზმის მიმართ. თუ სახლი ხელოვანი ადამიანია, ურანი ნამდვილად შეიძლება იქცეს მისი შემოქმედებითი ხედვის გარდამტეხ ფაქტორად, რაც ახალი და უნიკალური იდეების გენერირებაში დაეხმარება.

არც ისე იშვიათად დამახასიათებელია დაუგეგმავი ფეხმძიმობა, ან ბავშვის შვილება, ან ურთიერთშეთანხმებით უშვილოდ თანაცხოვრება.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top