სინასტრიული ურანი II სახლში

სინასტრიული ურანი II სახლში

ჩემი პარტნიორის ექსცენტრულ გამოხტომებს ხშირად ვერც შევამჩნევ, ყოველ შემთხვევაში, ცნობიერად ვერ დავაფიქსირებ, მაგრამ თუ ძალიან შორს შეტოპავს და ჩემს ცხოვრებისეულ პოზიციებს მკაფიოდ დაუპირისპირდება, მიმდინარე მოვლენებს იმდენად სერიოზულად მივიღებ, შესაძლოა გავანაწყენო კიდეც, ხმამაღლა ან თავისთვის: „ადრე ხომ ასეთ ყურადღებას არ აქცევდი ჩემს ზუსტად ასეთივე გამოხტომებს და ახლა რა დაგემართა?“

ეს მართლაც ასეა, თუმცა ჩემი რეაქცია ძლიერი იქნება ჩემი ნების მიუხედავად. სწორედ ასე ვლინდება ქვეცნობიერში დაგროვილი წყენა ან აგრესია პარტნიორზე, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ის მუდმივად დისკომფორტს მიქმნის საკუთარ საარსებო გარემოში და მე, აფექტურ მდგომარეობაში, მკვეთრად და ხშირად უსამართლოდაც დავადანაშაულებ არაეთიკურობაში. თუმცა ჩემი პრეტენზიები იშვიათად იქნება მართებული. სამაგიეროდ, ჩემი პარტნიორის გესლიანი შენიშვნები, რომელიც ჩემს ზნეობრივ მხარეს და ეთიკურ პრობლემებს ეხება, უმეტესად ზუსტად ხვდება მიზანში. ჩემთვისვე უკეთესი იქნება, თუ თავიდან არიდების, ყურებს მიღმა გატარების და თავდაცვის გაძლიერების ნაცვლად (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი სრულიად უსარგებლოა), წამოჭრილი პრობლემების მიზეზებს საკუთარ თავში მოვიძიებ.

ამ პარტნიორთან სერიოზული საქმიანი თანამშრომლობა უამრავ დაძაბულობას, მოულოდნელობასა და ფანდს მიქადის. მაგრამ თუ საერთო ენის და ურთიერთმხარდაჭერის გამოძებნას მოვახერხებთ, ჩემი პარტნიორი მეტად არაორდინალურად გამოვლინდება. ამრიგად, ჩვენი საერთო წამოწყებები საკმაოდ სარისკო, თუმცა იმედისმომცემია. ბუნებრივია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მისი ნათალური ურანის აქტივობასა და დამუშავების დონეზე, ისევე როგორც ჩემი II  სახლის საერთო მდგომარეობაზე. მთლიანობაში, თუ მას ძალზედ ჰარმონიული ურანი არ ჰყავს, ეს ასპექტი მისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ჩემთვის.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია” 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top