სინასტრიული ურანი III სახლში

სინასტრიული ურანი III სახლში

ჩემი სოციალური სიტუაციები, მაგალითად, არც ისე ახლობელ ნათესავებთან თუ მეზობლებთან კომუნიკაცია, ან ზედაპირული სატელეფონო საუბარი, პარტნიორში გენიალობის გამონათებებს იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ბრწყინვალე და ორიგინალურ იდეებს მაინც. მაგალითად, მან შეიძლება განაცხადოს, რომ ჩემი პირველი საყვარელი შავკანიანი იყო კონგოდან; ან შესაძლოა ჩუმად მომეპაროს და ტელეფონის შნური გადაჭრას. მისი ექსცენტრული გამოხტომები აღმაფრთოვანებს თუ ნერვებს მომიშლის, დამოკიდებულია ჩემი III სახლის მდგომარეობაზე ნათალურ რუკაში და მისი ნათალური ურანის სინასტრიულ ასპექტებზე. მაგალითად მისი ურანის კვადრატი ჩემს მარსთან, ცხადია, სერიოზულ გვერდით ეფექტებს მოგვცემს.

თუმცა მისი ურანული გამოვლინებების შეფასებას, რომელიც პირდაპირ ჩემს III სახლს არ ეხება, ძალიან იშვიათად ვახერხებ, რადგან ამ პარტნიორს ქვეცნობიერად სოციუმის თვალით და მისი შაბლონების პრიზმაში ვუყურებ. სწორედ ამიტომ, მისი პირადი, ინტიმური, სულიერი და სხვა აქცენტები ჩემი აღქმის მიღმა რჩება. ზოგადად, ეს დებულება ნებისმიერ პლანეტას ეხება, რომელიც სინასტრიულად ჩემს III სახლში ხვდება, მაგრამ სწორედ ურანი იძლევა იშვიათ საშუალებას, „მოკლე ჩართვებით“, დავინახო პარტნიორის სამყაროს ის სიღრმეები, რისი დანახვაც სხვა საშუალებით შეუძლებელია. ორივე ჩვენგანისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ეს მომენტები.  ჩემთვის სოციალურ სიტუაციებში, პარტნიორს, თავისი ქმედებებით, შეუძლია, სიტყვა სიტყვით, ააფეთქოს სამყაროს ჩემეული სოციალურ-ეთიკური სურათი _ კერძოდ, ჩემი წარმოდგენა ვალდებულებებზე თუ სიკეთესა და ბოროტებაზე ადამიანურ ურთიერთობებში.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top