სინასტრიული ურანი IV სახლში

სინასტრიული ურანი IV სახლში

თუ დროს ძალიან წინ უსწრებ, შეიძლება ორად გაიხლიჩო

შემირყევს თუ არა ეს პარტნიორი საკუთარი თავის რწმენას? სავარაუდოდ, ცრურწმენას კი. მისი ურანი განსაკუთრებით ცოცხლდება, როდესაც ჩემთან სახლში მოდის, საშინაო საქმეებზე, ცხოვრების წესებსა და ნებისმიერ თეორიულ თემებზე მესაუბრება. ასეთ სიტუაციებში მისი მსჯელობა და ქმედებები შეიძლება ზედმეტად ექსცენტრულად, ფანტასტიკურად და ალოგიკურად მომეჩევნოს, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, იმდენად ღრმად ჩამწვდეს გულში, რომ თავდაჯერება შემირყიოს. და მაინც, ეს პარტნიორისთვის უფრო სახიფათო ასპექტია, ვიდრე ჩემთვის, განსაკუთრებით თუ ძლიერი ურანი ჰყავს.  სავარაუდოდ, ის ამას ვერ მიხდება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი რეაქციები ძალზედ ჩუმი და შეფარულია.

მთლიანობაში, პოტენციურად, ეს ძალიან ძლიერი ასპექტია, რადგან პარტნიორის ურანული გამოხტომები ჩემი ქვეცნობიერის იმდენად ფუნდამენტურ მოთხოვნებს ჰფენს ნათელს, რომელთაც  სხვაგვარად ვერც კი შევამჩნევდი. მეორეს მხრივ, ჩემი სერიოზული თეორიული მოსაზრებები ამ პარტნიორის შესახებ, ან შინაური მზრუნველობის თუ მორალური მხარდაჭერის აღმოჩენა მისთვის, შესაძლოა მისი შთაგონების წყაროდ იქცეს, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერც ამას მიხვდება.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top