სინასტრიული ქირონი V სახლში

სინასტრიული ქირონი V სახლში

ეშმაკს არ აქვს საკუთარი გზები. ის მხოლოდ უფლის გზებს ნიღბავს

თავდაპირველად მე ამ პარტნიორს მასხარას როლს მივანიჭებ. მასაც დიდხანს ეგონება, რომ მე მისი ხუმრობების და სიცელქეების იდეალური ობიექტი ვარ, რომლის საერთო აზრი ჩემს გარშემო ქაოსის და სირთულეების შექმნაა. ცხადია, პირდაპირი მტრობის იშვიათი მაგალითების გამოკლებით, პარტნიორი ამას ხუმრობით აკეთებს, ასე ვთქვათ, სათამაშო სიტუაციებში. თუმცა ჩემი სიუჟეტის დინებამ შესაძლოა იმაზე ძლიერად ჩაითრიოს პროცესში, ვიდრე თავიდან ელოდა და არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში სიტუაცია სრულიად შეიპყრობს მას და მაგიდებიც შეიცვლება:  ბედის და ჩემი ხუმრობების ობიექტად ის იქცევა, ამასთან, ისეთ ჩიხშიც აღმოჩნდება, საიდანაც გამოსავლის ძიება დიდხანს მოუწევს.

ჩვენი სიტუაციის თავისებურება ისაა, რომ ჩემი სიუჟეტი თავის თავში წინასწარ დაგეგმილ, და მაინც ბუტაფორულ, ჩიხს მოიცავს, საიდანაც გამოსავალი საჭირო მომენტში იხსნება და ჩემი პარტნიორი თითქოს მეხმარება კიდეც. მაგრამ რეალურად (და სწორედ ამით განსხვავდება სათამაშო სიტუაციები რეალური ცხოვრებისგან) მისი დახმარება იმდენად ბუტაფორულია, როგორც თავად ჩიხი. მე ამას მშვენივრად ვგრძნობ. აი, ჩემმა პარტნიორმა კი შეიძლება ვერ შეამჩნიოს და ძალიან სულელურ, ქირონის დაზიანების შემთხვევაში კი, სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდეს.

მეორეს მხრივ, თუ მე პარტნიორის ექსპლუატირებას შევეშვები, ჩემი სცენარების ფარგლებში, ის კი თავის ქირონს დაამუშავებს, ეს ასპექტი შესაძლოა მეტად შთამაგონებელი და სახალისო იყოს, რომელიც რეალურ გამოსავალს შემოგვთავაზებს ნამდვილი ჩიხებიდან.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top