სინასტრიული ქირონი IV სახლში

სინასტრიული ქირონი IV სახლში

„თუ შენს გულს ვერაფერი ეხება, ე.ი. დიდი ხანია მკვდარი ხარ“

თუ ასეთი ადამიანი სტუმრად მეწვევა, სავარაუდოდ, ის ჩემი შინაგანაწესის არევას მოისურვებს: მაგალთად ჩემი, როგორც მამის, ავტორიტეტის შერყევას, როდესაც ჩემს შვილებს აუხსნის, რომ მათ ასაკში დაუმორჩილებლობა  კრეატიულობის მანიშნებელია. ის შეიძლება ხალისიან ხუმრობად აღიქვამს ამას, განსაკუთრებით თუ მისი ქირონი ჰარმონიულია, მაგრამ ჩემი რეაქცია მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდება, რადგან ის, თავის უნებურად, ჩემი თავდაუჯერებლობის ფაქიზ სიმს შეეხება. როგორც ყველა ასპექტის შემთხვევაში, კონკრეტული სიტუაციები აქაც დამოკიდებულია ჩემს IV სახლსა და მისი დამუშავების დონეზე.

ქირონი ვერაგი პლანეტაა და მისი ზემოქმედება, მიუხედავად ქაოტური გარე-გაფორმებისა, ხშირად ძალიანაც მიზანმიმართული და სრულიად რეალური ხასიათისაა. ჩემს ნათალურ IV სახლთან ძლიერი კავშირისას, ამ პარტნიორს თავისი ქირონით, ჩემი ცხოვრებისეული პოზიციების სერიოზულად შერყევაც შეუძლია. ბუნებრივია, ჩემი ქვეცნობიერი მაქსიმალურად ეცდება თავი აარიდოს მსგავს სახიფათო ზემოქმედებას, თემის აბსტრაქტულ სიბრტყეში გადატანის მეშვეობით.

იდეაში, ამ პარტნიორს შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს ჩემთვის, დამეხმაროს ყველაზე ჩახლართული მსოფლმხედველობრივი ჩიხებიდან გამოსავლის პოვნაში, მაგრამ ეს ძალიან გრძელი გზაა, რომლის გასავლელად, მან ჯერ ჩემი შინაგანი სამყაროს სერიოზულად აღქმა ისწავლოს და რაც უფრო მთავარია, ჩემი ქვეცნობიერი წესრიგის აღქმა შეძლოს. მე, ჩემის მხრივ, მის ქირონულ გამოვლენებში, ჩემთვის მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებზე მინიშნებები უნდა ამოვიკითხო და შევეცადო არ გავნაწყენდე, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საკმაოდ მწარე აღმოჩნდება.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top