ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში

ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მშვილდოსნის ნიშანს გადის.

დადებითი კუთხით: სამართლიანობა, ოპტიმიზმი, პირდაპირობა, სიმართლის ძიება, ინტერესების, ჰორიზონტის, ცნობიერების გაფართოებისკენ მისწრაფება

უარყოფითი კუთხით: უხეშობა, ავტორიტარულობა, ბაქიაობა, გაზვიადება.

შორეულ ადგილებში გამგზავრების სურვილი ძლიერდება. ახალი ინტერესები  ჩნდება, განსაკუთრებით რაც  სულიერებას და იდეოლოგიას  ეხება.

ერთ ადგილზე გაჩერება გვიჭირს. სადმე წასვლის, სეირნობის, მოგზაურობის, გართობის სურვილი ძლიერია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი – წარმატებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა მართავს. იყავით აქტიური, მიზანსწრაფული. დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ.

იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. ჩამოყალიბდით თქვენს იდეოლოგიაში, რწმენაში, ფილოსოფიურ ხედვაში.  სპორტით დაკავდით. თავს ნუ შეიზღუდავთ.

კარგი დღეა  სამეცნიერო, შემოქმედებითი  და ინტელექტუალური მუშაობისთვის,  იურიდიული პრობლემების  მოგვარებისა და სასამართლო საქმის  წარმოებისთვის, სხვადასხვა სახის  განცხადებებისა  და საჩივრების  განხილვისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, შორეული მოგზაურობებისთვის, ავტორიტეტის მოხვეჭისთვის, უცხოურ ფირმებთან ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. წარმატებული იქნება  საზღვარგარეთ მივლინებებიც.  ამ პერიოდში დასახულ გეგმებს განხორციელების რეალური  შანსი აქვს.

რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხებს, სხვა კულტურების შესწავლას დრო დაუთმეთ.

უფრო წარმატებული იქნება შემდეგი ადამიანებისთვის: პოლიტიკოსები, უმაღლეს განათლების სტრუქტურაში მომუშავე ინდივიდები, მოგზაურები.

სიყვარული: ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა რომანტიული იქნება, თავგადასავლებსა და იმედს მოიტანს. დიდხანს შენარჩუნდება თუ ორივე პარტნიორის მსოფლმხედველობა მსგავსია, სოციალურ სტატუსს ხელს უწყობს ან ახალი შესაძლებლობები მოაქვს. სენტიმენტალურობა ნაკლებადაა, მაგრამ ვნება, ეჭვიანობა, სპორტული აზარტი დიდხანს სამყოფი. ურთიერთობა თავისუფლებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ფინანსები: ფინანსურად მიდრეკილნი ვიქნებით უფრო დახარჯვისკენ, ვიდრე ეკონომიისკენ. ბიზნესის მხრივ დიდი პროექტების დაწყების ალბათობაა, რომლებიც ადვილად დაიწყება, განხორციელდება. თუ პროექტები უცხოელ ინვესტორებთან ან საზღვარგარეთთან კავშირშია, მეტად წარმატებული იქნება. ნაყიდი ნივთები ხშირად გამოყენებადი, მაგრამ ადვილად ფუჭებადი იქნება.

ჯანმრთელობა: მშვენიერი დროა გამაჯანსაღებელი პროგრამის შესასრულებლად. განსაკუთრებით ეფექტურია  სუნთქვითი ვარჯიშები. ასეთ დღეებში განსაკუთრებით ეფექტური იქნება თქვენივე ხელით მომზადებული ბალახების ნაყენები. არ არის რეკომენდებული ოპერაციები ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე, სისხლის გადასხმა და ნებისმიერი პროცედურა, რომელიც დონორობასთანაა დაკავშირებული.

არაასურველია: მშენებლობის დაწყება, მიწის სამუშაოები, ქვების დამუშავებასთან დაკავშირებული  საქმიანობა, ზოგადად მთვარის მშვილდოსანში ტრანზიტის დროს იზრდება უბედური შემთხვევების ალბათობა, განსაკუთრებით მაღაროებში, ქვის სამტეხლოებსა და მთაში.  ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ალპინისტებისთვის.

რეკომენდებულია: პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, გაერთიანებების, საზოგადოებების, კლუბების ჩამოყალიბება, სამსახურისა და ახალი საქმეების დაწყება,  სწავლა, გამოცდების ჩაბარება, მეგობრებთან ურთიერთობა, ლექციების ჩატარება, მოხსენებით გამოსვლა, სტუმრების მიღება.

 

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში

ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.

ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და  სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:

როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.

მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი  ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც  მდებარეობს  მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.

მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.

სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის

I სახლში

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.

 

II სახლში

მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.

 

III სახლში

გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.

 

IV სახლში

მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან  დაკავშირებული საქმეები.  ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.

 

V სახლში

ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.

 

VI სახლში

სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.

 

VII სახლში

ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან  დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.

 

VIII სახლში

მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.

 

IX სახლში

ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.

 

X სახლში

მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.

 

XI სახლში

გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.

 

XII სახლში

ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top