ტრანზიტული სატურნი მე-6 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-6 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-6 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-6 სახლს გადის.

სატურნის ტრანზიტი VI სახლში გულისხმობს ინდივიდის აზროვნების, მუშაობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევების რეგულირებასა და ცვლილებებს. გარემოებების გავლენით ან შინაგანი ხმის მოთხოვნით, ადამიანი ბევრად დისციპლინირებული ხდება ცხოვრების პრაქტიკულ სფეროებში, განსაკუთრებით სამსახურისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ამ პერიოდში მოსალოდნელია სამსახურის ან სამუშაო სტრუქტურის მკვეთრი ცვლა, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები. ისეთ არაორგანიზებულ ინდივიდებსაც შეხვდებით, ვინც ამ პერიოდში იმდენად ეფექტურ და დისციპლინირებულ შრომას იწყებს, რომ თავადაც უკვირს ასეთი გარდატეხა.

VI სახლში ვიზიტორი სატურნი გვეხმარება განვსაზღვროთ, რის გაკეთებას ვცდილობთ და გავარჩიოთ ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხები. „გარჩევის“ უნარი იმდენად აქტიურდება ამ პერიოდში, რომ ინდივიდი იტანჯება დათრგუნულობით ან სხვა ფსიქოსომატური პრობლემებით, რომელიც გადაჭარბებული თვითკრიტიკისგან არის განპირობებული. აღნიშნული თვითკრიტიკა მოტივირებულია იმით, რომ ამ პერიოდში ნათლად ვხედავთ, რას ფიქრობს ჩვენზე ის ხალხი, ვისთანაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. მართლა სასარგებლონი ვართ ამ ხალხისთვის თუ მომაბეზრებლები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან VI  სახლი,XII სახლია VIIსახლისთვის, ჩვენ ვიწყებთ  სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების შედეგების სიღრმისეულ გაანალიზებას.

ტრადიციულად ეს ტრანზიტი ასოცირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. სინამდვილეში, თუ ამგვარმა პრობლემებმა თავი იჩინა, სავსებით მოგვარებადია და პირიქით, სატურნის დადებითი გამოვლენაა, რადგან ჩვენ გვეძლევა გაფრთხილების სიგნალი, რას მივაქციოთ ყურადღება.  საქმე ის არის, რომ ეს ფაზა დაკავშირებულია თვითგანწმენდასთან.  ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა, რომელიც ამ პერიოდში იქმნება, პირდაპირ უკავშირდება კვებით ჩვევებს, ამიტომ საკმაოდ მაღალია საკვებით მოწამლვის  ალბათობა. თითქოს სხეულს სურს, ჭუჭყისგან გათავისუფლდეს და თუ თქვენ ხელს არ შეუწყობთ ამ პროცესს, გაჩნდება უფრო მძიმე დაავადებათა ფიზიკური სიმპტომები.

ამიტომ ტრანზიტის  პერიოდი განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი კვებითი და სავარჯიშო რეჟიმის შექმნისთვის, ხანგრძლივი, განმწენდი დიეტისთვის, კვებითი რაციონის დასარეგულირებლად და ჯანსაღი ჩვევების შესაძენად. რათა გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური განწყობა.

ამ პერიოდის ძირითადი თავისებურება, რომელიც უნდა ამოვიცნოთ და გავიაზროთ, არის ის, რომ ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, თქვენთვის პერსონალური გაკვეთილია, რომელიც გაჩვენებთ, რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ მომზადებული შეხვდეთ სატურნის შემდეგ ფაზას თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ის დესცედენტს გასცდება და VII სახლში გადავა.

მანამდე კი სატურნის კრიტიკული დარტყმის ქვეშ დგება ნატივის სამუშაო სფერო, ყოველდღიური ფუნცქიები (რუტინა), ჩვევები და ჯანმრთელობა. საწყის ეტაპზე უკიდურესად იმატებს სამუშაოსთან დაკავშირებული პასუხიმგებლობა. ინდივიდი ხშირად ამუხრუჭებს, რადგან როგორც მას ეჩვენება, წნეხი ძალიან ძლიერია. „ეჩვენება„  ხაზგასმით, რადგან რაც არ უნდა იყოს, სატურნი რეალობას ყოველთვის ჩვენზე უკეთ ხედავს და სტრესი, რომელსაც ის ქმნის, არასდროს არ არის უადგილო და გაუსაძლისი.

აქამდე ჩვენგან უგულვებელყოფილი და დავიწყებული საკითხები მკაცრ გამოცდას გაივლის. რამდენად ნაყოფიერად იყენებთ  დროს? როგორ უმკლავდებით ყოველდღიურ საზრუნავს? როგორ უვლით საკუთარ ორგანიზმს? სატურნის ზეწოლა საშუალებას აღარ მოგცემთ, თავი აარიდოთ ან უხეიროდ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იზრუნოთ ამ საკითხებზე.

როგორ გვეხმარება თავად სატურნი? ხშირად გვიქმნის ისეთ გარემოებებს, რაც გვაიძულებს ზემოთ ჩამოთვლილი მისიების შესრულებას ან მყარ შინაგან მოტივაციას გვაძლევს ამისთვის.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top