ტრანზიტული სატურნი ჰოროსკოპის სახლებში

ტრანზიტული სატურნი ჰოროსკოპის სახლებში

სრულიად ასტრო-საზოგადოება ცნობისმოყვარე შიშით ელის სატურნის გადასვლას მორიელის ნიშანში. რას უქადის სამყაროს დიდი მასწავლებლისა და დიდი მოსამართლის ტანდემი, ამაზე მოგვიანებით. თუ თქვენი მზის ნიშანი ან ნათალური (ინდივიდუალური) სატურნი მორიელი არ არის, შეგიძლიათ შედარებით მშვიდად იყოთ. თუმცა სულ ნუ მოეშვებით, მკაცრი მასწავლებელი დინჯად დააბიჯებს თქვენი ნათალური რუკის რომელიმე სახლში და ულმობელი მეთოდებით ამყარებს წესრიგს.

რაც შეეხება ზოგადად სატურნის ტრანზიტს, სრული ციკლისთვის მას 28-29 წელი სჭირდება. შესაბამისად თითოეულ ნიშანსა და სახლში ის დაახლოებით 1,5 ან 2,5 წელიწადს ატარებს. თუმცა უმეტესად(თუ თქვენ თანაბარზომიერ სახლების სისტემით არ მუშაობთ, სადაც თითოეულ სახლს საშუალოდ 30 გრადუსი უჭირავს), მისი ტრანზიტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სახლის სიდიდეზე.

სატურნის გავლენა გამოიხატება საკითხებისა და ცხოვრებისეული სფეროების კრისტალიზებით, დამიწებითა და გამყარებით. მისი ზემოქმედება ძირითადად,სახლის პირველ დეკანში ანუ საწყის ეტაპზე (როდესაც რომელიმე სახლის კუსპიდს კვეთს. პირველ 5-10 გრადუსზე) ვლინდება, ასევე ნათალურ პლანეტებთან ასპექტირებისას. ფაზის დასასრულს კი ნატივს რჩება გამოცდილება და ათვისებული გაკვეთილები, რაც ზრდის მისი შეგნების დონეს. სატურნი გვასწავლის მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში და პირველ რიგში ეს იმით გამოიხატება,რომ ჩვენ ვკარგავთ გარესამყაროსა და გარემოცვის მხარდაჭერასა და თანადგომას იმ არეალებში, რომელ სახლსაც გადის სატურნი.

როდესაც სატურნი ცეცხლოვან სახლებს (I, V, IX) გაივლის, ჩვენ გვიწევს თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, თვითრწმენის გამყარება და სწავლა, როგორ გამოვიყენოთ ეს თავდაჯერებულობა ნაყოფიერად ჩვენს ცხოვრებაში.

მიწის სახლებში (II, VI, X) ტრანზიტისას, ჩვენ ვსწავლობთ ან გამოვიმუშავებთ საკუთარი თავისა და უნარების ფასს,ღირსების გრძნობას.

ჰაეროვან სახლებში (III, VII, XI) ტრანზიტისას, ჩვენ ვაფასებთ საკუთარ დამოკიდებულებასა და ურთიერთობის ფორმებს ჩვენს გარემოცვასთან, რამდენად შეგვიძლია ამ ურთიერთობებს თუ კონტაქტებს დავეყრდნოთ. ასევე ვაფასებთ ჩვენს მენტალურ თვალსაწიერს.

წყლის სახლებში (IV, VIII, XII) ტრანზიტისას ხდება საკუთარი შინაგარნი რწმენის, წარსულისა და მიმდინარე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გადაფასება.

სატურნი გვაიძულებს პასუხიმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე ცხოვრების იმ სფეროებში, რომელსაც ეხება. ყოველი სახლი ჩვენი ცხოვრების ცალკეულ არეალს მართავს და სატურნის ტრანზიტებსა და ასპექტებს ამ რეგიონების ინპექტირება, რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია ევალება.

სატურნი გვასწავლის ზომიერების, თავშეკავებისა და წინდახედულობის ფასს. ალბათ, სატურნის ტრანზიტთან გამკლავების საუკეთესო გზა არის მორჩილება_ნუ აარიდებთ თავს, ნუ შეეწინააღდეგებით და დაუპირისპირდებით მის გაკვეთილებს. შეეგუეთ და მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სფეროებში მოვლენები ლოკოკინასავით ნელა და მძიმედ წარიმართება. სატურნი ჩვენგან მოითხოვს მძიმე მუშაობას, ენერგიის ინვესტირებას პრაქტიკულ, სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტებში,“აქ და ახლა“ ცხოვრებას. ეს არის მყარი ფუნდამენტის ჩაყრის პერიოდი. ის მოითხოვს შეგნებას, რომ ზომიერება ცხოვრების კონკრეტულ პერიოდსა და სფეროში აუციელებელია თქვენი სულიერი ზრდისათვის, ისევე როგორც ფიზიკური სხეულისთვის. თავი აარიდეთ ასევე სხვების დადანაშაულებას თქვენს მდგომარეობაში (მცირეოდანი თავის შეცოდება შეუძლება აუცილებელიც იყოს ძალთა აღსადგენად, მაგრამ), ეს მხოლოდ მელანქოლიისა და განრისხებისკენ გიბიძგებთ. იცოდეთ, რომ ცხოვრების ეს პერიოდი, მართალია დროებითია, მაგრამ აუცილებელია იმისათვის, რომ პიროვნული შეზღუდვები გააცნობიეროთ და იმავდროულად, შინაგანი ძალა შეიგრძნოთ. მოუფრთხილდით ამ გაკვეთილებს, რადგან მათ გათავისებაზეა დამოკიდებული სატურნის ლმობიერება და წარმატებული პროგრესია ყოველ მომდევნო სახლში.

*ვინც ასტროლოგიაში ჯერ კარგად ვერ ერკვევა ან ტრანზიტული რუკის გაკეთება არ იცის, უხეში გამოთვლა საკმაოდ მარტივია: რომელი სახლის კუსპიდიც (მწვერვალი, დასაწყისი) მდებარეობს მორიელის ნიშანზე, იმ სახლში შევა სატურნი. მაგალითად, თუ თქვენი ასცედენტი მორიელია ანუ პირველი სახლი იწყება მორიელის ნიშნით, როდესაც სატურნი მორიელში გადავა (2012 ოქტომბერში), ის იმავდროულად შევა თქვენი ნათალური რუკის პირველ სახლში. თუმცა,როგორც წესი,უმეტესად ნიშანი გაყოფილია სახლებზე, ანუ პირველი სახლი მორიელის ნიშნით რომც იწყებოდეს,აუცილებლად 0 გრადუსიდან არ დაიწყება. მოკლედ, გამოთვალეთ გრადუსების მიხედვით. ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენად დაემთხვევა,განვლილ ეტაპებს. სახლის კუსპიდი(დასაწყისი) იმ სახლს გადიოდა, გადის ან გაივლის სატურნი.

დღეს შემოგთავაზებთ სატურნის ტრანზიტს XII და I სახლებში, რაც ასტროლოგიაში ერთიან და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვან ფაზად განიხილება ყოველი ადამიანის ბიორითმში, რადგან შინაგანი გარდატეხის პერიოდს უკავშირდება.

 სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top