ტრანზიტული სატურნი III სახლში

ტრანზიტული სატურნი III სახლში

როდესაც სატურნი III სახლში შედის, ინდივიდი გრძნობს რა, რომ პრაქტიკული საკითხები მოგვარებული აქვს, იწყებს ახალი სფეროების ათვისებას, რაც გააღრმავებს მის პროფესიონალიზმსა და საკუთარი იდეების ღირებულების შეგრძნებას.  ეს პერიოდი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სატურნის სტუმრობა წინამორბედ, “მიწის“ სახლში. თუმცა ამ ფაზის ზემოქმედების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის სამუშაოს ასრულებს ნატივი. თუ ის ინტელექტუალური საქმიანობით არის დაკავებული ან მისი სამსახური კომუნიკაციებსა და გადაადგილებას უკავშირდება, გავლენა დიდი იქნება.

ამ პერიოდისთვის დამახასიათებლია უაზრო შფოთი და არც თუ ისე უსაფუძვლოდ – ინდივიდის ნებისმიერი თავდაუჯერებლობა და ცოდნის სიღრმე თვალსაჩინო ხდება გარშემომყოფებისთვის. ეს ის დროა, როდესაც ადამიანი უნდა კონცენტრირდეს ახალ იდეებზე, ფაქტებსა თუ ოსტატობაზე, რომელიც სიღრმეს შემატებს მისი ინტელექტუალური უნარების გამოხატვას.

ამიტომ ეს პერიოდი ხელს უწყობს გამოკვლევებს, საკითხების ღრმა ანალიზს. დიდი ძალისხმევა იხარჯება ასევე საგანმანათლებლო გეგმებისა და სწავლის მეთოდების სტრუქტურიზებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება სერიოზულ ანალიზზე, პრაქტიკულ აზროვნებაზე, იდეების მკვეთრად გამოხატვის უნარზე. ბევრი აღმოაჩენს, რომ გვიანობამდე ვერ იძინებს, რადგან წიგნების კითხვითა და ანალიტიკური ფიქრებით არის გართული. ნაწილი აფიქსირებს, რომ იცვლება არამხოლოდ ურთიერთობის მეთოდი, ასევე ხმის ტონი და მეტყველების ფორმა.

ამ ცვლილებებს იწვევს ადამიანის შინაგანი მოთხოვნა, შექმნას უფრო მყარი სტრუქტურა, რომელსაც დაეყრდნობა მისი იდეები და შეხედულებები. ამიტომ საგანმანათლებლო აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად კავდება კერძო გამოკვლევებით, რაც მის პირად მიზნებს ემსახურება. შესაძლოა ამ პერიოდში გამომუშავებული იდეები, ფაქტები და უნარები მომავალში არც გამოიყენოს, მაგრამ ასეთი მრავალფეროვანი ტექნიკისა და შეხედულებების მეშვეობით ინდივიდი მენტალურ თვალსაწიერს აფართოებს, რაც მომავალში საშუალებას მისცემს, პირადი გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეაფასოს და შეადაროს განსხვავებული თეორიები,კონცეფციები თუ მეთოდები.

ეს ტრანზიტი ასევე მოითხოვს უფრო ფართომასშტაბიან განათლებასა და გამოკვლევებს, თუ ინდივიდს სურს ინტელექტუალური თვითრწმენა გაიღრმავოს. იდეების აბსტრაქტული აზრებით გამოხატვა საკმარისი აღარ არის, საჭიროა პირადი გამოცდილება და თავდაჯერება, რაც გარშემომყოფთა ნდობას უზრუნველყოფს.

ტრანზიტი ასევე აჩვენებს, როგორ ურთიერთობდით გარშემომყოფებთან და როგორ ავრცელებდით სატურნის მიერ გაფილტრულ ინფორმაციას. თქვენ მოგიწევთ გამკლავება ახალი ტიპის ზეწოლასთან_საქმე პირადად თქვენ ან თქვენს ინდივიდულურ რესურსებს აღარ ეხება, როგორც ეს I და II სახლებში ტრანზიტის დროს იყო. ამჯერად სატურნი მენტალურ ნაყოფიერებას აქცევს წნეხის ქვეშ, ამიტომაც თქვენთვის შეიძლება ძალიან რთული გახდეს იდეების გადმოცემა და მით უმეტეს მათი რეალიზება.

ხშირია ნეგატიური აზრები. შესაძლოა დედმამიშვილებმა გარკვეული ფორმით ხელი შეგიშალონ ზრდასა და განვითარებაში და შედეგად, მათთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. მართალია, კონტაქტების სურვილი არ იკარგება, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი სწავლაში იხარჯება და მსუბუქი ტიპის სოციალური კონტაქტები დროის ფუჭ ხარჯვად აღიქმება. ამ პერიოდში ბევრი ურთიერთობა გადაიხედება, უსარგებლო კონტაქტები გაწყდება. რაც უფრო უახლოვდება სატურნი IC, IV სახლის კუსპიდს, მით უფრო იზრდება ბუნდოვანი შფოთი, რადგან ბევრი კარი სამუდამოდ იკეტება. თუმცა ტრანზიტის ბოლოსკენ ნატივს რჩება ინფორმაციის გადამუშავებისა და კონტაქტების ღრმა ანალიზის გამოცდილება, რასაც წარმატებით იყენებს მომავალში.

 სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top