ტრანზიტული სატურნი VII სახლში

ტრანზიტული სატურნი VII სახლში

ამ პერიოდში ისეთი საქმიანი კონტაქტები მყარდება, რომელთაც მოგვიანებით (როდესაც სატურნი VIII სახლში გადადის), ფინანსური მოგება მოაქვს. ყველა ტიპის ურთიერთობა სერიოზულ ხასიათს იძენს. ინდივიდი მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, რომ მდგომარეობა შეინარჩუნოს. ცხადია, უმეტესად ყურადღების ცენტრში პირადი და საქორწინო ურთიერთობები ექცევა. როდესაც სატურნი დესცენდენტს გასცდება და ჰორიზონტს ზემოთ აგრძელებს თავის ნახევარ ციკლს, ხშირად წარმოიქმნება ურთიერთობის შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის შინაგანი მოთხოვნა. ამავე პერიოდში ხდება ფართო ასპარეზზე, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.

თუ ინდივიდს რომელიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ნორმად მიაჩნდა ან გრძნობს, რომ კონკრეტული ურთიერთობა მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სწორედ ის დროა, ასეთი ურთიერთობების რეალური ხასიათი გააარკვიოს (ასეთივე ტენდენციაა, როდესაც ტრანზიტული სატურნი ნათალურ ვენერას გადის). სატურნი მიწაზე ჩამოგიყვანთ იმ სფეროში, რომელზეც მისი ტრანზიტული ნიშანი და სახლი მიგითითებთ. ლოგიკურად, VII სახლში ტრანზიტისას, თქვენ უნდა გაამყაროთ ის ურთიერთობები, რომელიც გავლენას ახდენს თქვენ ინდივიდუალობაზე. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სატურნი დესცენდენტს გადის, ის ავტომატურად ოპოზიციაში უდგება ასცედენტს.

თუ თქვენ ზედმეტად დიდი მოლოდინები გაქვთ ქორწინების ან პირადი სასიყვარულო ურთიერთობებისგან და გრძნობთ, რომ ეს ურთიერთობები არაეფექტურია, დროა თვალი გაუსწოროთ სიმართლეს, ობიექტურად და მიუკერძოებლად გაანალიზოთ ფაქტები. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გარკვეული სიცივე და თავდაჭერილობა ახლო ურთიერთობებში, რითაც შეიძლება გააღიზიანოთ კიდეც პარტნიორი. კარგი იქნება, თუ აუხსნით, რომ დროებით გაუცხოვდით მისგან, რათა ურთიერთობის უფრო ნათელი პერსპექტივა დაინახოთ. ეს, უდაოდ, ერთ-ერთი რთული პერიოდია ქორწინებისა და სიყვარულისთვის, მაგრამ უსიამოვნებებისა და დაძაბული ეპიზოდების სიხშირე და ინტენსივობა დამოკიდებულია ნდობის ხარისხსა და დონეზე, რომლითაც ხასიათდებოდა თქვენი ურთიერთობები ამ პერიოდამდე.

განქორწინებათა რიცხვი ნამდვილად არ აღემატება, თუ ნაკლები არაა, იუპიტერის ტრანზიტს VII სახლში. იუპიტერის ტრანზიტი გულისხმობს ჩარჩოების გაფართოებას, ჯებირების რღვევას უკვე არსებულ ურთიერთობებში. სატურნის ტრანზიტი კი ურთიერთობების მოგვარების, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გადანაწილებას უწყობს ხელს.

ამავე პერიოდში გვეძლევა საშუალება, ყველაზე რეალური სახით დავინახოთ ჩვენი პარტნიორი, როგორც ინდივიდუალური ადამიანი, ჩვენგან სრულიად განსხვავებული და არა როგორც ჩვენი მეორე ნახევარი ან ჩვენი სურვილებისა და ოცნებების პროექციის ობიექტი. ერთი სიტყვით, თუ თქვენი ურთიერთობები ჯანსაღი და საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ უშიშრად სცდით მათში საკუთარ „მეს“, ამ პერიოდში ასეც გაგრძელდება. წინააღდეგ შემთხვევაში, უფუნქციო და ქმედუუნარო ურთიერთობები წარსულს ჩაბარდება. თუ ასეთი რომელიმე „გაფუჭებული“ ურთიერთობა გადასაგდებად არ გემეტებათ, მაშინ მოგიწევთ მკვეთრად განსაზღვროთ, რამდენი ენერგიისა და ძალისხმევის ჩადებას აპირებთ მათ რეანიმაციაში.
VII სახლი წარმოადგენს „ერთი ერთზე“ ანუ პირადი ტიპის ურთიერთობების სიგნიფიკატორს და სწორად მათ განსაზღვრას, არსის გაგებასა და კრისტალიზებას მოითხოვს სატურნი. თუ თქვენ უკვე გყავთ პარტნიორი, ეს ის დროა, როდესაც თქვენს ურთიერთობაში არსებული ნებისმიერი უთანხმოება კომპრომისებს, მოქნილობასა და ხათრის გაწევას მოითხოვს. თავდაპირველი ფრუსტრაციის განცდა, რაც ურთიერთობების გართულებით არის გამოწვეული, ტრანზიტის დასასრულს კომპრომისუნარიანობისა და ვალდებულებების გათავისებაში ტრანფორმირდება.

მარტოხელა ადამიანებიც არანაკლებ განიცდიან ამ ტრანზიტის ზემოქმედებას. მარტოობა აქტუალურია ყველა სიტუაციაში, იმის და მიუხედავად, არსებობს სერიოზული ურთიერთობები თუ არა. თუმცა, ამ შემთხვევაში, საპასუხო ვალდებულების ნაცვლად, მარტოხელა ნატივს ზოგადად ვალდებულების გრძნობა უმძაფრდება. რიგით, შემხვევით სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი აქტუალურია საკუთარი პასუხიმგებლობისა და ვალდებულებების შეფასება, რაც ჯანსაღი პარტნიორობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სატურნს ყოველთვის მოაქვს რეალობის სამართლიანი აღქმა. ამიტომ ყველა ტიპის პირადი ურთიერთობა, ძალიან სერიოზულად აღიქმება, ობიექტურად შეფასდება და, საჭიროების შემთხვევაში, გადაფასდება. პარტნიორები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ გასართობ საშუალებას ან თქვენი ეგოს ანარეკლს. მათდამი პასუხიმგებლობა, მათი საჭიროებები  და თქვვენი კომრპომისუნარიანობა, სულ უფრო ნათლად გამოიკვეთება, რაც გვაიძულებს აღვიქვათ პარტნიორები, როგორც ინდივიდები და გავაუმჯობესოთ მათთან ურთიერთობის ფორმები. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ფაზაში ურთიერთობების ხარისხი რაოდენობაზე პრიორიტეტული ხდება.

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top