ტურმალინი

ტურმალინი

სიყვარულისა და ვნების ქვა

1703 წელს ცეილონიდან ევროპაში  ვარდისფერ-იასამნისფერი კრისტალები შეიტანეს, რომელსაც „ტურემალს“ („ძვირფასი ქვა“) უწოდებდნენ. ტურმალინი სილიკატისგან (ალუმინის, ბორის, მარგანეცისა და მაგნიუმის შენაერთს) შექმნილი მინერალია.

კიდევ ერთი ვერსიით, მინერალის სახელწოდება „ტურმალი“-სგან წარმოდგება, რაც „ნაცრის მიმზიდველ ქვას“ ნიშნავს. მიაჩნდათ, რომ ქვა როგორც მაგნიტი, ხის ნაცარს იზიდავს, შემდგომში კი „ცეილონის მაგნიტი“ უწოდეს.

ტურმალინი ფერის მიხედვით განსხვავდება და სხვადასხვა სახელწოდება აქვს. შევხვდებით ტურმალინის „კატის თვალს“, ღია ფერის ტურმალინს „მავრას თავს“ უწოდებენ, წითელს – „თურქის თავს“ და ა.შ.

მომპოვებელი ქვეყნებია: ბირმა, შრი-ლანკა, მადაგასკარი, ინდოეთი, ცეილონი, ავღანეთი, გრენლანდია, გერმანია, ნორვეგია, ა.შ.შ., ზიმბაბვე, მოზამბიკა, ტანზანია, კენია.

სამკურნალო თვისებები

ტურმალინი ენდოკრინული და ნერვული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ფერის მიხედვით სხვადასხვა ორგანოზე მოქმედებს:

მწვანე ფერის ტურმალინი გვეხმარება ნერვული სისტემის, ღვიძლის, თირკმლის, სისხლის მიმოქცევის, კანის დაავადებების განკურნებაში, იმუნიტეტს აძლიერებს.

ცისფერი ტურმალინი ლიმფურ, ჰორმონალურ და იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს,

შავი – დამცავ აურას ქმნის და მფლობელს უარყოფით, დამანგრეველ გავლენას არიდებს.

ლურჯი ტურმალინი – სიმშვიდისა და უშფოთველი სიზმრის ქვად ითვლება,

ხოლო უფერო – სულიერი და ფიზიკური ენერგიის ბალანსს ქმნის, ცნობიერებას წმენდს.

მაგიური მახასიათებლები

ტურმალინი დადებითად მოქმედებს სხეულსა და გონებაზე, შიშისა და შფოთვის დაძლევას, გონების სიცხადეს ხელს უწყობს, გვეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში, მშვიდად დაძინებაში. თუ ძილის პრობლემა გაქვთ, ტურმალინი ერთ-ერთი ქვაა, რომელიც დაგეხმარებათ მის მოწესრიგებაში; მისი ტარება დაცულობისა და სიმშვიდის განცდას, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას მოგმატებთ. ამ უკანასკნელისთვის განსაკუთრებით გამოდგება მწვანე ტურმალინი.

ძველი რწმენით, მინერალი შემოქმედებით შესაძლებლობებს, ენერგიას აძლიერებს. წითელი ფერის ტურმალინი მხატვრების ქვად ითვლება, წარმატება და ბედნიერება მოაქვს სიყვარულში (მამაკაცებისთვის); ხოლო შავი – ჯადოქრების, ამავე დროს ნათელმხილველობისთვის გამოიყენება. მწვანე – აზროვნების პროცესებს უფრო მოქნილსა და სწრაფს ხდის; უფერო – ცნობიერებას წმენდს, სულიერი და ფიზიკული ძალის წონასწორობას ხელს უწყობს; ცისფერი – იოგების, ასტროლოგების მიერ უმაღლესი გონისგან ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება; ვარდისფერი – სიყვარულში უიღბლოებს ეხმარება.

როგორც თილისმა, მუსიკოსების, მსახიობების, მწერლების, ჯადოქრების, შემლოცველების ქვაა. მისნები და შემლოცველები შავ ტურმალინს იყენებენ. მწვანე ტურმალინი შემოქმედებითი კუთხით წარმატებას, უნარების გახსნას, ახალი შესაძლებლობების გაჩენას უწყობს ხელს. როგორც დამცავი – მთავარ საკითხებზე კონცენტრირებას იწვევს, გონებრივ შესაძლებლობებს აძლიერებს; ხოლო წითელი ფერის ტურმალინი შიშისა და განგაშის განცდისგან გვიცავს.

ტურმალინი სიყვარულში ბედნიერებასა და გამარჯვებას უკავშირდება, მაგრამ მხოლოდ მამაკაცებისთვის. ის დაკავშირებულია ტანტრის ენერგიასთან, სექსუალური ენერგიის სრულ ტრანსფორმაციასთან; ამყარებს ქორწინებას, ნაყოფიერებასა და პოტენციას ზრდის. თუმცა, მისი ხანგრძლივად კეთება რეკომენდებული არაა, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.

სასურველია თუ ქვას მუდმივად არ ვატარებთ და პერიოდულად შევისვენებთ ხოლმე, რადგან ტურმალინს ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედების უნარი გააჩნია. კარგი იქნება თუ ქვას ოქროში მოვათავსებთ.

ასტროლოგია: სტიქიებიდან ყველა სტიქია (ეთერიც) შეესაბამება;  ზოდიაქოს ნიშნებიდან – ლომი, მორიელი, მშვილდოსანი.  გლობას მიხედვით, მორიელისა და კირჩხიბისთვის სასურველი ქვაა, ხოლო თხის რქებსა და ქალწულებზე – გავლენას ნაკლებად ახდენს. პლანეტებიდან კი ვენერისა და პლუტონის ენერგიების მატარებელია.

ჩაკრებზე გავლენა: განსხვავდება ფერის მიხედვით.

ტურმალინის განსხვავებული სახეები: რუბელიტი – ვარდისფერ-იასამნისფერი ტურმალინი; დაურიტი – წითელ-ალუბლისფერი; ინდიგონიტი – ლურჯი, ცისფერი; ვერდელიტი – მწვანე; ახროიტი – უფერო, შერლი – შავი.

გამოყენებული მასალა და ავტორები: ჯასპერ სტოუნი, გლობა,  lithotherapy.ru

ლურჯი ტურმალინი. ავღანეთი


About Tamta

Scroll To Top