უმაღლესი პლანეტები
სატურნის ორბიტის მიღმა სამი პლანეტა იმყოფება,რომელთაც ასტროლოგიაში უმაღლეს ან ტრანსცენდენტალურ პლანეტებს ვუწოდებთ. თანამედროვე ასტროლოგიაში ისინი განასახიერებენ კაცობრიობის განვითარების შემდგომ ეტაპებს.
1.დევიაცია
(ბიოფიზიკურ დონეზე)
ურანი სატურნზე „მაღლა“ დგას და თუ სატურნი ასტროლოგიაში ნორმას,წესებსა და კანონს უკავშირდება,ურანი წარმოდგენს სიმბოლოს ყველაფრისა,რაც ნორმის ფარგლებსა და დადგენილ საზღვრებს სცილდება. ამასთან,ურანი,როგორც ცის სიმბოლო,ადამიანის ცნობიერებაში დაკავშირებულია ამაღლებასთან, უსასრულობასთან, შეუცნობელსა და ღვთაებრივთან _ადგილი, საიდანაც შემოქმედის წყალობა და რისხვა მოედინება.
ცის კაბადონზე მიმდინარე ცვლილებები ერთდროულად შიშსა და აღტაცებას იწვევს ადამიანთა სულებში. მეხი და ელვა ყოველთვის ზებუნებრივ ნიშნებად აღიქმებოდა კაცობრიობის მიერ,როგორც სიკვდილის,ხანძრებისა და განაგურების მომტანი ღვთისგან წარმოგზვნილი სასჯელი,მოულოდნელი,შეუქცევადი და „ელვისებური“. ამასთან დაკავშირებით,ურანული გადახრები შესაძლოა კეთილისმყოფელი ან გამანადგურებელი საწყისის ნიშნები იყოს.
გარესამყაროს მკვეთრი,მოულოდნელი ცვლილებები შოკურ მდგომარეობას იწვევს,მისი წინმსწრები დაძაბულობა_სტრესსა და თანამედროვე სამყაროს დაავადებებს. წარმოების ინტენსიური განვითარების უარყოფით მოვლენებთან დაკავშირებული გარემოს გარდასახვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცოცხალი ორგანიზმების მუტაციაზე_ადამიანებისა და ცხოველების,რომლებიც გარეგნულად გამოირჩევიან მოცემული სახეობის დანარჩენი წარმომადგენლებისგან.
როდესაც საზოგადოებაში „ზებუნებრივი“ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ჩნდება,ეს ნორმიდან გადახრად ითვლება და შესაძლოა მეცნიერული კვლევების საგნადაც იქცეს. ამიტომ მართავს ურანი ვუნდერკინდებსა და გენიოსებს,გამომგონებლებსა და ექსპერიმენტატორებს,მეცნიერების ახალ მიმართულებებს. მკვეთრი ცვლილებები ბიოფიზიკურ დონეზე შეიძლება დაკავშირებული იყოს ტანჯვასთან(ავარიის,კატასტროფების,სტიქიური უბედურებების,ოპერაციების,ავადმყოფობების, დამწვრობის ან ელექტროშოკის ზემოქმედების შედეგად).
დაკოდილი ურანის სახება ასტროლოგიაში უნაყოფობას,აბორტებს,ჩანასახის მოწყვეტას, მოულოდნელ დანაკარგებს,ძალადობასა და ძარცვას უკავშირდება.
ფუქციები: მკვეთრი ცვლილებები და გარდატეხები. განხეთქილებები.
დევიაციის პრინციპი ადამიანის ხასიათში უცნაურობით,ორიგინალობით,არანორმალურობით, უჩვეულობით, ექსცენტრულობითა და ექსტრავაგანტულობით ვლინდება. ასევე დაკავშირებულია მოულოდნელ აფეთქებებსა და გამოხტომებთან,ეპატაჟთან,არაპროგნოზირებად ქცევებთან,ადამიანთა შოკირებასთან,უცნაური სამოსით,ვარცხნილობით,მაკიაჟით და ა.შ.
2.თავისუფლება
(ფსიქო-სოციალურ დონეზე)
ურანისეული ქცევა და ხასიათი,გარკვეული დროის შემდეგ,შეიძლება ნორმადაც იქნას მიჩნეული,მაგრამ თანამედროვეობაში ის ყოველთვის პიონერია,წამომწყები,პირველაღმომჩენი, ახლადჩასახული ტენდენციები(უმეტესად კონტროლიდან გამოსული). ამიტომაც უკავშირდება ის თავისუფლებას.
ურანი,თავისი საზარელი შთამომავლობით,სხვა არაფერია,თუ არა,მიწის წიაღში დაბადებული,ცად აჭრილი ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი,რომელიც თავზარს სცემს,რუტინული ცხოვრებითა და ყოფიერებით განპირობებულ,გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს. მისი ცეცხლი(ელვა+მეხი) მხოლოდ რჩეულებს აფხიზლებს,ვისაც სხვების გადარჩენის იდეა(საზოგადოებრივი ამოცანები) ცეცხლის ალივით ედება. დიახ,მხოლოდ ერთეულებს უჩნდებათ სურვილი ურჩხულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებან; ზეცაში აჭრა გაბედონ და მიწაზე გამარჯვებულნი დაბრუნდნენ; განიცადონ ყოფიერებაზე ამაღლება; შეიგრძნონ ახალი ძალა და სურვილები.
თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგემოვნება უცხოა დადგენილი ნორმებითა და წესებით შებოჭილი ადამიანებისთვის. და ვინც ამას გაბედავს,მხოლოდ თავის მსგავსებთან უნდა დაამყაროს ურთიერთობა_ახალი მდგომარეობის ცოდნით განებივრებულ ინდივიდებთან ახალ განზომილებაში. შემთხვევითი არ არის,რომ მითოლოგიური გმირები ღმერთებსა და მოკვდავებს შორის დგანან,ხანდახან ღმერთებიც ხდებიან.
თავისუფლების პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვისგან და მისი მოთხოვნიდან,საკუთარი განვითარების ეტაპების მიხედვით,აითვისოს ახალი სივრცეები და სფეროები; გამოვიდეს ყოფიერების ჩარჩოებიდან; აღმოჩინოს თვითგამოხატვის ახალი,უკვე არსებულისგან განსხვავებული,მეთოდები. ამ პროცესებმა შესაძლოა ამბოხის ხასიათი მიიღოს,რაც გარშემომყოფთა მხრიდან უცნაურობად,ორიგინალობად,ნოვატორობად,უგუნურებად აღიქმება. ეს მისწრაფება ადამიანს რისკისკენ,ახალი ან მცირედ შესწავლილი საქმინობისკენ,მეცნიერების ან სიცოცხლისთვის სახიფათო მოქმედებებისკენ უბიძგებს,რომ ცოცხალი ორგანიზმების ზღვარს მიღმა შესაძლებლობებს მიაგნოს.
ყველა ადამიანი განიცდის გარკვეული სივრცის მოთხოვნას,რომლის ხარისხი და მასშტაბი დაკავშირებულია მისი ფსიქიკის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. ჩვენ პერიოდულად ვაწყდებით ახალი სივცის მოპოვებისთვის ბრძოლის აუცილებლობას,როდესაც ჩვეული ცხოვრება გვბეზრდება და ახალ ეტაპებზე გადასვლას ვლამობთ. ამ მოთხოვნას თითქმის ყოველთვის წინ უსწრებს ესა თუ ის კრიზისი. ყველა კრიზისის მიზანი,ადამიანის თუ კოლექტივის,გლობალური ევოლუციაა. ცვლილებები და გარდატეხები ადამიანს გარკვეულ გამოცდილებას აძლევს. მაგალითად,პირველი ახალი სივრცის ათვისება_დაბადების მომენტია. იმავე კონტექსტის მოვლენებია აჯანყება,რევოლუცია და ომი.
ფუნქციები: პროგრესი. საკუთარი უნარების ვერტიკალური გავლა(ქვემოდან ზემოთ). ახალ განზომილებებში ორიენტაცია.
ცვლილებები მიმართულია ენერგიის გამონთავისუფლებისკენ; დამოუკიდებლობის,ახალი ტერიტორიებისა და ჰორიზონტების მიღებისკენ,ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. თავის მხრივ,ადამიანის სწრაფვა ახალი განზომილებებისკენ დაკავშირებულია ყოფიერების ჩარჩოებისგან გამოწვეულ დისკომფორტთან. ეს ძალა ყველა ადამიანშია_გადააქციოს წრიული მოძრაობა სპირალურად. ეს გარღვევა ელექტროძაბვის მსგავსია. მას თან ახლავს ჭექა-ქუხილი(ხმაური,ყვირილი,კვნესა,კივილი) და აფეთქება(რისხვა). თუმცა კი მოვლენების განვითარების დროისა და ადგილის წინასწარმეტყველება აბსოლუტურად შეუძლებელია.
ახალ განზომილებაში ადამიანს ახალი,თავისუფალი ურთიერთობები სჭირდება ადამიანებთან,რომლებიც ახლებურ შეხედულებებს იზიარებენ ,საზოგადოებრივ ფასეულობებთან დაკავშირებით. ეს თანამოაზრეების კავშირია:ინტერესთა ჯგუფი,პოლიტიკური პარტიები,მეგობრული ურთიერთობები,პროგრესული საზოგადოებრივი ორგანიზაციები,განმათავისუფლებელი მოძრაობები,სამოქალაქო ქორწინებები.
ურანის მეორე პრინციპი ისეთი თვისებებით ვლინდება,როგორც არის ალტრუიზმი,ახალი იდეების მიმართ გახსნილობა,საკუთარი ქცევებისა და დამოკიდებულებების ფუნდამენტალურად შეცვლის უნარი,დამოუკიდებლობა,სპონტანურობა,ავანტურიზმი,მოუთმენლობა,ანარქია,სიჯიუტე.
ურანი კოლექტიური ქვეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გზა იმისკენ,რასაც იუნგმა ინდივიდუაციის პროცესი უწოდა_მეტამორფოზა,რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს,რომ მემკვიდრეობითა და გარემოებებით შეზღუდული ეგო,რომელიც სატურნ-იუპიტერის კავშირით იმართება,არ წარმოადგენს პიროვნების ცენტრალურ ძრავს. ამიტომ,ურანის მეორე პრინციპი მართავს ბედისწერის მოულოდნელ გარდატეხებს,წარსულთან „ურთიერთობის“ გაწყვეტას,გაქცევას,განშორებას,განქორწინებას.
3. აღმოჩენა
(იდეალურ დონეზე)
სიახლეებისკენ სწრაფვას ადამიანი მომავლის სფეროში გადაჰყავს და საშუალებას აძლევს იპოვოს გასასვლელი სხვა განზომილებაში,აღმოჩენების მეშვებით,რაც იმ დროს კაცობრიობისთვის აქტუალურია. სატურნის პრინციპებით ინსპირირებული ხანგრძლივი კონცენტრირებული აზროვნების შედეგად,მენტალური დონის მოულოდნელი გამონათებაც არ აყოვნებს,რასაც თან ახლავს ცნობიერების მკვეთრი სინათლე და გამონთავისუფლებული კოლოსალური ენერგიის მოზღვავება. ურანის სისწრაფე არ იძლევა საშუალებას დეტალებში დავინახოთ საკუთარი ცნობიერების აღმოჩენები. მას ხშირად სიმბოლური,მინიშნებითი ხასიათი აქვს,რომელიც სასწრაფო გაშიფრვას საჭიროებს.
სხვადასხვა დროს აღმოჩენად ითვლებოდა დღეისათვის ჩვეულებრივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები: ველოსიპედი,ავტომობილი და ტრანსპორტის სხვა სახეობები,რადიო,კინო,ტელეფონი, ტელევიზორი,თვითმფრინავი,კომპიუტერი,კოსმიური ხომალდი. ახლა მხოლოდ კომპიუტერები,თვითმფრინავები და კოსმიური ხომალდები(და ადამიანები,ვინც ამ სფეროებს პროფესიულად უკავშირდებიან) აღინიშნებიათ ურანით პირად ჰოროსკოპში.
ურანის ფსიქოლოგიური მექანიზმი: განჭვრეტა.
ურანის როლები რადიქსში: მეგობარი. თანამზრახველი. ასტროლოგი. ასტრონომი. კოსმონავტი. მფრინავი. უცნაური, გამორჩეული ადამიანი. კასკადიორი. ექსპერიმენტატორი. გამომგონებელი. ანარქისტი. ავანგარდული ჯგუფის წარმომადგენელი. მძარცველი. პროგრამისტი. ელექტრიკოსი. კინემატოგრაფისტი.
ურანის მდგომარეობები: მოულოდნელი აღმოჩენა. მწვავე შემოტევები. ჯანყი. მკვეთრი პროტესტი. ეპატაჟი.
ურანის მოვლენები: რევოლუცია. ხანძარი. ავარია. აფეთქება. განქორწინება. განშორება. ტერორისტული აქტი. ძარცვა. ჭექა-ქუხილი. გრიგალი. მოულოდნელობა. სკანდალი. ჩხუბი. შეხვედრა კოსმონავტებთან. პლანეტარიუმის მონახულება(იუპიტერთან ერთად). ასტროლოგის კონსულტაცია. სიყვარული ერთი ნახვით.
ურანის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: მარჯვენა ყური. წვივები. სისხლძარღვები. ზურგის ტვინი. ღვიძლის ზოგიერთი ფუნქცია. უმაღლესი გონებრივი აქტივობა. სპაზმური ტკივილები.
ურანის მეტალი: ურანიუმი. შედარებით თამედროვე მეტალები,მაგალითად,ალუმინი და ტიტანი.
ურანის ფერები: ელექტრიკი. ნეონური ბზინვარება. მუარის სხვადასხვა შეფერელობა.
სტატიის ავტორი Qet Adastra