ურანი ვერძში

ურანი ვერძში

aquarun.ru

სპონტანურობა + მტკიცე ნება = გადატრიალება

 ნეგატიური ხასიათის განვითარებისას ადამიანი  გადაჭარბებულ სიჯიუტესა და ბრმა ენთუზიაზმს ავლენს, ის უცნაური და უტოპიურობამდე მგზნებარე მეოცნებეა, რომელიც  ფასდაუდებელ ენერგიას უაზროდ ფანტავს.

 ხასიათის პოზიტიური განვითარებისას ყველაფერი სწრაფად, მყისიერად ხორციელდება. ადამიანი ცდილობს სტიქიურად გაუწიოს დახმარება ახლობლებს, ის მიისწრაფვის გადატრიალებებისკენ, სიახლეებს საოცრად სწრაფად ეუფლება, მოქმედებს გამალებით, უყვარს ტექნიკური და ელექტრონული საშუალებების გამოყენება, ის გამოირჩევა სიახლეების, გამოგონებების, აღმოჩენების, მიზანმიმართული რეფორმებისკენ სწრაფვითა და საკუთარი იდეების დასაცავად დაუღალავი, ფანატიკური ბრძოლით.

 აქტიურობა და იმპულსურობა ძალიან მაღალია, ენერგია მუდმივად შემართული და მძვინვარე. ადამიანი განიცდის თავისუფლების, დამოუკიდებლობის მძაფრ წყურვილს, ის მუდმივად ჩართულია რევოლუციური და პროგრესული იდეების გაღრმავებაში, მისი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი ძალიან მდიდარი და ფერადია, ის საკმაოდ სწრაფი მოაზროვნე და უაღრესად საზრიანია.

ეს არის „პრომეთეს“ ტიპაჟი, რომელიც დაუფიქრებლად, თამამად ეხვევა ნებისმიერი სახის სარისკო ავანტიურებში, რომლებსაც საბოლოოდ ის ძალიან უსიამოვნო სიტუციებამდე მიყავს.  ეს ადამიანი გიჟდება სხვადასხვა სახის გადატრიალებებზე, ამბოხებებსა თუ ჯანყებზე, ექსტრემალურ რევოlუციურ სიტუაციებში ის თავს კომფორტულად გძრძნობს. შესაძლოა პროფესიის ხშირი შეცვლა გამოვლინდეს, ასევე მრავალრიცხოვანი მოულოდნელი დანაკარგები, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ქონებრივი.

ასეთი ადამიანი მთელი ძალით ცდილობს დაამსხვიოს ცხოვრების ძველი სტილი, ნირი. აქტიურად იბრძვის დოგმებისა და მდაბიო აზროვნების სტილის წინააღმდეგ. საერთოდ, ბედნიერია სიძველისა და არათანამედროვეობის დამარცხებით. განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს ისეთ სიტუაციებში, რომლებიც სხვების მიერ აღიქმება, როგორც სულიერი შერყევა და ფუნდამენტური დაცემა.

ასეთი ადამიანის იდეები ბრწყინვალე და გლობალურია, ის ცდილობს ფესვებშივე შეცვალოს არსებული პროცესების ხასიათი, ნაკლებად აქცევს ყურადღებას დეტალებსა და წვრილმანებს. ახალი გარდამტეხი იდეების შემოღება მოითხოვს მათ მუდმივ სტიმულაციას და ეს ადამიანი თამამად ამკვიდრებს რევოლუციურ სიახლეებს ცხოვრებაში, ამასთან ინტერესს კარგავს ყველა იმ საკითხზე, რაც, თუნდაც, წინა დღეს აღელვებდა და აფიქრებდა.

 დამახასიათებელია ხშირი ემოციური ფეთქებადობა, აგრესიული შეტევები და მიდრეკილება პოლიტიკური ფანატიზმისაკენ. ეს ადამიანები ინიციატივით მიისწრაფვიან დამოუკიდებლად აზროვნებისა და ქმედებისაკენ. თავად აზრი, ოცნება სამყაროს განახლებისა და გარდაქმნის იდეაზე, ასულდგმულებთ და მატებთ ენთუზიაზმს. ისინი არ ზოგავენ დროსა და ძალებს სრულიად ახალი გზების დანერგვისთვის, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მთავარი, რაც აღელვებთ ეს არის – ძალების გამონთავისუფლების პროგრამების რეალიზაცია და სოციალური რეფორმებისთვის ახალი გზების ძიება.  ასეთი ადამიანები ძალიან აფასებენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, არაჩვეულებრივის განხორცილებისა და დაუღალავ განახლებას ყველაფერში. ისინი ფლობენ კოლოსალურ ძალას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაანგრიონ ყველა შესაძლო შეზღუდვები და ერთიან შემოქმედებით ნაკადში, ცხოვრებაში სიახლე შეაქვთ. ეს ადამიანები არიან პიონერები, რევოლუციონერები, მათი თანმდევია უეცრად შემოჭრილი იდეების კასკადი.

მარტინ ლუთერ კინგი. ურანი ვერძში

კაშკაშა სხივის გაელვების მსგავსად მათი ცეცხლოვანი ინიციატივები გადამდებია, ამიტომ სხვა ადამიანებიც უკვე თამამად ჩადიან გმირობებს და შინაგანად გარდაიქმნებიან. ასეთი ადამიანი აბსოლუტურად უანგარო, უგუნურობამდე გამბედავი და მამაცია. ის მუდმივად სიახლის ძიებაშია. ახასიათებს წარსულის უარყოფის საკმაოდ აგრესიული გამოვლინება. არცთუ იშვიათად ვლინდება თავშეუკავებლობა და სიფიცხე. თანამშრომლობაში ის უტაქტო და არადიპლომატიურია. ცუდად ორიენტირდება სოციალური ურთიერთობების სისტემაში. მისი საყვარელი გამოთქმაა – „ სადაც ტყეს კაფავენ, ნაფოტები ცვივა“.

ვერძი ურანი შინაგანი იმპულსის ზეგავლენით, მარტივად ახდენს სავარაუდო აფეთებების ორგანიზებას და უამრავ არც ისე ჭკვიანურ საქმეს ჩადის. ახალი იდეებით დატვირთული, სინდისის ქენჯნის გარეშე „გადის სცენიდან“, ეს ძალიან მოუთმენელი ადამიანია, ის, ყოველთვის და ყველგან, ძალითა და შეტევით ამტვრევს საკუთარ გზაზე შემხვედრ ბარიერებს. უზომოდ თავნება და ამბიციური ნატურაა, მაგრამ უამრავი შესაძლებლობების მქონეა. ახასიათებს, ახალი საქმეებზე გადართვის გამო, ძველი წამოწყებების უგულველყოფა.

ურანი ვერძი საკუთარი ცვლილებებების წყურვილით, შესაძლოა, მომაბეზრებელი და არც ისე მეგობრული იყოს, ხოლო კრიტიკოსებთან ხშირად აგრესიული და მრისხანეა. ასეთი ადამიანი ეყრდნობა მხოლოდ ეთიკის საკუთარ ნორმებს. ის საკუთარ სიმართლეში ღრმადაა დარწმუნებული და ისწრაფვის აბსოლუტური თავისუფლებისკენ, სადაც მოიქცევა ისე, როგორც მოესურვება. მას ბრწყინვალე სამოქმედო საშუალებები და დიდებული ნერვული ენერგია აქვს. თუ ის შეძლებს ჰარმონიულად გამოიყენოს თავისი, ეს დამახასიათებელი პოზიცია, მხოლოდ მოიგებს. კონსტრუქციულად მიმართავს რა თავის გამომგონებლურ და ნოვატორულ უნარებს სასარგებლო საქმეებზე.

თვითკონტროლის უქონლობის შემთხვევაში ეს ადამიანი ხდება ფიცხი, უტაქტო და სხვებზე ძალადობის მოყვარული ფანატი. ხასიათი ხისტი, ენერგიული და თავისუფლების მოყვარე. ასეთი ადამიანი მთელი თავისი არსით ცდილობს თავის გარშემო იპოვნოს საკუთარი მოდერნისტული შეხედულებების გამოყენების საშუალება. ყველაზე საპასუხისმგებლო ქმედებებიც კი იმპულსებს ექვემდებარება, მოქმედებს მტკიცედ და თამამად. გონების მინიმალური კონცენტრაციისას ბრწყინვალე იდეების გამონათება მარტივად ხდება, საზრიანობა და ორიგინალობა გასაოცარია, ცნობიერი – ცოცხალი და აქტიურია. ასეთ ადამიანებს უყვართ მოგზაურობა და ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. ქმედებებში მუდამ რადიკალურები და უხეშები არიან. საუბრისას – იმპულსურები, რასაც ახლობლების მხრიდან განსჯა და გაკიცხვაც მოსდევს. ურთიერთობისას გაღიზიანებულები და ბრაზიანები არიან, შეუძლიათ ისე გაანაწყენონ ახლობლები, რომ ეს ვერც შეამჩნიონ.

 ყველაზე მთავარი ამ ადამიანისთვის არის – მიანიჭოთ შეუზღუდავი თავისუფლება და მისცეთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება. მისთვის სახიფათოა ფეთქებადი, იმპულსური და უაზრო წარსულის უარყოფის მოტივით გამოხატული გამოვლინებები. მას მთელი სამყაროს გარდაქმნა უნდა, ამასთან სულაც არ აინტერესებს სხვები და მითუმეტეს, მათი აზრი.  ურანი ვერძი აღმერთებს თავგადასავლებსა და რისკს, მასთან ბედნიერება და კმაყოფილება მუდმივად განახლებადი გამოცდილებებით მოდის.  ამ ადამიანმა აუცილებელია ისწავლოს თანამშრომლობა და ტაქტი, გახდეს მეტად დიპლომატი და გაწონასწორებული. ასევე აუცილებელია საკუთარი ინდივიდუალიზმის კონტროლი. ის სერიოზულად უნდა მოეკიდოს ახლობლების ინტერესებს.

ავესალომ პოდვოდნი “ზოგადი ასტროლოგია”

გამაყრუებელი

ცეცხლოვანი ურანი ადამიანის ყურადღებას უჩვეულო ენერგეტიკული გამოვლინებით იქცევს. ვერძის შემთხვევაში ეს შესაძლებელია იყოს, მოულოდელი ფანტასტიური იდეები და მიხვედრილობა, რომელიც ადამიანში იწვევს, როგორც წესი, უძლიერეს, მაგრამ არც ისე ხანგრძლივ ენთუზიაზმს. ურანი-ვერძი მოუთმენელი და სულსწრაფია, სურს რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ განახორციელოს თავისი იდეები, რაც, მათი ხასიათის გათვალისწინებით, ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ეს მდგომარეობა საკმაოდ რთული დასამუშავებელია.

დაბალი განვითარების დონეზე ადამიანის თავს (რომელსაც ურანი ჩაერთვება) მუდმივი პატარ-პატარა კატასტროფები ხდება: იმსხვრევა ჭურჭელი, მატარებელი მუდმივად ასწრებს, იწვება ნათურები და რელე, მოულოდნელი სკანდალები, განხეთქილებები ურთიერთობებში, დანარჩენი ურანის სახლსა და ასპექტებზეა დამოკიდებული.

 ჰარმონიულ ვარიანტში – ხანდახან ვლინდება კონსტრუქციული (ბრწყინვალე) იდეები, მაგ: ბენგალური ცეცხლით ტარაკანებზე შოკური ზემოქმედება. მაგრამ, ძირითადად ეს მოულოდნელი, სუსტად მოტივირებული აგრესიული, გაუგებარი ბრალდებებითა და შეურაცხყოფით გამოიხატება, რომელსაც თავად ურანის მეპატრონე შემდგომში გაოცებით იხსენებს.

დამუშავება აქ ხდება მუდმივი, ზემოთ თქმული რეაქციების გააზრებით (საკუთარი და გარე სამყაროს) და მათი ურთიერთქმედებით გარე და შინაგან პრობლემებთან: ურანისეული სიბრძნის ელვარება ხანდახან სულის დიდ სიღრმეებს, გარემოებებსა და ურთიერთობებს ანათებს, საჭიროა მათზე მხოლოდ ყურადღების მიქცევა, ორიენტირება სიმბოლურ მინიშნებებზე და არა პირდაპირ მათი მიღება (თუმცა ხანდახან ზუსტად პირდაპირ, მაგრამ არა სოციალურად პროფანირებული). ამ შემთხვევაში, გარკვეულ დონეზე ადამიანს უკვე აქვს ურანისეული სიტუაციებისთვის მზაობა, სიტუაციებისთვის, რომელსაც შესაძლოა დენთის საწყობზე გაჩენილი ხანძრის სახე ჰქონდეს.

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 

1846 – 51, 1927 – 35 წლების თაობა

აქ ურანი იმყოფება მარსისა და პლუტონის სახლში, მზის ეგზალტაციის სახლში, ცეცხლის სტიქიაში.

ურანისთვის ეს საკმაოდ ძლიერი პოზიციაა, აქ ის გამოხატავს გათავისუფლების პროგრამას, სოციალურ რეფორმებს და მათი განვითარების ახალ გზებს, იძლევა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, განახლების, უჩვეულოს, ახალის რეალიზაციის იმპულსს.  მარსიც და პლუტონიც იძლევიან უდიდეს ძალებს, რომლის გამოყენებითაც შეიძლება ყოველგვარი შეზღუდვების, ძველის ნგრევა და ახალი შემოქმედების შექმნა.

ურანის ასეთი მდგომარეობისას ვლინდება – პიონერობა, რევოლუციონერობა, მჩქეფარე იდეების მოულოდნელი კასკადი, ცეცხლოვანი ინიციატივის ზემოქმედებით გმირული საქციელი, პიროვნების ტრანსფორმაცია. ეს ადამიანები უაღრესად მამაცურნი და გაბედულნი, ამასთან ერთად, აბსოლუტურად უანგარონი არიან, მათ სჭირდებათ მხოლოდ თავისუფალი ნება. მუდამ სიახლის ძიებაში არიან, ურანის კეთილგანწყობისას ადამიანს აქვს ელექტროშოკისგან (დენის დარტყმა) იმუნიტეტი.

 არაკეთილგანწყობისას ურანი იძლევა წარსულის უარყოფის აგრესიულ ფორმას, უხეშობას, თავშეუკავებლობას, გარდაქმნაში სიფიცხეს, უტაქტობას და თანამშრომლობის პრინციპების უცოდინარობას, ასევე, სოციალურ კავშირებში სიბრმავეს. ეს ადამიანები დაუფიქრებლად და მოულოდნელად იქცევიან, ჯანყის ორგანიზების შემდეგ შესაძლოა ბუჩქებში დაიმალონ. ბოროტი ურანისას ადამიანი იქცევა დამანგრეველ ინდივიდუალისტად, ჩამორჩება ყოველგვარ სიახლეს. ასეთმა ადამიანმა ელჭექისას და ელექტროობასთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩონოს.

 

ურანი ვერძში – ამ პერიოდში დაბადებული თაობა, რომელიც მიესალმება ყოველგვარ სიახლეს, ექსცენტრიულ იდეებს, – იქნება ეს საზოგადოებისა თუ პრაქტიკული სამეცნიერო პრინციპების გარდაქმნა. განვითარება ვნებათაღელვითა და ნახტომისებურად მიმდინარეობს, ხშირად მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარი, მოულოდნელი გადატრიალებებით ვითარდება. უნარები თავს მოულოდნელად იჩენენ: გაელვება, მოულოდნელი რაკურსით ენერგიის გამოტყორცნას ყოველმხრივი განვითარებისკენ მიყავს. ერთი შეხედვით, ის, რაც „გაყინული“ იყო, მოულოდნელი და მკვეთრი სიჩქარით, ექსცენტრიულად ვითარდება; საზოგადოების აქტიური მამოძრავებელი ძალაა.

უკეთეს შემთხვევაში – აქტიური შემოქმედები, რეფორმატორები, მოწინავე რიგების შეხედულებებისა და თეორიების მქონენი, ძლიერი ექსტრასენსები.

უარეს შემთხვევაში – ქმედებებში არაპროგნოზირებადობა. ავანტიურიზმი და ავაზაკობა. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება.

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

(1927 – 1935წ.წ.)

ჰარმონიული მდგომარეობისას (ასპექტებისას) გამომგონებლობა, პროგრესულობა, ძლიერი ინტუიცია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ძლიერი სწარფვა, შეხედულებები და იდეები, რომლებიც თითქოს, დროს წინ უსწრებს, მოულოდნელი და გრანდიოზული პერსპექტივები, არაჩვეულებრივი ოპტიმიზმი, ენერგიულობა, გამბედავობა, გულწრფელობა, სამართლიანობა, ერთგულება, ოპტიმიზმი, უანგარობა, განახლების სულისკვეთება, განახლება, შემოქმედება, ორიგინალობა, ტექნიკისა და ექსტრემალური სპორტის სახეობების მიმართ ინტერესი.

დაძაბული ასპექტებისას ვლინდება თავგადასავლებისკენ სწრაფვა, არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიულობა, სპონტანურობა, არანორმალური ქმედება, ექსტრემიზმი, ტერორიზმი, უგუნურობა, რისკის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ გადამეტებული სწრაფვა, მეამბოხე სული, ავანტიურიზმი, რადიკალიზმი, დაუფიქრებელი აზროვნება და ქმედება.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი ვერძში – მეცნიერებასა და სოციალურ რეფორმებში ახალ გზებს უყრის საფუძველს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – დამოუკიდებლად ქმედება და თავისუფლებაა, მამაცი, გამომგონებელი და ინიციატივიანი ხალხია, ნებისმიერი სახით სპონტანური დახმარების გაწევა, ყველა სახის ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ხშირად – უხეში, საუბრისას – თავშეუკავებელნი, სულსწრაფი და ძალადობისკენ მიდრეკილნი. როგორც თაობას, სურთ სამყაროს გარდაქმნა, არ უნდათ წინაპრების მსგავსად ცხოვრება.

უყვართ თავგადასავლები, მუდამ ახალი გამოცდილების ძიებაში არიან, რათა ბედნიერნი და კმაყოფილნი იყვნენ. იმპულსურობა და სიფიცხე მათი უარყოფითი მახასიათებლებია. მათ უნდა ისწავლონ სხვებთან თანამშრომლობა და გამოიჩინონ მეტი ტაქტი. თუ ინდივიდუალიზმი ზღვარს სცდება, ის ვეღარ ხედვას სოციალურ კავშირებს, რომელზეც დამოკიდებულია დიდი გეგმების განვითარება. დამოუკიდებელი, თავის თავში დარწმუნებული ადამიანი, ბუნებით მეამბოხეა. აქვს მტკიცე ნება (7 წლიანი ციკლი).

ეს ჯგუფი (თაობა) ერთგვარი ხულიგნები არიან, ამ ადამიანებმა დიდი ხნის წინ შეწყვიტეს სხვადასხვა ტრადიციული წეს-ჩვეულებებითა და კანონებით ცხოვრება. ეს თაობა იყო არაერთი ახალი იდეის ავტორი, რომელიც აქტუალობას ხანგრძლივად ინარჩუნებდა. მაგ: სწორედ მათი წყალობით გახდა როკ ენ როლი კულტურისა და ისტორიის ნაწილი.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ეს თაობა ინიციატივიანია და ფლობს დამოუკიდებელი აზროვნების სახეს, ის მეცნიერებაში ახალ გზებს აყალიბებს და ამით ცვლის სოციალური ცხოვრების ტიპს. ახალი იდეები ამ ადამიანებს ენთუზიაზმს მატებენ.

მარია ქეი სიმსი. „თქვენი არაჩვეულებრივი ბავშვი“

(1927 – 1934 წ.) (2011 – 2018 წ.)

ეს ადამიანები გამოირჩევიან ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ სწრაფვით, ისინი არ იცხოვრებენ თავისი მშობლების მსგავსად. უფროსი თაობა, მე–2 მსოფლიო ომის დროს, ბავშვები და მოზარდები იყვნენ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ბედ-იღბლის ზეგავლენით, უმეტესობა სხვადასხვა მხარეებში გაიფანტა.

თუ აუცილებელი გახდება, ისინი დაიწყებენ ბრძოლას თავისი თავისუფლებისთვის, მაგრამ არა აბსტრაქტული პრინციპების გამო, არამედ მაშინ, როდესაც ეს პირადად მათ შეეხებათ.

ავტორი: ქეთი

პლანეტა ურანი

ურანის დამუშავების დონეები

ურანი კუროში

ურანი ტყუპებში

ურანი კირჩხიბში

ურანი ლომში

ურანი ქალწულში

ურანი სასწორში

ურანი მორიელი

ურანი მშვილდოსანში

ურანი თხის რქაში

ურანი მერწყულში

ურანი თევზებში


About Kate

Scroll To Top