სპონტანურობა + მგრძნობიარობა = ინტუიცია
ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ადამიანი ქიმერების დევნაშია, ის ავლენს იშვიათ მღელვარებასა და სიჯიუტეს. ამგვარი ილუზიებით გატაცება ახდენს მოხეტიალე ტიპის ადამიანის ფორმირებას, რის შედეგადაც ოჯახთან, მეგობრებთან და სამშობლოსთან ურთიერთობის გაწყვეტა ხდება.
ხასიათის პოზიტიური განვითარებისას შთაგონება მთლიანად მოიცავს სულს. მისტიურ ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, აზრები და იდეები თავისთავად ცვლიან ერთმანეთს. ასეთი ადამიანი ბრწყინვალედ შეიგრძნობს მომავალს, მუდამ მისტირის აუხდენელ იდეალებს, რომელთა ნაწილის ხორცშესხმაც გაურკვეველი გზებით დროთა განმავლობაში ჯერ კიდევ შეუძლია. ბრწყინვალედ შეიგრძნობენ ახალ მიმართულებებს ხელოვნებასა და ფსიქოლოგიაში. სავსენი არიან შემოქმედებითი ძალებით, რომელსაც ოჯახური ურთიერთობების მოწყობასა და ბავშვების აღზრდაზე მიმართავენ. მუდამ საჭიროებენ განახლებას, ცდილობენ სამყაროს რაღაც ისეთი შემატონ, რაც შეძლებს კაცობრიობისთვის კეთილდღეობის მინიჭებას. ძალიან მგრძნობიარენი, კეთილშობილნი და გულმოწყალენი არიან. თითქოს მისტიურად შეიგრძნობენ ნათესაურ კავშირს მიწასთან და მცენარეებთან, დაუღალავად ისწრაფვიან ფსიქოლოგიისა და ეზოთერიზმის სიღმისეული შესწავლისკენ. არც ისე იშვიათად პირველ დონეზე ხასიათის განვითარებისას ვლინდება ეგოიზმი და სიხარბე. ადამიანი ეჯაჭვება ცხოვრების მატერიალურ მხარეს და სევდიანობს იმ ქონებაზე, რომელიც არ ერგო. თუმცა ხშირად პირიქითაა, ხდება ისეთი „არა ამქვეყნიური“ ადამიანის ფორმირება, რომელიც ახლობლებს მუდამ ნაყოფიერ იდეებს უზიარებს.
ხშირად სიზარმაცისა და აპათიის შეტევები აქვთ, იმედგაცრუებულნი არიან სიყვარულსა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში. ალკოჰოლიზმისა და ყოველგვარი მანიაკალურ – ფობიური მდგომარეობისკენ მიდრეკილნი არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კირჩხიბი ურანი არანაყოფიერი და არაფრის მაქნისია, უფრო პირიქით – სწორედ სიახლის შეგრძნების სიღრმე მოსწყვეტს მათ გარემომცველი რეალობისგან – ასეთი ადამიანი ძალიან სიღრმისეულია იმისთვის, რომ ნორმალური იყოს და ის ვინც ამას გაიგებს, შეძლებს მისი შემოქმედებითი უნარების გამოყენებას ყველაზე ფართო გაგეგბით. ყველა ცვლილება ამ ადამიანის ცხოვრებაში ატარებს ემოციურ ხასიათს და გრძნობების სფეროს გადაწყობას უკავშირდება. ინტელექტუალურ შთაგონებებს თითქმის ყოველთვის თან ახლავს ემოციური ეგზალტაცია. ასეთი ადამიანები ნაადრევი ასაკიდან ამბობენ უარს სახლსა და ოჯახთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და ჩვევებზე. მთელი ძალით ზრუნავენ გარშემომყოფებზე, ცდილობენ მათი ცხოვრებისა და საქმიანობის შემსუბუქებას როგორც საყოფაცხოვრებო ისე საწარმოო სფეროში. ხშირად დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობისთვის.
ტრადიციული სახის ცხოვრებისა და ყოფიერებასა და ოჯახურ საქმიანობაზე შეხედულებებისაგან გათავისუფლებისაკენ ისწრაფვიან. ცდილებენ ახლებურად შეხედონ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს, თითქოს დიდი ხნის წინ შესწავლილ პრობლემებს ახლებური მიდგომით წყვეტენ. სწორედ ამიტომ ბევრი მათ ფანტაზიორად და უნაყოფო მეოცნებედ თვლის. მათთვის ყველა აღმოჩენა, გონებრივი გაბრწყინება ქვეცნობიერის დონეზე ხდება, ძილ-ღვიძლის მდგომარეობაში და ამ პროცესს თან ახლავს მძვინვარე ემოციური ტალღები. სამშობლოსთან, სახლთან, ოჯახსა და მშობლებთან ურთიერთობისას მათთვის დამახასიათებელია ემოციური დამოკიდებულების მუდმივი განახლება. არც ისე იშვიათად ასეთი ადამიანები წარსული მოვლენების გადახედვით კავდებიან, ახალი, მათთვის როგორც წესი, „ კარგად დავიწყებული ძველია“. ისინი დაბადებიდან იდეებისა და ურთიერთობების რესტავრატორები არიან.
ისტორიის ფუნდამეტის შეცვლას შეფასებების, აზრის გადაფასებითა და რეფორმირებით ახდენენ.
ხშირად საკუთარ მშობლებთან კონფლიქტში არიან და მთელი ძალით ცდილობენ მათი მეურვეობისა და ავტორიტეტის გავლენისგან გათავისუფლებას. რეფორმებსა და სოციალურ ძვრებს თითქმის ფიზიოლოგიურად შეიგძრნობენ, ზუსტად ამიტომ ზედმეტი სირთულეების გარეშე ეწყობიან და ადვილად ადაპტირდებიან მოსალოდნელ ცვლილებებთან, მიდრეკილნი არიან ემიგრაციისკენ, საერთოდ ახალი საცხოვრებელი ადგილის ცვლისკენ. ხშირად მოხეტიალე და კოსმოპოლიტური მიდრეკილებები აქვთ. არ უყვართ თანამედროვე ავტორიტეტები, ხოლო ძველ ტრადიციებს განსაკუთერბული სიამოვნებით აღადგენენ. ადვილად ხსნიან კარგა ხნის წინ მივიწყებულ, ისტორიულ ფაქტებს, თან მასზე თავის სამომავლო კონცეფციებს აფუძნებენ. კაპრიზულები, უმართავნი და ემოციურად მღელვარენი არიან, მათი ხასითი ხშირად და მკვეთრად ცვალებადია, მაგრამ ემოციური და ინტელექტუალური ცხოვრება უჩვეულოდ ღრმაა.
ასეთი ადამიანის გამოკითხვა, ჩაძიება ყოველთვის საინტერესოა, რადგან ერთი შეხედვით მარტივ კითვებზე მათგან ყველაზე მოულოდნელ პასუხებს მიიღებთ. ოჯახთან დამოკიდებულება არატრადიციულია, რადგან ადამიანი ისწრაფვის თავისუფლებისკენ, იქნება ეს ქორწინების უღელი თუ სხვა. მშობლებს აღიქვავენ, როგორც თავის ტოლს და სწორს და საერთოდ პატივს სცემენ მხოლოდ მათ, ვისაც თავად თვლის პატივსაცემად, ამ საკითხის გადაწყვეტისას არ ითვალისწინებენ არანაირ ვალდებულებებს. მათ უყვართ ხანგრძლივად კარვებსა და გამოქვაბულებში ცხოვრება, ხოლო ქორწინების ინსტიტუტი ხშირად მათთვის იურიდიული გართულებების გარეშე, მეგობრულ და თანასწორუფლებიან თანაცხოვრებასთან ასოცირდება. სახლს ტექნიკური და ელექტრონული მოწყობილობებით აფორმებენ, საერთოდ უყვართ სახლში ყველაფრის შეკეთება.
მათი ინტუიცია იმდენად ღრმაა, რომ ფაქტიურად პასუხი აქვთ ყველა კითხვაზე. პატრიოტიზმის გრნობა ყველაზე უჩვეულოა – უყვართ ტრადიიციის არა გარეგნული ნიშნები, არამედ ეროვნული სიღრმისეული სული, რომლის არსებობაზეც უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს. ყველა აღმაფრენა და დაცემა ამ ურანელების ცხოვრებაში სამყაროსა და ადამიანების ემოციური ხედვის ტრანსფორმაციასა და ცვლილებებს უკავშირდება. ძალიან შთამბეჭდავნი არიან, მიდრეკილება აქვთ თავისი ფსიქიკური ცხოვრების მგრძნობიარე გარეკანის განახლებისკენ. აქედან მომდინარეობს – ბოძებული უნარების სიუხვე და სიყვარულში იმედგაცრუება, კეთილი გული და სმისკენ მიდრეკილება, მშობლიური მიწის სიყვარული და ყოველგვარი სახის მანიების მიმართ დაქვემდებარება. სამაგიეროდ ასეთი ადამიანი მუდამ საინტერესოა, ყოველთვის სიახლესთან ასოცირდება და უჩვეულოა. მისი გრძნობები უკიდურესად მძაფრი, იმპულსური და არაპროგნოზირებადია. მოულოდნელად, იშვითი ინერტული ხდება, ან აბსურდულ უკიდურესობაში ვარდება. მუდმივად წარუმატებლობას განიცდიან ქონებსასთან დაკავშირებით, ის ან არის, ან არ არის (რეალურად ან ფსიქოლოგიურად).
განსაკუთრებულად შემოქმედნი და ნაყოფიერნი არიან ჰარმონიულ, შინაურულ გარემოცვაში, სადაც კომფრტულად გრძნობენ თავს. თუ სხვა საზრუნავი და პრობლემები გადაწყვეტილია, მათი ღრმა ნოვატორული სული თითქოს სამზეოზე გამოდის და გაოგნებული გარშემომყოფების თვალწინ ახალ რეალობას ქმნის. ისინი თავისი მშობლების მეგობრები და შინაურების მოკავშირეები არიან, თუმცა გამორჩეული წინაპრების სიამაყე და მეოჯახეები ვერ არიან. ხშირად ინტერესედებიან საერთოსაცხოვრებელი ტიპის, ახალი, არატრადიციული ფორმებით და მიდრეკილნი არიან ოჯახი შექმნან „უჩვეულო შემცველობით“. ძალიან უყვართ თავის სახლში სტუმრების მიღება, რაგდან ამგვარად ეთიშებიან სხვებს და სრული თავისუფლების შეგრძნებით მშობლიურ სამყოფელში ეფლობიან.
ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“
ურანი კირჩხიბში – ინტროსპექტიული
წყლის ნიშნების ურანი ადამიანმა ძირითადად თავის უჩვეულო ემოციურ რეაქციებზე ორიენტირებით უნდა ამოიკითხოს. გარე უხილავი კარმის შემოტრიალება, რომელიც არაფრით გამორჩეული ადამიანებითა და გარემოებებით სიმბოლიზებულია, იწვევს კირჩხიბი ურანის ძლიერ ემოციურ რეაქციას, რომელიც თუ ყურს მივუგდებთ მოდის ქვეცნობიერი სიღრმიდან, რის გამოც ჩნდება ასევე გაუკრკვეველი მისტიური ნისლი, რომელიც პრონციპში სწრაფვად იფანტება, თუმცა თვითონ ემოციური რეაქციები არაორაზროვანი და ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარია ის, რომ ურანი კირჩხიბს აძლევს მიმართულებას, რომელშიც მას შეუძლია განვითარება: თავისი სიღრმეების გარეთ გამოტანა, თავისი საფარის მოცილება, სულიერი და ემოციური საწყისების გათავისუფლება. კირჩხიბ ურანს ახასიათებს დამაბრმავებელი ელვარება თვითონ ადამიანის სულში და ის წამიერად ღვთაებრიობას შეიგრძნობს, რომლის შესახებაც კრძალვითა და სევდით გაიხსენებს მთელი დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ უმეტესად ადამიანს ის თავის სულიერ სიბიძნურესა და შფოთვას აჩვენებს, ამ შეგრძნების მოცილება კი უკანასკნელს ძალიან გაუჭირდება.
აქ დამუშავება მდგომარეობს იმაში, რომ დადებითი უარანისეული ხილვები უნდა აღიქმებოდეს, როგორც შორეული განვითარების შუქურები, ხოლო უარყოფითი – როგორც სულიერი არახელსაყრელი მდგომარეობა, რომლითაც საჭიროა დაუყოვნებელი დაკავება, ანუ – სინდისი სინდისით, ვალი ვალით, ხოლო ურანისეულმა ნიშნებმა შესაძლოა უჩვენონ ის, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანი ვერაფრით ვერ შეამჩნევს და ვერ ნახავს. რათქმაუნდა იმისთვის, რომ სწორად იქნეს წაკითხული კირჩხიბი ურანის ნიშნები, საჭიროა შიდა ემოციური კულტურის მაღალი დონე, რომელიც საკუთარ თავზე ხანგრძლივი, უანგარო მუშაობით მიიღწევა და საჭიორებს დიდ სამართლიანობასა და უმდაბლესი ემოციების ფლობას, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანი სწავლობს სხვისი სულის განჭვრეტას, ეს კი ყველა დანარჩენისთვის და თავად ამ ადამიანებისთვის სრულიად მიუწვდომელია.
ეს არის უდიდესი ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების, მქადაგებლების, მისიონერების ასპექტი, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანი ხილული სულიერების სინათლით შეამკონ.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
1865 – 1872; 1949 – 1955 წლების თაობა.
აქ ურანი განდევნილია, ის იმყოფება მთვარის სამფლობელოში, იუპიტერის ეგზალტაციის სახლში, წყლის სტიქიაში.
ეს ადამიანები ყველაფერ ახალს ქვეცნიობიერი გრძნობებითა და ემოციებით აღიქვავენ, რაშიც მეპატრონის – მთვარის გავლენა ეხმარებათ. მათში მუდმივად ხდება გრძნობებისა და სამშობლოზე, სახლზე, ოჯახზე, მშობლებსა და ნათესავებზე შეხედულებების განახლება. ჩვეულებრივ რეტროსპექტიული ადამიანები არიან, მათთვის ახალი, პირველ რიგში „კარგად დავიწყებული ძველია“. ძველი მარაგიდან, დაგროვილი ინფორმაციიდან, თითქმის დავიწყებული წარსულიდან ისინი სიახლის რესტავრირებას ახდენენ. აქვთ არაჩვეულებრივი ყნოსვა რეფორმებსა და ცვლილებებზე. არ მოსწონთ მშობლების მსჯელობადა განსჯა, რადგან ისინი უკვე მოძველებულია. სურთ მათი მეორვეობისა და ავტორიტეტისგან თავის დაღწევა. ეს არის ექსელერატების პირველი თაობა, რომელიც იწყებს ახალი სახლისკენ გადაადგილების ტენდენციის გამოვლენას, ურანის ძლიერმა მდგომარეობამ ჰოროსკოპში განაპირობა ემიგრანტების, კოსმოპოლიტებისა და მოხეტიალეთა თაობის წარმოშობა.
უკეთეს შემთხვევაში – ამ ურანელეს ეძლევათ ბრწყინვალე ოკულტური ხედვის განვითარების, მივიწყებული ტრადიციების განახლებისა და თანამედროვე ავტორიტეტების დამხობის საშუალება. მათი სახლი ციხესიმაგრიდან თავისუფალ, მეგობრებთან საურთიერთო ადგილად იქცევა. ისინი ანახლებენ ინტელექტუალურ პროგრამებს, რომელიც წარსულზეა დაფუძნებული. მათგან ბრწყინვალე მომავლის ადამიანები დგებიან.
უარეს შემთხვევაში – მათ ეუფლებათ მოულოდნელი ხასიათცვალებადობა, კაპრიზულები, უმართავები არიან. მძიმე ისტერიულობამდე მისული ემოციური დისბალანსი ვლინდება. სახიფათოა – საკუთარ სახლში „დარტყმა“, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა და მყუდროებას მოკლებული გარემო.
ურანი კირჩხიბში: თაობა,რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიასა და ცხოვრების არსის ტრადიციულ შეხედულებებს ანგრევს. ფსიქოანალიზის, საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეებში წვდომის ინტერესი. თავისუფლების დიდი საჭიროება, არსებული ტრადიციების მიმართ პროტესტი. მეტაფიზიკური აზროვნება.
უკეთეს შემთხვევაში – მომენტალური მისტიკური წვდომა, ბრწყინვალე ფსიქოლოგიური უნარები. ხილვები წარსულიდან.
უარეს შემთხვევაში – ქაოსი შინაგან სამყაროსა და ემოციებში, წარსულთან კავშირის დაკარგვა, სამშობლოს ღალატი.
ს. ვ. შესტოპალოვი „ასტროფსიქოლოგიური ცნობარი“
ურანი კირჩხიბში (1949 – 1955)
ჰარმონიული ასპექტებისას – პიროვნებას დიდ სენსიტურობას, ძალიან დახვეწილ ინტუიციას, აღქმადობას, ფსიქოლოგირ, წვდომის უნარებს, შემოქმედებით ინტელექტსს ანიჭებს. გამოხატულია – პატრიოტიზმი, რეალიზმი, პრაქტიკულობა, ინიციატიურობა. მუნიციპალურ ან საკანონმდებლო საქმიანობის მიმართ ინტერესი . ოჯახის, სახლის, სამშობლოს ერთგული, რომანტიული ადამიანია, საჭიროებს მოგზაურობას.
დაზიანებისას – ადამიანი არანორმალურად იქცევა, ავლენს ისტერიულობას, გაღიზიანებას, აქვს გამძაფრებული რეაგირება გარემოებებზე. ვლინდება: მტკივნეული აღქმადობა, კაპრიზულობა, ექსცენტრიულობა, ბუტიაობა, მოუთმენლობა, წინდაუხედაობა საუბრისას, სარკაზმი, მიდრეკილება ჩხუბის, კავშირების რღვევისა და ნაციონალიზმის გამოვლენისკენ, ინტერესი სარისკო თავგადასავლების მიმართ.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
არაორთოდოქსული შეხედულებები საყოფაცხოვრებო სფეროსა და ოჯახურ ცხოვრებაზე, მშობლების მკაცრი ავტორიტეტისგან გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სურთ გახდენ მშობლების მეგობრები. დაჩქარებული ზრდა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.
სახლის დატოვებისას უკან იტოვებენ დაბრუნების გზას. შესაძლოა ახალმა ადგილებმა იმედი გაუცრუოთ. ბევრმა მათგანმა დატოვა სახლი, რათა თავისუფლება მოეპოვებინა. ეს ადამიანები სახლის საქმეებს არატრადიციული გზებით უძღვებიან. იტაცებთ თანამედროვე არქიტექტურა, საკუთარ სახლს ელექტრონული აღჭურვილობით აწყობენ და თვალშისაცემი დეკორაციებით აფორმებენ. ახასიათებთ ხასიათცვალებადობა, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ადვილად განაწყენება. მათი სახლი მეგობრებისა და ჯგუფების თავშეყრის ადგილია. დაინტერესებული არიან კომუნებითა და სხვა არატრადიციული საერთო საცხოვრებლებით. ხშირად მეგობრები ოჯახის წევრებად იქცევიან. აქ სახეზე გვაქვს მენტალური აღქმადობა. ხშირად სახლში ოკულტური საქმიანობით არიან დაკავებულნი.
ეკუთვნიან (7 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი) თაობას, რომელიც საჭიროებს ოჯახური კავშირებისა და წინა თაობების გავლენისგან გათავისუფლებას. თვლიან, რომ პირადი ურთიერთობები მათ ძალიან ზღუდავთ, რომ შორს არიან ყოველგვარი ოჯახური კავშირებისა და ზრუნვისგან. ძალიან უჭირთ ხანგრძლივი პირადი ურთიერთობების დამყარება. ამ ასაკობრივ ჯგუფში გაყრის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, თუმცა ეს ადამიანები გამოირჩევიან ემოციებისა და გრძნობების გამოხატვით. ხანდახან ძალიან განიცდიან იმას,რომ ვერ ახერხებენ პირადი და ოჯახური ურთიერთობების აწყობას. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ადამიანებისგან, რომელსაც ახვედრებთ ცხოვრება და ამავე დროს მათთან სიახლოვე არის მათი იდეალი, რომელსაც ყველაზე მეტად ისურვებდნენ.
ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს – კრუნჩხვები, სიყვითლე, კუჭის კიბო და სხვა.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
ეს თაობა ცხოვრების ტრადიციული სახისგან გათავისუფლებას ცდილობს. ახალი შეხედულებები აქვთ ოჯახსა და ადამიანის შინაგან სამყაროზე. არ უნდა გაუკვირდეთ, რომ სხვა (თაობის) ადამიანები მათში ფანტაზიორს ხედავენ. საჭიროებენ მჭიდრო, თითქმის ნათესაურ ურთიერთობებს ადამიანებთან, რომლებიც მათ იდეებს იზიარებენ.
მარია ქეი სიმსი „ თქვენი ჯადოსნური ბავშვი“
1949 – 1956 წლების თაობა. სავარაუდოდ წინ უძღვოდა მშობლიური ადგილებიდან მოშორების აღლუმს, რამაც ოჯახების დაშლა განაპირობა. ბევრი მათგანი, ვიცნ 50ანებში დაიბადა. ეს ადამიანები იყვნენ მასიური მიგრაციის ნაწილი, რომლებმაც კარიერული წინსვლის ძიებაში მცირე ადგილებიდან ან ერთი ქალაქიდან სხვა უფრო დიდ ქალაქში გადაინაცვლეს. ბევრს არ ერგო სტაბილური ოჯახური გარემო, რომელიც უნდა ქმნიდეს შინაგან წონასწორობას. ამ თაობას არ აქვს ოჯახური კერის რწმენა, ისინი განსაკუთრებით ერიდებიან ემოციურ მახეებს.
ავტორი: ქეთი
პლანეტა ურანი
ურანის დამუშავების დონეები
ურანი ვერძში
ურანი კუროში
ურანი ტყუპებში
ურანი ლომში
ურანი ქალწულში
ურანი სასწორში
ურანი მორიელი
ურანი მშვილდოსანში
ურანი თხის რქაში
ურანი მერწყულში
ურანი თევზებში