ურანი კუროში

ურანი კუროში

წყარო: aquarun. ru

სპონტანურობა + გარანტია = სპეკულაციისადმი სიყვარული

 ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ადამიანი ხშირად აგებს იმის გამო, რომ უყვარს ფსონად ყველაფრის დადება. მისი სულსწრაფობა ხშირად დიდ შეცდომებს აშვებინებს, ხოლო უნდობლობა და სიჯიუტე წარმატების მიღწევაში ხელს უშლის. მას ცხოვრება არ შეუძლია სპეკულაციის გარეშე. სპეკულაციას ფინანსების, ეკონომიკის, ინტელექტუალურ სფეროში ეწევა.

 მთელი ძალით ცდილობს წარსულის მატერიალური ფასეულობების ეჭვქვეშ დააყენებას, ცხოვრების ახლებურად გაფორმებას, გარემოს დეკორაციებს თავისი გემოვნებით ცვლის, მისთვის მნიშვნელოვანია სიტუაციების თუნდაც გარეგნული იერის შეცვლა. ფულის გამომუშავების საკუთარი, უნიკალური ხერხები აქვს, მუდამ ახალი შემოსავლის წყაროს ძიებითაა დაკავებული, რომელსაც მოულოდნელი მეთოდებისა და სხვადასხვა სახის ორგანიზაციული ნოუ-ჰაუს ეფექტური გამოყენებით ხშირად წარმატებაც მოაქვს. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან ბრწყინვალე გამოგონებებისკენ და ახალი მატერიალების და შრომითი ორგანიზაციების ძიების სფეროში სრულყოფისაკენ.

 თავნებობა, სიჯიუტე, ვნება შეზავებულია ჭირვეულობასთან, რაც ხშირად აკვიატებად იქცევა. ისინი თითქმის ყოველთვის მყარი მატერიალისეტები, მოღუშული, სერიოზული პრაგმატული ადამიანები არიან. სიმკაცრე დაუდევრობასთან და დაუფიქრებლად მოქმედებისკენ სწრაფვაში უცნაურადაა შეთავსებული. ისინი მუდამ ესწრაფვიან მარტივ სარჩოს და საკუთარი თავის საკეთილდღეოდ ცალსახად სპეკულირებენ.  შემოქმედი ადამიანები არიან, მიწიერი სიამისა და კმაყოფილების ძიებაში, რომელშიც ხშირად ორგანიზაციის მართვისა და ზოგადად ხელმძღვანელობის გენიალურ ნიჭს ავლენენ. მტკიცე ნება, შეუპოვარი ენერგია, მოთმინება და გამძლეობა გარშემომყოფებს აოცებენ – ეს ყველაფერი მათი ნებისმიერი გეგმის ბრწყინვალე განხორციელებაში ეხმარებათ.

კეთილდღეობას არასტაბილური სახე აქვს, რადგან მოულოდნელი შემოსავლებს მოულოდნელი მსხვილი დანაკარგები მოსდევს. ასეთ ადამიანებს გადატრიალებები სწორედ მატერიალურ სფეროში უყვართ. უფრო ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას ეძებენ და ეკონომიური, ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულნი. მეგობრობასა და თანამშრომლობას საკმაოდ პრაგმატულად უყურებენ, მათთვის ამის განმსაზღვრელი მატერიალურ სფეროში წარმატებაა.

 თავისუფლებისკენ სწრაფვა მატერიალური შემოსავლის სწრაფად მიღწევას უკავშირდება. არასტანდარტული მიდგომების წყალობით გეგმებს მუდამ ანხორციელებენ და ახალ ეკონომიკურ მეთოდებ ნერგავენ. თუმცა, მათ არ ახასიათებთ ოცნებებით ცაში აფრენა, რადგან ყველა მათი გეგმა და იდეა სუფთა მიწიერი ხასიათისაა და მიმართულია მხოლოდ მატერიალური შედეგის მისაღწევად. განახლებისკენ სწრაფვა შეთანხმებულია კონსერვატიზმთან, შედეგად ყოველივე მხოლოდ ცხოვრების ისეთ ასპექტებზე ახდენს გავლენას, რომელის შეგრძნობაც შეიძლება და სენსორულად აღქმადია. პრიორიტეტული სფეროები ამ ადამიანებისთვის არის- ფინანსები, ეკონომიკა, მატერიალური პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი.

 შიდა სულიერი ენერგია ფიზიკურში თავისთავად ტრანსფორმირდება, რაც ამ ადამიანს ძალიან ძლიერ და გამძლე პიროვნებად აყალიბებენ. ისინი მარტივად ამყარებენ მიღწეულ წარმატებას და ძველ პოზიციას მხოლოდ ახალ მიღწევებზე სრული კონცენტრირებისას ელევიან, ანუ წარსულს აბარებენ იმას, რაც შესაძლოა გუშინ ძალიან აღელვებდათ. საერთოდ კი ამ ადამიანებს არ უყვართ მასიური გადატრიალებები და ცხოვრებაში ძალიან სწრაფი ცვლილებები, ისინი მხეცს ემსგავსებიან, როდესაც ჩვეულ კომფორტს კარგავენ, მის დასაბრუნებლად მზად არიან ყველაფერი გააკეთონ.

ამ ადამიანის რევოლუციურ ქმედებაში მონაწილეობა განპირობებულია პირად ცხოვრებაში მისი მატერიალური პირობების დაუკმაყოფილებლობით. მათი სამყაროს ხსნის პროექტები ხშირად მათივე მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი საშუალებაა. თავისუფლება ამ ადამიანეების მიერ აღიქმება, როგორც ფულის ფუნქცია – გულწრფელად არიან დარწმუნებული იმაში, რომ დამოუკიდებლობა შეიძლება ძალიან მარტივად ფულით იყიდო. ახალი საშუალებების ძიებით მტკიცედ არიან დაკავებულნი, რადგან სჯერათ, რომ ამით მატერიალურ რეალობას შეცვლიან. ცხოვრებაში გარე სტრუქტურული ცვლილებებისკენ სწრაფვით მაგნიტივით იზიდავენ გარშემომყოფებს.

 მათთვის დამახასიათებელია ეჭვიანობა და შურისძიება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საყვარელი ადამიანის დაკარგვას ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მოაქვს. მგზნებარე და ენერგიით სავსე, არსებობისთვის საჭირო საშუალებების მოპოვების სურვილით შეპყრობილი ადამიანები არიან. ხანდახან უცერემონიოდ იქცევიან. სასტიკ, უხეშ მოძალადე ადამიანებადაც კი გვევლინებიან. მთავარი მათი უპირატესობა – გარე ცხოვრებისეულ სფეროში წარმატების მიღწევის განმტკიცებისთვის დაუღალავი სწრაფვა და ჯანსაღი პრაგმატული მიდგომაა, რაც მათ საშუალებას აძლევს ახალი იდეები მატერიალურ ფორმებში განახორციელონ.

ჯონ ლენონი. ურანი კუროში

 ეს ადამიანი იშვიათი საზრიანობისა და გამჭრიახობის წყალობით ნებისმიერ არასასურველი ცვლილებებიდან გამოძვრება. თვითონ აზროვნების სისტემაში ის მომენტალური გარდაქმნის ნიჭს ფლობს და მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების შემთხვევაში შეხედულებებს მყისიერად იცვლის. ამ ადამიანების მატერიალური მდგომარეობა არასდროსაა სტაბილური – მაშინაც კი, როდესაც ისინი ხდებიან ძალიან მდიდრები, მათ თავზე მუდამ არსებობს „ დამოკლეს მახვილის“ არსებობის საფრთხე. ფულის გამოყენებისა და მატერიალური რესურსების სფეროშ მუდამ სავსენი არიან ახალი იდეებით მათ ეკონომიკაში ჰუმანიზმი და თანამშრომლობა შეაქვთ, ძალიან უყვართ კონკრეტული პრაქტულილი ქმედება და ცხოვრების რესტრუქტურიზაციული გეგმების განხორციელებაში იშვიათი სიმტკიცითა და გამბედაობით გამოირჩევიან.

 თავისუფლებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატულებისაკენ სწრაფვა მატერიალური საგნების მიმართ ფარული ლტოლვის გამო გაძნელებულია. ამ ადამიანების ცხოვრებას მსუბუქს ვერ დავარქმევთ, რადგან ისინი ცდილობენ ძალიან მალე და გამბედავად შეცვალონ ყველა მატერიალური პირობა. ხშრად მათი სულიერი ინტერესები გამოიხატება ორგანიზაციულ, თუ ეკონომიკის სფეროში რევოლუციისკენ სწრაფვად – ისინი ცდილობენ შეცვალონ მმართველი რეჟიმის მატერიალური საფუძველი და ეკონომიური სისტემის სრულყოფის გზით ადამიანებს შვება მიანიჭონ.

 ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი კუროში – რღვევა

ურანი დაცემულია და შესაბამისად კარმის სიმბოლური მინიშნებები ეხება მატერიალურ ფორმებს, რომელსაც, როგორც წესი, დამანგრეველი ხასიათი აქვს: ნივთები ზიანდება, საგნები იმსხვრევა, ფული იკარგება.

ძლიერი ურანის შემთვევაში – შესაძლოა ადამიანმა ლატარეაში მოიგოს მაგ: მებაღეობის ინვენტარის დიდი კომპლექტი.  აქ დამუშავება ნიშნავს ცხოვრების სრულად მატერიალურ „შემთხვევითობაში“ სწორად აღქმის, დანახვის სწავლას. ეს შესაძლოა იყოს მარტივად, ფულის ერთეულებით გამოხატული მოულოდნელი შენაძენები ან დანაკარგები, ბედის მინიშნებები, მათი გაშიფვრა და მათით ხელმძღვანელობა.

სირთულე იმაში დგომარეობს, რომ მართალია მინიშნებებს მატერიალური გზავნილების სახე აქვს, მაგრამ მათი ასპექტები და განმარტება ადამიანმა თავის თავში უნდა ეძებოს, რაც ყოველთვის პირადი რუკის მიუხედავად საჭიროებს უანგარობასა და ალალ-მართალობას.

კურო ურანის იდეები ახალი გაგების დამუშავებასა და მასიური ფორმების შესაძლებლობებს ეხება (მაღალი განვითარების დონეზე – მსუბუქ ფორმებს). ამ იდეებს მუდამ დიდი წინააღმდეგობები ხვდება და ისინი საჭიროებენ რეგულარულ დამუშავებას, რადგან ფორმას არ უყვარს თავისი იდუმალების გამჟღავნება, ის ბოლომდე ცდილობს მათ დამალვას.

 მაღალი განვითარების დონეზე, ეს მდგომარეობა იძლევა ნებისმიერი ხელქმნილი იდუმალების წვდომას. მტკიცე მეტალის პირიანი დანის ალქიმიურ გარდაქმნამდე. ეს არის გამოჩენილი ტექნოლოგების, ფიზიკოს-ექსპერიმენტატორების, ქიმიკოსების, ინჟინერების ასპექტი. დამუშავებამ შესაძლოა მოგვცეს დიდებული მიღწევები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკისთვის, მაგრამ  აღმოჩენებს ექნება  ინტუიციური, ხშირად  შემთხვევითი ხასიათი, რაც მკვლევარისთვის გარკვეულ უსიამოვნებას ტოვებს (შემთხვევით და არა ლოგიკურ საქმის არსში გარკვევის გამო), რომელსაც შესაძლოა (სამართლიანად) მოეჩვენოს, რომ მას მოწყალების ლუკმა მიუგდეს. დაცემულ ან ტყვეობაში მყოფი უმაღლესი პლანეტების დამუშავაბა საკმაოდ რთულია.

 კურო ურანის გამოხატულმა სიტუაციამ შესაძლოა ადამიანის მთელი მატერიალური ცხოვრება დაანგრიოს (თავშესაფარისა და სამსახურის გარეშე დატოვოს), მაგრამ შეიძლება (იშვიათად) ყოველგვარი გარე, მატერიალური მომენტების ხელშეუხებლად შინაგანი ხასიათის აფეთქებებით, ძირეული შეხედულებების ცხოვბრებისეული პოზიციისა და ფსიქიკის სხვა სტრუქტურების ფუნდამენტური ნგრევის სახე ჰქონდეს და აიძულოს ადამიანი თავის თავსა და სამყაროს შეხედოს არა შექმნილი პირადი და სოციალურად მისაღები პოზიციიდან, არამდენ არნახული, სრულიად ფანტასტიური ხედიდან, საიდანაც ყველა ობიექტი სრულიად უჩვეულო და განსხვავებულია. ამ ყველაფერთან წინასწარ მომზადების გარეშე მიჩვევა საკმაოდ რთულია.

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

1851 – 1858; 1935 – 1942 წლების თაობა.

აქ ურანი დაცემულია, ვენერასა და ქირონის სახლში, მთვარის ეგზალტაციის ნიშანში, მიწის სტიქიაში იმყოფება.

წინააღმდეგობა იბადება: ურანი სიახლის ძალიან სწრაფად ზრდას იწვევს, კურო კი – ძალიან კონსერვატიული, ნელი და მიწიერი ნიშანია, მატერიალური პირობების სწრაფი ცვლა შეუძლებელია. ეს თაობა შეპყრობილია მატერიალურ, ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში გამომგონებლობითა და რეფორმებით – მაკლერების, ახალი კომუნიკაციისა და გადაადგილების საშუალებების კომპიუტერული ტექნოლოგების თაობაა.

მათთვის დამახასიათებელია სახლისა და ოჯახის სიყვარული, ეს ურანის ინიციატივასთან აკავშირებს.

 საუკეთესო შემთვევაში - ურანი კუროში გეგმების განხორციელების საკითხში ადამიანს უდიდესი გამბედაობითა და უძლეველობით აღჭურვავს ( კურო ეს არის ფიზიკური ენერგიის დაგროვებისა და მისი სულიერ ენერგიად გარდაქმნის ნიშანი). პლანეტასთან მუშაობისას ადამიანს ეძლევა საშუალება (ცოდნა) შეაკაოს ურანისეული იმპულსი და გაამყაროს მიღწეული წარმატება. მხოლოდ ახალი მიდგომებისა და ძალების აღდგენით არის იდეის ფრთაშესხმა შესაძლებელი, რაც ამ ადამიანს აძლევს მსოფლხედველობის გაფართოების საშუალებას.

 უარეს შემთვევაში – ეს ვლინდება მაშინ, როდესაც ნიშნის მახასიათებლები დომინირებენ პლანეტის მახასიათებლებს. ამ შემთხვევაში ადამიანი ზედმეტად სტაბილურია, არ უყვარს და ცუდად იტანს ცვლილებებსა და ძვრებს. კომფორტის დაკარგვა მათ მრისხანებას იწვევს, გამოირჩევიან უკიდურესი რეტროგრადულობით. ამ შემთვევაში რევოლუციებში კომპლექსებიდან გამოსავალს პოულობენ. გამოსავალი შესაძლოა სამყაროს ხსნის სხვადასხვა პროექტებიც იყოს. ამ ადამიანების მთავარი მატერიალისტური დებულებაა – თავისუფლება ფულის წყალობით.

ურანი კუროში

ორიგინალური ფორმებისკენ მიდრეკილი თაობა, რომელიც ცვლის მათი აღქმის უნარს. მოულოდნელობა, მატერიალური სამყაროს ორიგინალური ხედვა, ტრადიციული და მოძველებული ფორმებისა და სტანდარტების უარყოფის უნარი. საუკეთესო შემთხვევაში ახალი ესთეტიური ფასეულობებისკენ სწრაფვა, ცხოვრების პრაქტიკულ სფეროებში წინსვლა.

უარეს შემთხვევაში – ანარქიზმი, სკეპტიციზმი, საკუთარი გეგმების ჩაფუშვა, დანაკარგები, არაგეგმიური დანახარჯები, სახიფათო სიტუაციები.

 შესტოპალოვი „ასტროლოგიური ცნობარი“

ურანი კუროში (1935 – 1942 წლები)

ამ ნიშანში ურანი სუსტად ავლენს თავს რადგან დაცემულია, თუმცა ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში სუბიექტში ვლინდება თავდაჯერებულობა, ერთგულება, გამბედაობა, მდგრადობა, გამძლეობა, შემოქმედებითი ინტუცია, ორიგინალური გემოვნება, შემოქმედებითი გამოცდილების დაგროვება, საზოგადოებრივი კეთილდღეობისადმი ინტერესი, მიზანსწრაფულობა, უდრეკობა, ფინანსურ საკითხებში გონიერება.

დაზიანებისას: თვითდაჯერებულობა, თავნებობა, ექსტრემიზმი, ავტორიტარიზმი, უცნაური გემოვნება, ძალების გადაჭარბებული შეფასება, ქედმაღლობა, რადიკალიზმი, ვერ იტანენ ვერანაირ შეწინააღმდეგებას, არასტაბილურობა ფინანსებში, კეთილდღეობის მოულოდნელი დაკარგვა.

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ახალი იდეები ფულის გამოყენებისა და სხვა დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებულ სფეროებში. ახალი მეთოდების გამოყენების წყალობით მოულოდნელი შემოსავალი, (სპეკულაცია საფონდო ბირჟებზე და გირაოს სფეროში). ძველი დროის ფასეულობების ეჭვქვეშ დაყენება. ეკონომიკაში სწრაფვა რეფორმების გატარებისკენ. ჰუმანური პრინციპების მოთხოვნა, პრაქტიკული ქმედებისადმი სიყვარული, საკუთარ გეგმებში გამბედაობა და უძლეველობა. მატერიალური ფასეულობების მიმართ დიდი მიზიდულობის გამო თავისუფლებისკენ და შემოქმედებითი თვითგამოხატვისაკენ სწრაფვა გართულებულია. სირთულეები ასევე შესაძლოა გაჩნდეს იმისგან, რომ მათ სურთ მატერიალური მდგომარეობის ძალიან სწრაფად გაუმჯობესება.

 მატერიალური კეთილდღეობის მოულოდნელი ცვლილება – შესაძლოა განძი იპოვნონ, ან დაკარგონ მთელი ქონება. ხშირად სულიერი სფეროს ინტერესები რთული შესათავსებელია ტრადიციულ ეკონომიკურ, სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომელიც მმართველი სისტემის მატერიალურ საფუძველს განასახიერებს.

შესაძლოა სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში უჩვეულო ნიჭი გამოვლინდეს (მუსიკაში -ელექტრო ინსტრუმენტებზე შესრულებით, შესაძლოა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით). ინტერესი კომპიუტერული სისტემების (ЭВМ), მათი ადმინისტრირებისა, ბუღალტერიის სფეროში და სხვა.

 ეს თაობა (7 წლიანი ციკლი) ძალიან მგძრნობიარეა ახალი იდეების მიმართ კერძო მეწარმეობისა და იმ საქმიანობების სფეროში, რომელიც პრაქტიკას უკავშირდება. მათ სამეცნიერო იდეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი კომფორტი შეაქვთ.

საკმაოდ სექსუალურები, რომანტიულები არიან და არ უჭირთ თავისი გრძნობების გამოხატვა. ეს ადამიანები გამოდიოდნენ სექსუალურ სფეროში რეპრესიების წინააღმდეგ. მათი დამსახურებაა სექსის მასშტაბების გაფართება კინოსა და მუსიკის ინდუსტრიაში. ჯანმრთელობა – დამახასიათებელია ხმოვან იოგებთან დაკავშირებული პრობლემები.

 სემირა და ვიტალი ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება“

ურანი კუროში – ამ თაობას არ შესწევს უნარი მიწას მოსწყდეს, მათი იდეები, მიწიერი ბუნებისაა და მიმართულია მხოლოდ მატერიალურ შედეგზე.

 მარია ქეი სიმსი „თქვენი არჩვეულებრივი ბავშვი“

 (1934 – 1942 წლები)

ამ თაობაში ერთიანდებიან ბებიებისა და ბაბუების უმრავლესობა. შემდეგ უკვე 2018 წლიდან დადგება კუროს ციკლი.

საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა სტაბილური კუროსთვის. მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებით დაურწმუნებლობის ტენდენციით ეს თაობა ან ძალიან ზრუნავს სტაბილური ფინანსური საფუძვლის შექმნაზე, ან საწინაარმდეგო კურსით მიდის, პირადი კუთვნილებისაგან გათავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის აცილების მიზნით. საბოლოოდ მას შეუძლია ერთი სტილადან მეორეზე გადავიდეს ცხოვრების სხვადასხვა სტადიაზე.

ავტორი: ქეთი

პლანეტა ურანი

ურანის დამუშავების დონეები

ურანი ვერძში

ურანი ტყუპებში

ურანი კირჩხიბში

ურანი ლომში

ურანი ქალწულში

ურანი სასწორში

ურანი მორიელში

ურანი მშვილდოსანში

ურანი თხის რქაში

ურანი მერწყულში

ურანი თევზებში


About Kate

Scroll To Top