ურანი ლომში

ურანი ლომში

სპონტანურობა + გაფორმება = გამბედაობა

 ნეგატიური ხასიათის განვითარება ხელს უწყობს ზღვარგადასულობას, აღვირახსნილობისკენ სწრაფვას, უხამსი წინააღმდეგობის გაწევას და თავგადასავლების უაზრო წყურვილს. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში იდეალები და პროექტები თითქოს თავისით ჩნდება, მაგრამ მაშინვე ეკისრებათ როგორც ვალდებულება გარშემომყოფების მიერ არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალის სახით.

 ასეთი ადამიანები აღმერთებენ მთელი საზოგადოებრივი დაჯგუფებების განვითარების გეზის, მიზნის შეცვლას, იმის მიუხედავად იღებენ აქედან რაიმე სარგებელს თუ არა. მათ უყვართ ხელმძღვანელობის მექანიზმების შეცვლა, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის სისტემის გადახედვის საშიშროებას ქმნის. ყველა არსებული პრობლემის მიუხედავად როგორც გემის კაპიტანი, ისინი (მოულოდნელად არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც) საჭეს მთელი 180 გრადუსით ატრიალებენ და გასაოცარი საშუალებებით აღწევენ საუკეთესო შედეგებს. მათ განასხვავებს ნათელი სული, გამბედაობა, სიმამაცე და დაუოკებელი თავისუფლების სიყვარული.

 ურანი ლომში განსაკუთრებით გაშმაგებულს და მგრძნობიარეს ხდის ეროტიულ ლტოლვას. ადამიანი ინიციატივიანი და დამოუკიდებელია, ის გაბედულად იბრძვის მდაბიო პირობებისა და ბანალური ტენდენციების წინააღმდეგ. მას განასხვავებს კაშკაშა თავისუფალი აზროვნება, ექსტრავაგანტური ტენდენცია და ავანტიურებში აქტიური ჩართვის სწრაფვა. განსაკუთრებული წარმატება ამ ყოველივემ შეიძლება მოუტანოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ველზე, ასევე ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროებში. ოჯახურ ცხოვრებას და ურთიერთობას საკუთარ შვილებთან ამ ადამიანისთვის უამრავი პრობლემები მოაქვს.

 მათ შეუძლიათ დამშვიდება ნებისმიერ ადგილას – თეატრში, ფილარმონიაში, პოლიტიკურ ტრიბუნასთან ან სტადიონზე. სახლი არის ის ადგილი, სადაც მათ ელით ძირითადი ცვლილებები, კრახი თუ მღელვარება. შინაურები და ბავშები ჯიუტად სულ მათი თავდადების, უანგარობისა და მორჩილების კონტროლში არიან, ამას კი სიტუაცია მიყავს დიდ მღელვარებამდე და სკანდალურ განშორებებამდე. ასეთი ადამიანი განიცდის თითქმის ფიზიოლოგიურ აუცილებლობას საკუთარი თავისუფლების შემოქმედებაში და ფლობის რეალიზაციაში.  მას შეუძლია განახორციელოს დიდი პროექტები ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ჰარმონიული ოჯახისა და საკმარისი რაოდენობის, ერთგული თანაშემწეების შემთხვევში. მისთვის დამახასისათებელია საკუთარი თავის ორიგინალური გამოვლინება, ცხოვრების გარე სფეროებსა და მხარებს გადამეტებულ ყურადღებას აქცევს, თუმცა ზუსტად ეს მომენტი ეხმარება ასეთ ადამიანებს ბევრი ადამიანის მიზიდვაში თავისი პროექტების განსახორციელებლად.

 ლომის ენერგიით მართულ ურანელებს არ უყვართ კომპრომისზე წასვლა და იშვიათად ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს. მათ აშკარად აკლიათ თანამშრომლობის პრინციპების ცოდნა, ასევე არ ითვალისწინებენ გარშემომყოფთა ინტერესებს. ისინი საკუთარ თავს თვითონ უქმნიან შემოქმედებით ატმოსფეროს და მასში იღებენ მათ, ვისაც შეუძლია თავისი ნებით ითანამშრომლოს ასეთ უჩვეულო ადამიანთან.

ცხოვრება ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს ახალ მორალს და შეხედულებებს სძენს, ან პერიოდულად ისინი თავისუფლებით ცდუნდებიან, განსაკუთრებით სიყვარულში. ეს არის რომანტიული საყვარლების თაობა, რომელიც ცდილობს საქორწინო უღელს თავი აარიდოს. მათი სიყვარული უნდა იყოს მეურვეობისგან, დამოკიდებულებისგან და იურიდიული კანონებისგნა თავისუფალი. სამაგიეროდ ეს ადამიანები კაშკაშა შემოქმედები, თავისუფლების მოყვარენი და არაპროგნოზირებადები არიან.

 ხელმძღვანელობის მათი სტილი გარშემომყოფებს თავისი გამბედაობითა და ორიგინალურობით იმორჩილებს. ისინი არა მხოლოდ კარგი მმართველები, არამედ არაჩვეულებრივი ლიდერები, ასევე ახალი იერარქიული სოციუმის შენების იდეოლოგიური პროგრამების გამტარებელბი არიან. მთავარია საკუთარი თავის მიმართ ჯანსაღი ღირსების გრძნობა არ გადაიზარდოს საკუთარი თავის არარეალიზების კომპლექსში და უაზრო სიჯიუტეში. ასევე საზიანოა თანამშრომლობის, ურთიერთობების პრინციპების არცოდნა, უკომპრომისობა. არც ისე იშვიათად ასეთი ადამიანები ძალიან ფეთქებადები და იმპულსურები არიან. მათ უყვართ თავის სულელად წარმოჩენა, ამგვარი თამაში ხშირად არასასიამოვნო სიტუაციებში აგდებთ. ზღვარგადასული თავისუფების წყურვილის გამო ხშირად თავის შვილებს ბედის ანაბარა ტოვებენ, მშობლის მოვალეობებზე არხეინა დამოკიდებულება აქვთ.   არც თუ იშვიათად თავის შვილებზე საკუთარი ღრმა კომპლექსებისა და პატივმოყვარეობის პროეცირებას ახდენენ. ამით ცდილობენ მათში განიცადონ საკუთარი ცხოვრება, განახორციელონ ის, რაც თავად ვერ მოახერხეს.

ეს ადამიანები მიოკარდის მწვავე ინფარქტის განვითარების რისკის ქვეშ არიან, ამის ალბათობა შეიძლება შემცირდეს ერთი პირობით, მათ უნდა ისწავლონ სხვებზე გულახდილი ზრუნვა, დაივიწყონ თავისი პირადი საჭიროებები და ინტერესები.  უნდა შეიგნონ, რომ ისედაც აქვთ სასურველი თავისუფლება, მათი ამოცანაა – არა თავისუფლების ახალი საშუალებებისა და გარემოებების ძიება, არამედ უკვე არსებული გახსნილობისა და დამოუკიდებლობის გამოყენება ,ხალხის საკეთილდღეოდ.

 ისინი ცდილობენ სწავლების ახალი მეთოდებისა და მიდგომების გამოგონებას ლიტერატურულ შემოქმედებაში. ამაში მათ ეხმარებათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მტკიცე რწმენა და შეუპოვრობა. მათთვის დამახასიათებელია ძალიან ძლიერი „მე“, ისინი ხელმძღვანელობენ ძალიან მტკიცედ და პირდაპირ, არასდროს იმეორებენ ბრძანებას ხელმეორედ. სხვებისგან თითქმის ყოველთვის გამოირჩევიან და არასტანდარტულად გამოიყურებიან.

მადონა. ურანი ლომში

 მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძიათ გარე სამყაროსა და ადამიანური განცდების ძალიან ღრმა წვდომა, განახლებისკენ თავის სწრაფვაში ძალიან მტკიცენი არიან. ამიტომ მზად არიან დედამიწიდან წაშალონ ყველაფერი, რაც არ მოსწონთ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავში თვითდისციპლინის განვითარება, წინააღმდეგ შემთვხევაში ყველა შემოქმედებითი გამოვლინება ტრანსფორმირდება საზიანო ძალადობაში და რეალობაზე დესტრუქციულ ზეწოლაში. ასეთი ადამიანები მძვინვარედ იბრძვიან პოლიტიკაში წარმატებისთვის, გეგმებში შეუკავებელნი და ქმედებებში გამბედავნი არიან. მათი გონება საოცრად შრომისმოყვარეა, თუმცა გარეგნულად ასეთი ადამიანები არც ისე მოძრავნი არიან.

 ეს ადამიანი ფეთქებადი, ძლიერი, ჯიუტია, დემონსტრირებას უკეთებს მეამბოხე ხასიათს და ბუნტარულ შეხედულებებს, რითაც არც თუ იშვიათად უსიამოვნებებს აწყდებიან სხვებისგან. ისინი ვერ იტანენ ბრძანებებსა და შეწინააღმდეგებას, ყოველთვის მზად არიან რისკისთვის, სულის აღმაფრთოვანებელი თავგადასავლებითა და სავსენი არიან უცნაური სიმპატიითა და ანტიპატიით. საერთოდ მათი ინტიმური ცხოვრება საკმაოდ დიდი ვნებათაღელვითა მიმდინარეობს და მრავალ სასიამოვნო და ასევე უამრავ მტკივნეულ იმედგაცრუებას ტოვებს. ასეთი ადამიანების მშობლებთან ურთიერთობა მშვიდი და კარგი იშვიათად არის, სოციალურ პროგრამებში ისინი ხშირად აწყდებიან მძვინვარე წინააღმდეგობებს და კარიერის წარმატებული აწყობისასაც კი, მაინც დაცემისა და პირადი ქონების დაკარგვის ზღვარზე იმყოფებიან. მათ აუცილებლად უნდა გაითავისონ, რომ შემოქმედებითი ენერგიები ებოძათ იმისთვის, რომ ემსახურონ სხვებს.

 პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი ლომში (1872 – 1978; 1955 – 1962 წლების თაობა)

აქ ურანი განდევნილია, ლომის მმართველი მზეა, ეგზალტაცია – პლუტონი. ცეცხლის სტიქია.

 ორიგინალური იდეების მქონე ლიდერების თაობა, ისინი დროს უსწრებენ, თანამედროვეები კი მათ ცუდად უგებენ. რადიკალურად დამოუკიდებლოელი აზროვნება. არ აქვთ სურვილი ვინმეს დაექვემდებარონ ან შეუთანხმონ თავისი ქმედება, თავისუფალი დამოკიდებულება ბავშვებთან.

უკეთეს ვარიანტში – არაჩვეულებრივი ორგანიზატორული უნარები, კოლექტივის მართვის ჭეშმარიტად დემოკრატიული მეთოდები.

უარეს შემთხვევაში – პრაქტიკული იდეების სულელური ექსცენტრიულობა, მათზე ჩაციკვლა, კრიტიკის სრული იგნორირება. ავანტიურიზმი, უწესო სასიყვარულო კავშირები.

ამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირია თავისუფლებით ცდუნება (განსაკუთრებით სიყვარულში), რასაც მორალზე ახალ შეხედულებებამდე მიყავს. ეს არის რომანტიული საყვარლების თაობა, რომელიც მუდამ ცდილობს საქორწინო უღელს გაექცეს. თავისუფლების მიმართ სტიმული მათთვის თავისუფალი სიყვარულით გამოიხატება. ისინი პერიოდულად საჭიროებენ საზოგადოებისგან გათავისუფლებას, ამ თაობაში ჰიპების ფორმირება მოხდა. უკეთეს შემთხვევაში ბავშვებში შემოქმედებითი ხასიათის ტალანტების განვითარებას ახდენენ. თავად ხელოვნებაში მოწინავე იდეების მატარებლები არიან, თავისუფალ ინიციატივას გამოხატავენ. შეუძლიათ იყვნენ ლიდერები და ისწრაფვიან ორიგინალური ხელმძღვანელობის სტილისკენ. საკმაოდ ძლიერი მესაკუთრეობა ახასიათებთ, დიდ ყურადღებას მოითხოვენ თავისი პიროვნების მიმართ.

საუკეთესო შემთხვევაში ადამიანები კირჩხიბი ურანით და ლომი ურანით – გამორჩეულები არიან, ეს არის იდეოლოგიური პროგრამების მატარებელი თაობა. უარეს შემთხვევაში მათ ემუქრებათ ეგოიზმი, საკუთარი ღირსებების კომპლექსებში, სიჯიუტეში გადაზრდის საფრთხე. მათ არ იციან კომპრომისზე წასვლა, რაც სასურველი თავისუფლების სწარფვის გამო შეიძლება ასე აღიქმებოდეს.

როგორც ურანი ვერძის შემთხვევაში, ეს ურანელებიც ფეთქებადები და იმპულსურები არიან, ვერ ელევიან ბავშვურ ჩვევებს, სიბერემდე შეუძლიათ თამაში და გადამეტებაც. (დაზიანებული ურანისას – წაგება.) ზღვარგადასული თავისუფლების წყურვილის გამო ხშირად თავის შვილებს ბედის ანაბარა ტოვებენ, მშობლის მოვალეობებზე „არხეინა“ დამოკიდებულება აქვთ. თავის შვილებზე საკუთარი ღრმა კომპლექსებისა და პატივმოყვარეობის პროეცირებას ახდენენ. ამით ცდილობენ მათში განიცადონ საკუთარი ცხოვრება, განახორციელონ ის, რაც თავად ვერ მოახერხეს. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ სხვებზე მეტი ზრუნვა, ნაკლები იფიქრონ თავის თავზე.

ფრთხილად: ცეცხლთან, აფეთქებებთან. ასევე ყურადღება მიაქციეთ გულს (ადრეულ ასაკში ინფარქტის განვითარების რისკი).  მოღვაწეობის ოპტიმალური სფერო – სახვითი ხელოვნება, მეცნიერება, მუსიკა, თეატრი.

 ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

 ურანი ლომში (ტყვეობა)- ენერგიული

 ცეცხლოვან ნიშნებში ურანისეული გონებრივი გამონათებები, ხილვები, ძლიერი ენერგეტიკული განტვირთვებით მიმდინარეობს, მაგრამ ლომში, როგორც წესი, დამაგრეველია, ურანი მეტისმეტად სპონტანური და ადარმდგრადია. მხოლოდ განვითარების ძალიან მაღალ დონეზე არის შესაძლებელი ლომისეული ურანის ენერგიის ნაკადის ფლობა და კონტროლი.

 საშუალო ადამიანი ამ მდგომარეობას შემდეგნაირად აღიქვავს, პერიოდულად ის ვარდება წარმოუდგენელი იდეებისა და გარემოებების ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც ვერაფრით უმკლავდება, ადამიანი ძალიან წვალობს ამ ნაკადში და ეს გრძელდება იქამდე, სანამ უეცრად, თავად ეს ნაკადი არ მოისვრის მას ნაპირზე, ჭრილობების მოსაშუშებლად და ცნობიერად მიღებული შესაძლო ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური გამოცდილების გასაანალიზებლად, რომლის დროსაც სამზეოზე გამოირიყება შინაგანი სამყაროს ისეთი მომენტები და დეტალური პოზიციები, რომლის თაობაზეც ადამიანს წარმოდგენაც არ ჰქონდა.

 გაცილებით ტიპიურია ფარული აგრესია და ფობიები, რომლის ხასიათზეც ჰოროსკოპში ურანის შესაბამის სახლში მდებარეობა და ასპექტები მეტყველებს, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ძალიან უჩვეულო და ადამიანს შემთხვევითობად მოეჩენება, თუმცა სინამდვილეში გარე სამყარო სიმბოლურად გამოაჟღავნებს მის შინაგან მექანიზმებს, დაუმუშავებელ მომენტებს, იდეალებსა და განვითარების მიზნებს.

 ლომი ურანს ენერგიით ამარაგებს, რომელიც საჭიროა შეიზღუდოს რაც საკმაოდ რთულია რადგან მოცემულ მდგომარეობაში ურანი ავლენს ლომის ყველაზე ცუდ თვისებებს: საკუთარი იდეებით ზეწოლასა და დათრგუნვას ახდენს, მისი ყურადღებით შემოწმებისა და კონკრეტულ მომენტებზე კონტროლის გარეშე.  ამ სიტუაციაში დამხმარეა მერკურის, ქალწულისა და სატურნის დამუშავება, რაც ნაწილობრივ მაინც აკომპენსირებს ურანის ფეთქებადობისა და ლომის იდეალიზმს.

 დაუმუშავებელი ლომი ურანის ჩართვისას, ცხოვრებამ შესაძლოა ადამიანი ნაკუწებად აქციოს, ან ის შეიძლება გახდეს უდიდესი და სრულიად არაკონსტრუქციული იდეების წყაროდ, ის ეცდება თავის ორბიტაში სხვები ჩაითრიოს, რაც მითუმეტეს ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, მას შავ მასწავლებლად აყალიბებს ეს ადამიანი თავის „მრევლს“ სწორად განვითარების გზას ენერგიულად და ეფექტურად აცილებს.

 სერგეი შესტოპალოვი „ასტროფსიქოლოგიური ცნობარი“

ურანი ლომში ( 1955- 1962 წ.)

აქ ურანი იმყოფება დაზიანებული, ამიტომ მისი დადებითი თვისებები რამდენადმე შესუსტებულია, თუმცა ჰარმონიული ასპექტებისას ეს მდგომარეობა ადამიანს მეტ გულწრფელობას, გულახდილობას, ერთგულებას, ძლიერ ინტუიციას, შემოქმედებით უნარებს, სიმტკიცეს, გატაცებას, თავისუფლების სიყვარულსა, დამოუკიდებლობას, თავგადასავლების მიმართ სიყვარულსა და სოციალური და საზოგადოებრივ საქმიანობისადმი ინტერესს მატებს.

დაზიანებისას ხასიათში ვლინდება ზღვარგადასსული თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა, არასტაბილურობა, სიძულვილი, ექსცენტრიული ქმედება, დაუკვირვებლობა, უყურადღებობა სხვების პირობების მიმართ, სასიყვარულო თავგადასავლების წყურვილი, ექსტრავაგანტული გემოვნება სამოსსა და ვარცხნილობებში, თავისთავა, მეამბოხე, ავანტიურისტი, ჯიუტი, არასტანდარტული მიჩვევა (მიჯაჭვულობა) და გატაცებები.

 ფრენსის საკოიანი „ პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

თავისუფლების სიყვარული და რომანტიზმი. მათი წარმოდგენა სიყვარულსა და სექსზე ძალიან განსხვავდება ტრადიციული მორალისაგან. ისინი თავისუფალი სიყვარულის მომხრენი არიან. გამოირჩევიან ძლიერი ნებით, შემოქმედებითი უნარებით მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ორიგინალური ხელმძღვანელობის მეთოდებით, მიდრეკილებით ნოვატორიზმისკენ. მათ აქვთ თვითგამოხატვის ორიგინალური ფორმა, რომელიც იქცევს ყურადღებას. შეუძლიათ ახალი იდეების გამოგონება ხელოვნებაში, მუსიკასა და თეატრში. უყვართ თავისი მასშტაბების შექმნა და არ ეგუებიან იმ საზოგადოების მასშტაბებს, რომელშიც ცხოვრეობენ.

 ეგოიზმში გადამეტების საფრთხე. უნდა ეცადონ საკუთარ თავზე ნაკლები იზრუნონ და მეტად საზოგადოებრივ და უნივერსალურ ინტერესებზე. შეუძლიათ იყვნენ თავზე ხელაღებულები, უკომპრომისოები. შესაძლოა გამოვლინდეს სიჯიუტე. ეს ადამიანები გამოირჩევინ გასაოცარი მტკიცე ნებით, სიამაყითა და თავმოყვარეობით. არ ემორჩილებიან არავის მმართველობას და ჯიუტად განაგრძობენ სვლას თავის გზაზე. მშობლებსა და სკოლის მასწავლებლებს ძალიან უჭირთ რადგან უწევთ ამ ხელგაჯიანი (ბოქსის ხელთათმანებიანი) თაობის შეკავება.

სახელმწიფო რომელიც მიმართავს, რეპრესიულ ზომებს, თვითგამოხატულებისა და პიროვნების თავისუფლების შესაზღუდად სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფისგან (ურანი ლომში/7 წლიანი ციკლი) აწყდება დიდ წინააღმდეგობას, სწორედ ამ თაობისთვის არის დამახასიათებელი ტირანიისა და რეპრესიული მმართველობის ნებისმიერ ფორმისადმი წინააღმდეგობის გაწევა.

გულის სხვადასხვა პრობლემის წარმოქმნისა და უეცარი სიკვდილის განვითარების რისკი არსებობს.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ურანი ლომში – ამ თაობისთვის დამახასიათებელია განსხვავებულად თავის წარმოჩენა. თუმცა, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ცხოვრების გარეგნულ მხარეს, რომელსაც შეუძლია კარგი იდეები მიაწოდოს ადამიანს სახვითი ხელოვნებისა და თეატრის სფეროში. ის ქმნის თავის გარემოს, არ მიდის კომპრომისზე და საერთოდ არ ადარდებს საზოგადოების ინტერესები. კარგი იქნებოდა ამ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ და განავითარონ კოლექტიური აზროვნება და ურთიერთობები.

 მარია ქეი სიმსი „თქვენი არაჩვეულებრივი ბავში“

ურანი ლომში (1956 – 1962 წ.) ეს არის ინდივიდუალისტების თაობა ექსცენტრიული მიდრეკილებებით. ბევრ მათგანს ასწავლიდნენ მასწავლებლები, რომლებმაც განათლება კოლეჯებში 60-იან წლებში მიიღეს, ბუნტებისა და არეულობების დროს. ეს გარემოება ქმნიდა ერთგვარ წამახალისებელ ტენდენციას დისციპლინისა და აკადემიური მიღწევებს გზით ამ თაობის ინდივიდულობის გამოხატულებაში, ამავე თაობამ გამომწვევა ესროლა სასიყვარულო ისტორიების სფეროს (იგულისხმება სასიყვარულო ურთიერთობებში ქცევა და სექსი).

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top