ურანი მერწყულში

ურანი მერწყულში

სპონტანურობა + ცვლილება = გადატრიალება

 ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ადამიანი ნამდვილი მეამბოხე და სიმშვიდის თანდათანობითი გამანადგურებელი ხდება. მიდრეკილია უკიდურესი გადაღლისა და გადაძაბვისაკენ. მის მიერ რეფორმების განხორციელება ხშირად ძალადობრივი გზით ხორციელდება, იდეალური წარმოდგენებით ხელმძღვანელობის მიუხედავად, ის არ ჩერდება ძალაუფლების გამოყენების წინაშე. ამ შემთხვევაში კაცთმოყვარეობა სიჯიუტესთანაა შეთავსებული, შედეგად კი ვიღებთ აფერისტ და მყვირალა ადამიანს.

 პოზიტიური განვითარებისას – ადამიანი მიდრეკილია სიახლეში მნიშვნელოვანი სწრაფვისა და ხარისხობრივად სხვა არსებობის დონეებზე გასვლისკენ, რომელიც ხორციელდება ყველაზე არახელსაყრელ მდგომარეობაში.

ის სრულიად მოცულია რეფორმებზე ფიქრით, სავსეა ინოვაციებითა და აღმოჩენებით, სურს გარემოში ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეცვალოს. ასეთი ადამიანი ფლობს ფანტასტიურ ორგანიზატორულ ნიჭს, ის ჭკვიანურად და ოსტატურად თანამშრომლობს ნებისმიერ ადამიანთან და საზოგადოებრივი და პროფესიული ცხოვრების სრულყოფით დაუღალავადაა დაკავებულია.

უკიდურესად ექსპანსიურია ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში, მას ახასიათებს შეუცნობელისა და იდუმალების, პროგრესიულისა და გამოუკვლევის მიმართ დაუოკებელი წყურვილი. მისი ინტერესები ძალიან მძაფრია, ის მარტივად შედის ნებისმიერი ურთიერთობების წრეში და მყისვე მისთვის საჭირო ტენდენციებსა და განსაკუთრებულობებზე ორიენტირდება.

 ეს არის ერთგული და ჭეშმარიტი მეგობარი, უანგარო სპონსორი და კეთილისმსურველი მეცენატი, ყოველთვის უკავშირდება თანამოაზრეებს და საზოგადოების უკეთესი ტრანსფორმაციის უმაღლეს მისიას თავგანწირულად ანხორციელებს. ის ინიციატივიანია, ფლობს ხელმძღვანელისა და მეთაურისთვის საჭირო უნარებს, ინტიუიციურად განჭვრეტს მომავალს მთლიანად, რაც საოცრად წარმატებულს ხდის ყველა წამოწყებაში.

შრომისმოყვარეობის შეთავსება თანამშრომლობის უნარებთან ჩუქნის მას ძლიერ სულს და ბრწყინვალე გონებას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას იშვიათი თავისუფალი აზროვნებისა და პირადი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ ძლიერი სწრაფვით მოიპოვებს. აღმერთებს ყველა სახის იდუმალებასა და საიდუმოლოებებს, უყვარს სამეცნიერო და ეზოთერული კვლევები, მიდრეკილია საჯარო გამოსვლებისა და პედაგოგიური საქმიანობისკენ.

ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები ძალიან პოპულარულები არიან გარშემომყოფთა შორის და თანამოაზრეებში დიდი სიყვარულით სარგებლობენ. გამოირჩევიან კარგი ინტელექტით, რომელიც გრძნობებს იმორჩილებს. უამრავი მეგობარი და ზოგადად კონტაქტები რთული პრობლემების წარმატებით გადაჭრაში ეხმარებათ.

ეს ადამიანი შრომის გარეშე ანგრევს ნორმებსა და ავტორიტეტებს, თითქოს პრინციპიალურად ახალი მიდგომებითა და იდეებით ცვლის მათ მდგომარეობას. მას შეუძლია არა მხოლოდ ძველის ნგრევა, არამედ ჯგუფის თანადგომისას ინოვაციური ცხოვების შექმნა. განსაკუთრებით ჭკვიანურად იქცევა კოლექტიური კვლევების ორგანიზაციებსა და სოციალური დაჯგუფებების ქმედებებში.

მისთვის დამახასიათებელია სწრაფვა მომავლისკენ, უნარების ფართო სპექტრი, პერსპექტივისა ბრწყინვალე შეგრძნება მდგრადი ინტერესი ადამიანების აზრის უმაღლესი წვდმიმისა და კულტურისადმი. გონება ერთდროულად გამჭრიახი და მრავალმხრივია. ადამიანი მარტივად იჭერს ფარულ კაშირებს და გულით გრძნობს აკადემიური და ეზოთერული დისციპლინების კავშირს. ბრწყინვალეა როგორც წინასწარმეტყველი, ხშირად განიცდის ექსტატიური მდგომარეობის ზეწოლას. მისი საყვარელი სიტყვებია- საძმო, თანამშრომლობა და განახლება.

ურთიერთობაში ის არაპროგნოზირებადია, შრომაში გამომგონებელი, კვლევებში – გენიალური. მტკიცე ნება შერწყმულია გონებრივ და გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობასთან. ეს ადამიანი ღიად გამოდის ამბოხებაში და სამართლიანად იბრძვის ადამიანებთან დამოკიდებულებაში ნებისმიერი შეზღუდვებისა და ბარიერების წინააღდმეგ. ეს არის სრული თავისუფლების მაცნე, მტკიცე ანარქისტი, რომელიც უარყოფს ნებისმიერ უფლებებსა და კანონებს, მოაქციონ ის სხვის დაქვემდებარებაში (არ აქვს მნიშვნელობა ვის დაქვემდებარებაში).

ძლიერი, ჯიუტი და მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც კაცობრობის საკეთილდღეოდ ცვლილებებში მონაწილეობის ღრმა საჭიროებას გრძნობს. კაშკაშა, მტკიცე ექსცენტრიული პიროვნება, მუდამ მზადაა ახალი იდეების მიღებისთვის, მას შეუძლია მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა თუ ამას სიტუციის განვითარებისთვის საჭირო ლოგიკა მოითხოვს. ხშირად, სხვების მიერ არაპრაქტიკულ და უაღრესად ფეთქებადად ადამიანებად აღიქმებიან, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა. რეალურად ისინი უაღრესად აქტიურნი, მოქნილნი არიან და განვლილ საფეხურზე ერთი წუთითაც კი არ შეუძლიათ გაჩერება, მას შემდეგ რაც მათ მოახერხეს შემდგომი ევოლუციური ნაბიჯის გადადგმა.

დიმიტრი მენდელეევი. ურანი მერწყულში

 აქვთ ბრწყინვალე მეხსიერება და შეუძლიათ ყველაზე არატრივიალური ქმედება და მიდგომა. ბედნიერებას ისინი მხოლოდ ერთობლივ, ჯგუფურ საქმეში პოულობენ. აქტიურად ინტერესებიან პოლიტიკით, ხშირად თავს ავლენენ როგორც კარგი ორატორები. კომუნიკაბელურები, გულღია და მიმნდობი ადამიანები არიან. მათ აქვთ გამორჩეული გამჭრიახობა და მოქნილობა არგუმენტების ძიებისას. გამგებიანი და მგძრნობიარენი არიან.

სასიამოვნო, ჰუმანური, მუდამ სიახლეებით სავსე და უჩვეულო ბუნება აქვთ. დისჰარმონიული მომენტების სიუხვისას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში სირთულეებისას, უმრავლესობის მიერ მაინც ალალ, მოკეთე, გულითად გამომგონებელ და მშრომელ ადამიანებად აღიქმებიან. ისინი მზად არიან ცხოვრებაში ენერგიის კოლოსალური მასივები გაატარონ და ინტუიციურად იჭერენ ღრმა ფარულ კავშირებს რეალობის განცალკევებულ ფრაგმენტებს შორის. ვერ იტანენ სხვების ჩარევას თავის საქმეში და შეუპოვრად ისწრაფვიან სიახლის პრაქტიკული ძიების პროცესში ცხოვრების უფრო სრულყოფილი ფორმების მოპოვებას.

მარტივად იშორებენ გუშინდელი დღის იდეებსა და მეთოდებს, თუ ისინი სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებულია, ან ეწინააღმდეგებიან რეალურ ფაქტებს. მათთვის უმაღლესი ჭეშმარიტების კრიტერიუმს პრაქტიკული შემოწმება წარმოადგენს. ასეთი ადამიანები მუდამ ისწრაფვიან იშრომონ ჯგუფებში და ორგანიზაციებში, რაც ხშირად მათთვის არც ისე მარტივია, რადგან ცდილობენ დაუყოვნებლივ განდევნონ ნებისმიერი წესი დისციპლინის აუცილებლობაზე და არ შეუძლიათ აპრობირებული მეთოდების მიღება.

აბესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი მერწყულში -გენიალური ურანი (მმართველი)

ურანი მერწყულში თავისი იდეების ტრანსლაციაში დიდ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ მომზადების დონეებზე ადამიანს ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებს. ზოგადად ურანი ჰაერის ნიშნებში უფრო მიდრეკილია მახვილგონიერებით გატაცებისკენ, ვიდრე თავისი იდეების პრაქტიკული ადაპტაიისკენ, ხოლო მერწყულში ეს ორმაგადაა გამოხატული. თუ ადამიანი ვერ გამოიმუშავებს საჭირო დისციპლინას, იდეებისა და მერწყული ურანის ნაკადმა შესაძლოა ისეთი ძლიერი ძალით მოისროლოს გზიდან, რომ ის საგიჟეთშიც კი აღმოჩნდეს.

მერწყული ურანის იდეა ადამიანს იმორჩილებს ისე ძლიერ, რომ ის ემსახურება და ემორჩილება მას, რა აუხდენელ და ფანტასტიურადაც არ უნდა ეჩვენებოდეს გარშემომყოფებს. დამუშავება უნიკალურ უნარებს იძლევა: მეცნიერებაში და ყოფიერების იდუმალების წვდომაში, რომლებიც არც ისე მალე იქნება გამჟღავნებული, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკუთარი ფანტაზიების გამიჯვნა და მერწყული ურანის სიტუაციების კვალდაკვალ მყარად სვლა, როდესაც ადამიანთან ახდენენ ტყუილის აშკარა დემონსტრირებას, ან მათ მიერ კონკრეტული იდეის არასწორად გაგებას და მისი სულელურობა ან განუხორციელებლობა უცებ ცხადი ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მომენტებისთვის თვალყურისდევნება და საკუთარი აზრების მიმართულების შინაგანი კორექტირება, რადგან ურანი დამხმარეა არა მხოლოდ გარე პრობლემების მოგვარებაში, არამედ პირადი შეცდომების გამოსწორებასა და ქვეცნობიერი პროგრამების კორექტირებაში, თუმცა ხანდახან მის ამოქმედებამდე დიდი დრო გადის და ქმედების ზუსტი განსაზღვრა კი საკმაოდ რთულია.

ურანის მძლავრი ჩართვის შედეგად ადამიანმა შესაძლოა გენიალურობის პიკს მიაღწიოს ან გაგიჟდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთვევაში მისი მენტალური სამყაროს სურათი ბევრ ადგილას გასკდება და ჩვეულ შეხედულებებზე დაყრდნობა საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით იმ დროს თუ ის არაა მიჩვეული თავისი ცხოვრებაში ყურადღება მიაქციოს უჩვეულო იდეებსა და გარემოებებს რომლის ზეგავლენითაც მისი ცნობიერი და აზროვნება არსებულ ჩარჩოებში ვეღარ ეტევა.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

1912 – 1919; 1995 – 2003 წლების თაობა;

აქ ურანი იმყოფება თავის ღამის სამფლობელოში, სატურნთან ერთად, ნეპტუნის ეგზალტაციის ნიშანში, ჰაერის სტიქიაში (მზის განდევნილ და პლუტონისა და ოსირისის დაცემის ნიშანში).

ამ პლანეტების შეთავსება ნიშანში განსაზღვრავს დიდებულ სიმახვილესა და გნებრივი მიმართუებების სხვადასხვაობას. ეს არის ნათელმხილველებისა და ასტროლოგების ტაობა, რომლებიც ინტუიციურად იჭერენნ სამყაროს ფარულ კავშირებს, რომლებიც აცნობიერებენ მეცნიერებისა და სულიერი ენერგიების სიახლოვეს. ამ ადამიანის ცნობიერზე ეს ზეგავლენა გამოიხატება როგორც ზეცნობიერი, გენიალური ინტუცია, ცხოვრება, სწრაფვა მომავალში, ახალი ეპოქების პროგნოზირება.

ეს არის სრული თევზების ეპოქის დასასრულის დრო. მისტიციზმის ეპოქის, რელიგიური დაპიროსპირებების,(თევზების ერა დაიცწყო ქრისტემდე 150 წლით ადრე. 2003 წელს რუსეთი რომელიც მერწყულის ნიშნით იმართება გახდება (გახდა) საბრძოლო და თამამი სოციალური ექსპერიმენტების არენა. ამ თაობისთვის დამახასიათებელი ადამოუკიდებლობა, ძმობა, თაოპბათშორისი და ხალხთაშორისი კავშირები, არაპროგნოზირებადი კომუნიკაციის ფორმები. ამ ადამიანებში არის შეემოქმედებითობა და მეცნიერების ახალი მეთოდების შემქნის საშეუალებები, მტკიცე ნება და გონებრივი დამოუკიდებლობა და დამოუკდიებლად აგდაწყვეტილების მირების უანრი. წინა მერწყული ურანის ტრანზიტისას დაფიქსირდა ნაციონალური იდეების იზოლაცია და ნგრევა: შექმნილ იქნა საერთაშორისო ესპერანტოს ენა, პიროვნების დამოუკიდებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებიტ გაიზარდა ინტესრესი, ამბოხი წესებისა და პირობების წინააღდმეგ.

 უარეს შემთევავში – შესაძლოა მოხდეს ენებისა და ერების აღრევა. ეს თაობა – ეს არის სრული თავისუფლების ტაობა, ანარქისტები. შესაძოა ამადამიანებში გამოვლინდეს არაპრაქტიკულობა და თავნებობა, არადისციპლინირებულობა, თავშეუკავებლობა, ექსცენყრტიულობა, გამოცდილების უარყოფა.

ურანი მერწყულში: პრინციპიალურად ახალი სამეცნიერო აღმოჩენები, რომლებსაც შეუძლიათ კაცობრიობის განვითარების მიმართულების ძლიერ შეცვლა, დიდი ყურადღება ეთმობა სამყაროს, რომელიც მნიშნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს სოციალურ ქვეცნობიერში. სწრაფვა მომავლისკენ. შესაძლებლობების სპექტრალური მრავალფეროვნება: კაშკაშა სამსახიობო ნიჭი, პროფესიონალური წარმატება, სულიერების საზოგადოებისა და სკოლების შექმნაში. რეფორმატორობა, ორიგინალურად მოაზროვნე სამეგობრების წრე (თანამოაზრეები).

უკეთეს შემთხვევაში – შორეული მომავლის განჭვრეტის უნარი, კაცობრიობის განვითარების გზის დანახვა.

უარეს შემთხვევაში -შეხედულებების უკიდურესი ექსცენტრიულობა, ფანტასტიური იდეები, აწმყოს აბუჩად აგდება, ცრუ წინასწარმეტყველება და თაღლითობა, ხალხში პროგრესისკენ სწრაფვით სპეკულაცია. საეჭვო მეგობრები, სამეგობრო წრის მუდმივი ცვლა.

 ს. ვ. შესტოპალოვი „ასტროლოგიური ცნობარი“

ურანი მერწყულში (1912 – 1919 ; 1995 -2003 წლები)

ურანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდგომარეობაა, რადგან აქ პლანეტა იმყოფება თავის სამფლობელოში. ჰარმონიული ასპექტებისას -ადამიანს ანიჭებს ძლიერ ინტუიციას და ნათელხილვის ნიჭს, გამომგნებლობასა და ორიგინალურობას, ვაჟკაცურობასა და გამბედაობას, კომუნიკაბელურობასა და მეგობრულობას. დამახასიათებელი: გულწრფელობა, ალტრუიზმი, ერთგულება და ჰუმანიზმი, დემოკრატიულობა და შინაგანი თავისუფლების შეგრძნება, ძლიერი პროგრესირებადი ინტელექტი, ნათელი გონება, მიდრეკილება ხელოვნებისკენ. კარგი მდგოამარეობაა ასტროლოგიური საქმიანობისთვის, სოციალოგიისთვის, ტექნიკისა და მეცნიერებისთვის (საინჟინრო საქმე, ელექტრობა, რკინიგზა, რადიო და ავიაცია).

თუ ურანი დაზიანებულია – ხასიათში ვლინდება ისეთი მომენტები როგორიცაა: თავდაჯერება, რეაგირების სიმკვეთრე, არანორმალურობა, კრიტიკულობა, სემკვეთრე, შეხედულებებში რადიკალიზმი, ურთიერთობებში განხეთქილებისკენ მიდრეკილება, რისკისკენ სწრაფვა, ექსტრემიზმი, რევოლუციონიზმი, რისხვა, არაკეთილგონიერება, გადაჭარბებული თავდაჯერება.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ძლიერი გამჭრიახი გონება, ფარული კავშირების ინტუიციური შეგრძნება. დიდი სამეცნიერო და გამომგონებლური ტალანტი. მტკიცე ნებისყოფა, გადაწყვეტილების მიღებისას და დასკვნების გაკეთებაში დამოუკიდებლობა. ამასთან სხვებს არ აძევენ თავის საქმეში ჩარევის უფლებას. დამოუკიდებელი გონება რომელიც მიმართულია ჭეშმარიტების შეცნობისკენ. განდევნიან გუშინდელი დღის იდეებსა და მეთობდეს, თუ ისინი არ არის დამტკიცებული მეცნიერულად ეწინააღმდეგებიან ფაქტებით.

პრაქტიკული შემოწმება მათთვის – ყველაზე ძლიერი ჭეშმარიტების მტკიცებულება. ინტუიციასა და დაკვირვებულობას მიყავთ ნათელხილვისკენ. ყველას კეთილდღეობაზე ზრუნვა, ადამიანების ღირსებისა და ძმობის რწმენა. სწრაფვა ახალი საზოგადოებრივი ფორმისა და სამსახურისკენ ჯგუფში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ხანდახან თავისუფლების იერის ქვეშ ვლინდება თავშეუკავებლობა, თავნებობა, არაპრაქტიკული ექსცენრიულობა და ყველანაირი დისციპლინისა და გამოცდილების უარყოფა.

ეს თაობა ეკუთვნის (7 წლიანი ასაკობრივი ჯგუფი) ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერებაში. ძალისხმევის წყალობით ამ ასაკობრივი ჯგუფის ტექნიკური პროგრესი დიდი ტემპებით ვითარდება, ვიდრე წინა თაობაში. ისინი ქმნიან გიგანტურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ინტენსიური კვლევებისა და ახალი ტექნიკის განვითარებისთვის.

მზარდი საერთაშორისო თანამშრომლობა და კავშირები ეხმარება იმ საქმეების პროგრესს, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ, რადგან მათი განვითარება დიდწილად ხორციელდება მსხვილმასშტაბური თანამშრომლობით და არა ცალკეული პირების ძალისხმევით. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელია ბარიერების მოშორება მთავრობებს შორის და საწარმოს პარტნიოებს შორის. მაგ: მშრომელთა შორის ერთი მხრივ და დირექტორებსა და ინჟინერ-ტექნიკოს მუშაკებს შორის მეორე მხრივ. ისინი ენერგიულად ცდილობენ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ურანი მერწყულში – ამ თაობისთვის დამახასიათებელია სწრაფვა მომავლისკენ, პერსპექტივები, კარგი სამეცნიერო უნარები. ინტერესი კაცობრიობის აზრებისა და კულტურის უნივერსალური მიღწევებისადმი.

მარია ქეი სიმსი. „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“

 ბავშვები რომლებიც დაიბადნენ (1995 – 2003 წლებში), ზოგიერთ მათგანს შესაძლოა ცოცხალი ყავდეს დიდი ბებიები და ბაბუები, რომლებიც დაიბადნენ წინა ურანი მერწყულის ციკლის დროს (1912 – 1919 წლებში).

მერწყულში ურანი -თავს გრძნობს „როგორც სახლში“, ეს ჯგუფი საკმაოდ ეფექტური იქნება კონსტრუქტიულ ცვლილებებში, ჰუმანური სოციალური მიზნების მიმართულებით. უფროსი ჯგუფის ადამიანები იყვნენ დიდი დეპრესიის ჟამს 30იან წლებში მოღვაწეობდნენ და მთელი ახალგაზრდობა ეხმარებოდნენ კრიზისის შემდეგსაზოგადოების გადაწყობას . მერწყულს მართალია უფრო მეტად შეუძლია ჯგუფური რეფორმები, ვიდრე ინდივიდუალური საჭიროებები, ამიტომ მათმა ინოვაციებმა შესაძლებელიაინდივიდუალური თავისუფლება საზაოგადოების, როგორც ერთი მთლიანობის საკეთილდღეოდ მიმართოს.

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top