ურანი მორიელში

ურანი მორიელში

წყარო: aquarun.ru

სპონტანურობა + თვითშენარჩუნება= მომენტალური რეაგირება

 ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ადამიანი სტიქიურად იბრძვის ინდივიდუალური თვითგამოხატვის თავისუფლებისა და რღვევის უფლებისთვის ნებისმიერ კავშირში, თუ ისინი გარკვეული მიზეზებით არ აკმაყოფილბენ რომელიმე მხარეს. არც ისე იშვიათად ეს ადამიანი უხეში, უცერემონიო, ჯიუტი და სულსწრაფი ხდება. მისი სულიერი დაძაბულობა იმდენად ძლიერია, რომ არამარტო ის არის საფრთხეში არამედ ყველა ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც მას უკავშირდება.

 პოზოტიური განვითარებისას ფორმირდება გამბედავი და დამოუკიდებელი ადამიანის ტიპი. რომელსაც ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, მიდრეკილია იდეების გახორციელებისკენ, შეუძლია ხელი ნებისმიერი საქმეს მოჰკიდოს და თან თამამად და ნებისმიერი წამოწყება ბოლომდე მიყავს. ამ ადამიანის უნარები საკმაოდ მოულოდნელად ვლინდება და უფრო ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში. საერთოდ მისი ცხოვრება სავსეა გარდამტეხი მოვლენებითა და ცვლილებებით, შფოთვითა და დაძაბულობებით. მას შეუძლია მიზანსწრაფულად მიიღოს გადაწყვეტილებები, მარტივად თანხმდება პრობლემებთან მკვეთრი ცვლილებებით მიდგომას, საერთოდ გამოხატავს გამბედაობას ყველგან და ყოველთვის. მისი ცხოვრება ხასიათდება გამუდმებული განშორებით ძველთან და ახალი კავშირების ჩამოყალიბებით, ამასთან ეს ყველაფერი ხდება სწრაფად და ღრმად.

ადამიანი ფლობს საკუთარი ქონების მოპოვების თანდაყოლილ წყურვილს, რომელშიც პირადი თავისუფლების პირობებს ხედავს. ინდივიდუალიზმი უკიდურესად ძლიერია და ვლინდება ფაქტიურად ყველა სიტყვასა და ქედებაში. ადამიანი სავსეა ნებისყოფის ენერგიითა და ცეცხლოვანი ენთუზიაზმით, გამძლე, მტკიცე, მომთმენი, შეუპოვარია, უკიდურესად ჯიუტი. ხშირად თავად მიდის კონფლიქტებზე, ხედავს რა სტიმულს მათში შემდგომი განვითარებისთვის, რის გამოც ბევრი მას უტაქტო მოძალადედ და უხეშ რეფორმატორად თვლიან. თვითნებობა და პატივმოუყვარეობა თვითკრიტიკულობის არქონისას ასეთ ადამიანს გარშემომყოფთათვის აუტანელს ხდიან. ხშირად ის მორალური და ფსიქიკური გადატვირთვის გამო ფიზიკურად იღლება. აგრესიული, რადიკალური ადამიანია, მიდრეკილია ექსტრემიზმისა და ტერორიზმისკენ, თავდაუზოგავი სიახლის დანერგვისა და არც ისე იშვიათად შედის საიდუმლო გაერთიანებების ჯგუფებში.

თავს უძღვნის ღრმა რეფორმატორულ ძიებებს. მისი ცხოვრება სავსეა მუდამ მშფოთვარე და ნაკლებად სასიამოვნო მოულოდნელობებით. ექსტრემალურ სიტაუციებში მისი განვითარებული თავისუფალი ინტუცია საშუალებას აძლევს რეაგირება მოხდინოს ადეკვატურად და ამასთან ერთად მომენტალურად. ის სავსეა მრავალფეროვანი იდეებით, რომელთა განხორციელება ცხოვრების პირობების ნებისმიერ დონეზე მათ ნგრევას ახდენს. ის სწრაფად აღიდგენს ძალებს თუნდაც ყველაზე მძიმე დანაკარგების შემდეგაც – და ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს იმისთვის, რომ გათავისუფლდეს შემოქმედებითი სული. სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეებისკენ სწრაფვა – მხოლოდ გარეგნულია ამ ადამიანში. სულის სიღრმეში მას უნდა მოახდინოს სამყაროს ფუძისეული ტრანსფორმაცია, იწყებს კონრეკტული ადამიანების აზრისა და დამოკიდებულებებით და ასრულებს გარემოში – ქუჩებითა და ტროტუარებით.

მას დაბადებიდან უყვარს ტრანსფორმაცია და მზადაა იბრძოლოს თვითონ უფლებისთვის თავისუფლად გარდაქმნას ყველაფერი, რისი შეცვლაც შესაძლებელია. მის მეირ შესრულებული ცვლილებები ყოველთვის ნახტომისებური, მკვეთრი და სწრაფია. არა დრომოჭმულის თანდათანობითი კვდომის, არამედ აფეთქების მსგავსი საბრძოლო გადატრაილებაა. სიახლისკენ სწრაფვით ასეთი ადამიანი ავლენს გასაოცარ აღშფოთებასა და სისასტიკეს, იმდენად ენერგიულია, რომ გულწრფელად ვერ იტანს ვერანაირ მშვიდ და ზარმაც ადამიანს. არანაკლები ძალით ებრძვის საკუთარ ნაკლოვანებებს, რასაც ხშირად მიყავს ის ყველაზე სამწუხარო შედეგებამდე. იმდენად აქტიურად ახდენს საკუთარი თავის სრულყოფას, რომ საბოლოოდ მისგან არაფერი რჩება. ამავე დროს ეს ადამიანი მუდამ მზადაა სიღრმისეული ფსიქოლოგიური გარდაქმნებისა და რევოლუციური ძვრებისთვის საკუთარ ბედ-იღბალში. როდესაც თითქოს ყველა და ყველაფერი მოკვდა ირგვლივ და შიგნით, ის კვლავ აღდგება ფერფლიდან და მხიალური შეძახილით სამყაროს ამცნობს ახალი გარდაქმნების აუცილებლობაზე. მისი ცხოვრება იმდენად სავსეა გონების მოულოდნელი გამონათებებითა და ხილვებით, რომ გარშემომყოფების აზრით ის ცოტა არ იყოს…..

ეს ადამიანი ფლობს ახლობლების სულში წვდომის ნიჭს, თუმცა არც ისე იშვიათად იყენებს ამ უნარს ანგარებიანი მოტივით. მისი სული ვულკანს გავს, რომელიც ამოხეთქავს ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ასეთი ადამიანისგან მოდის შფოთის განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც არ უკავშირდება კონკრეტულ ფაქტორს. მან კარგად იცის რა არის შურისძიება და სისასტიკე და თუ მის სულს განაახლებ, ის ქვეცნობიერად დაიწყებს სწრაფვას მტრის ტოტალური განადგურებისკენ. პოლიტიკაში ეს ადამიანი უფრო სახიფათოა ვიდრე ყველაზე საშიში სტიქიური უბედურება. ის მამაცი, ემოციური, უდრეკი, საოცრად აქტიური და თითქმის ყოველთვის სექსუალურად მიმზიდველია. ის მიდრეკილია სრული თვითკონტროლისა და ქვეცნობიერში აფეთქებებისა და რეფორმებისაკენ სპონატნური სვლისკენ.

ჩარლზ დარვინი. ურანი მორიელში

თუ მან წამოიწყო რაიმე ქმედება, მაშინ მისი გადადება აღარ შეუძლია – ანუ ის შეაკვდება მიზნისკენ მიმავალ გზას, ან მიზანი მის ფეხებათან უნდა აღმოჩნდეს. ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს სოციალური კონტექსტების სპეციფიკასთან მორგება. ნაკლები ისურვოს და მეტი მოისმინოს გარშემომყოფთა აზრი. მან უნდა იცოდეს, რომ არცერთი უმაღლესი ჭეშმარიტება არ გაამართლებს ძალადობრივ, მკვეთრ და უხეშ ქმედებებს და კიდევ – ყველაფერი რაც მას არ მოსწონს არაა გასანადგურებელი. ანუ აზრი აქვს რაღაცის დატოვებას, ამიტომ კარგი იქნებოდა ახლობლებთან ამაზე მოთათბირება. ხასიათი მტკიცე, ენერგია ამოუწურავია, ბუნტებისა და დისკუსიების სიყვარულის ნაყოფი მისი მტრების რაოდენობაზე აისახება. ხანდახან ამ ადამიანებს უჩნდებათ (სხვებზე) უპირატესობის გრძნობა, რომელიც აძლიერებს მათ ფარული მაგიური უნარების შეგრძნებას. ფიზიკურ დაავადებებს ეს ადამიანი „გამოიმუშავებს“ მხოლოდ ფსიქიკური ენერგიის უკონტროლო გაფანტვისა და საკუთარი რადიკალიზმის წყალობით.

არსებულის რეფორმირების პრობლემაზე კონცენტრაციის ძალა იმდენად დიდი აქვს, რომ მისი გატეხვა ნებისმიერ წინააღდმეგობის გაწევით შეუძლებელია. შეღწევადობა და დაკვირვება შეთავსებულია მშფოთვარე სულთან და ფარულ აგრესიათან, რაც ასეთ ადამიანს რეფორმების გზაზე უდრეკს ხდის. გამომგონებლური ნიჭის შეთავსება ჰიპნოზის ძალასთან მას საშიშ მტრად აყალიბებს. ამ ადამიანის მთავარი უბედურება – ვერ აცნობიერებს თავისი ფეთქებადობის საფრთხეს და დაუოკებელი სწრაფვა ცვლილებებისკენ (ამასთან ცვლილება მხოლოდ ცვლილებისთვის).

ხშირად ამ ურანელის ცხოვრება სავსეა აღმაფრენითა და დაცემით იმის გამო, რომ მას შეუძლია არაფრისგან ახალი ძალების მიღება, მაგრამ ასევე სწრაფად, მარტივად და უაზროდ მიმოფანტავს ამ ძალებს. ამ თაობის ადამიანებს შეუძლიათ საბოლოოდ გაანადგურონ უძველესი სოციალური ყოფის საფუძვლები და გახსნან ახალი ცხოვრების გზები. გადამწყვეტი ქმედების რწმენა და გრძნობების ინტენსიობა ერთიანდება დაუმარცხებელი განახლების ნაკადად. ტალანთან და საზრიანობასთან ერთად ისინი ქმნიან სრული ცხოვრების ტოტალური რეფორმირების საფუძველს.

პაველ გლობა“ პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

1892 – 1898, 1975 – 1981 წლების თაობა

აქ ურანი ეგზალტაციაშია, მარსისა და პლუტონის სამფლობელოში, წყლის სტიქიაში.

ეს არის ყველაზე ძლიერი მდგომარეობა, სადაც ურანი ავლენს თავის ჭეშმარიტ არსს. ურანი- მკვეთრი ცვლილებების პლანეტაა, მარსისა და პლუტონისგან კი ის ძალას იღებს. ძალისმიერ გადატრიალება, კვდომა და რეგენერაცი, ცივილიზაციის ძველი ფორმების ნგრევა და ახალი ფორმების შექმნა. 1891 – 1898 წლებისთაობის ადამიანებმა გადალახეს სწრაფი ცვლილებების ერა, პირველი მსოფლიო ომი. ხოლო 1975 – 1981 წლების თაობამ გამოიარა ამბოხებები და პროტესტი. სიტუაცია ზოგადად ( ურანის მორიელში ტრანზიტისას) იქნება ძალიან მღელვარე, მოვლენები რისხვის, სისასტიკის, ველურობის, გამომგონებლობის ნაზავს ქმნიან . განმუხტვის შემდეგ ნიქსონის მმართველობის დროს კვლავ გაცივდა მდგომარეობა. ამ დროს ხდებოდა აფეთქებები მორიელის რეგიონში (ავღანეთი – 1978, ირანი – 1979, თურქეთი -1980 წ.).

ეს არის თევზების ეპოქის საბოლოო ნგრევის და მერწყულის ეპოქის ახალი საწყისის გარდამავალი პერიოდი. მას ქმნიან ენერგიული ადამიანების თაობა, რომლებიც ვერ იტანენ უმოქმედობასა და სიზარმაცეს. ისინი იძენენ ახალ გამოცდილებას ოკულტური მიმართულებით.

უმაღლესი ადამიანები მორიელი ურანით შეუწყალებლად ებრძვიან თავის ნაკლოვანებებს. შინაგანად რევოლუციურად იცვლებიან და გარდაიქმნებიან, მათ აქვთ ფსიქოლოგიური ნიჭი. ამ ცხოვრებაში სრული კვდომით, ისინი ფენიქსს ემსგავსებიან, რომელიც ფერფლიდან აღდგება. გონების გაელვებისებური გამონათებებით, სწრაფვით ახლის შეცნობისკენ ღრმად ერთვებიან ახალ ინფორმაციებში. ეს არის მებრძოლი მისტიკოსების, ოკულტური მეცნიერების უმაღლესი დონის მკვლევარების თაობა. მათთვის მუდამ დამახასიათებელია ექსტრემიზმი. მორიელი ურანის მქონე ბავშვები ხანდახან მკვეთრ ჩარჩოებში მოქცევას, თავისუფლების შეზღუდვასა და მათი ოკულტური და ფსიქოლოგიური უნარების განვითარებას საჭიროებენ.

უარეს შემთხვევაში – ურანი მორიელში ახდენს არაკონტროლირებადი ქვეცნობიერი იმპულსების გამოტყორცნის სტიმულირებას. უმართავი გარე ძალისმიერი გადატრიალებები, გამომგონებლობა დანაშაულებრივი ხასიათის, შიდა არეულობა და პროტესტი. უარეს შემთვევაში მას შეუძლია ეს ადამიანები მიიყვანოს ქვედა ზღვრამდე და სრულ დაცემამდე ბოროტების შეცნობის პროცესში. ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან შურისმაძიებელნი და უხეშნი, მოწინააღმდეგისთან სასურველს მეთოდური სიზუსტით მოიპოვებენ, ამასთან თავად მუდამ უვნებელი რჩებიან, ძალებს კი სხვადასხვა წყაროდან იღებენ. მათი ძლიერი ქვეცნობიერი (წყალი) უბიძგებს მათ ტოტალურ განადგურებისკენ. ეს ადამიანების საიდუმლო მტრებად ძალიან სახიფათონი არიან. მათი სფერო – რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, მებრძოლი, მინისტრი. ( გერინგი, გებელსი, მაიაკოვსკი).

ურანი მორიელში: ამ თაობას აქვს დიდი ინტელექტუალური ზემოგავლენა ბუნებაზე, არიან უშუალო პროცესების იდეების გენერატორები, რომლებიც ქვეცნობიერში წარმოიშვება და მათი უშუალო ჩამოყალიბება ბუნების ძალებთან კავშირშია. წინასწარ განჭვრეტისა და ნათელხილვის უნარები. დაძაბული ცხოვრება, ხშირი კატასტროფები და მოულოდნელი გადატრიალებები.

უკეთეს შემთხვევაში – გენიალური მისტიკური უნარები, ნეგატიური სიტუაციების განჭვრეტის უნარი.

უარეს შემთხვევაში – ექსცენტრიული და უზნეო გემოვნება, ცრუ ორიგინალურობა რეალობის აღქმასა და კრიტიკაში, ბოროტების მოულოდნელი გამოვლინება, უმართაობა.

 ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი მორიელში – გამაოგნებელი

კულმინაცია. დამუშავებისას ყველაზე მაღალ დონეზე მორიელი ურანს გარდაქმნის ძალას ანიჭებს, რისი წყალობითაც ურანისეული ელვისებური დარტყმისგან რეალობა მომენტალურად ტრანსფორმირდება, ევოლუციური ნარჩენები ფერფლად გარდაიქმნება, რომლისგანაც შემდგომი ევოლუციური დონის ჯადოსნური ფრინველი – ფენიქსი იბადება.

 დაბალ დონეზე ეს მდგომარეობა იძლევა სიტუაციებს, რომლებიც ამ ადამიანს შიგ გულში აყენებენ ჭრილობას ან პირიქით, ასე ექცევა ის გარშემომყოფებს, ხშირად თავის თავისთვის მოულოდნელად, მაგრამ შხამიანი დანა, არჯუნას განდივის მშვილდის ისარს ჰგავს, რომელიც პატრონის მფლობელობაში ბრუნდება. უეჭველია ეს ადამიანი საჭირო ენერგეტიკისას შეიძლება მკვეთრი ეგრეგორის შურისძების იარაღი ან შავი მასწავლებებლი გახდეს (დაქირავებული მკვლელის სახით), თუმცა ეს არ არის განვითარების ერთადერთი გზა.

მორიელი ურანი ითვალისწინებს მოულოდნელ, ძალიან ენერგიულ და ემოციურ აგრესიული გაელვებებით მიმდინარე სიტუაციებზე სწავლას. ადამიანმა უნდა მიიღოს, მათგან არა იმდენად ქმედებითი (რაც ასევე აუცილებელია) რამდენადაც სიმბოლური გაკვეთილი, გაიგოს რომელი შინაგანი ნაკლოვანებები იწვევს ასეთ ეფექტებს და ისწავლოს თავისი ემოციების თანდათანობითი მენტალური მართვა. დროთა გამავლობაში ის აღმოაჩენს, რომ მორიელი ურანი იძლევა არა მხოლოდ უმართავ, გაშმაგებულ აფეთქებებს არამედ უნარს მოათვინიეროს სხვების. ეს მდგომარეობა იძლევა უმაღლესი ცოდნის გამოკრთომას, იდუმალი სულიერი ტრანსფორმაციის, წარსული სულის გამოცდილების შესახებ(თავისი და სხვების), რაც ძლიერ გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე, ასეთ ადამიანს გინდა მოუსმინო, ეს არის ბუნებით სულიერი მასწავლებელი, ვისი სიტყვებიც აღვიძებს ევოლუციურ ცნობიერს, ფლობენ სხვა ადამიანების სულში შეღწევის უნარს.

 დამუშავების ძირითად პრობლემას ქმნის შეგუების, რთული, მაგრამ ძალიან აუცილებელი უნარის გამომუშავება თავისი მკვეთრად უარყოფითი ემოციების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ ადამიანისგან საპასუხო აგრესიულ ან დამცავ რეაქციას, მაგრამ არც ერთია საჭირო და არც მეორე, საჭიროა საკუთარი ემოციური მდგომარეობის მშვიდად თვალყურისდევნება (რისგანაც ადამიანი სწრაფად მშვიდდება) და არა შურისძიების გეგმების დაწყობა: განგება შურისძიებას მხოლოდ დაბალი განვითარების დონის ადამიანებით ახდენს.

 

 ს.ვ. შესტოპალოვი „ ასტროლოგიური ცნობარი“

ურანი მორიელში (1975 – 1981წ.)

უკიდურესად ძლიერი მდგომარეობა – ურანი იმყოფება თავისი ეგზალტაციის ნიშანში. ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს მატებს ღრმად წვდომის უნარსა და უდიდეს ინტუიციას, რომელიც ნათელხილვამდე დადის, შთაგონების, რწმენის ჩანერგვისა და ჰიპნოზის, ენერგიისა და ნების კონცენტარციის უნარი. წინდახედულება, გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა, ერთგულება, საკუთარი ღირსების გრძნობა, ურყეობა თავის შეხედულებებში, გამომგონებლობა (განსაკუთრებით ნებისმიერი საქმის მექანიკაში), ოკულტიზმში წარმატებული საქმიანობა, ასტროლოგია, ასტრალური გამოცდილებები, მკურნალი, სამკურნალო ჰიპნოზი, რენტგენოლოგია, რადიოლოგია, გერონტოლოგია, ფარმაკოლოგია და სამრეწველო ქიმია და ელექტროტექნიკა.

თუ ურანი დაზიანებულია, სუბიექტის ხასიათში ვლიდნება არაპროგნოზირებადობა, რადიკალიზმი, გაუწონასწორებობა და სოციალური პირობების არატანა. კრიტიკულობა, სიმკვეთრე, იმპულსურობა, ექსცენტრიულობა, ექსტარვაგანტულობა, ულტრარევოლუციური დინებისკენ სწრაფვა, ექსტრემიზმი, ტერორიზმი, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა, რისკი, სირთულეებისას წინდაუხედაობა, სქელშუბლიანობა, უკომპრომისობა, უცნაური განცდები და შეგრძნებები, არაჯანსაღი ინტერესი ყველა იდუმალებასთან დაკავშირებით.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

მოულოდნელი რეაქცია, ვნების გამოხატვა. განშორება და ახალი კავშირი ერთდროულად. სტიქიური ბრძოლა საკუთარი ინდივიდუალიზმისთვის. სიმამაცე, გადაწყვეტილების სისწრაფე, პრინციპიალური ჩარევა, დამხარება კრიტიკულ სიტუაციებში. გრძნობების ინტენსივობა, გამბედავი გადაწყვეტილებების რწმენა, ვერ იტანენ უმოქმედობასა და სიზარმაცეს. შესაძლოა მრისხანების ძლიერი აფეთქებები, მტკიცე გაბედული ცვლილებების სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება გამანადგურებელი იყოს. ძალიან ბევრი იდეები, ტალანტი ტექნიკისა და სამეცნიერო გამოგონებებში. ძლიერი ოკულტური ცოდნა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების შესახებ და ზეფიზიკური განზომილებების ენერგიის აღქმა.

ეკუთვნიან თაობას (7 წლიანი ციკლი), რომლებიც ყველა ისეთ ჩვეულებასა და აკრძალვებს არღვევენ, რომლებიც სიკვდილს, სექსუალურ ურთიერთობებს და სხვა ნებისმეირი პირადი, კერძო ან უბრალოდ სხვებისთვის სირთულეების შემცველ საკითხებს უკავშრდება. ეს ჯგუფი ნაკლებ მოკრძალებას იჩეს სექსუალური პლანზე, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და არც ისე იშვიათად არიან შემთხვევითი ინტიმური კავშირების მონაწილე. მათ მოსწონთ ემოციური ინტენსიობა, ამ თაობაში ბევრი ექსტრემისტი და ფანატიკოსია. შესაძლო დაავადებები : შარდის ბუშტის სპაზმი, რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეები, ქალებში – საშვილოსნოს დეფორმირება.

სემირა და ვირტტალი ვეტაშები „პროგნოზირების ხელოვნება“

ეს თაობა ისწრაფვის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამყაროს მტკიცე გარდაქმნისკენ. მათ უყვართ ტრანსფორმაცია და მზად არიან იბრძოლონ თავისი იდეებისთვის.

მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავში“

ურანი მორიელში – ბავშები რომლებიც დაიბადნენ 1975 – 1981 წლებში, ალბათ ჯერ არ მოსულა დრო რათა სრუილიად იქნას გაგებული როგორი შეიძლება იყოს ამ თაობის კულტურული რეფორმები. ამ ადამიანებს არ უყვართ ამაზე საუბარი , განსაკუთრებით უფროსებთან. ბევრი მათგანი (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უფრო უზრუნველ გარემოში ცხოვრობენ, პატარა ქალაქებში) ცხოვრებას უიმედოდ ესვრის თავის უკიდურესად ინტენსიურ გამოწვევას. უფრო მშვიდნი და ჭკვიანნი თავის გზას, კულტურის არსისა და მიზნის კვლევით მიუყვებიან. როდესაც ისინი მოიპოვებენ ცვლილებების განსახორციელებელ ძალას, ნახევარ გზაზე უკვე აღარ გაჩერდებიან.

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top