ურანი მშვილდოსანში

ურანი მშვილდოსანში

aquarun.ru

 სპონტანურობა + გულწრფელობა = შემოქმედების სული

 ხასიათის ნეგატიური განვითარებისას ადამიანი ტრადიციებთან ბრძოლასა და მხოლოდ სუფთა ცნობისმოყვარეობის გამო ცხოვრებისეული საფუძვლების რღვევას ეჩვევა. ის ყველაზე უცნაურ იდეებშიც ბრმა სიჯიუტეს იჩენს, ამასთან იშვიათი ფანატიზმის, უტაქტობისა უცერემონიობის მაგალითებს ავლენს.

პოზიტიური განვითარებისას – სისტემური რეფორმებისადმი ღრმა სწრაფვა ყალიბდება, ასევე ხდება ცხოვრების შეცვლა სტრატეგიული შორეული მიზნების ფორმირებით, როგორც სულიერ ასევე ფიზიკურ სამყაროში ძლიერდება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიღწევისაკენ სწრაფვა.

მშვილდოსანი ურანი რეალობაზე შეხედულებების, აზროვნების ძირეულ პრინციპებისა და მსოფლმხედველობის მოულოდნელი ცვლილებებისკენაა მიდრეკილი. შესაძლოა რელიგიური, ფილოსოფიური საფუძვლებისა და სულიერი იდეალების მიმართ დამოკიდებულების რადიკალური გადაფასებები. თავისი სულიერი ძიების გზაზე ეს ადამიანი თავისუფალად, მიზანმიმართულად და მობილურად მიიწევს წინ, რაც საშუალებას აძლევს სამყაროს აღქმის გაცილებით სრულყოფილ ფორმებს მიაღწიოს.

 ინტელექტუალური და სულიერი ენერგია და ნება ძალიან ძლიერია, შეუკავებელია პირადი თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისაკენ და სულიერი დოქტრინებისკენ სწრაფვა. ეს ურანელი უმაღლესი განათლებისა და პედაგოგიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. ასევე მიდრეკილია სარიტუალო ქმედებისა და უჩვეულო კულტების განვითარებისკენ.

ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია წინასწარმეტყველური სიზმრები, მომავლის ინტუიციური განჭვრეტა და საზღვარგარეთ მოგზაურობისას მსოფლხედველობის მოულოდნელი ტრანსფორმაცია.

მაღალი იდეალებით შთაგონებულნი მთელ თავის ცხოვრებას სულიერ შემოქმედებას უძღვნიან და ერთგულად ემსახურებიან იდეოლოგიური ფასეულობების გავრცელებას. მთელი მონდომებით ცდილობენ რეალობის შეცვლას, ცვლილებები მატერიალურს იმდენად არ ეხება რამდენადაც სულიერ სფეროს. მთელი ძალებით ახდენენ არსებული მსოფლეხველობისა და ფილოსოფიური ტრადიციების ტრანსფორმაციას, იზიდავენ ახალი სულიერი შენებისთვის როგორც ოკულტურ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდებს.

 ეს არის ტრადიციული კულტების რეფორმატორი, ახალი სოციალურ-რელიგიური ინსტიტუტების მშენებელი თაობა, რომელიც დაკავებულია ახალი ფილოსოფიური და რელიგიური პოზიციის გამომუშავებით. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ინტერესდებიან განსხვავებული კულტურების სინთეზითა და ერთი შეხედით ანტაგონისტური კონცეფციების შეზავებით. ისინი დაკავებულნი არიან ახალი მორალის ძიებითა და არსებული ფასეულობების რეფორმირებით. ცდილობენ რაც შეიძლება ღრმად ჩაწვდნენ მოვლენებს. ასეთი ადამიანები ამოწმებენ ყველა ყოფილ ავტორიტეტსა და წარსულის სწავლებებს, ისინი დაუცხრომელნი არიან ახალი საფუძვლების ძიებაში და გონივრულად ახდენენ საზოგადოების მიერ დაგროვილ ინფორმაციის სინთეზს განახლებულ დოქტრინებად.

 დაუღალავი მკვლევარები და თავდადებული პედაგოგები არიან. ყველანაირად ცდილობენ ცნობიერების საზღვრების გაფართოებას, ფსიქიკის სიღრმეების წვდომას. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ სულიერი რევოლუციით არის შესაძლეებლი რეალური დამოუკიდებელი აზროვნებისა და პოლიტიკისა თუ ეკონომიკის სფეროში წინსვლის მიღწევა.

 სიახლეს უბრალოდ კი არ ითავისებენ, არამედ აქტიურად ავრცელებენ მიღებულ ცოდნებს თავის თანამოაზრეებს შორის, ცდილობენ თავის რწმენაზე მოაქციონ ისინიც , ვინც თავიდანვე წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. თავის რევოლუციოურ იდეებს გარშემომყოფთათვის ნორმად ხდიან, აქვეყნებენ სულიერი ცხოვრების ახალ კანონებს. მათთვის დამახასიათებელია იდეოლოგის, სოციოლოგიისა და ნაციონალური პოლიტიკის სფეროში განსაკუთრებული ინტერესი. ამ ადამიანების დაუცხრომელ აქტიურობას სამყაროს აღქმის ახალ შეხედულებებამდე მივყავართ, ხოლო გადატრიალებებსა და ცვლილებებში მათი თანამონაწილეობა ყველა გზით აფართოებს მათ ცნობიერებას, რაც შემდგომში სასიკეთო ნაყოფს იღებს ამ ურანელების მოსწავლეებსა და მიმდევრებში.

გალილეო გალილეი. ურანი მშვილდოსანში

პროგრესული ადამიანები, ლიბერალები, სულით მეამბოხე, ახალი შთაგონების მაძიებლები. დარწმუნებულნი არიან კულტურული და სოციალური ცხოვრების განახლების საჭიროებაში. მათ კარგად აქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა, თანაგრძნობა და ოპტიმისტური შეხედულება სამყაროზე. თავის ცნობიერების გაფართოებას ახდენენ ნებისმიერი ინფორმაციის ხარჯზე, რომელიც მათი თვალთახედვის არეში მოხვდება. ისინი პირდაპირნი, არადოგმატურები არიან და რეალობიდან ყველაზე უმნიშვნელო ცნობების გამოყენებით სამყაროს სინთეტიკური სურათის შექმნა შეუძლიათ.

განასხვავებთ მტკიცე ნება, თავისუფლებისკენ გამძაფრებული სწრაფვა, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ავტორიტეტი და ბრძანებება. მაღალი ღირებულებების განვითარებისკენ მიილტვიან, სავსე არიან უჩვეულო ოცნებებით და არამდგრადნი არიან თავის მექანიზმებსა და შეხედულებებში, რადგან ყოველ საათში იზრდებიან და ვითარდებიან.

 სულიერი ძლიერება მდიდარ ფანტაზიას ერწყმის, სწორედ ამიტომ ვლინდება მათში ზეშთაგონება და ინტუიციურობა, რომლებსაც შემდგომ ირგვლივმყოფებს უზიარებენ. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ფართო კულტუროლოგიური და რელიგიური კვლევებისაკენ, მათი ავანტიურიზმი ყოველთვის ჰუმანიზმისა და ადამიანების როგორც გარე, ასევე შიდა სამყაროს გაუმჯობესების სურვილითაა მოტივირებული.

 ხშირად მათ თეორიტიკოსებად თვლიან არა მხოლოდ ტრადიციული ეკლესიის არამედ გუშინდელი თანამოაზრეებიც (რომლებიც თავისი შინაგანი განვითარებით მათ ტემპს ვერ აყვნენ). ადრე თუ გვიან მათი სურვილი – მოახდინონ კულტურის ფუნდამეტის რეფორმირება წარმატების მომტანია და მათი მოძიებული შეხედულებები სხვების მიერ ზნეობრივ კანონებად აღიქმება. ისინი მხოლოდ გარეგნულად გვანან ავანტიურისტებს, სინამდვილეში ახალი მნიშნელობებისა და აზრების ძიებაში ჯიუტად მიიწევენ წინ.

 პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

1898 – 1905; 1982 – 1988 წლების თაობა. აქ ურანი იმყოფება იუპიტერის სახლში, ქირონის ეგზალტაციის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში.

საკმაოდ პოზიტიური მდგომარეობაა ურანისთვის. ამ დროს ხდება იდეოლოგიური შეხედულებების განახლება, აფეთქებების მსგავსი სიახლეები ოკულტური მეცნიერებების, ასტროლოგიის სფეროში.

გაიზრდება რელიგიის, თეოსოფიისა, სხვადასხვა სწავლებების, სექტების როლი. პოპულარული ხდება ის მეცნიერებები, რომლებიც ადრე არაფორმალურად და უკანონოდ ითვლებოდა. უნიკალურ ავტორიტეტების, ახალი ინფორმაციების საჭიროება მატულობს, ამასთან ძველი მასწავლებლებისა და სწავლებების გადაფასება ხდება, ჭეშმარიტ ფასეულობებზე. ეს მოვლენები მოახდენენ დაუცხრომელი ფასეულობების მქონე თაობის ფორმირებას.

 ამ მდებარეობის მქონენი დაუღალავი მოგზაურები, გამოძიებისა და კვლევის ინსტინქტების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც ცხვირს ყველგან ყოფენ.

ეს თაობა რამდენიმე ენაზე საუბრობს. სხვა ქვეყნის კულტურების გაცნობისას თავისთავად ხდება სხვა რელიგიებისა და ფილოსოფიის მიღება და გათავისება. იგივე ვლინდება კონკრეტულ ინდივიდებშიც. ურანი მათ ანიჭებს დაუცხრომელ კვლევის სურვილს, ცოდნის მიღებისა და სხვებისთვის გადაცემისკენ სწრაფვას.

 ამ ადამიანებში ცნობიერების გაფართოების სურვილი, დამოუკიდებელი აზროვნება, საზოგადოებაში არსებული გაყინული პროცესების დაჩქარება და განვითარება ყველაზე მნიშნელოვანია. მუდმივად საჭიროებენ განახლებებს, გარდაქმნებს, მაგრამ მხოლოდ კონსერვატიული მეთოდებით. ახალი იდეები ადმიანებისთვის ნორმა ხდება და მის კანონებში იმკვიდრებს ადგილს. (რაშიც ვლინდება იუპიტერისა და ქირონის დადებითი ზეგავლენა). პროზერპინასეული ძვრები შესაძლოა იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოვლინების. მიღებული გამოცდილების გამოყენებიდან გამოდინარე.

 უარეს შემთხვევაში ამ თაობას იდეოლოგიური მიმართულების არჩევისას არ ახასიათებს მუდმივობა, მათ ახასიათებთ მოუსვენრობა და აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით, არასტაბილური საზოგადოებრივი ქმედება და ცალმხრივი პესიმისტური მაქსიმალიზმი. საზოგადოებაში ამ დროს ყვავის ეკლექტიზმი და იდეოლოგიური შეხედულებების აღრევა, სულიერების საფუძველზე ნეგატიური ძვრები ხდება.

თავისუფლების სიყვარულით გაჯერებული დამოკიდებულება კანონთან, ხდება კანონიერების ვუალით მოსილი უკანონობის მიზეზი.

ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი მშვილდოსანში – „მქუხარე“

დაბალი განვითარების დონეზე ეს ურანი იძლევა უკიდურეს და ექსცენტრიულ იდეალიზმს, მისი იდეები ცეცხლის ალივითაა, ფანტასტიური და ცვალებადი, საჭიროა მათი მიღება და დამუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი იდეა სწრაფად და უნაყოფოდ ცვლის მეორეს (ეს საერთოდ მუტაბელური ჯვრის ნიშნებისთვის დამახასიათებელია).

ურანი მშვილდოსნის ბედის ნიშნები კარგად შესამჩნევია, მათ ყოველთვის ძლიერი ენერგეტიკული იმპულსები ახლავს, აუცილებელი არაა ეს გამოიხატოს ყბებში მუშტის დარტყმის ან ხელმძღვანელის რისხვის სახით, მაგრამ გარე ან შიდა სამყაროში არანაკლებ თვალსაჩინო ექსცესები ვლინდება (მაგ: უკიდურესი სასოწარკვეთილების განცდა) ამასთან ერთად მსგავსი მოვლენების შესახებ მეხსიერება სწრაფად იშლება; მაგრამ მათ შეუძიათ ადამიანს მისცენ საზრდო საკუთარი შიდა სამყაროსა და კარმაზე მსჯელობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტუაციის ენერგეტიკა იმაზე საკმაოდ დიდია, ვიდრე თავიდან იყო: განგება ადამიანს თამაშს არასდროს ეთამაშება და ძლიერი გარე უსიამოვნებები ყოველთვის მიუთითებს ან სერიოზულ შინაგან დასამუშავებელ მომენტებზე ან კარმული პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელშიც ადამიანი ჩართულია და მაშინ ის უნდა იქცეს მორჩილად და დიდი ყურადღება გამოიჩინოს მსგავსი მინიშნებების სწორად წაკითხვის, ახსნის, მათი მნიშვნელობის კონკრეტული აზრის მიღებისთვის.

 მშვილდოსანი ურანიის დამუშავებით მაღალი განვითარების დონეზე მყოფი ადამიანის ეთიკა შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს სოციუმისთვის მიღებული ნორმებისგან, ეს არის დიდი სულიერი მასწავლებლების მაჩვენებელი, რომელიც ძველ იდეალების ანგრევს და ახალ, კაშკაშა მიზნებს ქმნის.

დაბალი და საშუალო განვითარების დონეზე მშვილდოსანი ურანი პირიქით ძალიან ენერგიულად და არაორგანიზებულად ისჯება საზოგადოების კანონების, რწმენისა და იდეალების უცოდინრობისა და უპატივცემულობისთვის.

რელიგიისა და ფილოსოფიის სფეროში რევოლუციური იდეების მატარებელნი შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფლობენ ნაციონალურ ან პლანეტარულ ცნობიერს და წინასწარ გათავისებული აქვთ თავისი დროის შესაბამისი კულტურა, სხვა შემთხვევაში, ყველაზე ბრწყინვალე იდეა პროფანირებულია თავად წინასწარმეტყველის მიერ (და არა მისი მიმდევრების მიერ, როგორც ევოლუციის კანონებით არის მიღებული) და თავისივე იდეით ის სწრაფად იქცევა შემზღუდავ სულის ფეოდალად,დესპოტად ან უზურპატორად.

 ურანი მშვილდოსანში: ორიგინალური მსოფლმხედველობისა და ფილოსოფიის მქონე თაობა. ფანტასტიური იდეების სიმრავლე. დიდი დისტანციების დაპყრობისკენ და სამშობლოს გარეთ თავის წარმოჩენისკენ სწრაფვა. თავისუფების წყურვილი, არ აქვთ სურვილი დაემორჩილონ არსებულ მექანიზმებს. სხვათა კულტურის ორიგინალური ხედვა. ინერტულობისა და კონსერვატიზმის არ არსებობა.

სასურველ შემთხვევაში – კოსმიური კანონების გაცნობიერება, რელიგიური და ფილოსოფიური სისტემების განვითარების ახლებური გზების ძიება. უარეს შემთხვევაში – ეფემერული იდეები, რომლებიც ერთი მეორეს ცვლიან. სიჯიუტე, სხვისი აზრის იგნორირება. არსებული გერემომცველი რეალობიდან განკვეთა, ტრადიციების სრული უარყოფა.

  

შესტოპავლოვი „ასტროლოგიური ცნობარი“

ურანი მშვილდოსანში (1898 – 1904; 1982 – 1988 წლები)

ჰარმონიული ასპექტებისას: სამართლიანობა, გულწრფელობა, ერთგულება, უანგარობა, ჰუმანურობა, სულიერება, მაღალი ფასეულობები, პროგრესულობა, ოპტიმიზმი, ენერგია, ენთუზიაზმი, ინტუიცია, წინასწარ განჭვრეტა, წინასწარმეტყველური ნიჭი, ნათელხილვა, უკეთესის იმედი, თავისუფება და დამოუკიდებლობა, ინტერესი და წარმატება მეცნიერებებში, რელიგიაში, მედიცინაში, სამეცნიერო ასტროლოგიაში, ფილოსოფიაში, ოკულტიზმში, სპორტში, ლიტერატურაში, ჟურნალისტიკაში, საგარეო ეკონომიკის ურთიერთობებში.

დაზიანებისას: ავანტიურიზმი, თავგადასავლების მიმართ სწრაფვა, სოციალური ნორმებისა და ჩვეულებების აუტანლობა, ორგულობა, რისკისკენ მიდრეკილება, გადამეტებული სწრაფვა თავისუფლებისადმი და დამოუკიდებლობისადმი. უხეშობა, ექსტრემიზმი, მისტიციზმი, ახირებები, კაპრიზები.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი მშვილდოსანში – ახალი შეხედულებები რელიგიაში, ფილოსოფიასა და აღმზრდელობით საკითხებში. რელიგიაში საბუნებისმეტყველო და ოკულტიზმის პრინციპების შეტანის საჭიროება. შესაძლოა ექსცენტრიულ რელიგიებზე და სოციუმის ფილოსოფიაზე მიჯაჭვულობა, როგორც დოგმა, ან სკეპტიკებისა და აგნოსტების მსგავსად ყველა რელიგიური კონცეფციის უარყოფა. სხვა ხალხებისა და კულტურების მიმართ ინტერესი. თავგადასავლების მიმართ დიდი სიყვარულის გამო ხანგრძლივად მოგზაურობენ. უცხო ქვეყნებსა და უცხოელებთან ურთიერთობებში უჩვეულო გამოცდილებები. სხვა მრწამსისა და ფილოსოფიის მიღება, შეხედულებების შეცვლა მოულოდნელად ხდება.

ეს თაობა (7 წლიანი ციკლი) გამოირჩევა განსაკუთრებული ინიციატივიანობით, მომავლის განჭვრეტის უნარით. ოპტიმისტები არიან, „ვარსკვლავური საათის“ ადამიანები ამ გამოთქმის პირდაპირი და ირიბი გაგებით. იქედან გამომდინარე, რომ ისინი მიზანსწრაფულად, ენერგიულად მიარღვევენ გზებს სიახლისკენ, კოსმიური კვლევები ახალ საზღვრებს იპყრობს . ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ხალასი, ყმაწვილური ოპტიმიზმი. მოსალოდნელია დიდებული აღმოჩენები, კაცობრიობის პროგრესის სფეროში დიდი წვლილის შეტანა, იქნება იმედგაცრუებებიც, მაგრამ ისინი გადაფარული იქნება მიღწევებით.

ჯანმრთელობა – მოსალოდნელია ქვედა კუდურების, ბარძაყის ზონის კრუნჩხვები.

 სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ურანი მშვილდოსანში – ამ თაობას ფილოსოფიისა და რელიგიის სფეროში ახალი შეხედულებები აქვს. ასევე მას აქვს სოციალური ინსტიტუტების რეფორმირებისკენ სწრაფვა. სხვა ქვეყნებისა და კულტურების მიმართ ინტერესით გამოირჩევიან.

მარია ქეი სიმსი „თქვენი არაჩვეულებრივი ბავშვი“.

ურანი მშვილდოსანში – 1981 -1988 წლების თაობა.

ამ თაობის ბავშვები საკუთარ თავისუფლებას ეძებენ, ოჯახების შეხედულებებს, ტრადიციებს, ფასეულობებს გამოწვევას ესვრიან. მშვილდოსანი არის იდეალისტური ნიშანი და ეს ბავშვები არაფერს ირწმუნებენ მხოლოდ იმიტომ, რომ „მე ვთქვი ასე“ ან თუნდაც „უფალი ამბობს ასე“, თუ ეს სამართლიანად არ აღიქმება ან მათი რეალობის აღქმასთან შეთავსებადი არაა. ისინი მუდამ ეძებენ საკუთარ გზას, შემდეგ კი უდიდესი ენთუზიაზმით ამ გზებს სხვებისთვის აგებენ.

 ავტორი: ქეთი

პლანეტა ურანი

ურანის დამუშავების დონეები

ურანი ვერძში

ურანი კუროში

ურანი ტყუპებში

ურანი კირჩხიბში

ურანი ლომში

ურანი ქალწულში

ურანი სასწორში

ურანი მორიელი

ურანი თხის რქაში

ურანი მერწყულში

ურანი თევზებში


About Kate

Scroll To Top