ურანი სასწორში

ურანი სასწორში

სპონტანურობა + ჰარმონია = შთაგონება

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას – ადამიანი ხშირად უჩვეულო სკანდალების მსხვერპლი ხდება, გარშემომყოფთა მოქმედების სტილთან შეუგუებლობის, თანამშრომლობის უუნარობისა და დაუფიქრებელი, ნაჩქარევი კავშირების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილების გამო.

 პოზიტიური განვითარებისას – ბრწყინვალე მხატვრული ტალანტები და სოციალური ურთიერთობების სფეროსა და ინტერპერსონალურ კონტაქტებში გამომგონებური ნიჭი ვლინდება.

ამ ადამიანებს შეუძლიათ იმ სიღრმისეულ წინააღმდეგობებსა და უთანხმოებებში შეაღწიონ, რომელიც ადამიანებს შორის წარმოიქმნება და წარმატებით ართმევენ თავს კავშირებისა და ურთიერთობების სტრუქტურების რეფორმირებას. აქვთ პარნიორობის უჩვეულო აღქმა, მათი კონტაქტები საკამოდ უცნაურია და ყველაზე ორიგინალური სცენარებით მიმდინარეობს. ამ ურანელების ცხოვრება სავსეა უჩვეულო შეხვედრებით და გამაოგნებელი ინტერესებით, ის მიდრეკილია ქორწინების განსაკუთრებული ფორმისა და მკვეთრი ცვლილებებისაკენ ადამიანებთან მიმართებაში, რომელსაც მომავალში გაურკვევლობა მოაქვს. პოლიტიკურ სფეროში იშვიათად არიან წარმატებულნი, რადგან სარგებლობენ უგუნური და ავანტიურისტი ადამიანის რეპუტაციით. სამაგიეროდ განვითარებულ ფანტაზიასა და ცოცხალ წარმოსახვას დიდი წარმატება მოაქვს ხელოვნებაში, ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში.

მათ ცხოვრებაში ბევრი კონკურენტი, მოწინააღმდეგე და მტერია, ასევე ხშირია საუკეთესო მეგობერბისაგან იმედგაცრუება და ღალატი. პარტნიორული ურთიერთობები ხშირად სახარბიელოდ არ ეწყობა, ყველაზე მტკიცე მეგობრობაც კი შესაძლოა სასამართლო პროცესით დასრულდეს, რომლის წაგებისკენაც სასწორ-ურანელები მიდრეკილნი არიან. ფლობენ მრავალმხრივ უნარებსა და ინტერესებს, სოციალურ ცხოვრებაში რადიკალურ რეფორმირებში აქტიურად მონაწილეობენ, კონტაქტებში და შეფასებებში ეს ადამიანები უკიდურესად თავისუფალნი და ინტუიციურად განათლებული არიან. შეფასების კრიტერიუმები თითქოს თავის თვად იცვლება და ხშირად არა საუკეთესო მიმართულებით.

 ეს არის ახალი მხატვრული კონცეფციების კანონმდებელი და ადამიანის უფლებებთან ახალი მიდგომების ხელმძღვანელი.  ასეთი ადამიანის ყველაზე დიდი მიღწევა არის ახალი სოციალური და ჯგუფური თანამშრომლობის ფორმების შექმნა. ის ძალიან მკვეთრად და ორიგინალურად აღიქვავს სამყაროს ჰარმონიის პრინციპს და ყველაფერში ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ ისწრაფვის, რომელიც არ ლახავს ახლობლების უფლებებს. მისთვის დამახასიათებელია ახალი ესთეტიური პრინციპებისა და მორალური ქცევის უჩვეულო კანონების ფორმულირება. მისთვის პარტნიორული ურთიერთობები ეფუძნება გულწრფელობას, მეგობრულობას და არა იურიდიული დოკუმენტებით ფიქსირებულ ურთიერთობებს.

ეს არის თანასწორობისა და მეგობრობის ჩემპიონი, ინტუიციური, უკიდურესად მეგობრული რეფორმატორი და უმოქმედო კანონების და წესდებების მოწინააღმდეგე. 

უარეს შემთხვევაში ფორმირდება უპასუხისმგებლო ტიპი, რომელიც მიდრეკილია უკანონიბისა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების უგულველყოფისკენ. ამ ადამიანის ქორწინება ხშირად გაყრის საფრთხის ქვეშაა, ის თვლის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობებში სულიერების არსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პარტნიორის ფორმალური სამართლებრივი სტატუსი. განსაკუთრებული ყურადღებას ის აქცევს სხვა ადამიანების მოქმედების მოტივებს. ხშირად იყენებს საკუთარ მომხიბვლელობასა და მიმზიდველობას იმისთვის, რომ ბრძოლისა და კონფლიქტების გარეშე მოიშოროს ყველაზე ხისტი და მდგრადი წარმოდგენები, ადამიანებს შორის ურთიერთობების შესაბამის კანონებზე.

 ნეგატიური განვითარებისას – ნებისმიერ სფეროში გამძაფრებული დამოუკიდებლობისკენ სრაფვამ ისინი შესაძლოა სწრაფ და გარდაუვალ განხეთქილებამდე და იშვიათი თავმოყვარეობის ფორმირებამდე მიიყვანოს. სოციალურ ურთიერთობებში ეს არის მტკიცე რადიკალი, რომელიც არც ისე ხშირად ამტკიცებს თავის სიმართლეს იურიდიული გზებით. ეს არის პატივმოყვარე ექსცენტრიული ადამიანი, ფეთქებადი, სულსწრაფი შუამავალი. ფლობს კარგ გონებას, ბრწყინვალე გემოვნებას და კაშკაშა წარმოსახვის უნარს. მისი ინტუიციურობა ტელეპატიურობას გავს, ხოლო გამომგონებლობა რევოლუციურობამდე დადის. ასეთი ადამიანი ქორწინებასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისა და ასევე საყვარელ ადამიანთან ნაჩქარევი გაყრისკენ არის მიდრეკილი. როგორც პარტნიორი ის ხშირად არაპროგნოზირებადია, რაც ხშირად ურთიერთობას ართულებს და ბევრისთვის შემაშფოთებელია. მისთვის უფრო მნიშნელოვანია თავისუფალი, ნებაყოფლობითი ურთიერთობები.

მიდრეკილია არაფორმალური თანაცხოვრებისა (საერთო საცხოვრებელი) და ახალ სოციალური დაჯგუფებების ორგანიზაციებში მონაწილეობისკენ. ბრწყინვალედ ესმის გარშემომყოფების და ამას განსაკუთრებული შარმით იყენებს თავის მიზნებში. ამ ურანელებისთვის მთავარია – ღრმა პასუხისმგებლობისა და სხვების წინაშე ვალდებულებების გრძნობის გამომუშავება.

ალექსანდრ მაკქუინი. ურანი სასწორში

 ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი სასწორში  – გამაწონასწორებელი

მაღალ დონეზე სასწორ ურანს შეუძლია იპოვნოს ბრწყინვალე მომენტალური გამოსავალი, რომელიც წარმატებით წყვეტს რთულ და არეულ სიტუაციებს. თუმცა ეს ყოველთვის არ მიიღწევა და საჭიროებს ძალიან დახვეწილ განწყობას. საერთოდ სასწორი რთული ნიშანია და ნებისმიერი პლანეტის დამუშავება სასწორში საჭიროებს უდიდეს ძალისხმევასა და ფილიგრანულ სიზუსტეს, მაგრამ უმაღლესი პლანეტები და განსაკუთრებით ურანი ადამიანის მხრიდან დიდად არ ექვემდებარება რეგულირებას, აქ უფრო პირიქით, ადამიანი უნდა შეეგუოს მას, ამიტომ ამ მდგომარეობის დამუშავება ნიშნავს დიდ ყურადღებას სიტუაციების მიმართ, რომელიც თითქოს ჰარმონიულია და წონასწორობაში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ ფაქტიურად გაუგებარი მიზეზების გამო უცებ იკარგება ბალანსი.

ეს გავს სასწორი ურანის ქმედებას და ადამიანს აძლევს მინიშნებას იმაზე, რომ მისი შეხედულებები ჰარმონიისა და სამართლიანობაზე კორექტირების საჭიროებს, ამავე დროს საკმაოდ ექსცენტრიულ ურანისეულ იდეებთან შეჩვევა რთულია, მითუმეტეს ასეთ დელიკატურ სიტუაციებში. ამგვარად სასწორი ურანი მუდამ წარმოქმნის სიტუაციებს, რომელშიც ჩვეული სოციალურად მისაღები ეთიკა და ესთეტიკა იკარგება, ისინი უბრალოდ წყვეტენ მუშაობას, აგდებენ რა ადამიანს გაუგებარ მდგომარეობაში, კერძოდ, საკუთარ თავთან. მას აოგნებს საკუთარი განსხვავებული გემოვნება და ეთიკური რეაქციები თავის და სხვის ქმედებაზე, ამასთან თანმდევი ეფექტების ძალა ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს.

დამუშავება იძლევა საზოგადოებრივი განვითარების და მისი განსხვავებული ფენების სიღრმისეულ კანონებში წვდომას, დახვეწილ გაცნობიერებისა და შემოქმედებით უნარებს. ისინი არიან გენიალური ადვოკატები, დიპლომატები, პოლიტიკური მოღვაწეები მხატვრები და მოაზროვნეები, რომლებიც გაცილებით უსწრებენ თავის დროს და დიდ კვალს ტოვებენ ისტორიაში, რომელიც შეუძლიათ დაინახონ განვითარების პროცესში და შეიგრძნონ ევოლუციის პროცესის დინამიური წონასწორობა, რაც ბევს არ შეუძლია.

დამუშავების დაბალ დონეზე – მუდმივი გაუგებრობები სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში, სულელური და გულუბრყვილო რევოლუციური მოსაზრებები ეთიკისა და ესთეტიკის საკითხებში.

დაზიანებისას შესაძლოა გამოვლინდეს მიდრეკილებები ვანდალიზმისა და ნიჰილიზმისკენ. საჭიროა პატივისცემის გამომუშავება სოციალური რეალობისა და განსაკუთრებით საზოგადოებრივად მიღებული ეთიკასა და ესთეტიკის მიმართ, შეგუება და განვითარება ამ საკითხში და არა პირიქით.

  პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

1884 – 1890 ; 1968 – 1974 წლების თაობა

აქ ურანი იმყოფება ვენერასა და ქირონის სამფლობელოში, სატურნის ეგზალტაციის სახლში, ჰაერის სტიქიაში.

ეს ადამიანები ახლებურად იაზრებენ სამყაროსეულ ჰარმონიას, მათთვის ახლოა ახალი იდეები, ქორწინებაში, პარტნიორობაში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, ახალი ესთეტიური და ღირებულებების კანონები, ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც არ არღვევს სხვების უფლებებს. უფლებების ახალი ნორმები და მორალი, რომელიც ფორმულირებულია ამ თაობის მიერ, მოიაზრებენ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია ჭეშმარიტ საწყისზე არა იურიდიულ დოკუმენტებზე. ისინი ისწრაფვიან სრული თავისუფლებისკენ, ჭეშმარიტი თანასწორობისა და ძმობისაკენ, ინტუიცია და ტელეპატიური უნარები ეხმარებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში და აძლევთ საშუალებას შეცვალონ არსებული კანონები, დაამყარონ ახალი სამართლებრივი კონცეფცია. მათ შეუძლიათ ელექტრონული ტექნიკის საშუალებით მუსიკის ახალი, უჩვეულო ფორმების შექმნა.

 უარეს შემთხვევაში – გადამეტებული თავისუფლებისკენ სწრაფვა გამოიხატება უკანონობაში, უპასუხიმსგებლობასა და პარტნიორული ურთიერთობების რღვევაში მაგ: ჰიტლერს (ურანი სასწორი) სურდა პოლიგამიის დაკანონება, ქორწინების ინსტიტუტის სრული ნგრევის გზით. ეს თაობა გამოირჩევა გაყრების რეკორდული მაჩვენებლით, ქორწინება თითქოს კარგავს აზრს. მათთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს პარიტეტის, კონფორმიზმის რღვევა, მუდმივად უკიდურესობებში ვარდნა, უპრინციპობა. ცივი ცინიზმის ნაცვლად შესაძლოა ახასითებდეთ ღია ფაშიზმი. საქმიანობის თვალსაზრისით ეს არის – მხატვრების, პოლიტიკური პარტიების დამფუძნებლების და კანონმდებლების თაობა.

 

ურანი სასწორში: თაობა, რომელიც ორიგინალური და ახალი კონცეფციების ზეწოლით ისწრაფვის წონასწორობის შენარჩუნებისკენ. სიტუაციებისა და სტრუქტურების არასტანდარტული ხედვა, არ შეუძლიათ შესაბამისი ადაპტირება და ქცევა. სოციალური ექსცენტრიულობა. ქარაფშუტული დამოკიდებულება ქორწინებასთან, თავისუფალი სიყვარულისკენ სწრაფვა. საზოგადოებაში არამყარი მდგომარეობა, მკვეთრი შეტაკებები მტრებთან.

უკეთეს შემთხვევაში – კონსტრუქციული იდეები, პრინციპიალურად ახალი სახის სტრუქტურებისა და სიტუაციის გამაწონასწორებელი საშუალებები. სამყაროს ომისა და ბრძოლებისგან ხსნისკენ სწრაფვა.

უარეს შემთხვევაში – სოციალური ნორმებისა და ეთიკის უპატივცემულობა, საზოგადოებაში უგუნური და ყველასთვის გაუგებარი ქმედება, მკვეთრი განსჯა და გარშემომყოფთა მიერ უარყოფა.

ს.ვ. შესტოპალოვი

1968 – 1975 წლების თაობა

ჰარმონიული ასპექტებისას: ბრწყინვალე გემოვნება და კარგი ინტუიცია, განსაკუთრებით ხელოვნებასა და მეცნიერებაში. დახვეწილი, შემოქმედებითი ნატურა, განვითარებული წარმოსახვით, დაჯილდოებული არტისტიზმით, მშვიდობისმოყვარე, გულწრფელი, ერთგული, მეგობრული, სამართლიანიკომუნიკაბელური, რომელსაც მარტივად შეუძლია კამათისა და კონფლიქტების გადაწყვეტა, სამართლიანი.

დაზიანებისას: გამძაფრებული აღქმადობა, ექსტრავაგანტული გემოვნება, უთანხმოება, ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, გადამეტებული აგზნებადობა, მიდრეკილება გახსნილად მტრობისაკენ, ძალიან უცნაური გემოვნება, არაადეკვატური მტკივნეული რეაქცია გარემოებების ზემოქმედებისას.

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ეს თაობა (მიეკუთვნება 7 წლიან ასაკობრივ ჯგუფს) ურთიერთობებში თანასწორობისკენაა მიდრეკილი. ეს ადამიანები სხვა თაობებთან შედარებით უფრო მეტად ხედავენ მშობლებში, ბავშვებში, მეუღლეებში – მეგობრებს. ბევრი მათგანი ექსპერიმენტებს ატარებს განსხვავებულ საქორწინო ურთიერთობებზე, რომლებიც ითვალისწინებენ დიდ თავისუფლებასა და თანასწორობას პარტნიორებს შორის. მცდელობები ახალი საერთო საცხოვრებლების ფორმირებაში : კომუნები და სხვა სოციალური დაჯგუფებები. კარგი ინტუიცია ეხმარებათ სხვა ადამიანების მოტივების გაგებასა და მათთან სწორად ურთიერთობების დალაგებაში. ხელოვნებაში – მუსიკის უჩვეულო , ახალი ფორმები, ელექტრონული ტექნიკის გამოყენებით. მოულოდნელი შეხვედრები, რომლებიც ერთ ღამეში ცვლიან ცხოვრებას, მაგრამ ამასთანავე გაურკვევლობას იწვევენ. შესაძლოა სირთულეები გამოვლინდეს ქორწინებასა და სხვა პარტნიორულ კავშირებში, არასაიმედოობა ურთიერთობებში, სადაც საჭიროა საპასუხო პასუხისმგებლობის აღება.

სემირა და ვიტალი ვეტაშები „პროგნოზირების ხელოვნება“

ეს თაობა წარმოადგენს ადამიანთა უფლებების ახალი ესთეტიური კონცეფციისა და ახალი ურთიერთობების კანონმდებლებს. თავის მაღალ იდეალებს კოლექტიურ საქმიანობაში იპოვნიან.

მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავში“

1968 – 1975 წლების თაობა, ეს ბავშვები

 თავისუფლების საჭიროებასა და აუცილებელ, ახლო ურთიერთობების შორის ბალანსირებით ცხოვრობენ. ისინი დაიბადნენ იმ დროს როდესაც გაზეთები სავსე იყო პირადი ისტორიებით არატრადიციულ ურთიერთობებზე, რომლებიც დღესდღეობით უკვე ბანალურად იქცა. სასწორის ნიშანი მჭიდროდ არის კავშირში სილამაზესა და ხელოვნებასთან. არის მოლოდინი, რომ ეს ახალგზარდა ადამიანები დაამყარებენ ახალ და უჩვეულო ტენდენციებს ხელოვნებაში.

ავტორი : ქეთი


About Kate

Scroll To Top