ურანი ქალწულში

ურანი ქალწულში

წყარო: aquarun.ru

სპონტანურობა + ზედმიწევნითობა = რეფორმებისკენ უდრეკი სვლა

 ხასიათის ნეგატური განვითარებისას -  ადამიანი ხდება უტაქტურობამდე გულახდილი, ნევროზული, მშფოთვარე და მოუსვენარი. ერთგვარი წინააღმდეგობრივი ხასიათი ყალიბდება, რომელიც გაუცნობიერებელი უცნაური მისწრაფებებითა და გაუგებარი იმპულსებითაა სავსე. ეს ყველაფერი თანამშრომლობაში დიდ პრობლემებს ქმნის.

პოზიტური განვითარებისას - შემოქმედებითობის სული და გენიალურობა ვლინდება, ადამიანი ყველა სიახლეს ბრწყინვალედ აღიქვამს, თუ ეს უკავშირდება პრაქტიკულ და კონკრეტულ საკითხებს. ინდივიდუალურ სამუშაო მეთოდებს წარმატებით იგონებს, ტექნიკისა და მათემატიკის მიმართ იშვიათ ინტერესებს ავლენს, ბრწყინვალე გამჭრიახობითა და რითმის გრძნობით გამოირჩევა და თავის ბედს უჩვეულო პროფესიებს უკავშირებს. ასეთი ადამიანი თავის გზაზე ყველაფრის რეფორმირებას ახდენს, თითქოს ჯადოსნური ჯოხი ეხება სხვადასხვა ფორმასა და სტრუქტურებს და მათ ძირფესვიან ტრანსფორმაციას ახდენს.

 ადამიანს ურანით ქალწულში დიდი აღმოჩენების გაკეთება შეუძლია, როგორც მათემატიკის, ასევე მრეწველობის დარგში. ის ყოველთვის ცდილობს იპოვნოს ძველი მეთოდების ახლებური გამოყენების საშუალება. ეძებს ახალ გზებს თანამშრომლობაში. ამ ადამიანს ყველა ძალიან ორიგინალურად და საზრიანად თვლის, მისი პრაქტიკულ საქმეებთან არასტანდარტული მიდგომებისა და ორიგინალური აზროვნების გამო. წარატების მიუხედავად რეალურ საკითხებთან დაკაშირებით ეს ადამიანი რატომღაც მრავლობით მტრებსა და მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებსა და მეტოქეებს იძენს, რის გამოც ხშირად უწევს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი.

 მას მოსწონს თავისუფალი პროფესიები, მუდამ ფილოსოფიურადაა განწყობილი და ხშირი შემოქმედებითი წარუმატებლობის შემთვევაში, ხმას რადიკალებსა და ექსტრემისტებს აძლევს. ცდილობს უნიკალური ტექნოლოგიების დანერგვას მეცნიერებაში, ტექნიკაში, ეკონომიკაში, მედიცინაში, რაც მოითხოვს არც ისე ცოტა შრომით დანახარჯებს და დიდ მატერიალურ ინვესტიციებს, რაზეც ის მითუმეტეს ყოველთვის მიდის. მისი ორიგინალობა შესაშურ გამომგონებლობასა და პრაქტიკული, უამრავი თამამი იდეების გამოყენების უნარში ვლინდება.

 ეს ადამიანი საკმაოდ იღბლიანია თავის ცხოვრებაში მისწრაფებების განხორციელების გამო. ის არაპროგნოზირებადი, წარმატებული მშრომელია, გამოკვლევებისა და ძიების ენთუზიაზმით, აქვს თავისი შეხედულებები მოვალეობაზე, სინდისზე და ღირსებაზე. ცდილობს ფიზიკური სხეულის რესურსის გამოყენებას და დიდი ინტერესით ავითარებს ფსიქო-ფიზიკური სწავლების (ტრენინგების) ახალ კონცეფციებს. მისი გაწონასწორებული გონება სხვადასხვა ურანისეული ხილვების გაელვებებს (რომელსაც ის აღიქვავს თითქმის ჩვეულებრივად) მარტივად აფორმებს და აკონტროლებს. მეცნიერებასა და კულტურაში ამ ადამიანის მხოლოდ რამდენიმე წინადადებას შეუძლია ჭეშმარიტი რევოლუციის მოხდენა.

 ეს ურანელი კომპიუტერულ ტექნიკასთან, ნატუროპატიისა და საარქივო საქმიანობის სფეროში თავს კომფორტულად შგრძნობს. ის შრომობს განცალკევებით, არ იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას, მათ მხოლოდ შრომის პრაქტიკულ შედეგებს აცნობს. ამ ადამიანების შრომისუნარიანობა მუდამ გარშემომყოფთა უაღრესად გაოცებას იწვევს. საერთოდ ეს ურანელი თავისი ინტერესის საგნის მუდმივ დამუშავებასა და სრულყოფას ახდენს, ბუნებრივი და ჩვეულებრივი საგნების კრიტიკას ორიგინალურად უდგება. მას განსაკუთრებით ეფექტურად შეუძლია სარგებლის მიღება მისი წინამორბედისგან დაშვებული ხარვეზებისა და წვრილმანი უზუსტობებისგან.

 უმნიშვნელო დეტალების აწყობით და სტუქტურის მოწესრიგებით ის იღებს დიდებულ შედეგს, რომელიც ვერ მიიღეს მათ, ვინც მანამდე ირჯებოდნენ. თავად შრომის პროცესს ეს ადამიანი არასტანდარტულად უდგება, რადგან ის პრაქტიკულია და ამავე დროს შემოქმედიც. ტექნიკური პროგრესი მის ცხოვრებაში პირდაპირ ახლობლების თვალწინ ხორცს ისხავს – ყოველდღიურად, ქმედებიდან ქმედებამდე.

ეს არის შრომისმოყვარე პედაგოგი, ახლის მშენებელი აზროვნებაშიც და შრომით საქმიანობაშიც. გარკვეული გაგებით ეს არის დაბადებით მკურნალი, გამაჯანსაღებელი და კორექტორი ადამიანი ცხოვრების ყველა სფეროში. მას სრულყოფამდე შეუძლია იმის მიყვანა, რასაც სხვის ხელში ხალტურისა და დაუმუშავებლობის გამო ფასი არ ჰქონდა.

 ამ ადამიანს გამოარჩევს აზრების იშვიათი მრავალფეროვნება, კვლევების, ძიებისადმი მიდრეკილება და სოციალური აქტივობის მოწესრიგების სიყვარული. ეს არის დიდი რეფორმატორის გენიალური დამხმარე, რომელიც შეუჩნევლად და ჩუმად ახდენს ცხოვრებაში თავისი ხელმძღვანელის იდეების გატარებას. გონება დახვეწილი და სათუთია, თანმიმდევრული და დამოუკიდებელი, ჯიუტი და საოცრად გასაგები. ეს არის – გენიალური მეთოდისტი, წარმოების ორგანიზატორი, გამომგონებელი მენეჯერი, წარმატებული პროდიუსერი.

ის ეფექტურია ყველგან, იქნება ეს ვაჭრობის სფეროს მუშაკი თუ ინჟინერ კონსტრუქტორი. საუკეთესო საქმიანობა ამ ადამიანისთვის არის – შრომითი რეორგანიზაციის პროცესების მართვა. მისთვის მთავარია – კონკრეტულ დეტალებში თავისი შეხედულებებისამებრ (გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ) ცვლილების შეტანაში თავისუფალი იყოს.

იოსებ სტალინი. ურანი ქალწულში

 ავესალომ პოდვოდნი „ზოგადი ასტროლოგია“

ურანი ქალწულში – დამანაწევრებელი დარტყმა

მაღალი განვითარების დონეზე ადამიანს დეტალებში და ნაწილებში ღრმა აზრი შეუძლია დაინახოს. ქალწული ურანი ძალიან ორიგინალურ აქცენტებს სვამს დეტალებზე, ამგვარად ყველაზე არსებითად ვლინდება ის, რაც ადრე არავის არ შეუმჩნევია და ამით სრულიად იცვლება ამა თუ იმ საგანზე შეხედულებები, იქნება ეს ქალაქგარეთ მდებარე სახლი, აბსტრაქტული სურათი, თუ ადამიანის ფსიქიკური რეალობის ფრაგმენტი.

ურანი ქალწულის კარმული ნიშნები არც ისე სასიამოვნოა. ის პოულობს ყველაზე სრულყოფილ და საგულდაგულოდ მომზადებულ მოულოდნელ სუსტ ადგილს და ძირფესვიანად აღმოფხვრის, ისე რომ ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანთ. როგორც ბანკის ძარცვისას შეიძლება ყველაფერის გათვლა, მაგრამ არა მეტეორიტის მოხვედრა სიგნალიზაციის სისტემაზე, რის შედეგადაც სიგნალიზაცია მძარცველების მიერ მის გამორთვამდე 30 წამით ადრე ჩაირთვება.

 აქ დამუშავება გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი აანალიზებს თავის მატერიალურ წარუმატებლობის მიზეზებს და ადგილებს არა ფაქტიურად არამედ სიმბოლურად, თავისი შინაგანი რეალობის გათვალისწინებით, რომელზეც პრინციპში ცდილობს კიდეც ურანი, რომ მიიქციოს მისი ყურადღება.

ურანი იძლევა გენიალურობას, ხოლო ქალწული ურანი – ადამიანის მიერ შექნილი ყოველი დეტალის გენიალურობას, როგორც ადამიანში, ისე მის გარეთ, მაგრამე მხოლოდ მაღალი დონის დამუშავების შემთვევაში, ხოლო დაბალი განვითარებისას – ურანის ჩართვით სიტუაცია მოულოდნელად თითქოს ფრაგმენტებად იშლება და კარგავს ჩვეულ კავშირს.

 ურანს შეუძლია უცნაურად შეათავსოს ჩვეული თვალთახედვა სხვადასხვა საგნებზე, რაც ქალწულისთვის აღსასრულის ტოლფასია, რადგან როდესაც დეტალები წყვეტენ მისთვის გაერთიანებას, ყოფილი სამყაროს სურათის ადგილას სრული ქაოსი წარმოიქმნება.

ყველაზე საშიში ის არის, რომ ის კარგავს ლოგიკას, უფრო ზუსტად კი მერკურისეულ ლოგიკას ცვლის ურანისეული ლოგიკა და ეს პროცესი საკმაოდ რთული განსაცდელია. (საჭიროა მუდმივი, არალოგიკური შთაგონებებით აზროვნება) და ამისთვის საჭიროა მზაობა, წინასწარი მომზადება, მატერიალურ პლანზე ქალწული ურანის მიერ დიდსულონად ბოძებული მრავალრიცხოვანი წვრილმანი უსიამოვნებების გამოყენებით, რომელიც შეგირდის სწავლებასა და განვითარებას ემსახურება.

 პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი ქალწულში

1878 – 1884; 1962 – 1968 წლების თაობა

აქ ურანი იმყოფება მერკურისა და პროზერპინას სახლში, მერკურის ეგზალტაციაში, მიწის ანტაგონისტურ სტიქიაში.

ის ახდენს მშრომელთა თაობის ფორმირებას, რომლებსაც შეუძლიათ ორიგინალური და პრაქტიკული, ახალი იდეების მოფიქრება ჯანდაცვისა და მეცნიერების სფეროში, აქვთ ბრწყინვალე კვლევის და ძიების უნარი. ეს თაობა ქმნის ახალ წარმოდგენებს ვალდებულებაზე, სინდისზე, ღირსებაზე. მედიცინის თეორიაზე, ორგანიზმის ფიზიკური და ენერგეტიკული წონასწორობის გაუმჯობესების საშუალებებზე ახალი ხედვა.

ეს ადამიანები ფლობენ რაციონალურ, ცივ გონებას, რომელიც ურანისეული ხილვების სპონტანურ გაელვებებს აკონტროლებს, გამომგონებლურ და მათემატიკურ უნარებს, საუკეთესო შემთხვევაში ფლობენ ტრანსმუტაციის ენერგიას, მისი გადაყვანით სხვა ხარისხობრივ მდგომარეობაში (ეს პროზერპინას საჩუქარია).

არიან თაობის იდეის მატარებლები – საუკეთესო ადამიანები, გამოუსადეგარ მასალაში ჩასმულ ალმასებს გვანან.

 ურანმა ქალწულში კომპიუტერული ტექნიკის განვითარების სფეროში აფეთქება მოახდინა. ამ თაობისთვის განვითარების ბუნებრივ გზად მიიჩნევა განცალკევება, საკუთარი თავისთვის არსებობის სურვილი, სავარაუდოდ ამ ადამიანებში არ არის რომანტიკა, მათ არ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც იდეებსა და აზრებს (რომლებიც ურანი კირჩხიბისა და ლომის მოტანილია) ფორმას სძენენ. ამ თაობამ უდიდესი შრომისუნარიოანობა უნდა გამოიჩინოს მერწყულის ეპოქაში ცივილიზაციის აღდგენისთვის.

 უარეს შემთვევაში – ურანი თავის იდეებში აბნევს ადამიანს, თავისუფლების საჭიროება წვრილმანებში, სახასიათო სწრაფვა მიღწეულ იქნას ინდივიდუალური თავისუფლება.

ეს ადამიანი წარატებით შეძლებს (რადგან ძალიან მეთოდურია) სხვების წვრილმანი ხარვეზების გამოყენებას მზაკვრული მიზნებისთვის. ის თავის ორიგინალურობას კრიტიკულობით ამტკიცებს. ინოვაციის ენერგია ამ ადამიანებში შესაძლოა მოხმარდეს მატერიალიზმს. ხშირად იცვლიან სამსახურეობრივ ადგილს, კონფლიქტები აქვთ თანამშრომლებთან.

 ჯანმრთელობა – აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება საწარმოო და ფსიქოლოგიურ ტრავმებს.  წარმატებული საქმიანობის სფეროებია – მათემატიკა, ქიმია, ალქიმია, საკვების მომზადების ტექნოლოგია.

 ურანი ქალწულში

მკვლევართა თაობა. უჩვეულო და ორიგინალური იდეების მიმართ ინტერესი, სიახლის შესწავლის ფსიქოლოგიური მზაობა, (რომელიც მომავალს უკავშირდება). კვლევის ორიგინალური მეთოდები, მოულოდნელი შედეგის მიღების საშუალებები. თავისუფალი ნება, ჩარჩოებისა და საზღვრების მიუღებლობა, გულგრილი დამოკიდებულება სამსახურეობრივი იერარქიისადმი.

საუკეთესო შემთხვევაში – ბრწყინვალე გამომგონებლები და თავისი საქმის პროფესიონალები. ფიზიკური და რელიგიური კონცეფციების სინთეზის დონეზე, სამყაროს ფუნდამენტური საფუძვლების წვდომა.

უარეს შემთხვევაში – ინტელექტუალური ავანტიურიზმი, ცხოვრებისეული გარემოების უგულვებელყოფა, საკუთარი აზრის ჰიპერტროფირებული დამოუკიდებლობა, გენიალურობის ცრუ შეგრძნება, უმართავი ქმედება.

 

შესტოპალოვი „ასტროლოგიური ცნობარი“

ურანი ქალწულში (1962 – 1968 წლები)

ჰარმონიული ასპექტებისას - ადამიანს მატებს დამოუკიდებლობას, ორიგინალურ გონებას, უჩვეულოს მიმართ სიყვარულს, არაორდინალურობას, არატრადიციულობას (არატრადიციული მედიცინა და მკურნალობა), გამჭრიახობას, ინტუიციურობას, წინდახედულობას, ინტერესს ტექნიკის მიმართ (ელექტრობა, ელექტრონიკა, რადიო), გამომგონებლობა, სწავლება, ჟურნალისტიკა, გამომცემლობითი საქმიანობა, ლიტერატურა.

დაზიანებისას – ადამიანი თავმოყვარე და ბუტიაა, ვერ იტანს სხვის პირობებს და ყველასათვის მიღებულ ქცევის წესებსა და ნორმებს, არააკურატულია, არათანმიმდევრული, არ უფრთხილდება არაფერს, ხშრად გაღიზიანებულ მდგომარეოაბაშია, არაკეთილგონიერია.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ურანი ქალწულში – იძლევა ორიგინალურ, მაგრამ პრაქტიკულ იდეებს შრომით მეთოდებში, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში (მკურნალობა, თვითმკურნალობა), მეცნიერებასა და ტექნიკის (ელექტრონულ გამოგონება, (ЭВМ) კომპიუტერული ტექნიკა, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ვაჭრობისა და წარმოების სფეროში და სხვა.).

შეუძლიათ ერთადერთი და ორიგინალური მეთოდების განვითარება ტექნიკისა და სამეწარმეო სფეროში დამსაქმებელთა და დასაქმებულთან ურთიერთობაში, გარემოსა და ჯანდაცვის სფერში. დასახული მიზნის მისაღწევად არ არის გამორიცხული ამ ადამაინებს დიდი შრომის გაწევა მოუწიოთ პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად. აქვთ განსაკუთრებული ტალანტი საქმიანობაში და უდიდესი სიმდიდრე პრაქტიკული იდეების სახით. მაგრამ საჭიროა მრავლობითი ცვლილებებისა და საქმიან სფეროში წარმოქმნილი დარღვევების მიმართ მზაობა.

 ეს არის თაობა (7 წლიანი ციკლი), რომელიც აქტიურად იყენებს თავის ცოდნასა და შემოქმედებით უნარებს კონკრეტული რეფორმების განვითარებაში საგანმანაათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა მსგავს საზოგადოებრივ ქმედების სფეროში.

მათგან შემოთავაზებული სიახლეები არ ატარებენ რადიკალურ ან უჩვეულო ხასიათს, მაგრამ ჩვეულებრივ ძალიან ეფექტურია. ამ თაობის ადამიანები წარმოადგენენ კონსერვატორების, ეთიკურად პრინციპიალური ადამიანებისა და მშფოთვარე, მეამბოხე პიროვნებების საინტერესო ნაზავს. იქმნება შთაბეჭდილოება რომ ამ ასაკობრივ ჯგუფს არ ახასიათებს შუალედურობა, მხოლოდ უკიდურესობები.

 კონსერვატორები ცდილობენ წარმატებას მკაცრი მორალური პრინციპებით მიაღწიონ, სურთ დაუყოვნებლივ დასაჯონ ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების გამოვლინება. ყველანაირად ხაზ უსვავენ ქრისტიანული ფასეულობების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში, კანონში, ნებისმიერ „მე“ს გამოვლინებაში. სხვა მხრივ ამ თაობის მეამბოხე წარმომადგენლები მუდამ უკმაყოფილონი არიან არსებული წესრიგით და განაცხადებენ ამის თაობაზე საკმაოდ უხეშად, გამომწვევად და მკვეთრი ფორმით.

 შესაძლოა მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები გამოვლინდეს – სასუნთქი სისტემისა და ნაწლავური სისტემის სპაზმები. საჭიროა დიეტის (კვების სწორი რეჟიმის) დაცვა.

 სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ამ ადამიანების ორიგინალურობა ვლინდება გამომგონებლობასა და ახალი იდეების პრაქტიკულ გამოყენებაში. ეს თაობა ხორცს შეასხავს თავის მისწრაფებებს.

 მარია ქეი სიმსი „ თქვენი ჯადოსნური ბავშვი“

ურანი ქალწულში (1962 – 1968 წლების თაობა)

ურანი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაძაბულობას პრაქტიკულ ქალწულში, მაგრამ არც ისე ძლიერს, როგორც უფრო ტლანქ და ნაკლებად მოქნილ კუროში. ეს ბავშვები ცდილობენ თავისუფლების ძიებას კომპეტენცის მოპოვებით. ნერგავენ პრაქტიკულ ინოვაციებს, რომელიც მათ ემსახურებათ ცხოვრებაში. დიდად ბედნიერნი არ არიან არსებული წესრიგით, თუ ეს წესრიგი საკუთარი თავისთვის თვითონვე არ დააწესეს. შესაძლოა ამის გამო ბევრი მათგანი ანტრეპრენერი (მეწარმე, მენეჯერი) გახდეს .

 ავტორი: ქეთი

პლანეტა ურანი

ურანის დამუშავების დონეები

ურანი ვერძში

ურანი კუროში

ურანი ტყუპებში

ურანი კირჩხიბში

ურანი ლომში

ურანი სასწორში

ურანი მორიელში

ურანი მშვილდოსანში

ურანი თხის რქაში

ურანი მერწყულში

ურანი თევზებში


About Kate

Scroll To Top