ურანი

ურანი

 თ. ბურგონი

ურანი (ურანია), მითოლოგიაში სატურნის დედაა. ის იწყებს ზეციური გავლენის უმაღლესი ციკლის პირველ სერიას. მისი ბუნება მერკურის ბუნების მსგავსია, თუმცა გაცილებით ღრმა დონეზე ვლინდება. უმდაბლესი ფიზიკური გამოვლინებით ეს არის მარსისა და სატურნის კომბინაცია. მერკური ეს არის პირველი გამის პირველი პლანეტა, ხოლო ურანი – მერვე, ანუ პირველი პლანეტა მეორე გამიდან.

ურანის გავლენის შეფასება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაღალ ინტელექტუალურ დონეზე.

როდესაც ურანი ნათალურ რუკაში დადებითი პოტენციალითაა და აქვს კარგი ასპექტირება ვლინდება მისი კეთილგანწყობა და vise versa (პირიქით)….

ბევრი მეცნიერი სერიოზულად ცდება, როდესაც ამ პლანეტას მხოლოდ საზიანო ზეგავლენას მიაწერს.

პლანეტა ურანი 1781 წელს სწავლულმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა და ჯორჯ მესამის საპატივსაცემოდ „ჯორჯის ვარსკვლავი“ (Gეორგიუმ შიდუს) უწოდა.  “პლანეტებს ძველ დროში ღმერთების სახელებს არქმევდნენ – მერკური, ვენერა, მარსი და ა.შ. დღევანდელ ფილოსოფიურ დროში მე მინდა სხვაგვარად მოვიქცე: თუ მომავალში იკითხავენ – როდის აღმოაჩინეს მზის სისტემის ბოლო პლანეტა? პასუხი მეტად საპატიო იქნება – მეფე ჯორჯ III-ის მმართველობის დროს“ – უილიამ ჰერშალი

როგორც ჩანს პლანეტამ თავის სახელი ვერ მიიღო, რაღაც დროის მანძილზე მას ჰერშალს ეძახდნენ, მაგრამ 1850 წელს ეწოდა – ურანი.

ურანი პირველი პლანეტაა, რომელიც ტელესკოპით აღმოაჩინეს.

ურანი რომაულ მითოლოგიაში ცის ღმერთია, სამყაროს პირველი მმართველი.

ასტროლოგიურად პლანეტა ურანი აქამდე ვერ ავლენდა თავის სრულ ძალას ადამიანის გონებაზე (გამონაკლისების გარდა). მისი გამოვლინებისთვის ამ ეპოქაში როგორც ჩანს ჯერ მზაობა არ არის, საკმაოდ ცოტა ადამიანი ფლობს დახვეწილ გონებას, იმისათვის, რომ ამ პლანეტამ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს.  ეს ადამიანები ძირითადად არიან ოკულტისტები და სპირიტუალისტები.

„ურანელები“ ყოველთვის უსწრებენ დროს, ეპოქას. ისინი არიან ჭეშმარიტი რეფორმატორები. მათი სასაუბრო თემა ყოველთვის იწვევს გაღიზიანებას საზოგადოების დოგმატური ფორმებითა და აზრებით გაჯერებულ ადამიანებში, ამიტომ მათ საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავთ. საზოგადოება (მიღებული ნორმებით, აზრებით) და უფროსები ყოველთვის ცდილობენ მათ შეზღუდვას ან დევნას, მაგრამ „ურანელები“ ნაკლებად ფიქრობენ შედეგებზე. მათი უშიშარი და უდრეკი გონება მოქმედებს დამოუკიდებლად. შეზღუდვების, სიყალბისა და არაბუნებრივად ცხოვრების პირობებში ურანი ავლენს თავის ბობოქარ ძალას. ეს მომენტიც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ უნიკალური და ექსცენტრიული პლანეტის თვითგამოვლენის დრო ჯერ არ დაგმდგარა.

ინტელექტუალურ პლანზე უარანი განაგებს უმაღლეს დონეზე გამოვლენილ იდეალურ გრძნობებსა და წარმოსახვას. ადამიანები მისი ზეგავლენით, ფლობენ განსაკუთრებულ უნარებს სოციალური მიმართულებით. ეს არის ნამდვილი გენია, ტალანტი, რომელიც იმდენად უცხო და განსაკუთრებულია, რომ მისი დაფასება საკმაოდ გვიან ხდება ან შეიძლება საერთოდ არ დაფასედეს. ურანელები დამკვირვებლები, გამომგონებლები, ორიგინალურები არიან, ფლობენ უდიდეს აღქმის, გაგების და აღსრულების უნარს, მაგრამ ბოშების მსგავსად მოხეტიალე ბუნება აქვთ.

ფიზიკურ დონეზე ურანი ცდილობს ინდივიდუმისგან შექმნას ცნობისმოყვარეობის საგანი, შესაბამისიად ისინი, ვინც მისი ზეგავლენის ქვეშ იმყოფენიან, შესაძლოა გამოირჩეოდნენ უცნაური მანერებით, უდიდესი ექსცენტრიულობითა და სიჯიუტით.

ურანელები არასდროს არ ღალატობენ თავის მიზანს, დიდი გამბედაობით ინარჩუნებენ მას. თუ ის დადებითი ასპექტებით გამოირჩევა, შესაძლოა უცაბედი სიმდიდრის მომტანი იყოს. მოულოდნელი გამდიდრება, თვალის დახამხამება და კაპიკების ნაცვლად მილიონებს ფლობთ, ეს ურანის სტილია.

თუ მას უარყოფითი ასპექტები აქვს, მაშინ შესაძლოა მოგვევლინოს უაღრესად ზიანის მომტანად, მას შეუძლია ადამიანი იგივე წარმატებითა და სიჩქარით გააკოტროს, რა წარმატებითაც გაამდიდრა. უეცარი გაკოტრება, ბანკის კრახი და სხვა ფინანსური კატასტროფები – ეს ურანისეული გამოვლინებაა. როდესაც ურანი არასასურველ ქორწინებაზე (მაგ: მე7 სახლში ) მიუთითებს, შესაძლოა გამოვლინდეს ქორწინებამდელი ან შემდგომი დაუშვებელი კავშირები და სხვა. ეს პლანეტა ოკულტიზმის დიდ მოტივატორად ითვლება, მისი გავლენით აიხსნება მისტიური მიდრეკილებები.

ლ. ვინკლერი

ურანი ევოლუციისა და ტრანსფორმაციის პლანეტაა. ის განაგებს მოულოდნელ ცვლილებებს, განუსაზღვრელ რითმს, ორიგინალურობას. მისი ღერძი მდებარეობს 78 გრადუსში ეკლიპტიკისგან და მისი მოძრაობა თითქმის მართობულია სხვა პლანეტებისა და მზის ღერძისა. ურანი ცხოვრებაში ყველა მოულოდნელობის სიმბოლიზაციაა. ის მართავს და ხელს უწყობს აბსტრაქტული მეცნიერებების განვითარებას, როგორიცაა – ფსიქოლოგია, ასტროლოგია და ყველაფერი რაც სამყაროსთან, ტალღებთან და ელექტრობასთან კავშირშია. ადამიანში ავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა გზისმკვლევი სხვებისთვის და ავანტიურიზმი.

დადებითი თვისებები – ძმობა, ჰუმანურობა, იდეალიზმი – შესაძლოა გადავიდეს ბუნტარულ ხასიათში, ექსცენტრიულობა, დაშვებული ნორმების აბუჩად აგდება, სარკაზმი, მოღუშულობა, გაუწონასწორებლობა, ნერვული კრიზები და ფეთქებადობა.

ურანი პასუხისმგებელია სპაზმურ მოძრაობაზე, სპაზმებზე (კუნჩხვებზე) და მერკურთან ერთად ნერვებზე და ნერვულ დაავადებებზე.

ის შეესაბამება მერწყულის ზოდიაქოს და მე11 სახლს.

ურანის ქვაა – ოპალი

ურანის ლითონი – ვერცხლი.

ზოგადი მიმოხილვა

ურანი შესულია სეპტენერში, (7 ძირითადი პლანეტა) ის აღმოჩენილ იქნა 1781 წელს 13 მარტს უ. ჰერშელის მიერ (ინგლისურად ხშირად აღმომჩენის სახელით მოიხსენიებენ).

ასტრონომიაში ურანი ითვლება პლანეტად, რომელიც თავისი გზით მიდის. შემთხვევითი არაა ალბათ ის ფაქტი, რომ ის აღმოაჩინეს პირველად საფრანგეთის რევოლუციის დროს. ურანი სხვა პლანეტებისგან გამოირჩევა იმით, რომ მისი თანამგზავრები უკუმიმართულებით მოძრაობენ. ურანისა და მისი მთვარეების მოძრაობაში ვლინდება დაპირისპირება. თუ ვინმე პრაქტიკულ ცხოვრებაში წარადგენს ბრწყინვალე, მაგრამ, სხვებისთვის მიუღებელ იდეას მაშინ ის აქ ჩაერთვება, წინ აღუდგება ყველას. სურს თავის აზრზე მყარად დარჩენა, მათი შეცვლა, რეფორმები, რევოლუციაც კი, მას უნდა იპოვნოს ან შექმნას რაღაც ახალი. ეს თვისებები დამტკიცდა კოსმობიოლოგიურადაც.

ურანს შეესაბამება დაუყოვნებლივი და სრული აღქმა გრძნობების საშუალებით. ანუ ინტუიცია მიღწეულის საპირისპიროდ გააცნობიერების საშუალებით – სატურნული – შეცნობა.

სპონტანური იდეების გამო საჭიროა სწრაფი და გაუცნობიერებელი ქმედება. თუ წინაღობები ვლინდება, ვითარდება დაძაბულობა, აღგზნებადობა, შფოთი, იქამდე სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. ეს ურანისეული სპონტანურობა გამოიხატება ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება მოულოდნელი გათიშვები, უეცარი ავადობა, კრუნჩხვები, უბედური შემთხვვევები, ჭრილობები, ოპერაციები თუ სხვა.

ურანი ასტროლოგიაში

სხვადასხვა ჰოროსკოპში ურანი თავს განსხვავებულად ავლენს, რთულია მისი დადებითი და უარყოფითი გამოვლენის განსაზღვრა, რომელიც სპონტანურად, არამუდმივი გამოვლინდებითა და იმპულსურობაში ვლინდება. არაა გასაკვირი, რომ ამ პლანეტას განსაკუთრებით კაცის ჰოროსკოპში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ის შეიძლება აყალიბებდეს ადამიანებს, რომლებიც დივერსიული აქტების, მასობრივი არეულობების, (ძალადობით) იდეოლოგიური არეულობების სულის ჩამდგმელებად გვევლინებიან (მაგ: ლენინი, ჰიტლერი, მუსოლინი).

სულიერებისა და ფსიქიკის სფეროში ურანისეული შტრიხებიდან მნიშვნელოვანია ინტუიცია, გენიალური იდეები, ელვისებური აღმოჩენები. და სხვა. რაც აიხსნება იმით, რომ მეცნიერებისა და გამომგმონებლების რუკაში მის სასურველ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს (განსაკუთრებით ტექნიკურ სფეროში მიღწევებისთვის მაგ: ედისონი, მარკონი, აინშტაინი.)

ურანი არასასურველი მდგომარეობისას და ნეგატიური ასპექტირებისას მოულოდნელ, დაძაბულ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს განშორებებით, განქორწინებით ან ფიზიკურ დონეზე კრუნჩხვებით, ნერვული აშლილობებით, პარალიჩით (დამბლა).

ურანი – თვითნებობა, ორიგინალურობა, ურთიერთგამომრიცხაობა (დაპირისპირება), სპონტანურობა, ინტუიცია, გამტანობა, გამომგონებლური ნიჭი.

რ. კეფერი

ურანი – რევოლუციის, გადატრიალებისა და ცვლილებების პრინციპი.

მეტაფიზიკაში – სივრცე.

ასტროლოგიაში – ნების სიმბოლიზაციაა, ეს არის ფეთქებადი ენერგია, ყველაფერი მოულოდნელი, უეცარი ძალა, როგორც შემოქმედებითი ასევე დესტრუქციული, დამანგრეველი.

ექსცენტრიულობა, წარსულთან და აწმყოსთან წინააღმდეგობის გაწევა, ახალი გზების ძიება, გამომგონებლობა.

ასპექტებიდან გამომდინარე ვლინდება მისი ბუნება (დადებითი ან უარყოფითი)

ურანი ითვლება მერკურის უმაღლეს ოქტავად.

ჰერმეტიკის სიგნატურები

სტიქია: ცეცხლი- წყალი, სითბო-ტენიანობა.

ზოდიაქო: მერწყული.

ფერი: იისფერი

ციფრი: 0 ; 8 ;

ადგილები: ვულკანური, ქარიანი.

მეტალი: ალუმინი.

მინერალი: ამეთვისტო, ქარვა.

ფლორა: კოწახური, ალპური ვარდები, იასამანი, შროშანი, რძიანა, ფხიჯა, ვერხვი და სხვა.

ფაუნა: მერცხალი, გუგული, ანტილოპა, გველთევზა, ირემი და ეგზოტიკური ფრინველები და სხვა.

გავლენა ადამიანზე

ტემპერამენტი: ნევროზული

მგრძნობელობა: ნათელხილვა.

სახასიათო შტრიხები: ორიგინალური, იმპულსური, დამოუკიდებელი, ენთუზიასტი, ექსცენტრიული, ღრმა ინტუიცია, ბუნების სიყვარული, შესაშური ღირებულებები.

დაზიანებისას: რევოლუციური ხასიათი, ექსცენტრიული, არაბუნებრივი, კანონებს ეწინააღმდეგება, დამანგრეველი შეცდომები, სწრაფვა ყველაფერი არა გამოცდილისკენ, სიახლისკენ, რომელიც ხშირად არასწორი და საზოგადოებისთვის ზიანის მომტანია.

სხეულის შესაბამისი ზონები: წვივები, ტვინი, ნერვები, ძვლის ტვინი, ნერვული ძალა, ადამიანის აურა.

დაავადებები: ეპილეფსია, ნერვული აშლილობა, ელექტრობით დაზიანება (დენის დარტყმა და ა.შ.) ნევრალგია, სპაზმები, სუიციდური მიდრეკილებები.

კალიგრაფია: თხელი, ორიგინალური, უცნაური ხაზები.

ურანი როგორც სიგნიფიკატორი

ბედი: მოულოდნელი გამდიდრება, წარმატება, დიდი და მყარი საწარმოები, მოულოდნელი დანაკარგები და კატასტროფები, განდევნა, ცვლილებები, თვითმკვლელობა; საზოგადოებასთან, ტრადიციებთან და ჩვევებთან ბრძოლა და კონფლიქტი.

ქმედება და მოვლენები: ყველაფერი რაც უკავშირდება რეფორმებს, გამომგონებლობა, მეტაფიზიკას, მისტიკას, ნათელხილვას, ჰაერნაოსნობას, ელექტრობას, ტექნიკას, უცნაურობებს, ორიგინალურობას, გზები, გადატრიალებები, ძალადობა, დანაშაული, გარყვნილობა, არასწორი შეხედულებები.

სახე: რეფორმატორები, გამომგონებლები, ოკულტისტები, ხალხი რომელიც გატაცებულია ელექტრობით, ტრანსპორტით; რევოლუციონერები, დამნაშავეები, შეთქმულები, თვითმკვლელები.

ქმარი – რომანტიკოსი, დამოუკიდებელი, ნაკლებად ადარდებს სხვების აზრი.

ცუდი ასპექტებისას – ნევროზული, არასაიმედო ცოლ-ქმრულ ერთგულებაში. უცნაური ქცევებით და არაა გამორიცხული ნაადრევი სიკვდილი.

პროფესიები: მექანიკოსები, ელექტროტექნიკოსები, ავიატორები, ანტიკვარების სფეროში მომუშავე, არქეოლოგები, სიძველეებით მოვაჭრენი, ასტრონომები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ექიმები, რკინიგზის სფეროში მომუშავეები, კონომსახიობები ან პროდიუსერები, ნატუროპათები, ფსიქოანალიტიკოსები, უცნაური და განსაკუთრებული პროფესიები, ელექტრომაგნიტური სფერო, კოსმონავტიკა, რადიო, კინო, ტელევიზია, სამეცნიერო ფანტასტიკა და საესტრადო ჯადოსნობა, აზრების კითხვა და სხვა.

სიკვდილი: ძალადობრივი, უცნაური სიკვდილი, სატრანსპორტო და საავიაციო კატასტროფებით, სიკვდილი რაიმე დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის გამო, თვითმკვლელობა.

ავტორი: ქეთი

ურანის დამუშავება



About Kate

Scroll To Top