ფენ-შუი და სახლის დაცვა

ფენ-შუი და სახლის დაცვა

დადებითი და უარყოფითი ფენ-შუი 

ჩვენი სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია, რომლის ნაწილებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან. ყოველ ობიექტს, ბუნების ან ადამიანის შემოქმედებას, ნებისმიერ მოვლენას საკუთარი დანიშნულება აქვს. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროშია, ერთმანეთზე მუდმივ გავლენას ახდენს.

გარდა მატერიალური სამყაროსი, არსებობს სამყარო, რომელიც შეიძლება ვერ დავინახოთ, მაგრამ ვგრძნობთ მის გავლენას. იმისთვის, რომ ზუსტად გავაცნობიეროთ როგორ მოქმედებს უხილავი სამყარო ჩვენზე, გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც გიყვართ ან ოდესმე გყვარებიათ. რას განიცდით? რა გაგახსენდათ? თავი როგორ იგრძენით? ახლა გაიხსენეთ ადამიანი, რომელმაც რამე დაგიშავათ. წინა შემთხვევისგან განსხვავებულ ემოციებს იგრძნობთ. აზრები, რომლებიც გავლენას ახდენენ; სტიმულები, რომლებიც ძალას გვაძლევენ -აი, არაფიზიკური სამყაროს გავლენის ნათელი მაგალითები.

სწორედ ასე, ნებისმიერი საგანი, რომელიც გარს გვაკრავს, ბუნების ან ადამიანის შექმნილი, საკუთარ, უნიკალურ ენერგიას ფლობს და გავლენას ახდენს ჩვენზე. საჩუქარი, რომელიც გულწრფელადაა ნაჩუქარი – დადებით ენერგიას გვაძლევს, საკუთარი ხელით გაკეთებულ საგანში – ჩვენი ენერგიის  ნაწილი იდება და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს საგნები, რომლებიც უარყოფითი ენერგიით არიან ზუსტად ისევე, როგორც უარყოფითი ემოციები და აზრები ახდენენ გავლენას.

ახლა გაიხსენეთ სხვადასხვა სახლი, რომლებშიც ყოფილხართ. არსებობს სახლები, რომლებშიც შესვლა სასიამოვნოა, ზოგ ადგილს კი ცდილობთ სწრაფად გაშორდეთ. ფენ-შუის მიხედვით, სახლში დაგროვილი უარყოფითი ენერგია და „ცუდი ფენ-შუი“ არის მიზეზი, რომ მისგან სწრაფად გაცლა გსურთ.

და რა არის „კარგი“ ან „ცუდი“ ფენ-შუი?

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, „კარგი ფენ-შუი“ არის სახლი, რომელშიც უნდა იპოვნოთ კეთილგანწყობილი, დადებითი ადგილები, სახლი სწორად მოაწყოთ კუთხეების მახასიათებლების მიხედვით. „ცუდი ფენ-შუი“  – კი არასწორად მოწყობილი სახლია, რომელიც ან შეუსაბამო ადგილზეა აგებული ან მისი მოწყობის დროს შეცდომებია დაშვებული და უარყოფითი ენერგია გროვდება.

ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ენერგიის გამოყენება გარემოს შესაცვლელად – ჰარმონიის შესატანად ან დასანგრევად, სწორედ ასე შეიძლება დაგვეხმაროს სამყაროს ენერგიები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად „ვთამაშობთ“ სამყაროს კანონებით.

დადებითი ფენ-შუის აღსადგენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სახლიდან უსარგებლო ან გატეხილი საგნების გადაგდება. ნუ დაგენანებათ იმ საგნების გადაგდება, რომლებსაც დიდი ხანია არ იყენებთ. გამოათავისუფლეთ ადგილი ახალი ავეჯისა და ნივთებისთვის.

ნუ შეინახავთ ძველ ნივთებს სხვენზე. ფენ-შუის მიხედვით, ძველი ნივთებით გავსებული სხვენი, ერთ-ერთი მიზეზია ოჯახში პრობლემების წრმოსაქმნელად. თუ სახლში ახალ რემონტს გეგმავთ, რისი შეცვლის საშუალებაც გაქვთ, ყველაფერი შეცვალეთ ავეჯის ჩათვლით.

რაც შეეხება ანტიკვარულ ნივთებს. რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა რელიექვები გადაყაროთ. უბრალოდ ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოთ უსარგებლო ნივთები და თქვენთვის ძვირფასი მემკვიდრეობით მიღებული ან ანტიკვარული ნივთი. ასევე მნიშვნელოვანია, ანტიკვარული ნივთის მიმართ რა ემოცია გაქვთ და რას იხსენებთ. თუ ნეგატიურია – უმჯობესია თავიდან მოიშოროთ.

საკუთარ თავში ძველ ნივთებთან „გამომშვიდობების“ ძალა მოძებნეთ, ნუ შეგაჩერებთ ნურც ერთ დროს მათში გადახდილი თანხა და ნურც საჩუქრის მომტანის წინაშე „ვალდებულება“.

არასასურველია „მწვეთავი“ ონკანებისა და ნიჟარების ქონა სამზარეულოსა და აბაზანაში. აუცილებლად შეაკეთეთ.

მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სახლში მხარეების მიხედვით ჰარმონიის შეტანა.

სახლის დაცვა ფენ-შუის მიხედვით

თუ სახლის/ბინის ყიდვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაათვალიერეთ გარემო. იზრუნეთ „დაცვის ადგილების“ განთავსებაზე, რათა თავი ჰარმონიულად იგრძნოთ.

ფენ-შუის მიხედვით, მნიშვნელოვანია სახლში რა გვიდგას. ყოველ სახლს უნდა ჰქონდეს დაცვა.

დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა იწოდება როგორც „შავი კუ, მწვანე დრაკონი, თეთრი ვეფხვი და წითელი ფენიქსი“.

რას ნიშნავს და რისთვის გამოიყენება შავი კუ, მწვანე დრაკონი, თეთრი ვეფხვი და წითელი ფენიქსი?

შავი კუ სახლის უკანა მხარეა, მწვანე დრაკონი – სახლის მარცხნივ (თუ ვდგავართ სახით შესასვლელი კარისკენ ან შენობისკენ), თეთრი ვეფხვი – მარჯვნივ და წითელი ფენიქსი – წინ.

იმისთვის, რომ უფრო გასაგები გახდეს ამ ცხოველების მნიშვნელობა, წარმოვიდგინოთ, რომ სახლი მჯდომარე ადამიანია, რომელიც ისვენებს, გარშემო ყველაფერს აკვირდება. რა თქმა უნდა, მისთვის დასვენება უფრო მოსახერხებელი იქნება სავარძელში, ვიდრე ხმელ სკამზე. თუ წინ დავუდებთ ყავას, უფრო გაუხარდება, ვიდრე ცარიელი კედლის დანახვა, ანუ აქ საუბარია სახლის ჰარმონიულობაზე.

სავარძლის ზურგი – ეს შავი კუა, სავარძლის სახელურები – ვეფხვი და დრაკონი, ხოლო ჭიქა ყავა – წითელი ფენიქსი. იდეალურ შემთხვევაში სახლის უკან სასურველია იდგეს მთა, ამაღლებული ადგილი ან სულაც სახლი. მარცხნივ – ბორცვი (ტყე, სახლი, შენობა), სასურველია იგივე ზომის, რაც სახლია და მწვანე ფერის.

მარჯვნივ, დასავლეთ მხარეს – თეთრი ფერის ნაგებობა ან შენობა. სახლის წინ, სამხრეთით – სასურველია იყოს თავისუფალი სივრცე და განთავსდეს რაიმე, რაც თვალს ახარებს.

თუმცა, მრავალრიცხოვან ქალაქებში რთულია მსგავსი შენობის მოძებნა.
საკუთარ სახლში უფრო შეგვიძლია ფენ-შუის შესაბამისად დაცვის მოწყობა, განსაკუთრებით პროექტირების, სახლის გადაკეთების დროს. თუ ადგილი დიდია, „დაცვის“ შენობებად შეიძლება გამოყენებული იყოს მცირე შენობა-ნაგებობები, სათავსოები, ა/ფარეხი, გამწვანება და ა.შ.

ვეფხვის ან დრაკონის წერტილების უქონლობა სახლში მცხოვრებ ქალებსა და კაცებს შორის არასწორ დამოკიდებულებას აყალიბებს, ერთ-ერთს ბევრად ძლიერ როლს აკისრებს, მეორეს – სუსტს. მაგალითად: დრაკონის მხარის სისუსტემ შეიძლება განაპირობოს მამაკაცის მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელების მიმართ. ზედმეტად გაძლიერებულმა ვეფხვის წერტილმა – ქალები უფრო „მამაკაცური“ და აქტიური გახადონ.

თქვენი სახლის ფასადთან  ძალიან ახლოს მდებარე სახლმა ან ხმე, რომელიც ფანჯრის ხედვს „კეტავს“, შესაძლოა გამოიწვიოს პერსპექტივების უქონლობა და საკუთარი მიზნების გამოცალკევების შეუძლებლობა.

მომზადებულია fanfenshui.ru-ს მასალაზე დაყრდნობით

 სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top