ქალის იდეალი მამაკაცის ჰოროსკოპში

ქალის იდეალი მამაკაცის ჰოროსკოპში

მამაკაცები იყოფიან ორ ტიპად:

I-ძალიან დაინტერესებული ქალებით – ვენერა ვერძის, კუროს, ქალწულის, სასწორის, მორიელის და თევზების ნიშნებში. თავის მხრივ ეს იყოფა ორ ქვეკატეგორიად  ა) კონსტრუქციული მექალთანე – ვენერა კურო,სასწორში და თევზებში ბ) დესტრუქციული მექალთანე – ვერძი, ქალწული და მორიელი ვენერა

II ტიპის ვენერის (ვენერების) მქონე მამაკაცები არ არიან გულგრილი ქალების მიმართ მაგრამ აქვთ შედარებით ნეიტრალური დამოკიდებულება – ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, მშვილდოსანი თხის რქა, მერწყული ვენერა.

კონსტრუქციულ მექალთანეებს – უყვართ ქალები, ზრუნავენ მათზე, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები  ამ მამაკაცებთან თავს გრძნობენ კარგად.  შეიძლება ერთდროულად ჰყავდეთ ცოლიც და საყვარელიც.

დესტრუქციულ მექალთანეებს – უყვართ ქალები , მაგრამ არაფერი კარგი არ მოაქვთ მათთვის, უნგრევენ ცხოვრებას და მომავალს.მათ “საბედისწერო მამაკაცებს” უწოდებენ.

მე-2  ტიპის (ნეიტრალური დამოკიდებულების)  ვენერების მქონე მამაკაცები  არ არიან გულგრილი ქალების მიმართ, თუმცა  მათ არც კარგი და არც ცუდი  გავლენა არ აქვთ ქალის ცხოვრებაზე.

მამაკაცს ვენერით ვერძში მოსწონს აქტიური ქალები, მებრძოლი და ლიდერის თვისებებით,  არ იქნება წინააღმდეგი თუ სასიყვარულო ურთიერთობებში ქალი ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებს. ამ მამაკაცს უყვარს და დაინტერესებულია ქალებით , მიდრეკილია ღალატისკენ, ეს მექალთანე – “საბედისწერო მამაკაცია ” –  მალე აინთება და მალევე ცივდება.  ის ჰგავს მონადირეს, დამპყრობელს, ამიტომ ამ მამაკაცთან სიფრთხილეა საჭირო და მუდმივად   “კატა – თაგვობანას” თამაში. ამასთან   “თაგვი ” უნდა იყოს თავად ეს მამაკაცი და ხოლო ქალმა  “კატის” როლი უნდა შეასრულოს.

 მამაკაცს ვენერით კუროში ხიბლავს მგრძნობიარე ქალები, ვისაც შეუძლია შეუქმნას კომფორტი. ეს მამაკაცი აფასებს ქალის მოხდენილ ფიგურას და დიდ ყურადღებას აქცევს მის გარეგნობას. ის განეკუთვნება “კონსტრუქციულ მექალთანეს”, ეს მამაკაცი ქალს “ხელის გულზე ატარებს” , მიართმევს ყვავილებს, საჩუქრებს , მაგრამ მასე ექნება ინტერესი სხვა ქალების მიმართაც. ის  კარგი მეოჯახეა, ამ მამაკაცისთვის სიყვარული საკუთარი თავის გამოხატვის ერთერთი საშუალებაა. მამაკაცს  ვენერით  კუროს, ყოველთვის ექნება ფული და შესაძლებლობა,  ნებისმიერ  ქალს  კომფორტულად  აგრძნობინოს თავი მის  გვერდზე

 მამაკაცი ვენერით ტყუპებში  “სიტყვით გიგანტი, საქმით პატარა” – ბევრს საუბრობს სიყვარულზე, მაგრამ მისი სიტყვების უკან არაფერია. იშვიათად,  რომ სიტყვები საქმით განამტკიცონ, ქალების მიმართ აქვთ ნეიტრალური დამოკიდებულება – არ შეაქვთ მათ ცხოვრებაში არც პოზიტივი და არც ნეგატივი. ქალის იდეალი მათთვის არის  – მეგობრული, მსუბუქი ხასიათის, საინტერესო თანამოსაუბრე, მეგობარი რომელთანაც სასიამოვნოა მგზავრობა, მოგზაურობა, ხშირად უყვარდება თანაკლასელები.  მას ღლის ქალების ლაქლაქი , მიუხედავად იმისა , რომ  თავად ძალიან უყვართ ბევრი ლაპარაკი.

 მამაკაცი ვენერით კირჩხიბში ეძებს მეოჯახე ქალს, მშვიდი ხასიათით, რომელსაც შეუძლია ოჯახური ტრადიციებისთვის ფუძის ჩაყრა და განვითარება. მოსწონს ისეთი ქალები რომელსაც უყვარს და პატივს სცემს მშობლებს. ეს მამაკაცი ძალიან აფასებს ქალში მეოჯახის და დედის თვისებებს. ვენერა კირჩხიბში  საყვარელ ადამიანში დაიწყებს დედამისის ხასიათის შტრიხების ძებნას, ქალების მიმართ აქვს მშვიდი დამოკიდებულება.

 მამაკაცი ვენერით ლომში განიცდის ვნებას ელიტარული ქალების მიმართ , რომლებიც საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ. ამ მამაკაცს მოსწონს თვალში საცემი, კურტიზანის ტიპის ქალები. მას სურს იამაყოს თავისი რჩეულით , ის ეცდება გამოჩნდეს საყვარელ ქალთან ერთად საზოგადოებაში და წვეულებებზე.  ქალების მიმართ აქვთ მშვიდი განწყობა. ქალი მისთვის არის მხოლოდ საშუალება, რათა საკუთარი თავის და კარგი გემოვნების დემონსტრირება მოახდინოს. ასეთი ვენერის მქონე მამაკაცის მეწყვილე არ უნდა იჯდეს სახლში, ქალმა უნდა იაროს მასთან ერთად რესტორნებში, თეატრში, კლუბებში, კონცერტებზე ან მოაწყოს თეატრალური წარმოდგენები სახლში და მოიწვიოს სტუმრები. გარდა ამისა მამაკაცი ვენერით ლომი დაინტერესებული იქნება,  რომ მისი საყვარელი ქალი დაკავებული იყოს სპორტით და მოახდინოს შემოქმედებითი თვითრეალიზება.

 მამაკაცს ვენერით ქალწულში მოსწონს მშვიდი, წყნარი და შრომისმოყვარე ქალები, რომლებიც ყველაფერს მოითმენენ. კარგი იქნება თუ ის იქნება ეკონომიური, სისუფთავის და წესრიგის მოყვარე. ამ მამაკაცს არ მოეწონება სახლში “ჩამჯდარი” ქალი,  არ იქნება წინააღმდეგი თუ ქალი იქნება კარგი სპეციალისტი თავის პროფესიაში. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მას არ ექნება ინტერესი  სხვა ქალების მიმართ. შეიძლება ჰქონდეთ “რომანები” სამსახურში. ოჯახში ის ყოველთვის კაპრიზულია და მეწვრილმანე. ამ მამაკაცთან ქალს ყოველთვის ექნება დისკომფორტი – ის  დესტრუქციული ქალთმოყვარეა  ე.წ –  “საბედისწერო მამაკაცი” .  იდეალის პოვნის შემთხვევაშიც კი , ვენერა ქალწულ მამაკაცთან თანაცხოვრება ქალისთვის უბედური იქნება.

 მამაკაცს ვენერით სასწორში  ლამაზი ქალები უყვარდება. სიყვარულთან აქვთ  მსუბუქი დამოკიდებულება.  ბევრი ხანმოკლე რომანი აქვთ. კარგად გაწაფული არიან  სასიყვარულო ურთიერთობებში და შეუძლიათ  თავი მოაწონოს არაერთ ქალს.  მათი ერთგულების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ.  თუმცა  მიუხედავად  სასიყვარულო ურთიერთობებში  ასეთი  ქარაფშუტა დამოკიდებულებისა, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მათთან თავს კომფორტულად იგრძნობენ.

მამაკაცი ვენერით მორიელში  ძალიან სახიფათოა, ეს საბედისწერო სიყვარულია.  მამაკაცები  ვენერით მორიელში ვნებიანი საყვარელები არიან. ისინი თავს უფლებას აძლევს ჰქონდეს ურთიერთობა სხვა ქალებთანაც. ამ მამაკაცებს იზიდავს “საბედისწერო ქალები”, ალქაჯის, “ჯადოქრის” ტიპის. ასევე  ძალიან იზიდავთ  გარყვნილი ქალები, სექსუალური გადახრებით.  სიყვარულსა  და სექსში მუდმივად ეძებენ  ახალ შეგრძნებებს. საყვარელი ქალი მათ  გვერდზე თავს კომფორტულად და მშვიდად ვერ იგრძნობს. ვენერა მორიელები დესტრუქციული მექალთანეები არიან.

 მამაკაცს  ვენერით მშვილდოსანში მოსწონს აქტიური ქალები. რომელთანაც შეუძლია  იაროს ტურისტულ ლაშქრობებში, იმოგზაუროს და ვისთან ერთადაც  დაკავებული  იქნება თანამედროვე გასართობებით. შეყვარებული ჰყავს როგორც ამხანაგი .  არ იქნება წინააღმდეგი თუ საყვარელი ქალი ისწავლის , გაიფართოვებს თვალსაწიერს, შეისწავლის უცხო ენებს, ფილოსოსფიას და სხვა ქვეყნების კულტურას ან დაკავებული იქნება სამეცნიერო მოღვაწეობით ან  თუ ის  რელიგიურია.  ქალების მიმართ აქვთ ნეიტრალური  დამოკიდებულება.

მამაკაცი ვენერით თხის რქაში – რეკორდსმენია სასიყვარულო თამაშებში.  თუმცა დიდხანს აკვირდებიან ინტერესის ობიექტს . ამ მამაკაცებს მოსწონს სერიოზული, მკაცრი და კარიერისტი ქალები.   ვენერა თხის რქა მამაკაცებს  ქალების მიმართ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება.  გრძნობების გამოხატვაში არიან  თავშეკავებული ,  ცივი და ჩაკეტილი.

 მამაკაცს ვენერით მერწყულში  უყვარდება მეგობრული, ასტროლოგიით დაინტერესებული თავისუფლად მოსაუბრე ქალები.  საყვარელი ქალი უნდა იყოს ორიგინალური საქციელით , ჩაცმულობით ან რაიმე სხვა საკითხში. მამაკაცებს  ვენერით მერწყულში ქალმა უნდა მისცეს ასპროცენიანი თავისუფლება, რადგან მისთთვის  მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობები და მის სამეგობროში მამაკაცების გარდა არიან ქალებიც. თუმცა  ურთიერობები “მეგობარ ქალებთან” არ გასცდება მეგობრობის ფარგლებს და ეჭვიანობა უსაფუძვლო იქნება. ქალების მიმართ აქვს მშვიდი დამოკიდებულება.

 მამაკაცს ვენერით თევზებში მოსწონთ სენტიმენტალური, თანაგრძნობის უნარის მქონე, “არა ამქვეყნიური” შემოქმედებითი, ფსიქოლოგიით და ოკულტური მეცნიერებებით დაინტერესებული ქალები.მათ  შეუძლია შეიყვაროს ფიზიკური ნაკლის მქონე, ინვალიდი, ან ავადმყოფი, რომელსაც სჭირდება მზრუნველობა .ვენერა თევზები მამაკაცები  ყველაზე მოსიყვარულეები არიან და   ყოველთვის  მზად არიან  თავისი სიყვარული გაუნაწილოს ყველას ვინც ამას საჭიროებს.

წყარო:

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top