ქირონის ასპექტები მარსთან

ქირონის ასპექტები მარსთან

ზოგადი დახასიათება

„ცნობიერებისა და ნებისყოფის ქმედება“

გადაწყვეტილების მიღების, სიტუაციებში ორიენტირებისა და თვითგანმტკიცების უნარი. სივრცეში გადაადგილების კარგი უნარი. მარსისა და ქირონს შორის ნებისმიერი ასპექტი წარმოუდგენელი დაბრკოლებების გადალახვის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ტიპის ასპექტები ნათხემის სფეროს მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ქირონი მარსთან კვადრატის დროს აღმოაჩინეს, ამიტომ ამ ასპექტის გავლენა მუდამ ეტყობა.

მარსის შეერთება ქირონთან

მარსისა და ქირონის შეერთების მქონე ადამიანს ყველაფრის თავისებურად გაკეთების წარმოუდგენლად დიდი სურვილი აქვს. ბავშვობაში მხოლოდ იმ ადამიანს დაუჯერებს, რომელსაც მასწავლებლად იღებს. სირთულეს აწყდება მუდმივი გზის არჩევის დროს (მხოლოდ საინტერესო ადამიანებს უსმენენ, რომლებიც ცხოვრებას ყოველთვის რეალურად არ უყურებენ). მარსის „გაკვეთილებს“ აწყდება, სანამ არ გაითავისებს. გამოირჩევა: სექსზე თავისებური შეხედულებით („მარილიანი“), ყველაფრის მიმართ უნიკალური გასაღების მოძებნით. ამ ასპექტის მქონე ადამიანმა კარგად იცის თუ როგორ მიაწოდოს ხალხს აზრები, ჰიპნოზური შესაძლებლობები აქვს. ასეთი ადამიანები ძლიერი ფიზიკური კონსტიტუციით, ამტანობით, დაჟინებულობით, სიძლიერით, „მკვლელი“ მზერით გამოირჩევიან. თუ ასპექტთან სატურნია დაკავშირებული ან სატურნს კვადრატი აქვს მარსთან (უფრო მეტად) – ადამიანისგან ენერგიის ძლიერი გამოსროლა ხდება, „თვალები სისხლით ევსება“ და „წითელი ნაჭრის დამნახავ ხარს“ ემსგავსება. დამახასიათებელია სიჯიუტე (კედლის თავით მტვრევა). განრისხების დროს – „ყურებიდან ორთქლის გამოშვება“. თუ შეერთება მე-8 სახლშია – ჰიპერსექსუალურობას იძლევა. პლუტონთან დაძაბული ასპექტის შემთხვევაში – შესაძლოა ტირანის მახასიათებლები განვითარდეს. ასპექტმა შესაძლოა თავის ტკივილები გამოიწვიოს.

მარსის სექსტილი ქირონთან

ადამიანი-გმირი, მამაცი, თავგანწირული, არაფრის ეშინია, სამშობლოს ნამდვილი დამცველია. როგორც წესი, სტრატეგიული აზროვნების ტიპი აქვს. სწრაფად და სწორად აფასებს სიტუაციას, რის შედეგადაც გადაწყვეტას ადვილად ახერხებს. სისულელეებზე დროს არ ხარჯავს. ეს ასპექტი ადამიანებს დარწმუნებულობას მატებს იმაში, რომ ჩაფიქრებული ყოველთვის რეალიზდება. საკუთარი ქმედებების სისწორეში გულწრფელად დარწმუნებულია. მისთვის სწორი შეფასებითი (ღირებულებების) სისტემის ქონა აუცილებელია. ამ ასპექტის მქონე ადამიანებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი ენერგიისთვის მიმართულების მიცემა და მისი კონტროლი, გენერირება შეუძლიათ. შეუძლიათ მჭრელი საგნების დადებითად გამოყენება, მაგალითად – ქირურგობა. ნებისმიერ საქმეში უნიკალურ შტრიხები შეაქვთ. კარგი ასპექტია: მძღოლებისთვის, მეომრებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექსტრემალური პროფესიებისთვის, მანქანებსა და დანადგარებთან მომუშავეთათვის. დამახასიათებელია სწრაფი რეაქციები.

მარსის ტრინი ქირონთან

საკუთარ ქმედებებში მუდამ ახლის შეტანის შესაძლებლობები აქვს (ზოგჯერ ქვეცნობიერად), რისკიანია. სასურველია უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. პრობლემების გადაწყვეტას ადვილად ახერხებს. თუ გზაზე პრობლემას აწყდება, ცდილობს არ შემაჩნიოს და თავისი გზით მიდის. ზედმეტი ენერგიის ხარჯვას არ იწყებს. შეიძლება უსიამოვნებებზე ყურადღება მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად გაამახვილოს. ცხოვრების სფეროებში (სახლებისა და ნიშნების, რომლებშიც ქირონი და მარსია) სასიცოცხლო ძალების გამძლეობის შემოწმება ხდება. ამ ასპექტისთვის მოულოდნელი სურპრიზებია დამახასიათებელი. მარსის ტრინს ქირონთან მოქმედებებში დახვეწილობა შეაქვს. ინდივიდს დიდი ძალის ხარჯვა, მძიმე შრომა არ უწევს. უფრო მეტად ინტელექტუალურ მუშაობას ეწევა. კაცის რუკაში – მამაკაცურობა, ვაჟკაცობა, წარმოსადეგობა, სიმამაცე, მამაკაცური ხიბლი, რისკიანობა. ყველა ეს მახასიათებელი ქალთა გარემოცვაში მიმზიდველს ხდის. თუ მარსი დაზიანებულია – საკუთარ ხიბლს მიზნების მისაღწევად იყენებს. ამ ადამიანს შეუძლია: ლამაზი კომპლიმენტების თქმა, სხვების დამშვიდება, ქალთა სურვილების გამოცნობა. ქალის რუკაში – გონების ე.წ. „მამაკაცური წყობა“, ძლიერები, აქტიურები და მებრძოლები არიან.

მარსის კვადრატი ქირონთან

„აზრები მოქმედებაში“, „ჩემი სიტყვა კანონია“. ამ ასპექტის მქონე ადამიანები ტაქტითა და სტრატეგიის შემუშავების სირთულით გამოირჩევიან. აზროვნება ნებელობაზე ზემოქმედებს ან პირიქით. თუ მარსი ძლიერია, მაშინ ინდივიდს ცნობიერების საუკეთესო მხრით განვითარების შანსი აქვს (ნებისყოფის დახმარებით). საკუთარ თავს ექსტრემალურ სიტუაციებში შეიცნობს. ამ დროს თავს ძლიერ პიროვნებად გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებასთან შეგუება, ახალი მეთოდების ექსპერიმენტირება შეეძლოს. ბავშვობასა და მოზრდილობაში განსხვავებულები არიან. ინდივიდი მოქმედებათა გეგმას ამუშავებს და მისი შესრულების მეთოდებს პოულობს. აღნიშნული მეთოდები მის ჩვევებს შეესაბამება (მოცემულ ეტაპზე). თუ ის წარმატების ფორმულას პოულობს მიდრეკილია მუშაობის შეწყვეტისკენ. აუცილებელია ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი ორიენტაციის გამომუშავება. მთლიანობაში, ქცევის სამი სახე ახასიათებს: 1.ახალი მიზანდასახვები, მაგრამ ყველაფერი ეშლება და იგივე გადაუწყვეტელ პრობლემებთან ბრუნდება. 2. გაკვეთილს ხვდება – ახალი მეთოდებისა და მიმართულებების დანახვას იწყებს, რასაც ახალ შესაძლებლობებამდე მიჰყავს. დამანგრეველი შედეგებით ხშირად უკიდურესობებში ვარდება 3. ყველაფერთან შემგუებელი ხდება.

ეს ასპექტი ხშირად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებმაც არ იციან ენერგია სად დახარჯონ. უარყოფითი კუთხით – ხელჩართული ბრძოლისკენაა მიდრეკილი. ზეაქტიური ადამიანია როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურ დონეზეც. მცირე დროში დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია (თუმცა, სტრესული იქნება). მისთვის კარგი იქნება სპორტის რომელიმე სახეობის მიყოლა.

მარსის ოპოზიცია ქირონთან

მებრძოლთა ასპექტია. ხშირად სუსტებისა და ნაკლებად იღბლიანთა დამცველად გვევლინება. ნაკლებად განვითარების შემთხვევაში – მხოლოდ საკუთარი პოზიციისა და სიმართლისთვის მებრძოლია. შემტევები, შეუპოვრები, საკუთარი თავის გამტანები. მოურიდებლად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. სექსუალური მიმზიდველობა აქვთ. დაბალ დონეზე კი – სადისტური ქმედებები ახასიათებთ. ადამიანმა თავად არ იცის რა შეუძლია. აღმოუჩენელი ნიჭის პატრონია. ხშირად არ იცის საკუთარ შემოქმედებით ძალაზე, ხვდება, რომ მასში არის „რაღაც“, მაგრამ აღნიშნული უნარების განმტკიცება და ამოტანა რთულია. სატურნის ნებისმიერ ასპექტს მარსთან მისი შეჯანჯღარება შეუძლია. ამ შემთხვევაში სატურნი მართავს, იმპულსს აძლევს, მიმართულებას და მიზნებს უსახავს. ინდივიდი დიდხანს ფიქრობს სიტუაციაზე, შემდეგ რეალიზება ხდება, ბოლოს კი – შედეგების მიღება. ამ ასპექტის შემთხვევაში, ადამიანს დიდხანს, მიზანმიმართულად და ენერგიულად მუშაობა შეუძლია. რადგან ამ შემთხვევაში ქირონი აქცენტს ქმედებებზე აკეთებს, შესაძლოა ინდივიდი ხშირად ვერ ხვდებოდეს საკუთარი ქმედებების მიზეზს. ქალის რუკაში – შესაძლოა ე.წ. „მამაკაცური ხასიათი“ სჭარბობდეს.

ძირითადად დამუშავებულია vgoroskope.ru-სა და ა. და ლ. შმიდტების მასალა.

ავტორი: თამთა


About Kate

Scroll To Top