ქირონის ასპექტები მზესთან

ქირონის ასპექტები მზესთან

ქირონის ასპექტი მზესთან ხშირად თავს აგრძნობინებთ განსაკუთრებულად. ძლიერი სურვილები, შესაძლოა სხვებს საკუთარი ორიგინალური იდეებით ეხმარებოდნენ. კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირებენ. საჭიროა ისწავლონ კრიტიკის მიღება „მებრძვიან, ვძულვარ“ შეგრძნების გარეშე. უარყოფითი კუთხით: მორცხვები თავის გამოხატვაში.

 მზის შეერთება ქირონთან (0 გრადუსი)

შემოქმედებითი ბუნება, ენთუზიაზმი, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად ამყარებს ურთიერთობას. შესაძლოა გარშემო ბარიერები არსებობდეს, რომელთა დაძლევა უჭირთ, ძნელად ეგუებიან ტრადიციებს და წესებს. თავად ირჩევენ საკუთარ გზას, მიზნებს,არ აღიარებს საზღვრებს. ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე .

მზის სექსტილი ქირონთან (60 გრადუსი)

ეს ასპექტი ხელს უწყობს საკუთარი მიზნებისა და სურვილების შესრულებას, ადვილად ახერხებენ სიძნელეების გადალახვას, ეძლევად დიდი შესაძლებლობები, კარგად ესმით იმ ადამიანების, რომლებიც რაღაცით განსხვავდებიან საზოგადოდ მიღებული ნორმებისგან. მუდმივად მოძრაობაში არიან. სწრაფი აზროვნების უნარი აქვთ,ნებისმიერ ქმედებაზე სწრაფად რეაგირებენ. მათგან კარგი მასწავლებლები გამოდიან.

მზის ტრინი ქირონთან (120)

ბავშვობიდანვე იცოდნენ ვინ იყვნენ, ასპექტი ხელს უწყობს საკუთარი თავის გაგებას, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას. ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა ეძლევათ, შესაძლოა საკუთარ თავში უნიკალური ტალანტის აღმოჩენაც, შემოქმედებითი ადამიანი. უარყოფითი კუთხით შეიძლება ეგოს ზრდა („ყველანი ვალდებულნი ხართ…ჩემს წინაშე”), თუ მზე ძლიერია-გენიალურობა, ხოლო სუსტი მზის შემთხვევაში – გონებრივი სისუსტე.ეს ადამიანი კამპანიების “სული და გულია”

მზის კვადრატი ქირონთან (90 გრადუსი)

ადამიანი,რომელმაც უნდა შეცვალოს სამყარო (მოუწევს),ხშირად ქირონი იმდენად უშლის მზის გამოვლინებას ხელს,რომ ამ ადამიანებს უწევთ საკუთარი თავისა და ნების შეცვლა.იმპულსები ხელს უშლიან მოქმედებაში. სასურველია არ დაეყრდნონ საკუთარ თავს და მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე არ ორიენტირდნენ, საჭიროა იზრუნონ საბოლოო შედეგებზე. კარგი ასპექტია მეომრებისთვის და სპორტსმენებისთვის.

მზის ოპოზიცია ქირონთან (180)

ადამიანს აძლევს ბოლომდე ბრძოლის შეგრძნებას, სანამ არ გაიმარჯვებს. კარგად იციან ამ ცხოვრებაში სადაა მათი ადგილი.პიროვნება და მისი გონება გაყოფილია, შესაძლოა ამბიციებმა ხელი შეუშალოთ მოქმედებაში.აქვთ პრინციპები,რომლებსაც სურთ მიყვნენ, მაგრამ უჭირთ ან არ მიყვებიან. ხშირად იწვევენ გარშემომყოფებს და ასევე ადვილად იღებენ გამოწვევებს, ჰყავთ ბევრი მტერი, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ შესაძლოა მტრები მეგობრებად იქცნენ. საჭიროა ისწავლონ სხვების მოსმენა.

 მზის სესკვი-კვადრატი ქირონთან (135)

ქირონი მზეს (ადამიანს, მის ნებას) უბიძგებს მოქმედებისკენ, მატებს გაურკვევლობის შეგრძნებას. ამ ადამიანს უჭირს დასვენება, ან საერთოდ ვერ ახერხებს. ან მუდმივად საქმეს აკეთებს, ან თვითონ იქმნის პრობლემებს. ასტრალურ დონეზე ან თავად ესხმის თავს ან მას ესხმიან.არ არის კარგი ასპექტი პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევის მხრივ.

მზის კვიკონსი ქირონთან (150)

მათ აქვთ ცოდნა (შინაგანი) თუ რა უნდა გააკეთონ და როდის. შესაძლოა წინსვლა გაუჭირდეს,გადაადგილება. მუდმივად ბრუნდებიან წარსულში და იხსენებენ წარუმატებლობებს.ახასიათებთ სხვებთან საკუთარი ცხოვრების გამო ტირილი. საჭიროებს ადაპტირებას. ხშირად გულის დაავადებები აწუხებთ .

ავტორი: თამთა


About Kate

Scroll To Top