ურანის და ქირონის შეერთება

ურანის და ქირონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ურანის შეერთება  მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.

 

ქირონის შეერთება: „სჯობს  ღმერთს  ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ“

ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით  დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ  პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება.   დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.

სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში),  სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.

ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტით მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.

ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.

 

ურანის და ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

ელექტრული განმუხტვა

ურანთან ასპექტები ხშირად გვხვდება 1952 წლის შემდეგ დაბადებულთა რუკაში. ამ პლანეტების ურთიერთქმედება ცნობიერების გასაღებს იძლევა. დამახასიათებელია: ზებუნებრივი უნარები, გამოხატული თვისებები, თვალთმაქცობის უარყოფა, პიროვნების გაორება, იმპულსის გაზრდა, სიტუაციების მყისიერი აღქმა, ინტუიცია და მისი აზროვნებაში გარდაქმნა. ხშირად ზღვარი გენიოსობასა და შიზოფრენიას შორის გადის _ ურთიერთწინააღმდეგობრიობის კანონია. ადამიანი ცვლილებებისკენაა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა უნიკალურობა ინდივიდუალურობით გამოავლინოს. მას შაბლონები არ მოსწონს. აღმოჩენების წყურვილი აქვს და მიდრეკილია მეცნიერების, თეორიის პრაქტიკული გამოყენებისკენ.

 

ურანის და ქირონის შეერთება

„სინათლის სვეტი სიბნელის სამეფოში“

Jorge Luis Borges _ ♅ ☌ ⚷ ♐

ეს ასპექტი სიცოცხლის დაუჯერებელ წყურვილს, მის სრულყოფილად გავლის, საკუთარი კვალის დატოვების სურვილს იძლევა. კაცობრიობის, „სინათლის“ გამარჯვების გულწრფელად სჯერა. უარყოფითი კუთხით – ამაოება, პატივმოყვარეობა ახასიათებთ.

საზოგადოებრივ აზრს გამოწვევას ესვრიან – „მე ყველაფერს ისე არ ვაკეთებ, როგორც სხვები“. საკუთარი იდეების სჯერათ. გაერთიანების ასპექტია და ორი მეტალის შეერთებას ჰგავს, რომელიც მესამეს იძლევა. ეს უკანასკნელი კი ხარისხობრივად განსხვავდება. თუ ქირონს წარმოვიდგენთ როგორც ცხენს, ხოლო ურანს – ფრთებს, მათი გაერთიანებით ვიღებთ ფრთოსან არსებას – პეგასს. შესაძლოა ინდივიდს წინა განსხეულებები ახსოვდეს. ისინი ორ ნაწილად იყოფიან – ან შიზოფრენიით დაავადებულებად ან გენიოსებად. დამახასიათებელია: ნათელმხილველობა, ასტრალში და უფრო ზედა დონეებზე მოგზაურობა. სამი დონის აზროვნება: კატეგორიული (კატეგორიების მიხედვით აზროვნებენ), კატეგორიალური (შეუძლიათ კატეგორიებს გადაუხვიონ) და უკატეგორიო (ის ნაწილი, რომელიც არცერთ კატეგორიაში ჯდება; მეხსიერება წაშლილი არ აქვთ და ყველა წინა ცხოვრება ახსოვთ).

ფიზიკურ დონეზე თვალების სწრაფი მოძრაობა ახასიათებს, თითქოს გარშემო ყველაფერს აკვირდება, სწრაფად სწავლობს და აანალიზებს. შესაძლოა ეთერული მხედველობაც ჰქონდეს. აღქმა ერთდროულად მენტალური, ინტუიციური, ეთერული არხებით ხდება. მისი მიზანი – ათვისება და მისაკუთრებაა. ამიტომ, შესაძლოა მის სახლში უფუნქციო ნივთებს, ძველისძველ გაზეთებს ან ამონაჭრებს გადააწყდეთ. მისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება და სისუფთავის დაცვა, რადგან ხშირად ასტრალური და ფიზიკური დაბინძურება ხდება. ერთ-ერთი ვერსიით, თუ ქირონს ან ურანს პლუტონთან კვადრატი აქვს – არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, სექსუალური თავაშვებულობა ან ალკოჰოლდამოკიდებულება შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ურანის ქირონთან შეერთების დროს ადამიანს მხოლოდ რომელიმე დონეზე მუშაობა შეუძლია – ან ასტრალურზე ან მენტალურზე. ოპოზიციის შემთხვევაში კი პირიქით ხდება – ორივე დონეზე მუშაობა შეუძლიათ. ეს კავშირი ექსცენტრიულ ქცევას, დაულაგებელ აზროვნებას, ლოგიკურ და ალოგიკურ გადაწყვეტილებებს ანიჭებს. შეერთება და ოპოზიცია ორ განსხვავებულ მხარეს ანიჭებენ – „მე შენ ხარ, შენ – მე ვარ“ , „მე ვმუშაობ“ (შეერთება), „მე და შენ – ჩვენ ახლოსაა /ჩვენ ახლოს ვართ (ურთიერთშეღწევა, სიმბიოზი)“, „ჩვენ ვმუშაობთ“ (ოპოზიცია); ამ ორი პლანეტის შეერთების შემთხვევაში ადამიანი ჯერ იმპულსს იღებს, შემდეგ ფიქრდება და ამუშავებს. ოპოზიციის შემთხვევაში პირიქითაა – დიდხანს ფიქრობს და გონება უნათდება, ანუ სპონტანურ გადაწყვეტას ახერხებს.


About Kate

Scroll To Top