ქირონის ასპექტები

ქირონის ასპექტები

ქირონი მუდმივად ცნობიერების ახალი საფეხურისკენ უბიძგებს პლანეტას. განსაკუთრებით  ქვეცნობიერის იმ ნაწილებში, რომელიც დაკავშირებულია წარსულ ცხოვრებაში გადატანილ ბრძოლებთან, რაც მიმდინარე ცხოვრებაში ჩვენს რეაქციებს განაპირობებს, პლანეტით მართულ სფეროებში. მაგალითად, ინდივიდი, ვენერა-ქირონის კვადრატით, მიდრეკილი იქნება სასიყვარულო ურთიერთობაში ჩაერთოს ისეთ ადამიანთან, რომელმაც წარსულ ცხოვრებაში ძლიერი ტრავმა მიაყენა.

ქირონი სატურნის ორბიტის მიღმა მდებარეობს. სატურნის, რომელიც დროს და რეალობას მართავს. ეს ის ადგილია, სადაც „აქ და ახლა“ სინქრონიზაციას საჭიროებს. ამის უნარს კი ჩვენი გამოცდილებით ვიღებთ, გავარჩიოთ ხილული და უხილავი განზომილებები,  ფოკუსის მარტივი გადართვით, რაც ცნობიერების ახალ დონემდე მიღწევაში დაგვეხმარება. მაგალითად, ეს ადამიანის ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც  ახალგაცნობილ ადამიანთან „სულიერი ნათესაობის“ განცდას გაძლევთ. ასე რომ, ქირონთან ასპექტით დაკავშირებული პლანეტა უმაღლეს ცნობიერებაზე განეწყობა და  ადამიანის სული მარტივად უკავშირდება უნივერსალურ გონებას, სადაც დრო აღარ არსებობს.

ქირონთან ასპექტით დაკავშირებული პლანეტა თავიდან ძლიერ რყევებს განიცდის, რადგან ის იძულებულია მიიღოს ენერგია, რომელიც უნდა გამოსცადოს და რაშიც უნდა დაოსტატდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქირონი  სატურნისა და ურანის ორბიტებს შორის მდებარეობს. ამიტომ, მისი როლი დესტაბილიზაციის შემოტანაა, როდესაც ურანის ქაოტური ენერგიას სატურნის მყარად კრისტალიზებულ ფორმებში გადასცემს.

ქირონთან ასპექტები ძალზედ  შეუმჩნეველია, რადგან ის სწორედ ასეთი ფაქიზი ვიბრაციებისკენ გვიბიძგებს. მაგრამ, იმავდროულად, სკალპელივით ნატიფი და ბასრი ქირონით შეგვიძლია „გავკვეთოთ“ ცნობიერების დონეები.  ქირონის გამოყენებით შესაძლებელი ხდება სხვა განზომილებების შეგრძნება. ქირონის ნათალური ასპექტი ახალი ყლორტის აღმოცენებას წააგავს, რომელიც უზარმაზარი ენერგიით იკვებება  ფესვთა სისტემიდან და რამდენადაც მივცემთ საკუთარ თავს ქირონული ენერგიით ავსების საშუალებას, იმდენად ახალგაზრდულ სულს და დიდ იმედებს შთაბერავს ჩვენს  სისტემას.

მენტალური რეზონაცია ასევე ძალიან ძლიერია. ქირონის ასპექტები  ცნობიერების ფართო ველის გასაღებია, რომელიც ჩვენს დროში ჯერ კიდევ  არ არის კარგად შესწავლილი.

საშუალო ადამიანის რუკაში, სანამ ადამიანი ჰოლისტიკურ ან სამკურნალო ხელოვნებაში გაერკვევა, ქირონი „ღრმა ბავშვობის პრობლემების“ სახით ვლინდება, რომელიც ზრდასრულ ადამიანზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აისახება. ქირონი ერთგვარი „ბრმა წერტილია“, წყლული, რომელსაც ადამიანი, პირდაპირი მითითების შემთხვევაში, უარყოფს ან ვერ ხედავს, ამიტომ მასთან ტაქტი უნდა გამოიჩინოთ და თანაგრძნობით  მიუდგეთ.

განვითარებული ქირონი „შენიღბული წყალობაა“, ბედნიერება უბედურებისგან. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, მაგრამ მოგვიანებით უკეთეს სამსახურში მოხვდეს ან სულაც საკუთარ ბიზნესი წამოიწყოს და ის „უბედურება“, რომელიც სამსახურის დაკარგვის გამო გადაიტანა, მის სასარგებლოდ შემოტრიალდება. ან დაკარგოს ისეთი პარტნიორი, რომელიც ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე,  ახალ კანდიდატთან შეხვედრამდე, რომელიც მანამდე თავად უარყო.

განკურნების უნარი: რაც უფრო ძლიერი პოზიცია აქვს ქირონს ასპექტურად, მით უფრო ძლიერია მისი განკურნების ნიჭი. ამ უნარის უტყუარი ინდიკატორია ქირონის მდებარეობა კუთხოვანი სახლების კუსპიდთან, განსაკუთრებით ასცენდენტთან (I სახლის კუსპიდი) ან ზენიტთან (X სახლის კუსპიდი).


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top