ქირონი ვერძში

ქირონი ვერძში

„ბრძოლა“

ააქტიურებს ვერძისთვის დამახასიათებელ თვისებებს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია უცაბედი ცვლილებები, ძლიერი პიროვნების როლის მორგება, მის ქცევებს ახასიათებს სიფრთხილე და რაც უფრო ფრთხილობს, მით უფრო ექმნება პრობლემები. ეს ადამიანი ხშირადაა ორ ცეცხლს შორის-მას სურს აქტიურობა და ამავე დროს სურს  განმარტოება. შედეგად კი ბოლომდე თითქმის არცერთი საქმე არ მიჰყავს.

ენერგიულობას იყენებს როგორც ინსტრუმენტს. შესაძლოა მიდრეკილება და ინტერესი არატრადიციული მედიცინისკენ; დამახასიათებელია ფსიქოლოგიური და ჰიპნოზური შესაძლებლობები.ეს ადამიანი ხშირად გვევლინება ჰარმონიის დამრღვევად, სხვებთან ურთიერთობაში ხშირად არ უსმენს მათ და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე.

უარყოფითი კუთხით, ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თუ არ გააკონტროლებს საკუთარ სურვილებს, შესაძლოა სხვებისთვის  ხელისშემშლელი გახდეს. სულიერი განვითარება ცეცხლის ნიშანში მყოფი ქირონისთვის არცთუ ადვილია. საუკეთესო შემთხვევაში არასწორი გზით  წასული ამ მდებარეობის მქონე ადამიანი განიცდის შინაგან კონფლიქტს, რაც აიძლებს გადახედოს საკუთარ გზას.რევოლუციური ტენდენციები და მიდრეკილებები ყოველთვის ახალ თავგადასავლებში ხვევს, ახასიათებს კრიტიკულობა და ობიექტურობის მოთხოვნილება.

კითხვები შეგრძნებებზე და საკუთარი ინდივიდუალურობის გაცნობიერება არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანს ქირონით ვერძში შესაძლოა ჰქონდე დაბალი თვითშეფასება. Melanie Reinhart-ი აღნიშნავს, რომ ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად საკუთარ თავზე ასკვნიან სხვებისგან და ისე ახერხებენ საკუთარი თავის აღქმას.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს ქორწინებისა და პარტნიორობის საჭიროება აქვს, მაგრამ  ნორმალურად ამის გააზრება არ შეუძლია. სურს თავად მიაღწიოს ყველაფერს, ახასიათებს „მე არავინ მჭირდება“ ტიპის საუბრები, აქვს ფარული შიშები, უნდობლობა (ვენერის ტყვეობის ნიშანი), სამყაროს თვლის უსამართლოდ მოწყობილს, თავად კი ხელს უშლიან ან არღვევენ წესრიგს. სულიერი მარტოობა. ვერძისთვის დამახასიათებელი არაპროგნოზირებადი საქციელი ამ ადამიანებს მოულოდნელ და ექსტრემალურ სიტუაციებში ხვევს. საჭიროა საკუთარი სურვილების მართვა ისწავლონ.

ქირონი ვერძში ან პირველ სახლში

მთავარი ამოცანა არის საკუთარი თავის აღმოჩენა. ძირითადად პრობლემურ ზონას წარმოადგენს თავი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავის ტრავმები, დაზიანებები…)

პ.ს. ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top