ქირონი აღმოაჩინეს 1977 წელს, მდებარეობს სატურნსა და ურანს შორის და საკმაოდ უცნაური ორბიტა აქვს, რადგან ორივე პლანეტის ორბიტას კვეთს.ამიტომ ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ 2 მილიონი წლის წინ შესაძლოა ქირონი სულაც არ არსებობდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე პლანეტას შეეჯახებოდა, ან მიიზიდებოდა რომელიმე პლანეტის მიერ და გახდებოდა მისი თანამგზავრი-მთვარე.
ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ქირონი მართავს ქალწულს (განსხვავებული ვერსიით-კუროს). ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კი ქირონი მკურნალი იყო. მითის მიხედვით, ქირონმა, ისრით დაჭრილმა ადამიანმა-კენტავრმა შეისწავლა განკურნების უამრავი მეთოდი, ცოდნა დააგროვა, ცდილობდა ეპოვნა „განკურნების წამალი“, მაგრამ საკუთარ ჭრილობებს ვერაფრით შველოდა.სამაგიეროდ შეეძლო სხვების განკურნება. სწორედ ესაა ქირონის „ამოცანა-გასაღები“.
ასტროლოგები თვლიან, რომ პლანეტის აღმოჩენა და გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები მზად არიან მის შესასწავლად. ასპექტებიდან გამომდინარე ქირონს შეუძლია იყოს წინააღმდეგობების მომტანი, განმკურნებელი ან სულაც გაურკვეველ მდგომარეობაში ჩამგდები. მას აკისრია შუამავლის როლი მაღალ და დაბალ ფორმებს, პლანეტებსა და „მე“-ს შორის. ქირონი ადამიანს სძენს ან უმძაფრებს ოკულტურ შესაძლებლობებს, აძლევს შესაძლებლობებს მიუახლოვდეს უმაღლეს სფეროებს (ენერგეტიკული, მენტალური, სულიერი) არა ტრანსის დახმარებით ან ტრანსცენდენტიული მეთოდებით, უბრალოდ ცვლის ადამიანის მსოფლმხედველობას და ხედვის უნარს. ადამიანის რეაქცია ასეთია – „ამას აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი?“.
ქირონის გავლენით ადამიანს შეუძლია მედიტაციის როგორც აუტოტრენინგის გამოყენება, ბიორიტმების შეგრძნება, ენერგიებით განკურნება, უცხოპლანეტელებთან კავშირი, ასტროლოგიური პრინციპების გაგება და ა.შ. ერთი სიტყვით, ქირონი ხსნის სულიერი განვითარების ჩიხს. თუმცა არამხოლოდ ხსნის ჩიხს, არამედ ქმნის კიდეც მას, რათა გადაილახოს და ადამიანი უფრო მეტად განვითარდეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ქირონი არის გასაღები ზოგადად კაცობრიობის, იმ ჩიხის, რომელშიც კაცობრიობაა ჩავარდნილი, უკან სწევს მატერიალურ მხარეს და კარმულ ჯაჭვს არღვევს.
მიჩნეულია, რომ ქირონის მდებარეობა გვიჩვენებს და გვაწვდის ინფორმაციას, რომელიც ჩვენი სულიერი წინსვლისთვისაა აუცილებელი. მისი მოქმედება შეიძლება ასეც გავიგოთ: „სანამ სამყაროს დახუჭული თვალებით უყურებ, ვერაფერს გაიგებ“… მაგალითად თუ თქვენ ქირონი გყავთ ქალწულში ან მე-6 სახლში, შესაძლოა გქონდეთ სუსტი ჯანმრთელობა ან ავადმყოფობა, ტრადიციული მედიცინის მიმართვის შემთხვევაში დრო დიდხანს გაიწელოს, თქვენ კი მაინცდამაინც დადებით შედეგს ვერ მიაღწიოთ, ხოლო მასაჟებით, სამკურნალო ბალახებით ან სულაც იოგის დახმარებით ადვილად განიკურნოთ, ანუ არატრადიციული მედიცინის გამოყენებით.
ქირონი დაკავშირებულია ეფექტურ სწავლებებთან (ჯგუფური ტრენინგები, ფსიქოთერაპიული მუშაობა), ლიტერატურასთან (სიტყვების სწორად შერჩევა და გადმოცემა), სულიერი მოსმენის უნართან. ქირონის მდებარეობა მიგვანიშნებს თუ სად დგას ადამიანი, ევოლუციური განვითარების რომელ საფეხურზე. დაზიანებული ქირონი მიანიშნებს,რომ ადამიანს აქვს ევოლუციური „კუდი“, ანუ გაცილებით დაბლაა ევოლუციურ დონეზე, ვიდრე სხვები და მის ცხოვრებაში იქნება ქაოსი (ქირონის აქტიურობის დროს), დაცემა და ა.შ. სანამ უფრო მაღალ დონეზე არ გადავა. ჰარმონიული ქირონის შემთხვევაში კი ადამიანს უჭირს გარკვევა რა უნდა გააკეთოს და რა გზით იაროს. უასპექტო ქირონი მიანიშნებს იზოლაციაზე მაღალ და დაბალ „მე“-ს შორის, ადამიანს მოუწევს მუშაობა თვითშემეცნებისთვის.
ქირონის მდებარეობა პირადი ჰოროსოპის სახლში, მიუთითებს ცხოვრებისეულ იმ სფეროებზე, რომლებიც „გვტკივა“, პრობლემებია და უნდა ვიმუშაოთ მათზე. ქირონი აზრებს თავისუფლებას ანიჭებს, მოქმედებს სპონტანურად. ქირონი ესაა პლანეტა-ქამელეონი, შეგვიძლია მივაკუთვნოთ როგორც ქალურ, ისე კაცურ ბუნებას. ეს კი დამოკიდებულია სახლზე, ნიშანზე და ასპექტებზე, რაც მას აქვს პირად რუკაში.
ქირონის სიტყვა-გასაღები:
- „დამკვირვებელი“ – რომელიც არც ეწინააღმდეგება რამეს და არც უერთდება. მას საკუთარი გეზი აქვს და მისკენ მიდის.
- ადაპტაცია – კოსმიური და სოციალური
- ძიება – ჭეშმარიტების ძიება, ტრანსფორმაციის გზა.
- მეგზური – სულიერი განვითარების გზის ხელშემწყობი
- გასაღები – ის, რაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე „დაგვხვდება“. მაგალითად: ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც პრობლების გადაჭრაში გვეხმარება. ამ შემთხვევაში მთავარი რწმენაა – რომ მოგვარების გასაღები არსებობს და როდესაც მას ვიპოვით გადაწყვეტის პირველი ნაბიჯი გადადგმულია.
- კარის ზღურბლი – არცერთ სამყაროს მიეკუთვნება. ზუსტად ზღვარზეა და მისი „გავლით“ შეგეძლება როგორც გარეთ გასვლა, ასევე შიგნით შესვლაც.
- ახლანდელი პერიოდი – ქირონი დაკავშირებულია ყველაფერ იმასთან, რაც უახლოეს პერიოდში ხდება, რაც ადვილად შეიძლება გახდეს წარსულიც („იყო“). ერთ-ერთი ვერსიით, სატურნი – წარსულს უკავშირდება, ქირონი ახლანდელს და ურანი – მომავალს.
- წვდომა – ცოდნა, ჩაწვდომა. როცა ადამიანი სწავლობს ან მეტს შეიმეცნებს, მისი ცნობიერება ფართოვდება.
- განკურნება – მხოლოდ ფიზიკურ დაავადებას არ ეხება, ეს შედარებით რთული და ღრმა პროცესია. ის შეიძლება სულიერიც იყოს. მაგ: ადამიანებთან ურთიერთობებში „ჭრილობის“ მოშუშება.
- თავის დაძვრენა – ხელჩასაჭიდი და გამოსავალი რთული სიტუაციებიდან ისე, რომ არაფერი დაირღვეს.
- მენტორი (დამრიგებელი) – ესაა, ვისაც ენდობით, პატივს სცემთ, ვისგანაც რჩევას იღებთ. მასწავლებელია. მისი პოვნა შეუძლია მას, ვინც მასწავლებლის მისაღებად მზად არის.
ა) ის არის მანიშნებელი ჩვენი პრობლემებისა, რომლებიც გვტკივა და გამოსწორება/განკურნებას ვცდილობთ. ზოგიერთ ასტროლოგს ახასიათებს მსგავსი ტიპის გამოთქმა: „ოჰ, თქვენ სამუდამოდ დაგრჩებათ ტკივილად“, არა, ასე ნამდვილად არაა, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ნებისმიერ საგანს თუ მოვლენას მინიმუმ 2 მხარე აქვს-დადებითი და უარყოფითი. დადებითის მხრივ, ქირონი მიგვანიშნებს თუ სად მოგვიწევს განვითარება, სწავლა და სხვების დახმარება და მეორეს მხრივ, ქირონის მდებარეობა მიგვანიშნებს პრობლემებზე, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ.
ბ) ქირონის მდებარეობა რუკაში მიგვანიშნებს იმ სფეროზე, რომელშიც შეგვიძლია სხვებისთვის ბევრად უკეთესი რამ გავაკეთოთ (უკეთესად გამოგვდის სხვების დახმარება), ვიდრე საკუთარი თავისთვის.
გ) ქირონის მდებარეობა გვიჩვენებს, რომელ სფეროში გვაქვს ცოდნის მიღების სურვილი, მაგრამ ირონიაა…. ჩვენ სხვებს შეგვიძლია ვასწავლოთ და მივცეთ ცოდნა, როგორ უნდა მოიქცნენ სწორედ იმ სფეროში, რომელშიც ჩვენ გვინდა მივაღწიოთ წარმატებას და მათ ჩვენზე უკეთ გამოსდით.
ქირონის ძალა ძლიერდება, როდესაც რომელიმე პლანეტასთან ერთდება ან მნიშვნელოვან ასპექტს (სექსტილი, ტრინი, კვადრატი, ოპოზიცია) ქმნის ასცენდენტთან, ზენიტთან (მე-10 სახლი), მზესთან, მთვარესთან, რუკის დომინანტთან, კარდინალური სახლის კუსპიდებთან (დასაწყისთან), ბედის ბორბალთან. ამ შემთხვევაში ქირონი გვევლინება დამცველად, მრჩევლად. სატურნთან – სატურნის თვისებებს იღებს, ურანთან – ურანის.
ქირონის ასპექტები დიდ ინფორმაციას ატარებს, განსაკუთრებით სატურნთან, რადგან ორივე პრობლემებზე და საშუალებებზე მიგვითითებს. რა განსხვავებაა მათ შორის? სატურნი გვიჩვენებს ჩვენს შიშებს, ის მიუთითებს სფეროზე, რომელშიც ნაკლები ან სულაც ცუდი წარმატება გვაქვს, ამ სფეროში უნდა ვიმუშაოთ, რამეს რომ მივაღწიოთ და გავაძლიეროთ. რამდენადაც ქირონის ორბიტა სატურნის ორბიტას კვეთს, მათ მსგავსი ფუნქციებიც შეიძლება ჰქონდეთ (ასევე ურანთანაც). სფეროში, სადაც სატურნია, დიდხანს და მძიმე შრომა მოგვიწევს პრობლემების გადასაჭრელად, ქირონის შემთხვევაში კი პრობლემების გადაჭრა ხდება „ინსაითით“, გონების მოულოდნელი განათებებით (ურანის თვისება). გასაღები შემდეგნაირია: თუ ჩვენ არ მივყვებით „ინსაითებს“ დამუშავებით, პრობლემები (სატურნი) უკან შემოგვიტრიალდება და შესაძლოა ბევრად მტკივნეულად და მძიმედ.
რეტროგრადული ქირონი
რეტროგრადული ქირონი ქაოსსა და ჩიხს ქმნის შინაგანი კუთხით. ტრანზიტული ქირონის რეტროგრადულ პერიოდში იმ სახლის სფეროებში, რომელშიც თქვენი ქირონია, შეგიძლიათ ნახოთ საკუთარი დაბალი საწყისი, რომელიც ქვეცნობიერიდან ზემოთ ამოდის. შეგიძლიათ თქვენს თავს ობიექტურად შეხედოთ. „კეთილი“ ქირონის შემთხვევაში (დადებითი ასპექტები), ადამიანს ძლიერი ენერგია აქვს, განსაკუთრებით ზოგადსაკაცობრიო საკითხების მოსაგვარებლად. ეს ადამიანები საგნებსა და მოვლენებს ორი კუთხით ხედავენ და დამატებითი ვარიანტების შემუშავებაც შეუძლიათ. „ბოროტი“ ქირონის (უარყოფითი ასპექტები) მქონე ადამიანს მუდმივად წინააღმდეგობების დაძლევა უწევს. სასურველია დიპლომატიის გამომუშავება, ოპონენტებისა და პარტნიორების გაგება, მერყეობის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება, „ორი კურდღლის დაჭერის“ მცდელობის არიდება, შინაგანი და გარე სამყაროსეული მოვლენების დაბალანსება. დამუშავებას ევოლუციური განვითარების მაღალ საფეხურზე გადაყავს. რეტროგრადული ქირონი უფრო მეტ შინაგან პრობლემებს ქმნის, ვიდრე დირექტიული. ჩიხი,ქაოსი უფრო მეტადაა დამახასიათებელი პიროვნების შინაგანი სამყაროსთვის. ეს ადამიანები ინსტინქტურას სწავლობენ ცხოვრებას.
ერთ-ერთი ვერსიით:
ქირონი ითვლება კუროს ერთ-ერთ მმართველად, ის ამ ზოდიაქოს აძლევს ასტრალური და მენტალური ფორმების დანახვის უნარს მატერიალურთან ერთად, ინტუიციას უმაღლებს. კურო ქირონის დახმარებით ხვდება, რომ ფინანსური დისციპლინა ჰარმონიის მანიშნებელია უფრო მაღალ დონეზე და ფულის მფლანგველობა-აზარალებს და ასუსტებს მისი ოჯახის ენერგეტიკას. ქირონი კუროში ან მეორე სახლში მიანიშნებს ინდივიდუალურ შედეგებზე, მოგებაზე, თვითღირებულებაზე, დაუცველობაზე; პირველ ან მეექვსე სახლში – ქრონიკულ დაავადებაზე ან ინციდენტზე, რომელმაც ფიზიკური ზიანი მოუტანა.
ქირონი ტყვეობაშია მორიელში– ქირონის შექმნილი ახალი პროგრამები ქვეცნობიერ დონეზე მუშაობს. თუ ადამიანი შეძლებს შეინახოს კონსტრუქციული,ჰარმონიული სიახლე შინაგანი (ფსიქოლოგიური) გადამუშავების შემდეგ ,შეუძლია ადვილად და ძლიერად შეიცვალოს უკეთესობისკენ. ეს მდებარეობა ადამიანს აძლევს მაგიურ და ოკულტურ შესაძლებლობებს. დამუშავების შემდეგ- ჯგუფური მუშაობებისთვის კარგია.
ქირონი ეგზალტირდება თევზებში– ახალი ენერგეტიკული და სულიერი არხები. ადამიანი, რომელსაც ქირონი ჰყავს თევზებში, ხშირად მიიღებს „სოციალურ გაკეთილებს“ და ისეთ ემოციურ სიტუაციებში მოხვდება, რომლებიც ზრდის მის შინაგან ქაოსსა და ჩიხთან მიჰყავს. განვითარებისთვის მოუწევს დაფიქრება რა წილი უნდა იყოს მასში ეგოისტური და საკუთარ თავზე მიმართული და რა წილი-სხვებზე. მას აქვს პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში თვითრეალიზაციის უდიდესი შესაძლებლობა.
ქირონი ეცემა ქალწულის ზოდიაქოში– ქირონისთვის დამახასიათებელია საგნებზე და მატერიებზე განსხვავებული შეხედულებები, არაბანალურობა, რის გამოც ქალწულის ზოდიაქოში სტუმრად თავს კარგად ვერ გრძნობს. დაუმუშავებელი ქირონი ქალწულში იწვევს აზრების ქაოსს.
ქირონი თხის რქაში (დამუშავების შემთხვევაში) გვაძლევს სულიერი განვითარების საშუალებას, ნაკლები ყურადღება ექცევა დაბალ „მე“-სა და მის მოთხოვნილებებს და ადამიანი აცნობიერებს ზოგად ცხოვრებისეულ მიზნებს.
ქირონი კირჩხიბში და საერთოდ წყლის ნიშნებში მიანიშნებს ემოციურ და სულიერ ჩიხებზე, მიშენებებზე, რომლებსაც შემდეგ ქირონის დახმარებით ადამიანი ანგრევს. ეს მდებარეობა მიუთითებს ძლიერ ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებზე და აუცილებელია ქვეცნობიერთან გამკლავება.
ქირონი ტყუპებში ადამიანებს ეხმარება გაიაზრონ დამოკიდებულება სამყაროს სისტემისადმი,დაუმუშავებელი ქირონი გონებრივ ჩიხს და წინააღმდეგობებს აწყობს საკუთარ თავში, უპირისპირებს მასას ადამიანს და ხშირად აძლევს ინფორმაციას,რომელსაც დაუმუშავების შემთხვევაში ვერც იყენებენ.
ქირონი სასწორში– პრობლემა იქმნება ეთიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე. ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს განსხვავება საკუთარი და საზოგადოებრივი ეთიკის. შესაძლოა ხშირად აწუხებდეს კითხვა „საიდან მოდის ჩემი აზრები?“ , რომელზეც სწრაფადვე იღებს პასუხს.ასეთია ქირონის ბუნება.
ქირონი ცეცხლის ნიშნებში თითქმის მსგავსად მოქმედებს, ადამიანი მუდმივად ერთვება სხვადასხვა საქმეებზე, ამავე დროს საკუთარი აზრები უშლიან ხელს იმოქმედოს. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ფსიქიკური პროცესების მართვა და ფსიქიკაზე მუშაობა
პ.ს. განსხვავებული ვერსიით, ქირონი არის სასწორის მმართველი და ეგზალტირდება მშვილდოსნის ნიშანში,შესაბამისად ეცემა- ტყუპებში, ტყვეობაშია -ვერძში.
პ.ს. ამ სტატიაში და შემდგომ ყველა სტატიაში,რომელიც ქირონს ეხება,ინფორმაციები აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; bobmarksastrologer.com…) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.
სტატიის ავტორი: თამთაქირონის მახასიათებლები და დამუშავების დონეები ქირონი ვერძში
ქირონი თევზებშიქირონი I სახლში
ქირონი XII სახლშიასპექტები (შეერთება, სექსტილი, ტრინი, კვადრატი, ოპოზიცია)
ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება