ქირონი თევზებში

ქირონი თევზებში

„მოგება, ყველაფერში წინააღმდეგობა პირადი ძალისხმევის გარეშე“

ეს მდებარეობა იძლევა ძლიერ მგრძნობელობას, კოსმიური რიტმის გაგების უნარს, ოკულტურ და მედიუმურ უნარებს. შეუძლია იყოს პრაქტიკოსი ოკულტისტი, პროფესიონალი ფსიქოლოგი, მსახიობი. კარგი პლასტიკა და ფორმების განცდა აქვს. უარყოფითი კუთხით განვითარების შემთხვევაში ილუზიები ჭარბობს, დაუფიქრებლობის, სიცარიელის განცდა აქვს. ქირონით თევზები უნდა გაერკვეს საკუთარ და სხვების შინაგან სამყაროში, მიაღწიონ შინაგან ჰარმონიას, სხვებს დაეხმაროს.

პირველ რიგში შინაგანი პრობლემებისა და კრიზისის დაძლევა უწევს, რადგან სხვების დასახმარებლად სულიერი სიმტკიცე და ენერგია დაჭირდება.  სასურველია უარყოფითი აზრები აირიდოს, რადგან აზრების მატერიალიზება კარგად გამოსდის. ადამიანებთან ურთიერთობაში შეუძლია ფსიქოლოგიური და მისტიური შესაძლებლობების გამოყენება. ეს ადამიანი ჰარმონიას ხედავს იქაც, სადაც სხვები ვერ ხედავენ. შეუძლიათ სხვების თანაგრძნობა, კარგად განვითარებული ინტუიციითა და წინასწარხედვით გამოირჩევიან.

ქირონი თევზებში კარმულად ითხოვს ემოციებსა და გრძნობებში გარკვევას, ქვეცნობიერში „ქექვასა“ და თვითმოტყუების გაბათილებას (აღმოჩენას). დაუმუშავებელი ქირონი გრძნობებსა და ემოციებში ქაოსს ქმნის, ინდივიდს უჭირს ემოციების კონტროლი, თვითშეწირვისა და შეცოდებისკენ ზედმეტადაა მიდრეკილი. დამუშავების შედეგად ემოციებზე კონტროლს სწავლობს; საკუთარ და სხვების ქვეცნობიერ სისტემებს ხედავს, რაც კარმული პროგრამების დამუშავებაში უწყობს ხელს. თუმცა, სანამ სხვებს დაეხმარება და სულიერ გზაზე დააყენებს, მანამდე ეთიკა უნდა გამოიმუშავოს.

მუსიკასა და ხელოვნებას დიდ ყურადღებას აქცევს, „მუსიკით ცოცხლობს“, შესაძლოა პოლიტიკაში ან ეკონომიკაში რეფორმატორი იყოს. ხშირად ქორწინება ან მოუწესრიგებელია ან არშემდგარი. მთელი სამყარო – მისთვის ეგრეგორია. შეუზლია ყველაფრის სიღრმისეულად ჩაწვდომა, გაგება. სასურველია მხოლოდ საკუთარი მოგებისთვის არ იზრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია თვითშეზღუდვა, ჩიხი.

ეს ადამიანი სამყაროს უყურებს „გადამრჩენელის“ თვალით. სურს ყველას დაეხმაროს, თუმცა, პირველ რიგში, საკუთარი თავის დახმარება მოუწევს. უნდა მოერიდოს „მსხვერპლის“ როლის თამაშს, მსხვერპლად შეწირვასთან შეგუებას. სასურველია გააცნობიეროს, რომ ყველას დახმარება არცთუ ადვილია. ასევე, სასურველია მოერიდოს: ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

ქირონი თევზებში ან მე-12 სახლში

კრიზისი დაკავშირებულია და მომდინარეობს „უნივერსალური გონისგან“. ამ მდებარეობისთვის უმეტესად რელიგიური ან სულიერი კრიზისია დამახასიათებელი, რადგან ინდივიდი სულიერებასთან ან ღმერთთან ძლიერ კავშირს უფრო მეტად გრძნობს, ვიდრე მიწიერსა და მატერიალურთან. სახიფათოა წამალზე დამოკიდებულება და დეპრესია, რადგან  მგრძნობიარე და სუსტი ფსიქიკა აქვს. მის მდგომარეობას სხვების დახმარება ან განკურნება აუმჯობესებს.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top