ქირონი კუროში

ქირონი კუროში

„ბალანსი“

ემოციური განცდები, სილამაზის, ხელოვნების განსხვავებული აღქმა. ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე ორიენტირებულობა (ან ძალიან ორიენტირებულია, ან პირიქით). შესაძლოა  მკაცრი მორალური და ეთიკური პრინციპები ჰქონდეს.

ქირონისთვის მიწის ეს მდებარეობა არც ისე უარყოფითია, რადგან მის მმართველად ითვლება. საუკეთესო შემთხვევაში მიწის საქმეებში, მეცნიერებაში, გამომგონებლობაში ,ექსპერიმენტებში გამოავლენთ გონივრულ პრაგმატიზმს, რაც ჭკვიანურად ლავირების საშუალებას მოგცემთ. ყველა ნაბიჯს კარგად გეგმავთ, მაგრამ დგამთ ნაბიჯს წინ და ზუსტად. კარგი ტაქტიკოსი ხართ და შეგიძლიათ მთელი სამუშაო თქვენს თავზე იკისროთ.

როგორც წესი, შესაძლოა წარუმატებლობებსაც წინასწარ თვლით. უარეს შემთხვევაში – ადამიანს აქვს მიდრეკილება სხვისი საკუთრების მითვისებისკენ. ქირონი კუროში მის მფლობელს ყურადღებას ამახვილებინებს ისეთ ფორმებზე, რომლებსაც  საუკუნეების განმავლობაში ეტრფოდნენ. ეს ადამიანები საკუთარ და სხვების ქვეცნობიერის პროგრამებს იღებენ არა როგორც მოდელებს, არამედ როგორც რეალობას და შეუძლიათ მასთან პრაქტიკულად მუშაობაც.

დაუმუშავების შემთხვევაში, ადამიანს აქვს მდიდარი ფანტაზიის უნარი, ილუზორულ და რეალურ სამყაროებს შორის მუდმივი დაკარგვა (ვერ რეალიზდება ქირონის პრინციპი – ერთმანეთს დააკავშიროს მატერიალური და უფრო ზედა სფეროები). ეს ადამიანები კარგად გრძნობენ და იგებენ სილამაზისა და სასიცოცხლო ჰარმონიის ფორმებს. ურთიერთობებში ეძებენ სამართლიან პარტნიორობას. ქირონის კუროში მდებარეობის შემთხვევაში ყველაფერი მატერიალიზდება და ფორმებს იძენს, რაც ქირონს ეხება. დამუშავება იძლევა  საოცარ შესაძლებლობებს.

კურო არის ფულისა და რესურსების ნიშანი და მიანიშნებს რესურსების ფლობის ჩვენს უნარებზე. ქირონი კუროში ადამიანებს უმაღლებს თვითღირებულების შეგრძნებას, ეკონომიურობის შეგრძნებას (მკაცრად ცდილობენ განსაზღვრონ რაში რას ხარჯავენ), ხშირად ირიდებენ თავიდან ცხოვრებისეულ სიამოვნებებსა და გართობას ფულის ეკონომიის მიზნით. სინამდვილეში კი გართობაზე და სიამოვნებებზე უარს ამბობენ იმიტომ,რომ არ აფასებენ თავს. მათ შეუძლიათ კარგი რჩევების მიცემა სხვებისთვის… საკუთარი თავის დაფასებასა და ფინანსებთან დაკავშირებით. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიამოვნების მიღება ცხოვრებისეული მომენტებიდან და აიმაღლონ თვითღირებულების შეგრძნება.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს აქვთ ორიენტაცია პარტნიორობაზე, ოჯახზე ზრუნვისა და ოჯახური ცხოვრებისადმი მიდრეკილება, სურთ გასართობი გზებით საგრებლის მიღება. ეჩვენებათ, რომ ყველაფერი მათთვის შეიქმნა. დაუბალანსებელი ან ბევრი პარტნიორის ყოლა მათთვის მავნებელია. პარტნიორის არჩევის შესაძლებლობა ახლო სამეგობრო ან სანათესაო წრიდან. ქირონის ორმაგი ბუნება დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიაჩნია ადამიანს მნიშვნელოვნად. თუ ადამიანი ბევრს შრომობს და მიისწრაფვის ჰარმონიულობისკენ- მას ბევრი მიეცემა, ხოლო თუ ზარმაცია, რომელიც ციდან ელოდება დახმარებას, რაც აქვს შესაძლოა ისიც წაერთვას ან მცირე მიეცეს.

პ.ს.ქირონის კუროში ყოფნის დროს ძირითადად დაიბადნენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ აურას.

ქირონი კუროში ან მეორე სახლში

კომფორტი ფიზიკური და მატერიალური საგნებიდან, ფული,სექსუალური სიამოვნება. შესაძლოა ჰქონდეთ უჩვეულო სექსუალური ინტერესები (ბავშვობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამო). ზოგჯერ ისინი ხდებიან მასწავლებლები სწორედ იმ საკითხებში,რომლებშიც თავად არ გაუმართლათ, განსაკუთრებით კი „თვითღირებულების გაკვეთილებში“

პ.ს. ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top