ქირონი მერწყულში

ქირონი მერწყულში

„კეთილი ნების პრინციპულობა და საფუძვლიანობა“

დამახასიათებელია ორიგინალურობა, პარადოქსულობა, იუმორი, ყველაფრისთვის ალტერნატიული გზის მოძიება. ქირონით მერწყული, საუკეთესო შემთხვევაში, ერთდროულად ცხოვრობს წარსულში, აწმყოსა და მომავალში.  მეგობრული, ექსცენტრიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.  გადაწყვეტილების მიღებას ორიგინალური იდეების მოძიებით ცდილობს. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევს და ქაოსშია, დაუფიქრებლად მოქმედებს, მის ცხოვრებაში უაზრო ან გაუგებარი მოვლენებია (მაგ: ორი პარტნიორი, ორი სახლი, ორი სამსახური, ორმაგი ცხოვრება…). ჯერ კიდევ მენტალურ დონეზე შეუძლია აბსტრაქტული იდეებისა და ფორმების გაგება.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია ინფორმაცია უფრო ფაქიზი სამყაროებიდან მიიღოს. ეს ინფორმაცია ინტუიციურად აღიქმება და ნებისმიერ ენაზე გადმოცემა რთულად ხერხდება. მისთვის ცნობილია ისეთი რაღაცეები, რასაც საზოგადოებაში სერიოზულად არც კი განიხილავენ. შეუძლია პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტა, ახალი გამოგონებების შექმნა, ადვილად სწავლობს ეგრეგორთან რეგულარულ მუშაობას. მისი ძირითადი სამუშაო და გადასალახი პრობლემები მენტალურ დონეს უკავშირდება. დამუშავების შემდეგ მენტალური ცნობიერების გაფართოება ხდება, თუმცა ამისთვის მუდმივი ძალისხმევა აუცილებელია.

ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანს აქვს უნარი სხვა ადამიანებს ნიჭის გამოვლენაში დაეხმაროს. თავში ხშირად მოსდის ახალი, რევოლუციური და გასაოცარი იდეები. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში მთლიანად უარყოფენ სისტემას და ახალ, რადიკალურ სისტემას ქმნიან. გამოსავალი მოიძებნება, თუ გავიხსენებთ, რომ აქ ქირონი არის ხიდი სატურნსა (ყველაფერი ძველი, კონსერვატორული) და ურანს (ყველაფერი ახალი, სიახლე) შორის. სასურველია ძველში არ ჩაიკარგოს და არც ესევე, ერთი შეხედვით უარყოს იგი; საჭიროა ჯერ ახლის შექმნის გზა მონახოს და შემდეგ დაიწყოს ახალი სისტემის აგება-გავრცელება.

სხვების ქვეცნობიერ სურვილებს ადვილად ხვდება, თანამედროვე პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტა შეუძლია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანთა უმეტესობა ასტროლოგიით ინტერესდება და პრაქტიკაშიც იყენებს. თუმცა მათთვის ყველაზე საინტერესო და ამოუცნობი მაინც საკუთარი ქვეცნობიერი სისტემაა, სადაც არაერთ პასუხს იპოვიან. მმართველთან (ურანთან) ოპოზიციის შემთხვევაში ფსიქიკური დაავადებების ალბათობაა, რადგან ქირონი აძლიერებს და ხელს უწყობს ფანტასტიკური იდეების გაჩენას.

პარტნიორულ ურთიერთობებში  შესაძლოა ნიჰილისტური დამოკიდებულება ჰქონდეს. პირად ურთიერთობებში თავისუფლებას აფასებს. ზნეობრივ ღირებულებებზე თავისებური შეხედულება აქვს. როგორც წესი, ხაზს უსვამს საკუთარ განსხვავებულობას, ორიგინალურობას. პრინციპული და გულადია. მის ამოცანას წარმოადგენს ისეთი სფეროს მოძებნა, რომელშიც საკუთარ ადგილს იპოვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას.

ქირონით მერწყული განკურნებას მეგობრობაში ხედავს. თუმცა სწორედ აქ აწყდება პრობლემებს – შესაძლოა მისი მეგობრები უფრო მეტს ელოდებიან, ვიდრე გასცემს. ეს ადამიანი სასიყვარულო პარტნიორს როგორც მეგობარს ისე უყურებს, რაც ასევე პრობლემის წარმოქმნის შესაძლო მიზეზია. მისი ინტერესის სფეროა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკოლოგია, ასტროლოგია.

ქირონი მერწყულში ან მე-11 სახლში

ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის ეროვნული დაყოფა  მიუღებელია. მიკუთვნებულობას, რაიმე ნიშნით თავისუფლების შეზღუდვას მტკივნელად აღიქვამს. დიდ ჯგუფებს გაურბის ახალგაზრდობაში გადატანილი ემოციური წნეხის გამო.  სოციალური უარყოფა მოგვიანებით აიძულებს მხოლოდ იმ ადამიანებთან იკონტაქტოს, რომლებიც მის აზრებსა და ინტერესებს იზიარებენ.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top