ქირონი მე-10 სახლში

ქირონი მე-10 სახლში

ქირონი თხის რქაში ან მე-10 სახლში

ძირითადი მისწრაფებაა სოციუმში გამორჩეული ადგილის დაკავება. მიზანსწრაფული, მუდმივად მომუშავე ადამიანია, ხშირად გადაჭარბებულადაც შრომობს, გეგმებს აწყობს. სასურველია პერიოდული შესვენება, რათა სრულიად არ გამოიფიტონ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ბავშვობაში ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, უმეტესად დედის მხრიდან უყურადღებობა სწყინდათ. ამიტომ ხშირად დაუცველობის გრძნობა აქვთ.

ქირონი მე-10 სახლში

„ხელქვეითის მიზანი უფროსის დავალების შეუსრულებლობაა, მოხსნა კი მის სულს ამძიმებს“

დადებითი კუთხით: ადამიანი მიზნებსა და ღირებულებებს სიტუაციების მიხედვით ცვლის, იდეოლოგიური პოზიციებში გაორება. თვითწარმოდგენის განსხვავებული სტილი აქვს, ძალაუფლებას სწორად და სამართლიანად იყენებს. მიზნის მირწევისთვის წინ მიდის, გაურბის ორმაგ თამაშს. საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარს დროულად ავლენს იქ, სადაც აუცილებელია პროფესიონალიზმის გამოვლენა. მისთვის დამახასიათებელია პრაქტიკული რჩევების გაცემა.

უარყოფითი კუთხით: მოუწყობელი სოციალური მდგომარეობა, მასზე ძლიერი ცბიერი მტრები. ხშირად ატყუებენ, რეალიზებაში ხელს უშლიან. აიგნორებენ ან მის მიღწევებს სხვებს უთვლიან.

ცხოვრებისეული არჩევნები, რომელსაც ინდივიდი აწყდება, ქაოსში ხვევს როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც.  ქაოსისა და არჩევანის გაკეთების მოულოდნელი სიტუაციები უკავშირდება სტანდარტული და სოციალური აზროვნების, ქცევის შეცვლას, ყველაფრისთვის მეორე კუთხიდან შეხედვას. ქირონი მისგან თვითშეწირვას არ ითხოვს, არამედ – მიზნების, ღირებულებების, შინაგანი განცდების გადაფასებას. კარმული ამოცანაა იმ იერარქიის ჭეშმარიტი აზრის დანახვა, რომლის წევრიც თავად არის. როგორც წესი, ამ ადამიანს უჭირს იერარქიისადმი მორჩილება, უფროსის მორჩილება. ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებამდე, მისთვის აუცილებელია ფსიქოლოგიური კლიმატის შესწავლა.

ქირონის მე-10 სახლში ყონის შემთხვევაში, ადამიანი გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით. დაკისრებულ მოვალეობას ან პირნათლად ასრულებს, ან მისთვის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ტანჯვის წყაროს წარმოადგენს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის კარიერა და საზოგადოებრივი პრესტიჟი ბრძოლის ველს წარმოადგენს. კარგი მდებარეობაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის, თუმცა სადაც არ უნდა მუშაობდეს ეს ადამიანი, მუდამ ექნება განცდა, რომ ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავს, გარდა საკუთარი თავისა. ხშირად ხელს უწყობს სხვებს წარმატების მიღწევაში, თავად კი არ გამოსდის, ეს სამსახურსაც ეხება, შესაძლოა სხვებს ეხმარებოდეს სამსახურის დაწყებაში და თვითონ ვერ პოულობდეს სამსახურს.

ამ მდებარეობას წარუმატებლობის შიშის გამო ახასიათებს ამბიციებსა და პასუხისმგებლობაზე უარის თქმა  (შესაძლოა ბავშვობაში მშობლები სჯიდნენ  წარუმატებლობებისთვის, მეორეს მხრივ, ზოგიერთ მშობელს არ სურს შვილმა წარმატებას მიაღწიოს და ხელს განგებ უშლის). ამ ადამიანმა უნდა დაძლიოს წარმატებაზე ან პასუხისმგებლობაზე უარის თქმის ტენდენცია.

ქირონი მე-10 სახლში ძლიერ მატერიალურ მიდრეკილებებზე მიანიშნებს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ხშირად ეძებს მატერიალურ კომფორტს, უსაფრთხოებას. მისთვის მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსი. მატერიალურ მხარეზე ზედმეტი ორიენტირება მოგვიანებით პრობლემების შექმნელად გვევლინება. პროფესიულ სფეროში სირტულეების შექმნა და გადალახვა მოსწონს. შინაგანად შესაძლოა ძალაუფლების შიში ჰქონდეს („დაკისრებულ მოვალეობას ვერ გავუმკლავდები“) ლიდერის პოზიციის დაკავების შემთხვევაში ყურადღებით უნდა იყოს და ქცევა აკონტროლს, რადგან მიღწეულ ადგილს დესპოტური ან მკაცრი მოქცევის გამო დაკარგავს.

მიზნების გაორება, ერთდროულად რამდენიმე მიზნის ან საპირისპირო მიზნების ქონა. კარგი მდებარეობაა პოლიტიკოსისთვის, დიპლომატისთვის. ახასიათებს რეფრემინგი, განწყობის შუა გზაზე ცვლა. მიზანს იშვიათად იცვლიან, სოციალური მდგომარეობა მათთვის მტკივნეულად განიცდება და ცდილობენ იერარქიის სათავეში მოექცნენ. 

ბავშვობაში მიღებული უარყოფის ან უყურადღებობის გამო ახასიათებთ ღირსების და საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენა. მიისწრაფიან სტატუსისკენ, ძალაუფლებისკენ. მათთვის აუცილებელია საკუთარი თავი მიიღონ ისეთად, როგორებიც არიან. სხვების დახმარება კი თავს უკეთ აგრძნობინებთ.

ადამიანს ქირონით მე-10 სახლში შესაძლოა ორი მამა ან დედა ჰყავდეს. თუ დაზიანებულია მზით (მზისა და ქირონის კვადრატი) – მამასთან იშვიათად ურთიერთობს და საერთოს ნაკლებად ხედავს.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top