ქირონი მე-5 სახლში

ქირონი მე-5 სახლში

ქირონი ლომში ან მე–5 სახლში

ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია „მე“–სთან დაკავშირებული პრობლემები, კრიზისი, მიუღებლობა, გამოხატვის პრობლემა. ეს ადამიანები სატურნის დაბრუნებას (იგულისხმება სატურნის ერთი წრის დარტყმა, როცა სატურნი დაბადების ადგილის მდებარეობას „უბრუნდება“, ანუ სატურნების შეერთებაა. ეს 29,5 წელში ერთხელ ხდება) მტკივნეულად აღიქვამენ, რადგან სატურნი მათ „მე“–ს სრულად  შლის და ხელახლა უწევთ განახლება, ფეხზე წამოდგომა. მათთვის სტრესის დროს რეკომენდირებულია რელაქსაციის საშუალებები, თერაპია, მასაჟი, კრეატიული ჰობი და ა.შ. ხშირად ეს ადამიანები უარყოფენ რაიმე სახის შემოქმედებით ან ორიგინალური გამოხატვის უნარის ფლობას, მაგრამ საკმარისია მათ მეგობრებს გაესაუბრო და თვითგამოხატვის ორიგინალურ ჰობს აღმოაჩენ.

ქირონი მე-5 სახლში

თუ რომანტიული/სასიყვარულო რჩევა გჭირდებათ,მიაკითხეთ მას,ვისაც ქირონი ჰყავს მე-5 სახლში. სასურველია, რომ ჰკითხოთ მის სასიყვარულო ცხოვრებაზე,რადგან ამით ტკივილს მიაყენებთ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანს მიაკითხოთ ბავშვებთან ,სპორტთან,თამაშებთან დაკავშირებით რჩევებზე. მთავარია დაიმახსოვროთ: მოიქეცით როგორც გეუბნებიან,მაგრამ არ მოიქცეთ როგორც ისინი იქცევიან.ზოგადად, ეს მდებარეობა კარგია პირადი და სასიყვარულო რჩევების გასაცემად, მწვრთნელებისთვის, ტრენინგების ჩამტარებლებისთვის,ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, ამ მდებარეობის მქონე ადამიანის შვილები ბევრად უკეთესად აღიზრდებიან და უკეთესი ბავშვობა ექნებათ, ვიდრე თავად მათ მშობელს.

მეხუთე სახლში ქირონის მდებარეობის მქონე,ფრთხილად უნდა იყოს,შესაძლოა შვილების წარმატებას შეუწყოს ხელი იმ სფეროებში, რომელშიც თავად სურდა მიეღწია წარმატებისთვის და არ გამოუვიდა,რეალურად კი ბავშვებს არ სურდეთ და არ მოსწონდეთ ის სფერო. ყველაზე მეტად იმედგასაცრუებელი კი არის ის,რომ ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ბევრად უკეთესად ანიჭებს სიამოვნებას პარტნიორს ,ვიდრე მას ანიჭებენ.

ადამიანის „მე“ ყალიბდება  მის განვითარებასთან და ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებთან ერთად. შესაძლოა ზებუნებრივი ძალების გავლენასაც გრძნობდეს. როდესაც ქირონი მე–5 სახლშია, „მე“–ს გამოხატვა დამოკიდებული იქნება  ადამიანის ნებისყოფაზე , რომელიც სოციალურ ჩარჩოებს გაცდება და რომლისგანაც თავის დაღწევა რთული იქნება.  ქირონი ქმნის სიტუაციებს, რომელთა გამო პიროვნების გასავითარებლად საჭირო იქნება უცნაური ან განხვავებული როლის შესრულება საზოგადოებაში, იქნება ისეთი სიტუაციები (ქაოსური ან ჩიხი), რომლებთანაც შაბლონური ქმედებებით გამკლავება შეუძლებელია და აუცილებელი ხდება ახალი, განსხვავებული, ორიგინალური იდეების მოფიქრება და განხორციელება.

საკმაოდ საინტერესო მდებარეობაა, რომელიც დამუშავების შემდეგ სხვადასხვა შესაძლებლობასა და უნარს იძლევა (დამოკიდებულია ზოდიაქოს ნიშანზე). ეს შეიძლება იყოს ჰიპნოზი, კოსმიური ენერგიებით მუშაობა, მეტიდაცია, შემოქმედებითი უნარები და ა.შ. ხშირად, დამუშავების შემდეგ ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ქმნის ისეთ საგნებს, აყალიბებს ისეთ ხედვას, რომლის რეალური არსებობაც დაუჯერებელია, თუმცა სახეზეა.  დაბალ დონეზე, ქირონის ამ მდებარეობისთვის, იქმნება სიტუაციები, რომლებშიც ინდივიდს უწევს მისთვის გაურკვეველი, ნების საწინააღმდეგო როლების შესრულება, რომლებითაც საზოგადოების დასაცინი ხდება. მათგან თავის დაღწევა ურთულდება და იმედგაცრუებული ხდება. დამუშავების შემთხვევაში ადვილად გამოსდით სხვების გაცურება, თუმცა კარმულად, სასურველია დადებითი კუთხით დამუშავდეს.  მაგალითად: მის წინ მყოფი ადამიანის თვალში კი არ შეიცვალოს იმიჯი, არამედ მთლიანად სამყაროში. 

დამახასიათებელია საკუთარი პიროვნების ძლიერი გამოვლინება, რაც ძირითადად, ქვეცნობიერ დონეზე ხდება. შემოქმედებითი უნარები. დაზიანებული ქირონის შემთხვევაში ადამიანი არაორდინალური და არაპროგნოზირებადია. ჰარმონიული ქირონის შემთხვევაში – ტალანტი, ნიჭიერი პიროვნება, რომლის ერთადერთი საფრთხე სიზარმაცეა.  ამ მდებარეობის მქონე ადამიანს არაერთი სასიყვარულო ისტორია აქვს. დამახასიათებელია: ბევრი შვილის ყოლა (შესაძლოა სხვადასხვა პარტნიორისგან), სასიყვარულო კავშირები, აზარტული თამაშებითა და სპროტით გატაცება. ამ ადამიანს მოსწონს სტუმრად წასვლაც და მათი სახლში მიღებაც.  ის,  როგორც წესი, მეგობრებს შორის პოულობს სიყვარულს, თუმცა საყვარელი ადამიანიც შეიძლება ადვილად გახდეს მეგობარი, მოსწონს „მგრძნობიარე“ სიყვარული.

ადამიანს, ამ მდებარეობით, აქვს შარმი, ბუნებრივი მომხიბვლელობა, „ტკბილი“ ხმა (განსაკუთრებით თუ  მერკურს არ აქვს უარყოფითი ასპექტი ურანთან). ქირონის უარყოფითი ასპექტი მერკურთან, მარსთან და პლუტონთან ადამიანს მასაზე ჰიპნოზური ზემოქმედების უნარს აძლევს. როგორც წესი, ეს ადამიანები კარგი ორატორები არიან. თუ მე–5 სახლის კუსპიდთან ქირონისა და იუპიტერის შეერთებაა – მომავალშ, ბავშვები სიხარულს მოიტანენ, ასევე შესაძლებელია ორი შვილი ერთდროულად სხვადასხვა ოჯახში ჰყავდეს, ან ერთ ოჯახში და სხვადასხვა ადამიანისგან.

ასეთი მდებარეობა, როგორც წესი, აზროვნების შეცვლას იწვევს ბავშვებისა და  შემოქმედებითი სფეროების გავლენით. თუ ქირონს ურანთან აქვს ოპოზიცია – სასიყვარულო ურთიერთობების ნაადრევად შეწყვეტა, ურთიერთობები სწრაფად დასრულებისკენ  მიდრეკილება, ადამიანს უჭირს სიყვარულის აღიარება ან გამოხატვა, ურთიერთობებში ნაადრევად ამოწურვა ახასიათებს.

ქირონი მე-5 სახლისთვის დამახასიათებელია უამრავი ჰობი, შესაძლოა ჰობი პროფესიად იქცეს. კარგი მდებარეობაა რომანტიული, სასიყვარულო კავშირებისთვის,და ხელოვნებასთან დაკავშირებით. კაცის რუკაში- ისეთი სასიყვარულო პარტნიორის ყოლის სურვილი,რომელიც მის რწმენებს იზიარებს. ასევე ბევრი ქალის სიყვარული (რამდენიმე პარტნიორი ერთად), ბავშვებთან კარგი ურთიერთობა; აზარტულ, ავანტიურისტულ თამაშებში გამართლება.

უარყოფითი კუთხით: აზროვნების მხრივ გაორება, პროფესიის არჩევის დროს გაორება, ტყუილი სასიყვარულო ურთიერთობაში ან ეს სფერო მოუწესრიგებელია. შვილები ქორწინების გარეშე (ან პარტნიორის ყოლის გარეშე ან სხვა პარტნიორისგან), შემოქმედებით სფეროებში ქაოსი.

ქირონი მე–5 სახლში შესაძლოა ნიშნავდეს ადრეული წლებიდანვე ცხოვრების მიმართ სერიოზული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.  გაორება აკრძალვებთან: ბავშვობაში რასაც მშობლები უკრძალავდნენ, იცოდა, რომ სწორედ ის უნდა გაეკეთებინა. „მე“–ს გადარჩენის ინსტინქტი ამ მდებარეობის შემთხვევაში ძლიერდება. სასურველია, რომ სხვა ადამიანებიდან თავი არ გარიყოს. ქირონით მე–5 სახლში, ადამიანი კრეატიულია, თუმცა შეიძლება ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ საქმეში ვლინდებოდეს.

ქირონი მე–5 სახლში – ეს შესაძლო პრობლემებია ბავშვების მხრიდან. შესაძლოა „უკანონო“ შვილები ჰყავდეს. ბავშვებთან ურთიერთობის დროს იმ მეთოდების და სტილის გამოყენება, რომელზეც ბავშვობაში თავად ოცნებობდა. შესაძლოა საკუთარი შვილების მეშვეობით ოცნებების ახდენა სცადოს. შიში ძირითადად დაკავშირებულია თვითგამოხატვასა და სხვების მხრიდან რეაქციებთან („მე რომ ეს ვთქვა,რა რეაქცია ექნება სხვას?“). ამის გამო, ურთიერთობის დროს იმდენად ფრთხილი იქნება, შესაძლოა სხვებს სწორედ ზედმეტი სიფრთხილის გამო შეექმნათ უარყოფითი აზრი. ეს ადამიანი შინაგანი სიძლიერითა და სიამაყითაა დაჯილდოვებული, თუმცა ამის გამოსახატად აუცილებელია, რომ შიშებს სძლიოს. 

სასურველია ერიდოს ფინანსურ სპეკულაციებს – ან გაუმართლებს ან სერიოზულ ზიანს მიაყენებს საკუთარ ბიუჯეტს. ზოგჯერ ეს მდებარეობა მტკივნეული სექსუალური გამოცდილების მანიშნებელია.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top