ქირონი მე-8 სახლში

ქირონი მე-8 სახლში

ქირონი მორიელში ან მე-8 სახლში

პიროვნული ცვლილება და განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიკვდილის, დაბადების, ტრანსფორმაციის თემებთან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს კრიზისული სიტუაციები აძლიერებს. მის ცხოვრებაზე შინაგანი ხედვა დიდ გავლენას ახდენს. ნებისმიერი დანაკარგი კი ანაზღაურდება ჯილდოს მიღებით ან მნიშვნელოვან საკითხებზე ხედვის შეცვლით.

ქირონი მე-8 სახლში

„ჩემი დაბალი და მაღალი „მე“ ვერ თანხმდებიან, რომელი მათგანია მთავარი“

ტყვეობა. ქირონი ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომელიც ინდივიდის ცნობიერების გაფართოებას უდებს საფუძველს. აქ მოხვედრით არცთუ იოლი ამოცანა დგას ქირონის წინაშე: მარგინალური მდგომარეობები, ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი ცვლილებები (ქორწინება, განქორწინება, სამუშაოზე მიღება.. – რომელიმე ეგრეგორის შეცვლა). კრიზისების დროს ან ყველაფრის ნგრევა ხდება ან რთულად გადასაწყვეტად ეჩვენება, თუმცა, როდესაც „დახმარების ფანჯარა“ იღება, პრობლემა ბუნებრივად ან ინდივიდის გამჭრიახი გონების დახმარებით გვარდება, ხშირად უჩნდებათ განცდა „აქამდე როგორ ვერ მიხვდნენ“ პრობლემის მოგვარების გზას.

დამუშავების დროს ინდივიდს გარეგანი და შინაგანი კრიზისების გადალახვა მოუწევს, რაც საბოლოოდ ევოლუციურად განვითარებულ ადამიანად ჩამოაყალიბებს. როგორც წესი, ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ოკულტური (უმეტესად მატერიალიზების), ძლიერი ფსიქოლოგიური, უნარები აქვთ. ფსიქოლოგიური კრიზისები ძირითადად საკუთარი თავის ცუდად გაგებიდან გამომდინარეობს – ან უარყოფითად აფასებს თავს ან ვერ იგებს ვინა არის, რა მიზნები აქვს. დამუშავების შედეგად არამხოლოდ საკუთარ, სხვების ნაკლოვანებებსაც ხედავს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანისგან კარგი სექს-თერაპევტი (სექსოლოგი) გამოვიდოდა, რადგან სექსუალური კუთხით საუკეთესოდ შეუძლია თავის გართმევა პარტნიორულ ურთიერთობაში, თავად კი ხშირად იღებს დარტყმებს ამ კუთხით; მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მე-8 სახლი მხოლოდ სექსს არ განაგებს, შესაძლოა პარტნიორის ქონების განკარგვა მოუწიოთ, რადგან „ეს ისაა, რაც კარგად ეხერხებათ“.

სასურველია უფრთხილდნენ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ზრუნვას საჭიროებენ (ძირითადად ასეთებს იზიდავენ). შესაძლოა გაუჩნდეს ფულზე დამოკიდებულება სხვების დახმარების სანაცვლოდ, ან რასაც გამოიმუშავებს, სხვებზე საზრუნავად იხარჯება. ინდივიდმა უნდა ისწავლოს სხვა ადამიანების ღირებულებების აღიარება. ქირონის ამ მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა ჰქონდეთ სხვების გაჯანსაღების, შეცვლის, განკურნების ნიჭი, მაგრამ არა საკუთარი თავის.

ქირონი მე-8 სახლში მიანიშნებს ძლიერ ოკულტურ უნარებზე, სადო-მაზოხისტურ მიდრეკილებებზე, განკურნებისა და რეგენერაციის სწრაფ უნარზე. ძალაუფლებასთან დაკავშირებით ხშირად პრობლემები ექმნებათ, რადგან პირველ რიგში საკუთარი ძალის ეშინიათ, მისი გამოყენება კონტროლის სწავლა კი აუცილებლად მოუწევთ. ქირონის მე-8 სახლში ყოფნის შემთხვევაში, ინდივიდს სიკვდილის ძლიერი შიში აქვს, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში გადალახავს და მოგვიანებით სიკვდილის თემატიკას სხვა თვალით უყურებს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი, ხშირად უსაფრთხოებას და დაცულობას ეძებს. შესაძლოა მატერიალურ და სულიერ დანაკარგებთან შეგუება მოუწიოს.

უარყოფითი კუთხით – ადრეული სექსუალური კონტაქტები, გარყვნილება. სხვის (პარტნიორის) ხარჯზე ცხოვრება. შესაძლოა გადაიტანონ კლინიკური სიკვდილი. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემურია სასქესო ორგანოები.

ერთ-ერთი ვერსიით, ქირონის მე-8 სახლში მდებარეობა შესაძლოა მიანიშნებდეს ქორწინების პარტნიორის დაკარგვას (სიკვდილი), დაბადებით გამოწვეულ მოგებას. პიროვნული სურვილები და მისწრაფებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდივიდის ცხოვრებაში. თუ ამ მდებარეობის ადამიანი უნარებს გაავარჯიშებს, პოტენციალის დადებითად გამოყენებას ისწავლის.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top