ქირონი მორიელში

ქირონი მორიელში

„კეთილშობილება, სამყაროსეული ცოდნის ინტუიციაზე დაფუძნებულობა“

ქირონით მორიელმა კარგად იცის, რომ უბრალოდ არაფერს იღებს. შესაძლოა სხვების გამო რაღაცის შეწირვაც მოუწიოს. ამ მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემებიც გამოვლინდეს, განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში. თუმცა ერთი რამ ცხადია – ინდივიდს, რომელსაც ქირონი მორიელში ჰყავს, ტრანსფორმაციისა და განკურნების კარგი უნარი ექნება.

მთავარი თემა – ძალაა. ამ ადამიანებს საკუთარი ძალის, მისი გამოყენების ეშინიათ, ამიტომ ხშირად იკეტებიან და თავს იზღუდავენ. ზოგჯერ შესაძლოა ჰქონდეთ უმწეობის ან ძალაუფლების უქონლობის განცდა, რომელსაც გადაჭარბებული დემონსტრირებით ფარავენ („მგელი უნდა იყო, რომ არავინ დაგჩაგროს“). სექსუალური ურთიერთობა მათთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა თავი კარგად იგრძნონ. ამ ადამიანთა ნაწილი – მის აუცილებელ მოთხოვნილებას განიცდის, ნაწილი კი თავიდან ირიდებს „ზედმეტი საშიშროების/ თავის ტკივილის“ აცილების მიზნით.

შიში, ზედმეტი თვითკონტროლი, თვითშეზღუდვა – მთავარი გადასალახი პრობლემებია. თუ ამ მდებარეობის მქონე ადამიანს საშუალება მიეცა, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნას აიცილებს. ხშირად იდუმალ ადამიანად თვლიან. სხვებისგან რეგენერაციის უნარით გამოირჩევა – იარებს ადვილად იშუშებს. მთავარ ამოცანად კი საკუთარ ცხოვრებაზე სრულ კონტროლს თვლის. სურს მხოლოდ თავად განაგებდეს საკუთარ ცხოვრებას და ყველაფერს თვითონ წყვეტდეს. შესაძლოა სადო-მაზოხისტური მიდრეკილებები ჰქონდეს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ შინაგანი კონფლიქტი, სულიერი ძვრები, გამოფიტვა და განახლება, მენტალურ მტრებთან ბრძოლა. საფრთხილოა თვითმოტყუება და სხვების მოტყუება. ეს არცთუ ადვილი მდებარეობაა, რადგან ქირონი მებრძოლ ნიშანში მოხვდა, რომლის ერთ-ერთი მმართველი მარსია – ენერგიის, აგრესიის წყარო, ხოლო ქირონი მკურნალია, გზის მაჩვენებელი.

ადამიანებს, ქირონით მორიელში, ემოციური თვითგამოხატვის ძლიერი სურვილი აქვთ. სურთ მძაფრი ემოციების განცდა, გამოწვევა. კარგად განვითარებული ინტუიცია, საკუთარი და სხვების ქვეცნობიერი პროგრამების „დანახვის“ საშუალებას აძლევთ. ქირონი ძლიერ ქაოსურ სიტუაციებს ქმნის როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე ფსიქოლოგიურადაც. სიტუაციების მოწესრიგება მათზეა დამოკიდებული – რამდენად შეიცვლიან წარმოდგენას სამყაროსა და ინდივიდებზე.

ქირონი მორიელში ოკულტურ შესაძლებლობებს აძლიერებს. დადებითი კუთხით, ეს ადამიანები უარს ამბობენ ნებისმიერ მატერიალურ ტიტულზე, რადგან კარგად იციან, რომ მატერიალური ძალაუფლება რეალური ძალაუფლება არაა. მათ შეუძლიათ სხვების განკურნება, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. უარყოფითი კუთხით, საკუთარი თავისა და ენერგიის ეშინიათ, შესაძლოა ფსიქოლოგიური არამდგრადობაც ახასიათებდეთ. რაც უფრო მეტს იღებენ, მეტი ეხარჯებათ.

გარშემომყოფებთან ემოციური კონტაქტის დამყარებით შინაგანად მშვიდდებიან. დაბალ დონეზე, ამის გამო შესაძლოა კონტაქტის გაწყვეტის სურვილიც გაუჩნდეთ, რადგან შინაგან სიმშვიდეს ეძებენ და გაურბიან კიდეც (ერთდროულად). ზოგჯერ საკუთარ თავს გაურბიან, რადგან შინაგან პოტენციურ შესაძლებლობებს ინტუიციურად ხვდებიან და თვითგანადგურების ან სხვების განადგურების შიში იპყრობთ („მეშინია არაფერი დავუშავო“).

ამ ადამიანებს მოუწევთ გაცნობიერება, რომ „მიუხედავად განვითარების დონისა, ნებისმიერი ადამიანი პრაქტიკოსი მაგია (ჯადოქარი)“. ამის შემდეგ შეეძლებათ ბევრად ფაქიზ სამყაროებში (მაგ: ასტრალი) ყოფნის შესაძლებლობები. დაზიანების შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან „შავ მასწავლებლად“ ჩამოყალიბების ალბათობა მაღალია.

კარგი მდებარეობაა გინეკოლოგების, სექსოლოგებისთვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც სხვებს (საკუთარი თავის ნაცვლად) სექსუალური პრობლემების დაძლევაში ეხმარება. ასევე, ამ მდებარეობის მქონეთათვის პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს მემკვიდრეობის საკითხები, მეუღლის ქონება, სადაზღვევო სისტემასთან ურთიერთობა.

ქირონი მორიელში ან მე-8 სახლში

პიროვნული ცვლილება და განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიკვდილის, დაბადების, ტრანსფორმაციის თემებთან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს კრიზისული სიტუაციები აძლიერებს. მის ცხოვრებაზე შინაგანი ხედვა დიდ გავლენას ახდენს. ნებისმიერი დანაკარგი კი ანაზღაურდება ჯილდოს მიღებით ან მნიშვნელოვან საკითხებზე ხედვის შეცვლით.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top