ქირონი სასწორში

ქირონი სასწორში

„ეშმაკობა, ანგარიშიანობა, მერკანტილურობა“

მთავარი გასაღები პარტნიორობაა. ქირონის სასწორში ყოფნის შემთხვევაში აქცენტია ინიციატივის მიღებაზე, პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე. სამართლიანობა – გაიგივებულია როგორც „დამსახურებისთვის ჯილდოს მიღება, შეცდომისთვის – დასჯა“. პარტნიორობა გაიგივებულია ერთმანეთის შევსებასთან და კარგ პარტნიორად თვლის მას, რომელიც ბოლომდე ავსებს. ამის გამო იდეალურ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც რესურსების გაყოფა არ სჭირდება. ხშირად ეხმარებიან სხვა ადამიანებს, მათ მფარველებად ევლინებიან. 

ქირონი სასწორში ნიშნავს ურთიერთობებში პრობლემების არასწორ შეფასებას. შესაძლოა ისინი ფსიქოლოგიური და ანალიტიკური უნარების მეშვეობით აანალიზებდნენ პრობლემებს, მაგრამ მათი მოგვარებისათვის არაფერს აკეთებდნენ.  ეს ადამიანები მიისწრაფიან ჰარმონიისა და სტაბილურობისკენ, ყველაფერს ირიდებენ, რაც ამ ორი ცნებისა და მდგომარეობის დარღვევას გამოიწვევს. პრობლემების მოსაგვარებელი  მოქმედებების ნაცვლად მიდრეკილნი არიან „დამსახურებული“ დარდი და მწუხარება მიიღონ. ახასიათებთ საკუთარი თავის შეზღუდვა, გარშემომყოფებით მანიპულირება. 

ურთიერთობები მნიშვნელოვანია. მიუხედავად ურთიერთობის სურვილისა, საკუთარი თავის გარიყვა და გამოცალკევება ხდება. განსხვავებული ახსნის მიხედვით, ქირონის ეს მდებარეობა მიუთითებს ისეთი პარტნიორის ყოლაზე, რომელიც ძველ ფსიქოლოგიურ, სულიერ ჭრილობებს განაახლებს, ან ახლის მიზეზი გახდება. შესაძლოა,  ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ჭრილობებს თავად აყენებდეს სხვებს. ზოგადად, ქირონის სასწორში მქონე ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ პარტნიორი, თუმცა, როგორც კი  ურთიერთობას იწყებენ, პარტნიორებს ტოვებენ. 

ადამიანმა, ქირონით სასწორში, შესაძლოა საკუთარი თავი შეაფასოს სხვების პოზიციიდან – როგორ აღიქვამენ მას. ხშირად ქირონით სასწორების პროფესიებია: იურისტი, ჟურნალისტი, კომუნიკაციის სფეროების სპეციალისტი. საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე აქვთ. როგორც წესი, დიპლომატიურები, სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ მიდრეკილნი არიან (თუმცა, დაზიანებული ქირონის შემთხვევაში, შესაძლოა სწორედ ეს აკლდეთ). ხშირად ვარდებიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათთვის ნაცნობი წესები, სტანდარტები არ მოქმედებს და ახალი ხედვის ჩამოყალიბება უწევთ.  ამის გამო ესთეტიური, ეთიკური ხედვის  ან მთლიანად სოციალური წრის შეცვლა ხდება.

ამ ადამიანების შეფასების კრიტერიუმებსა და ღირებულებებზე საზოგადოება ძლიერ გავლენას ახდენს.  ქირონის გაკვეთილები მატერიალური სახით ვლინდება. სასურველია გამოიმუშავონ სიმყარე და სტაბილურობა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ქირონის უმაღლესი გამოვლინება. ქირონის დამუშავება კარმის კანონების, სამყაროს კანონების სრულად  გაგების საშუალებას იძლევა. ქირონის სასწორში მდებარეობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საკუთარი კრიტერიუმების ჩამოყალიბება წარმოადგენს. 

ქირონი  სასწორში ან მე–7 სახლში

ეს პოზიცია მიანიშნებს პარტნიორულ ურთიერთობებში მტკივნეულ ან უარყოფით გამოწვეულ გამოცილებას. ინდივიდს ადვილად ტკენს გულს სხვების რეაქციები, ემოციები, დამოკიდებულებები. მათთვის აუცილებელია, რომ ისწავლონ მიწაზე მყარად დგომა, სხვებსა და საკუთარ თავს შორის გარკვეული საზღვრების დაწესება, რათა არ აერიოთ საკუთარი სხვისაში. პიროვნულ ზრდაში  ხელოვნება, თერაპია დაეხმარებათ.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top