ქირონი ტყუპებში

ქირონი ტყუპებში

 „სურვილებში დაურწმუნებლობა“

ერთ-ერთი ვერსიით, ქირონის ტყუპებში დაცემულია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია „მაკლერობა“, სარეკლამო აგენტობა, ჰყავს დიდი სანაცნობო წრე,მაგრამ მაინც მარტოა. არ აღიარებს დისციპლინას. ეს ადამიანი მუდამ ცდილობს იყოს ყველაფრის საქმის კურსში,იცოდეს ყველაფერი,რაც მის გარშემო (და არამხოლოდ) ხდება. საუკეთესო შემთხვევაში მას აქვს ლიტერატურული ნიჭი .ინფორმაციის შეფასება ყველაზე მეტად სწორედ ტყუპები ქირონის შემთხვევაში ხდება. შეუძლია სხვების ალაპარაკება,თუმცა ამ დროს თავს მოწყენილად გრძნობს. ამის გამო შესაძლოა სხვები ალაპარაკონ და თვითონ სულ სხვა საკითხზე იფიქრონ.

უარეს შემთხვევაში ეს მდებარეობა ხასიათდება ცრუ აქტიურობით,აშფოთებთ ყველაფერი,რისიც არ სჯერათ. ეს ადამიანები არავის უნდა ენდონ „სიტყვაზე“. ახასიათებთ გაორება,ქამელეონური ბუნება. ქირონის ტყუპებში მდებარეობის დროს ძირითადად ხდება მისი „პატრონის“ ინფორმაციული და მენტალური შედეგების მატერიალიზება. დამუშავების შემთხვევაში,შესაძლებლობა ეძლევა უმაღლეს სულიერ მასწავლებლებს დაეკონტაქტოს …. ასტრალში მოგზაურობის დროს, ესმოდეს ხმები.  საშუალება ეძლევა სამყაროს მენტალური სურათის შეცვლის.

დაუმუშავების შემთხვევაში ხდება ინფორმაციის,კონტაქტების ქაოტური შემოდინება-ყველა მხრიდან ინფორმაცია მოდის,ყველგან ნაცნობები,მაგრამ არეულად. გამოსავალი შემდეგია:საჭიროა  სამყაროს დაშტამპული ხედვა შეიცვალოს. ეს ადამიანები ხშირად იქნებიან მატერიალური სამყაროს ზღვარზე: აურა,როგორც ფიზიკური ობიექტი, ჯგუფური  და ინდივიდუალური ფსიქოანალიზი,როგორც ფსიქოლოგიის დარგები, ასტროლოგია, როგორც ფიზიკისა და ასტრონომიის ზღვარზე მყოფი მეცნიერება და ა.შ.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს შეიძლება ახასიათებდეთ კონკურენცია გარშემომყოფებთან,რაც ხელს უშლით პარტნიორობაში. მათ უნდა ისწავლონ ცხოვრებისეული ზოგადი ჰარმონიული წესრიგით ტკბობა უფრო მეტად,ვიდრე კონკრეტული მომენტების წესრიგისა. ქირონი ტყუპებში და სხვა ჰაერის ნიშნებში მათი მდებარეობის მქონე ადამიანებს შემდეგი ამოცანის წინ აყენებს – ისწავლონ სხვანაირად ფიქრი, ისწავლონ სამყაროსეულად ფიქრი.

ინფორმაციული დახშულობა, პარტნიორები სავარაუდოდ ბევრი ეყოლება, საკმარისი ინფორმაციის მიღება უჭირთ, აქვთ სურვილი მოუსმინონ და გაუგონ. საზოგადოებას ან საზოგადო ურთიერთობებს აფასებენ. ეჩვენებათ, რომ ყველაფერი, რაც კი არსებობს გამოსაყენებლადაა. ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რაც რეალური ცოდნაა სხვებისგან დაფარულია, ადვილად უერთდებიან ნებისმიერ კამპანიას. ხალხში თავს კარგად გრძნობენ. საკუთარ თავთან ხშირად მოდიან წინააღმდეგობაში.

ტყუპების ნიშანი მართავს კომუნიკაციას, ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ან ძალიან ხმამაღალი საუბარი ან პირიქით-ჩუმი, ან საუბრობენ ბევრს-ან ძალიან ცოტას. ქირონის ეს მდებარეობა ჰგავს ქირონის მდებარეობას მე-3 სახლში.სახლი მიანიშნებს რომელ სფეროში საჭიროა ცვლილებები, ხოლო ნიშანი მიანიშნებს როგორ ხდება…

რომ ვიმსჯელოთ, მაგალითად რა განსხვავებაა ორ რუკას შორის, რომლებშიც ერთს ქირონი ჰყავს კუროში და მესამე სახლში,ხოლო მეორეს- ტყუპებში და მეორე სახლში. პირველი ადამიანი ისაუბრებს ნელა, მეთოდოლოგიურად,იქნება ფრთხილი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით,ხოლო მეორე – ისაუბრებს ადვილად საკუთარ ფინანსურ საკითხებზე,მას უფრო მეტად ახასიათებს ფინანსური რჩევების მიცემა.

ქირონის ეს მდებარეობა მის პატრონს აძლევს ღრმა ანალიზის უნარს და კრიტიკულობას,ხშირად ეძებს ალტერნატიულ ინფორმაციებსა და კომუნიკაციის გზებს. შესაძლოა წერდეს მედიცინასთან, ჯანმრთელობასთან ან მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ქირონი ტყუპებში ან მესამე სახლში

ნერვული სისტემა, კომუნიკაციური უნარები არის ქირონი ტყუპების გასაღები-სიტყვები. ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა  შესაძლოა ბავშვობაში ტრავმა მიიღო ხმასთან ან სმენასთან დაკავშირებით, ასევე დამახასიათებელია მორცხვობა,რაც ბავშვობაში თვითგამოხატვის შიშის ბრალია. მას სურს იყოს დარწმუნებული,რომ სწორად გამოთქვამს საკუთარ აზრს  და სწორად გაუგებენ.

ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top