ქირონი 1-ელ სახლში

ქირონი 1-ელ სახლში

ქირონი ვერძში ან პირველ სახლში

მთავარი ამოცანა არის საკუთარი თავის აღმოჩენა. ძირითადად პრობლემურ ზონას წარმოადგენს თავი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავის ტრავმები, დაზიანებები…)

ქირონი პირველ სახლში

ქირონის ეს მდებარეობა თავს აგრძნობინებს, როგორც მებრძოლ რაინდად. ხშირად,როდესაც ხმალამოღებული იბრძვს, საკუთარ თავს არაფრად აგდებს. ამ ადამიანს მოეთხოვება ასევე იყოს ბრძენი მრჩეველი (განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხებში), მაგრამ სავარაუდოდ  საკუთარი  რჩევის მიცემა უჭირს.

პირველ სახლში ქირონის მდებარეობის მქონე ადამიანი სხვებისთვის კარგი მასწავლებელი იქნება, მან სხვებს უნდა ასწავლოს როგორ გააკეთონ საქმე იმაზე უკეთესად, ვიდრე თვითონ აკეთებს. რჩევა: საკუთარ თავს მიეცი რჩევა ისე,თითქოს სხვა იყო. შესაძლოა ასე გაგიადვილდეთ გაკეთება.

ადამიანს ახასიათებს აზრის ხშირი ცვლილებები საკუთარ თავთან მიმართებაში, სტანდარტულად არ ხედავს სამყაროს, მოსწონს სიტუაციების გაგების ზღვარზე (რთულად გასაგები სიტუაციები). იუმორის გრძნობა -განსხვავებული,საზოგადოებრივი აზრისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება. წყნარი ცხოვრების შემთხვევაში ახასიათებს მოწყენილობა, თან ისე,რომ ვერ ხვდება რა უნდა და რატომაა მოწყენილი. პიროვნება ორ ნაწილადაა გაყოფილი,ახასიათებს ქვეცნობიერისგან საპირისპირო მოქმედებები, საკუთარ თავს უპირისპირდება. საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, ქვეცნობიერისა და ცნობიერის გაერთიანება.

ქირონი პირველი სახლის შემთხვევაში, ინდივიდი „ორი ბატონის მორჩილია“, შესაძლოა   ერთდროულად რამდენიმე საქმე ჰქონდეს გასაკეთებელი, მუდმივად აქტიურია, ხშირად ეცვლება დამოკიდებულება და აზრები საკუთარ თავზე, არასტაბილურია, ცნობიერება და განწყობა-ადვილად ცვალებადი.

ქირონი ასოცირდება ემოციურ ჭრილობებთან, რომელსაც ადამიანი ცხოვრების ადრეულ წლებში იღებდა.გასაღებს წარმოადგენს- საკუთარი თავის აღმოჩენა. შესაძლოა მას უწევდა ბავშვობაში ბრძოლა იმისთვის,რომ შეემჩნიათ, ბავშვობაში უარყოფის ტენდენცია. მნიშვნელოვანია ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა იპოვნოს ყოფნის პიროვნული მნიშვნელობა -რისთვის არსებობს,რისთვის ცოცხლობს. 

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი არის სულით პიონერი, სურს პირველობა, კარგად გრძნობს სადაა „უფსკრული“, პრობლემა და ცდილობს მის გაწმენდას ენერგიულად და იმპულსური მეთოდებით. პერფექციონისტია. ძირითადად პრობლემას წარმოადგენს სიმორცხვე და საკუთარ თავში,შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა. მნიშვნელოვანია ისწავლოს ინსტრუქციების მიყოლა და განკურნება.

შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, სილამაზისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, იზიდავს გარეგნული სილამაზე. სწრაფად ცვალებადი გემოვნება და ჩვევები, კარგი ადაპტირების უნარი. გარშემომყოფების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. შესაძლოა იქცეს მატყუარად.

პ.ს. ინფორმაცია აღებულია რამდენიმე საიტიდან (astromeridian.ru; astro-club.net; cafeastrology.com; …) რედაქტირებულია და დამატებულია საკუთარი აზრიც.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top