შავი მთარე (ლილიტი) ლომში 4 მარტს 21:01 სთ-ზე გადადის და 28 ნოემბრამდე დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას შემოქმედებასთან, ძალაუფლების საკითხებთან, ჩასახვასთან, ბავშვებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან (არაფორმალური), სიყვარულის გამოხატვასთან, აზარტულობასთან დაკავშირებით; შემოქმედებითი კუთხით ცდუნებებმა, ავტორიტეტობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ მოიმატოს.
ლილიტი ლომის დადებითი ასპექტები მოიტანს – წარმატების, პოპულარობის, „სიტუაციის მეფობის“ ილუზიას. უარყოფითი ასპექტები – დამცირების ილუზიას, პროვოკაციებს ამბიციურობის გამოსავლენად.
ივლისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მეტი ყურადღება მართებთ მშობლებს ან/და იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვების აღზრდა-განათლებასთან კავშირი აქვთ. ეცადეთ შვილებთან, ბავშვებთან ურთიერთობაში ნაკლებად გამოავლინოთ სისასტიკე, გადამეტებული სიმკაცრე. აღზრდის დროს მეტად გამოიყენეთ შემოქმედებითი მხარე.
შავი მთვარე ლომში შენიღბვას, როლების მორგებას, ამბიციურობას, ქედმაღლობას, შემოქმედებითობის გამოვლენის უარყოფით ფორმას, დიქტატურას, სხვებით მანიპულირებას, სიამაყეს, ძალაუფლებისმოყვარეობას უკავშირდება.
ასევე შავ მთვარესთან იქნება დაკავშირებული სასიყვარულო ურთიერთობებში „მონობის“ როლის საკუთარ თავზე ან პარტნიორზე მორგება, მაზოხიზმისკენ მიდრეკილება, პასიური გამოვლენის კუთხით – ნებისყოფის, თვითგამოხატვის სრული დაკარგვა, ხალხის მასაში გათქვეფა, თვითგამოხატვის უარყოფა, უმიზნობა, ინტრიგები. ცდუნებებიც სწორედ ამ სფეროებს შეეხება.
ეცადეთ აღნიშნული თვისებების (ამბიციურობა, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ყველა საშუალებით მიღწევა, ქედმაღლობა, ამპარტავნება, წარმატებების მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიწერა და ა.შ.) გამოვლენაში ზომიერება დაიცვათ, ცდუნებებს ნაკლებად აყვეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლის სტიქიასთან. მეტად გამოავლინეთ ლომის დადებითი თვისებები – გულუხვობა, სიკეთე, სიმამაცე, შემოქმედებითი მიდგომა.
პირად რუკაში ლილიტი ლომის მნიშვნელობა
რას უკავშირდება ლილიტი ლომის მთავარი შიში? ცვლილებებს.
თვითგანსჯა: მიღწეულის დონით შეფასება – რას მიაღწია ცხოვრებაში.
მთავარი საკითხები: წესრიგი, მდგომარეობა, ქედმაღლობა, ეჭვიანობა, საკუთარი თავის როგორც ყველაფრის ცენტრის წარმოდგენა.
პროექცია (სხვისთვის საკუთარი მახასიათებლის მიწერა): მბრძანებლური, ამაო/უსარგებლო ან ეგოისტი ადამიანების ზიზღი.
მიზნები, რასაც უნდა მიაღწიოს: სხვების ნიჭის, სიძლიერის აღნიშვნა და დაფასება, ცვლილებების შედეგად მოტანილი ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, ეჭვიანობის აღმოფხვრა
როგორ ვლინდება ლილიტი ლომში: „ეგოს“ ძლიერი გამოვლინება აქვს, ეგოისტი და საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანია, რომელიც პოზიციისა და მდგომარეობის გამაგრებაზე ზრუნავს. წინააღმდეგობის ნებისმიერ იდეას აქრობს. ცვლილებების შიში ხშირად იმიჯის ან მდგომარეობის დაკარგვის შიშში გადადის. მათ „დასაძლევად“ წესრიგს და ბრძანებას იყენებს.
დამუშავება: გაანალიზე რა გსურს. გაანალიზე, რომ ყველა ერთი დონისაა და იერარქია არ არსებობს. არაფერია სტატიკური, ცვლილებები სამყაროს ბუნებრივი გზაა და მას ახალი შესაძლებლობები მოაქვს, გვზრდის. შენ შენი უნიკალური ადგილი გაქვს, რომელსაც ვერავინ შეცვლის. შეასრულე შენი როლი ბოლომდე. გაეცი სხვებისთვის.
რა შეგიძლია გასცე? როცა ახალ სიტუაციებში აღმოჩნდები, ნუ შეგეშინდება, ორიენტირდი რას გრძნობ, რას გაძლევს ახალი სიტუაცია? როცა სხვებთან ერთად ხარ, შეეცადე მათი უნიკალური მახასიათებელი შეამჩნიო, აღმოაჩინო. შეგიძლია აღნიშნო კიდეც. სცადე ახალი, განსხვავებული მოქმედება, ახალი საგნები გამოიყენე, გაწერილი გზიდან გადაუხვიე. მსგავსი წვრილმანებით საკუთარ ბნელ მხარეს კურნავ.
ახლა კი ნახეთ, თქვენი რუკის მიხედვით ლილიტი რომელ სახლში ხვდება. უხეში გამოთვლით – ნახეთ ლომის დასაწყისი გრადუსები რომელ სახლში გაქვთ. ქვემოთ შესაბამისი სახლი მონახეთ.