შავი მთვარე მორიელში (21.05.2016-13.02.2017)

შავი მთვარე მორიელში (21.05.2016-13.02.2017)

ლილიტის გავლენა აისახება ჩვენს სურვილებში, მისწრაფებებში. თავად ლილიტი არ იძლევა რაიმე შესაძლებლობას, არ მოქმედებს. შესაძლებლობები და რეალური მოვლენები მხოლოდ ფიზიკური სხეულის მქონე პლანეტებს აქვთ. შავი მთვარე კი ჩვენს სურვილებში (ზოგჯერ გაუცნობიერებელ), შინაგან პრობლემებში ვლინდება. ლილიტის გამოვლენა რამდენიმე სახით ხდება:

ა) რუკაში აღნიშნავს წერტილს, რომლითაც ვლინდება ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემები.

ბ)ფსიქიკაში მორგებულ ნიღბებსა და როლებს უკავშირდება, ამიტომ ადამიანი ძლიერი ლილიტით გარდასახვას ადვილად ახერხებს.

გ)ლილიტი მონაწილეობას იღებს ემოციური ინფორმაციის გადახარშვასა და ანალიზში. თავად ლილიტი არც ბოროტია და არც კეთილი – ადამიანის ნებისმიერ როლს უკავშირდება. ის გაითამაშებს ნებისმიერ სცენას, რომლსი რეჟისორიც ადამიანი იქნება.

თეთრი მთვარე (სელენა) მაქსიმალურად აახლოვებს ინდივიდის პრინციპებს საზოგადოებრივთან, სამყაროსთან, დროისა და ერის პულსის აღქმას უწყობს ხელს; ხოლო შავი მთვარე (ლილიტი) – საზოგადოებრივი პროცესებისგან შორს, ინდივიდუალურ მხარეს უსვამს ხაზს. შავი მთვარის ნიშანი და სახლი არის სფეროები, რომელშიც მასისგან განსხვავებით აღიქვამს ინდივიდი.

როცა ლილიტი სასწორს გადიოდა პირადი და საქმიანი ურთიერთობები, მოლაპარაკებები, სოციალური როლები და იმიჯი, ქორწინება კრიზისის სფეროები იყო. რა მოხდება ახლა?

ასტროლოგიაში ითვლება, რომ ლილიტი ყველაზე კარგად თავს მორიელში „გრძნობს“.

როცა რომელიმე პლანეტა თუ ფიქტიური წერტილი მისთვის ხელსაყრელ პირობებში ხვდება – მაქსიმალურად ავლენს თავს. ლილიტი მორიელის შემთხვევაში მისი გამოვლენა ყველაზე მეტად შურისძიებას, ძალაუფლებას და კონტროლს ეხება.

ლილიტი მორიელში გააქტიურებს მარტოობის განცდას ერთი-ერთზე ურთიერთობებში, გადამეტებულ ან შემცირებულ სექსუალურ სურვილებს, შედეგად შეიძლება ისეთი ურთიერთობები დასრულდეს, სადაც სურვილი აღარაა ან იმედგაცრუებას განიცდიან (სექსუალურად შეუთავსებელი წყვილები).

ამ პერიოდში  კუროებს შესაძლოა საკუთარი სურვილების, ჩვევების, შენაძენის სერიოზულ გადახედვა მოუწიოთ; კირჩხიბისთვის – უკეთესი პერიოდი იქნება საკუთარ შიშებზე სამუშაოდ; ლომი – საკუთარ სუსტ მხარეებზე მუშაობის პერიოდია. ქალწული და თევზები – გაკვეთილებს გაივლიან ეფექტურობასა და საკუთარი ცოდნის, უნარების პრაქტიკაში გამოყენების მხრივ. მერწყულისთვის – დამოუკიდებლობის, ძალაუფლებისა და შურისძიების თემა აქტიურდება.

თუ სასწორში ლილიტი დეზორიენტირებაში, არჩევანის გაკეთებასა და იმიჯს ეხებოდა, მორიელში „გვიწვევს“ – „გააკეთე ისე, როგორც მე და დაუმარცხებელი იქნები“. ლილიტი მორიელის ერთ-ერთი თემა/შიში დამარცხების შიშია, რაც შეიძლება გააქტიურდეს როგორც ამ ლილიტის მქონე ადამიანებში, ასევე ნებისმიერ ადამიანში.

მომავალი 9 თვის განმავლობაში აქტიურდება შემდეგი სფეროები:

  • ეზოთერული საკითხები (ეზოთერიკა, ფსიქოლოგია…)
  • საბანკო-სადაზღვევო სფერო (მათ შორის კრედიტებთან, ვალებთან დაკავშირებული საკითხები)
  • სახელმწიფო დაზვერვისა და ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობა
  • გადარჩენის საშუალებები და კრიზისის დასაძლევად მემკვიდრეობის, დაგროვილი რესურსების გამოყენება
  • კანონის მიღება ექსტრემალურ სიტუაციებსა და პირობებში
  • კრიმინალური სფერო და უსაფრთხოების საკითხები
  • მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები
  • მასობრივი გამოსვლა, პანიკა
  • ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ენერგოვამპირიზმი
  • სექსუალური სფერო
  • ძალადობა (რისი მიზეზიც აგრესია, ეჭვიანობა ან სექსუალური პრობლემებია)
  • ჯანმრთელობის მხრივ: გინეკოლოგია, სექსოლოგია

რას შეიძლება ველოდოთ? ჩამოთვლილ სფეროებში სირთულეებს, პრობლემებს. შესაძლოა კრიმინალური ან სექსუალური სკანდალების რაოდენობამ მოიმატოს (განსაკუთრებით ძალაუფლების ან გავლენის მქონე ადამიანებზე). ასევე მოსალოდნელია საბანკო კრიზისი ან  სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებით სირთულეები. შესაძლოა მოიმატოს სარისკო სპორტის სახეობების მიმართ ინტერესმა, გართობისა და თავგადასავლების უჩვეულო სტილმა, ტაბუდადებულ თემებზე საუბარმა. სასურველია გვახსოვდეს, რომ ლილიტი მხოლოდ ჩვენს ემოციურ დონეზე მოქმედებს, პროცესებს რთავს, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ და არჩევანსაც ჩვენ ვაკეთებთ.

ზოგადი რეკომენდაციები:

  • სასურველია ვაკონტროლოთ სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ აგრესია, რადგან თუ სხვას ვერ ვუშავებთ, ემოციას ჩვენს შიგნით ვაბრუნებთ და საკუთარ თავს ვაზიანებთ.
  • რა არის ჩვენი აკვიატებები? რაზე ვართ ფსიქოლოგიურ-ემოციურად დამოკიდებულები? რისი გვეშინია? ვიმუშაოთ საკუთარ თავზე.
  • მორიელის „ბნელ მხარეს“ წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, მანიპულირება, ყველაფრის ფასად სასურველის მიღება, პანიკა  – სასურველია ეს მახასიათებლები ვაკონტროლოთ.
  • ლილიტი მორიელის თემას უკავშირდება წყენის გულში ჩატოვება, სამაგიეროდ გადახდა, რასაც უნდა მოვერიდოთ.
  • სიფრთხილე გამოვიჩინოთ ერთი შეხედვით მიმზიდველი პირობების მქონე ფინანსური შემოთავაზების („ჩვენთან კრედიტი უპროცენტოა“, „სანაცვლოდ არაფერს გთხოვთ“…) დროს.
  • მოვერიდოთ მაგიის, შელოცვების გამოყენებას, ალკოჰოლის მიღებას.
  • დადებით შედეგს მოგვიტანს: ლოცვა, მიტევება, საკუთარ შიშებსა და დამოკიდებულებებზე მუშაობა.

მათთვის, ვის რუკაშიც ლილიტი მორიელში მდებარეობსლილიტის დაბრუნების პერიოდია

ამჟამად „ლილიტის დაბრუნება“ აქვთ დაბადებულებს:

  • 9.08.1945-05.05.1946 (მე-8 დაბრუნება)
  • 14.06.1954-10.03.1955 (მე-7 დაბრუნება)
  • 20.04.1963-13.01.1964 (მე-6 დაბრუნება)
  • 23.02.1972-19.11.1972 (მე-5 დაბრუნება)
  • 29.12.1980-24.09.1981 (მე-4 დაბრუნება)
  • 04.11.1989-02.08.1990 (მე-3 დაბრუნება)
  • 10.09.1998-05.06.1999 (მე-2 დაბრუნება)
  • 16.07.2007-10.04.2008 (1-ელი დაბრუნება)

როდესაც ლილიტი ზუსტად იმ მდებარეობას იკავებს, რაც თქვენს რუკაში აქვს – ასტროლოგიაში  „ლილიტის დაბრუნებად“ იწოდება. ეს მოვლენა დაახლოებით ყოველ 9 წელში ერთხელ ხდება (9, 17-18, 27, 36-37, 44-45, 54, 63 და ა.შ. წლები). კარმული ასტროლოგიის მიხედვით ითვლება, რომ აღნიშნულ პერიოდში გამოცდა, გამოსყიდვა, ქვეცნობიერ დონეზე ცვლილებები ხდება, რაც დაუმუშავებელ ნაწილს ეხება – ჩვენ ვაწყდებით იმ თვისებებსა და მახასიათებლებს, რაც დასამუშავებელი გვაქვს. მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც ლილიტების შეერთებაა (±1°).

პირველი დაბრუნება (9 წლის ასაკში) შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუ ლილიტის გამოვლენა დატვირთული არაა (თუ ასპექტები ნაკლებად აქვს). ამ ასაკში მხოლოდ მშობლებს მართებთ მეტი ყურადღების გამოჩენა.

17-18 წლის ასაკში, ლილიტის მეორედ დაბრუნების პერიოდში ჯერ ისევ ადრეა ვისაუბროთ რაიმე მნიშვნელოვან სირთულეებზე. თუმცა, დამახასიათებელი იქნება ურთიერთობების გართულება, ჩვევების ცვლილება. როგორც პირველი დაბრუნების დროს, ნაკლებად დატვირთული ლილიტის გამოვლენა თითქმის შეუმჩნევლად გაივლის.

მესამე დაბრუნების დროს (26-27 წელი) გარკვეული მოვლენების შემჩნევა იწყება. ადამიანი უკვე ამჩნევს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს, სირთულეებს აწყდება ან ცხოვრებაში ან/და საკუთარ თავში კორექტივების შეტანა უხდება. ამ დაბრუნების დროს ყველაზე მეტად ცნობიერდება საკუთარი შეცდომები, ნაკლოვანებები, უარყოფითი ჩვევები. ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ ტკივილს გრძნობს, „ცხოვრების დანგრევას“ ხედავს. რა თქმა უნდა, ადვილი არაა შეცდომების, ნაკლოვანებების გამოსწორება, მაგრამ ლილიტის დაბრუნების პერიოდში ყურადღების გამოჩენა ახალი პერსპექტივების, მიმართულებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

ლილიტის გამოვლენა ეხება იმ სფეროებს (ზოდიაქოს ნიშნისა და სახლის შესაბამისს), სადაც ცოდნა ნაკლებია, ხოლო შეცდომები – მეტი. ცხოვრების პირველ ნახევარში ამ შეცდომების დაშვება შესაძლოა ვერ ავირიდოთ. 27 წლის ასაკში კი ადამიანი ახერხებს ძველი შეცდომების დანახვას, გააზრებას. სასურველია უარყოფითი გამოცდილება კი არ დავბლოკოთ, არამედ შევხედოთ როგორც ჩვენი თავის შეცნობის, გაცნობის საშუალებას. ძველი შეცდომების, ნაკლოვანებების აღმოჩენა-დამუშავების საშუალება გვეძლევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შავი მთვარე (ლილიტი) მთვარეს უკავშირდება და ინდივიდი ყველაფერს ემოციურ, ქვეცნობიერ, ჩვევით დონეზე იღებს.

შემდგომი დაბრუნებების დროს (35-36, 44-45…) ქვეცნობიერიდან ახალი ინფორმაცია ამოდის, რაც ჯერ ისევ ვერ დამუშავდა ან ვერ გავიაზრეთ წინა წლების დროს.

ლილიტის დაბრუნების პერიოდი ცხოვრების შესაცვლელად არცთუ სასურველი დროა. ცვლილებების, ტრანსფორმაციის პერიოდია უკეთესისკენ ან პირიქით. მისი დაბრუნება უმეტესად წინ უსწრებს მთვარის კვანძების „უკუფაზას“ (როდესაც კვანძები საპირისპირო მდებარეობას იკავებს. მაგ: აღმავალი კვანძი ქალწულის ნიშანს გადის, დაღმავალი თევზების. ხოლო თქვენს რუკაში საპირისპირო მდებარეობაა) და სატურნის დაბრუნებას.

აღნიშნული წლები ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდადაა მიჩნეული, თუმცა არა ყველასთვის. სხვადასხვა ფორუმის გადახედვისა და პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლილიტის დაბრუნების პერიოდში დადებითი ცვლილებებიც მომხდარა. მაგ: შვილის დაბადება. ასე, რომ ყველაფერი თქვენს 9 წლიან განვითარებასა და მიღწევებზეა დამოკიდებული. რატომ 9 წლიანი? ლილიტის წინა დაბრუნებიდან 9 წელი გავიდა. ამ პერიოდში რა ისწავლეთ? რა შეცვალეთ? რა დაამუშავეთ?

აუცილებელი არაა „ცუდი მოვლენები“ მოხდეს… და თუ მაინც მოხდა – ისინი კორექტირებისთვის, შეცვლისთვის გვეძლევა. ლილიტის დაბრუნების პერიოდში უარყოფითი მოვლენები სასჯელი არაა. ის მიგვითითებს რა გვაქვს შესაცვლელი, დასამუშავებელი, რა გვიშლის ხელს სულიერ განვითარებაში. ნურც სამყაროს დაადანაშაულებთ სირთულეებისთვის, რადგან „ნუ გგონიათ სამყარო ზის და თქვენთვის პრობლემებს ქმნის. ის უბრალოდ თქვენი ფიქრების რეალიზებას ხელს უწყობს“.

როგორ „მუშავდება“ ლილიტი მორიელი?

  • დანაკარგებთან შეგუება
  • წაგების მიღება
  • საკუთარ შიშებზე, ფობიებზე მუშაობა
  • სხვების მანიპულირებას, ვინმეზე გავლენის მოხდენას მოერიდეთ
  • ისწავლეთ მიტევება, წყენის „გაშვება“, პატიება
  • მოერიდეთ „მსხვერპლის“ ან „მოძალადის“ როლს.

თუ პირადი რუკის მიხედვით მორიელში პლანეტა გაქვთ: ტრანზიტული ლილიტის თქვენს პლანეტასთან შეერთების დროს – ყურადღება გამოიჩინეთ. იხ. სტატია: ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პლანეტებთან

ტრანზიტული ლილიტის სახლებში მდებარეობა


About Tamta

Scroll To Top