შედგენილი ასპექტები

შედგენილი ასპექტები

რუკაში შეიძლება არსებობდეს სხვა ასპექტები, რომლებიც 3 ან მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული პლანეტებისგან შედგება. მათ შედგენილი ასპექტები (ასპექტების კონფიგურაცია) ეწოდებათ. ზოგიერთი ვერსიით ასეთი ასპექტები კარმული მნიშვნელობისაა და კარმულ „დავალებებსა“ და ამოცანებზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. თითოეული შედგენილი ასპექტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომელი პლანეტები (მათი მახასიათებლები, თვისებები, სახლებში მდებარეობა…) მონაწილეობენ მათ შედგენაში.

სტელიუმი

ესაა ორზე მეტი პლანეტის შეერთება ზოდიაქოს ნიშანში. სტელიუმის მქონე ნიშანი და სფერო უფრო მეტადაა დატვირული და კონცენტრირებული რუკაში. სტელიუმში პლანეტის  შეერთების მაქსიმალური გადახრაა ± 6°. შეერთებაში მთვარის კვანძებისა და ფიქტიური პლანეტების მონაწილეობის შემთხვევაში ისინი ითვლებიან ½ პლანეტებად. სტელიუმი ორი სახისაა: როცა პლანეტები შეერთებულნი არიან და როცა უბრალოდ ერთ ნიშანში მოხვდებიან.  ასევე სტელიუმი შეიძლება იყოს, მაგრამ პლანეტები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებში აღმოჩნდნენ.

სტელიუმი არის ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა რუკაში, რადგან ის მთლიანად უკეთებს ენერგიას მობილიზებას და რომელიმე სფეროსადმი მიმართავს. სწორედ ამ სფეროებში დასჭირდება ადამიანს ძალა, ენერგია. რუკაში სტელიუმის შემთხვევაში შინაგანი ცვლილებები მუდმივად ხდება, პიროვნება შინაგანად იცვლება, ერთიანად ხდება სტელიუმის ნიშნისა და პლანეტების  სფეროში ენერგიის რეალიზება.  ასეთი ადამიანი ჰგავს ალქიმიურ ლაბორატორიას. შინაგანი გაუცნობიერებელი ძალის გამო ხშირად მოულოდნელად იცვლება  და სულ სხვა ადამიანად გვევლინება, ანუ გარდაქმნა, მუტაცია ხდება.  სტელიუმის მქონე ადამიანის ცხოვრებაში არის ხელსაყრელი შემთხვევები, როდესაც სრულად რეალიზდება დაგროვილი ენერგია. ასეთ დროს ადამიანს „კოსმიური საათი უდგება“ და ხანმოკლე დროის განმავლობაში ბევრ რამეს ასწრებს, შემდეგ კი ისევ დაგროვება ხდება, ანუ მოქმედებებს უმოქმედობა ცვლის. ამიტომ სტელიუმის მქონე ადამიანი უნდა ეცადოს პიკის დროს ყველაფერი მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ პიკამდე მოუწევს ცდა. ზოდიაქოს ნიშანი და პლანეტები მიანიშნებენ როგორ რეალიზდება დაგროვილი ენერგია.

დიდი ჯვარედინი (GRAND CROSS)/ კვადრატი (The Grand Square

ოთხი პლანეტა ქმნის დიდ კვადრატს, აქედან ორი ერთმანეთთან კვადრატს, ხოლო 2 – ოპოზიციას ქმნის. ასპექტი შეიძლება დავახასიათოთ ერთი წინადადებით „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. რუკას სძენს სიმეტრიასა და ბალანსს.  ადამიანი ამ ასპექტს და მის ძალას ხშირად გამოიყენებს წარმატების მისაღწევად, თუმცა მთავარია ისწავლოს მისგან წამოსული ძალის დარეგულირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირად დაიწყებს სხვადასხვა საქმეს (უმეტესად კრეატიული შემოქმედება), მაგრამ იგივე შეცდომებით დაასრულებს.

ესაა ერთდროულად საკმაოდ სტრესული ასპექტიც და  წარმატების ასპექტიც, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ, წარმატებისკენ უბიძგებს.  დიდი კვადრატი აერთიანებს ოთხ ენერგიას, რომელიც გამოიყენება ცვლილებებისთვის. ცვლილებების განხორციელების სფეროები დამოკიდებულია სახლებზე და ნიშნებზე, რომლებშიც ასპექტში შემავალი პლანეტები მდებარეობენ.

უარყოფითი ასპექტებით შედგენილი ასპექტია. ადამიანს აგდებს კრიტიკულ, რთულ სიტუაციებში და მას მთლიანი შინაგანი ენერგიის მობილიზება უწევს გასამკლავებლად. ხშირად ჩნდება სიტუაციები,რომლებიც მთლიან ცხოვრებას ცვლის, შესაძლოა შეიცვალოს არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ გარშემო სიტუაციაც,  განადგურდეს ის პოზიციები, რომელიც ადამიანს ეკავა, დაარღვიოს სტაბილურობა. ეს ასპექტი მოქმედების დროს  ინდივიდს მთლიანად ართმევს შესაძლებლობებს, ჰარმონიას. კრიზისული სიტუაციები ჩნდება განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, შესაბამისად უარყოფითი სიტუაციები  და მოვლენები შეიძლება სხვადასხვა იყოს. ამ ასპექტის მოქმედების დროს ადამიანს უჩნდება განცდა, „თითქოს ჯვარზე აკრავენ“. დიდი კვადრატურა მოქმედებს იმისთვის, რომ ადამიანმა შეასრულოს საკუთარი პროგრამა. თუ „კეთილი“ პლანეტები მონაწილეობენ ასპექტის შექმნაში- უფრო ნაკლებად გაუჭირდება ადამიანს.  ასევე მისგან შეიძლება შეიქმნას თავდაცვის საშუალებაც, რომელსაც თავად ადამიანი ქმნის. ასპექტის შესწავლის დროს საჭიროა ჯერ მთლიანობაში დავინახოთ და მხოლოდ ამის შემდეგ „დავშალოთ“ კვადრატურებად და ოპოზიციებად და არა პირიქით.

კარდინალური ნიშნების შემთხვევაში – ფოკუსირება. ცხოვრებაში ბევრი ცვლილება ელით. საკუთარ თავს შესაძლოა თავად მიაყენონ ზიანი. პრობლემები და სირთულეები უფრო მეტად არის ენერგიული და დაჟინებული ქცევის შედეგები.

ფიქსირებულ ნიშნებში – ძველი ჩვევებისა და ბარიერების დანგრევა/შეცვლა. ორიენტირება მატერიალურ და მგრძნობელობით სფეროებზე. პრობლემებს შესაძლოა ყურადღება არ მიაქციონ და საკუთარი სიჯიუტის შედეგად იცვლებოდნენ.

მუტაბელურ ნიშნებში – ორიენტირება მენტალურ, გონებრივ სფეროზე. მიზანია დაწყებული საქმეების დასრულება ისე, რომ ადაპტირების უნარი შეინარჩუნოს. საკმაოდ ადაპტირებულები არიან, თუმცა პრობლემების არიდება ახასიათებთ.

 Tკვადრატი იგივე ტაუკვადრატი ‘T’ SQUARE

ორი პლანეტა ოპოზიციაში და ამავე დროს კვადრატშია მესამე პლანეტასთან. არის პრობლემების მომტანი ასპექტი, თუმცა ამავე დროს ძლიერ ენერგიაზე მიუთითებს. მის დასაძლევად საჭიროა ენერგია. მისი ახსნის დროს ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ თითოეული პლანეტის სფეროები, სახლები, მდებარეობები და შემდეგ დავუკავშიროთ ერთმანეთს. ტაუ-კვადრატის მოქმედება შეიძლება დახასიათდეს შემდეგნაირად: სირთულეები, შანსი და გადაწყვეტა (რომელსაც პლანეტები გვთავაზობენ).

პარადოქსია, მაგრამ დიდი ტრინი ერთი შეხედვით კარგი და ჰარმონიული ასპექტია, თუმცა პასიურობას მატებს ადამიანს, ხოლო ტაუ–კვადრატი… ერთგვარი ძრავაა მოქმედებისა და აქტიურობისთვის. ცხოვრების პირველ ნახევარში, როგორც წესი, მისი დამუშავება რთული და უფრო მეტად სტრესულია. თუმცა მის მფლობელს მატებს ენერგიას, მოქმედებისკენ  და განვითარებისა და გაზრდის მხრივ წინ წასვლისკენ უბიძგებს, ხშირად ამთავრებენ ძველ პროცესებს და ახალ გზას იწყებენ. ამ რთული ასპექტის გასაგებად საჭიროა ყველა კომბინაცია (პლანეტები, მათი თვისებები, სახლები..)  კარგად გაანალიზდეს. ამასთანავე, ტაუ კვადრატი, რომელიც ე.წ. აქტიური/ მოქმედი პლანეტებისაგან შედგება (მარსი, პლუტონი, ურანი), უფრო მეტად ვლინდება.

მთავარი პლანეტის (რომელიც კვადრატურებს ქმნის ორ პლანეტასთან) მდებარეობა სახლში მიანიშნებს, რომ სწორედ იმ სახლით მართულ სფეროებში იქნება ექსტრემალური ცვლილებები და ევოლუცია.

წინა ასპექტისგან განსხვავებით 1 ნიშანი „იკარგება“. ეს ჰგავს „სამფეხა სკამზე ჯდომას“ – დისკომფორტული და რთული ასპექტია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი „დანაკლისი ფეხი“ არის. ინდივიდი თავად ხდება „მე-4 ფეხი“ მოქმედების დროს.  მაგალითად: ასპექტი მოიცავს სასწორს, თხის რქას და კირჩხიბს, ინდივიდი მოიქცევა ვერძის მსგავსად, ის ინსტინქტურად გრძნობს რა თვისებები აკლია სრული მოქმედების შესასრულებლად. ტაუკვადრატი ენერგიას უარყოფითად ააქტიურებს. რომელიმე პლანეტა მთვარის კვანძებთან კვადრატის შექმნით, ქმნის ტაუკვადრატს, რომელიც მიანიშნებს სწავლასა და განვითარებაზე. მთვარის კვანძებთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ერთი უარყოფითი ასპექტი მაინც. ტაუკვადრატს ადამიანის ცხოვრებაში შემოაქვს აფეთქებები, იმპულსები, რომელიც მოქმედებისკენ უბიძგებს. მასთან დაკავშირებულია მოულოდნელად აღმოცენებული სიტუაციები, სირთულეები, სწავლება ამ სიტუაციებიდან და სულიერი განვითარება. აღმოცენებული იმპულსები მნიშვნელოვანია, რადგან სირთულეებს ქმნის და მასთან გამკლავება რთულია.  ტაუკვადრატის შემთხვევაში პლანეტა, რომელიც კვადრატს ქმნის არის მანიშნებელი თუ როგორ და საით წარიმართება მოქმედებები და სირთულეები. მაგალითად, თუ  ვენერაა – დარტყმას მიიღებს გრძნობების, ჰარმონიისა და შემოქმედებითი სფეროებიდან, თუ მარსი – აქტივობებისგან, მოქმედებებისგან.
ტაუ-კვადრატი:

კარდინალურ ნიშნებში – დინამიკა და ენერგია

ფიქსირებულ ნიშნებში – საკუთარ თავთან ან სხვებთან ბრძოლა

მუტაბელური – პრობლემის გადაწყვეტა ან თავიდან არიდება ადაპტირების გზით
ტაუ კვადრატის გადაწყვეტა:

ჰარმონიული ასპექტებით – მის მიერ წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია რომელიმე პლანეტასთან დაკავშირებული ზუსტი (ან ზუსტთან მიახლოებული) სექსტილის ან ტრინის მქონე სხვა პლანეტით. მოცემული მაგალითის მიხედვით მზე-მარსი-სატურნის დაძაბული ასპექტი შეიძლება დადებითად განვითარდეს იუპიტერის ჩართვით. 

საწინააღმდეგო/ოპოზიციური თვისებების განვითარებით  დამაკავშირებელი პლანეტის (რომელიც კვადრატებს ქმნის) მდებარეობის საპირისპირო ნიშნისა და სახლის პრობლემების გადაწყვეტა.

დიდი ტრინი GRAND TRINE

სამივე პლანეტა ერთმანეთთან დაკავშრებულია ტრინით და მათ შორის ენერგიის მიმოცვლა ადვილად ხდება. მიანიშნებს ბუნებრივ ნიჭზე, ტალანტზე აღნიშნულ სფეროებში (პლანეტების სფეროები,სახლები..), თუმცა ინდივიდი  შესაძლოა ნაკლებად მოტივირებული იყოს მის გამოსახატად. დიდი ტრინი ერთი შეხედვით ჰარმონიული ასპექტია და პიროვნებას ჰარმონიულობას, სიმშვიდეს, წარმატებას, სტაბილურობას მატებს, თუმცა, ამავე დროს პასიურობის მომტანი, სიზარმაცისკენ მიდრეკილების ასპექტიცაა.

მაგ: პლანეტა კუროში, ქალწულსა და თხის რქაში. დიდი ტრინი გვეხმარება მიზნების მიღწევაში იმ სახლებსა და სფეროებში, რომლებშიც პლანეტებია, ესაა ფაქტობრივად „საჩუქარი“.

ამ ასპექტს სტაბილურობა, დაცულობა და ჰარმონია მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში. ესაა კოსმიური დამცავი ფარი ნებისმიერი უსიამოვნების წინააღმდეგ, დაფარული, ჩადებული ენერგიისა და ძალის გამოყენების საშუალებას აძლევს. ადამიანი, რომელსაც დიდი ტრინი აქვს, საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ახერხებს, მაგრამ თუ ეს ასპექტი ბოროტ პლანეტებს შორისაა – ვლინდება სუსტ ხასიათში, ჩაკეტილობაში, ადამიანი რეალური ცხოვრების გემოს ვერ იგებს. კეთილი პლანეტების შემთხვევაში – სტაბილურობისა და კონცენტრაციის საშუალებას.
ცეცლის ნიშნები – ზე-აქტიური, ენთუზიაზმით სავსე და უმეტესად საკუთარ თავზე ორიენტირებული. მიდრეკილია „ახლანდელ და ახლახანს აღმოცენებულ“ სურვილებზე. ნიჭიერება ენთუზიაზმით ვლინდება. ესაა ენთუზიასტი ადამიანი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს და საშუალებებს ეძიებს.

მიწის ნიშნები – ნიჭიერება პრაქტიკულ საქმესა და გამოცდილებაში ვლინდება. რეალობა მისთვის სასიამოვნო საჩუქარია, მატერიალურ სფეროებზე ორიენტირება.

ჰაერის ნიშნები – გონებრივი რეალობა, ინტელექტუალურ სფეროებში წარმატება, უპირატესობა ენიჭება ინტელექტს. ასეთი ადამიანისთვის ადვილია ემოციურად საკუთარი თავის ხელში დაჭერა. ნიჭიერება ვლინდება ინტელექტუალური მუშაობისა და იდეების გაზიარების დროს.

წყლის ნიშნები – ემოციური და წარმოსახვითი გამოხატვა წინა პლანზე. ფსიქიკური და ინტუიციური შესაძლებლობები გამოხატულია. ამ ადამიანისთვის საჭირო არაა ზედმეტი ემოციური სტიმულირება, ისედაც მგრძნობიარეა. ნიჭიერება ვლინდება სიმპათიის, შედარებისა და ინტუიციის გამოვლენით.

ღმერთის თითი, მეორენაირად YOD (ფიწალი)

ორი პლანეტა ოპოზიციაში ორ პლანეტასთან ნახევარსექსტილითა და კვიკონსით. სწორედ ამ მესამე პლანეტის (კვიკონსი) სფეროებში (რომელ სახლშიც არის ან/და რომელ სახლსაც მართავს) ინდივიდს აქვს შეგრძნება რომ  არჩევანის საშუალება არაა, რაც უფრო ეცდება სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებაროს, მით უფრო გართულდება.  ადამიანს უჩნდება განცდა „თავისუფლება ესაა ის, რაც მას არ აქვს“. სულიერ დონეზე ის სწავლობს საკუთარი სურვილების დათმობას  უმაღლესი ძალის სასარგებლობ. როცა ამას ისწავლის, იგრძნობს, რომ სამყაროს ძალებისთვის მუშაობს და ამავე დროს მისთვის ცხოვრება უფრო მშვიდი გახდება.  ამ ასპექტს ნაკლები ყურადღება ექცევა. მიუთითებს არჩევანის გაკეთებაზე. ესაა ბუმერანგის პრინციპზე დაფუძნებული ასპექტი. კოსმიური კარმა რთულად აღწევს ადამიანამდე. არასწორი ქცევის შემთხვევაში ორმაგ  შემფერხებლად ითვლება. ამ ასპექტის შემთხვევაში ადამიანს ეძლევა საშუალება ისარგებლოს და გამოიყენოს საკუთარი წარსული გამოცდილება მომავლისთვის. მიუთითებს შემდეგზე: ადამიანს საშუალება ეძლევა უკან დაბრუნდეს, წარსული შეცდომები გამოასწოროს და ვალი მოიხადოს. ეს ასპექტი არამხოლოდ ზრდის მაჩვენებელია, არამედ ასპექტი-გამოცანაც, რომელიც შინაგანად უბიძგებს საჭირო მოქმედებისკენ. პლანეტების კონფიგურაცია დაფარულ კოსმიურ მხარდაჭერაზე მიუთითებს. თუ ადამიანი მოუმზადებელია, ის სტატიკური ხდება და ვერ ვითარდება.

 

MYSTIC RECTANGLE: მისტიური მართკუთხედი

ოთხი დაკავშირებული პლანეტა: ორი სექსტილით, ორი ტრინით, ორი ოპოზიციით. ბუნებრივი ტალანტის/ნიჭის გამოსავლენად ჰარმონიული ასპექტია. შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს, თუ ინდივიდისგან  არ იქნება ხელშეწყობა. მართკუთხედში დაფარულია ორი ოპოზიცია,რაც დინამიკას, მოძრაობას უწყობს ხელს.

აფრა ПАРУС /KITE  

 სამი პლანეტა ერთმანეთთან დიდი ტრინით დაკავშირებულნი უკავშირდებიან მე-4 პლანეტას, ერთი ოპოზიციით და ორი-სექსტილით. ესაა საკმაოდ  ჰარმონიული ასპექტი.

ზოგადად, ამ კონფიგურაციაში ტრინი არ ითვლება „ზარმაც“ ასპექტად, რადგან აქ არსებული სექსტილები გვთავაზობს სხვადასხვა ვარიანტებს (თუ რა თქმა უნდა, ადამიანი ზედმეტად ზარმაცი არ არის). ზოგჯერ ასპექტმა ინდივიდი შეიძლება ცხოვრების დანგრევამდე მიიყვანოს. ნებისმიერი ტრანზიტის დროს ორი სექსტილი ადვილად აქტიურდება და ააქტიურებს ტრინის მუშაობასაც და კოსმიური ფარი ირთვება. პ.ს. თუ ადამიანი ევოლუციურად შემოთავაზებულ წარმატების მომტან ვარიანტებზე უარს არ ამბობს

ბისექსტილი (Bisextile)

ერთი ტრინი და ორი სექსტილის მიერ შექმნილი ასპექტი. დიდი ტრინისგან განსხვავებით მისი მოქმედება ფარული ხასიათისაა.  ცხოვრებაში შემოაქვს ჰარმონია, ოპტიმიზმი და ააქტიურებს დადებით მოვლენებს.  ადამიანი რამდენიმე ბისექსტილით წარუმატებელ სიტუაციებშიც კი წარმატებას აღწევს,რთულ სიტუაციებს თავს  ადვილად აღწევს, შეუძლია მცირე სიხარულითაც კი სიამოვნება მიიღოს. საუკეთესო შემთხვევაში ბისექსტილი არის დაცვა, ჰარმონია, ძალის დამზოგავი, მაგრამ ეს ყველაფერი ცნობიერებისგან ფარულად ხდება. უარეს შემთხვევაში კი ბისექსტილი ააქტიურებს ადვილი გზებით მიზნების მიღწევას, ადამიანი განვითარების გზაზე სიზარმაცეს ავლენს.

პენტაგრამა, იგივე თაიგული ВЕНОК

ეს ასპექტი თავის თავში მოიცავს ხუთ კვინტილს და ხუთ ბიკვინტილს და ითვლება თავისუფლების ძლიერ ასპექტად. ადამიანი მუდმივად აღწევს რაც უნდა, წესრიგის სისტემა უკვე გამოიარა. ამ ასპექტში მოიაზრება ძლიერი პასუხისმგებლობა, მისი ნებისმიერი ინიციატივა გამართლებადი და ადვილად მიღწევადია, თუმცა არ უნდა ჩაიდინოს ვინმეს საწინააღმდეგო ქმედება.  წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციით განვითარების უკანა ეტაპებზე გადავა.პენტაგრამა სიმბოლო  ძლიერი, სრულიად თავისუფალი ადამიანისა.

ყუთი ЯЩИК

ეს ასპექტი იწვევს მოულოდნელი სიტუაციების აღმოცენებას.ესაა თავად საიდუმლო რომელსაც მოულოდნელად ვაწყდებით და არაცნობიერად მოქმედებს. ამ ასპექტის შიგნით დაფარულია 2 სექსტილი , რაც კარმულ სიტუაციებში გვაგდებს და საკუთარ ვალებს გვახსენებს.ამ ასპექტით კარმული დამუშავება (შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული) ხდება. ერთი ადამიანისთვის „ყუთი“ შეიძლება იყოს გზა, მანიშნებელი, ხოლო მეორე ადამიანისთვის – საკუთარი კარმის საიდუმლოს გააზრებისა. ეს ასპექტი ცუდად მოქმედებს მხოლოდ დაბალ და საშუალო დონეზე, რადგან ინდივიდმა „რაც დათესა, ის მიიღო“. ზედა დონეზე კი ხდება იმის გააზრება, თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად.

გემი КОРАБЛЬ

გემი – ძლიერი შემოქმედებითი ორიენტაცია, რომელიც ხშირად დაუჯერებელი მოქმედებებით თავისი გზით მიდის.  ესაა შეუფერხებელი ძალა (ნებისყოფა), რომელიც საკუთარი გზის მოძებნაში გეხმარება. ასპექტი გვეხმარება კოსმიური საათის მოლოდინსა და დროულად სიტუაციაში ჩართვაში. ადამიანი ამ ასპექტით, მიდრეკილია შინაგანი შეცვლისკენ, ცვლილებებისკენ. ორიგინალური და უნიკალური გზით სიარული ეხმარება მიზნების მიღწევაში. განვითარების დაბალ დონეზე შეიძლება ავანტიურისტიც იყოს. ასევე შეიძლება შეასრულოს დამცავი ფუნქცია ევოლუციური განვითარების გზით სიარულის შემთხვევაში. გემი ძალიან ხშირად გვხვდება რეფორმატორების რუკაში და ფარულად მოქმედებს მათ მოქმედებებზე.

არკანი – АРКАН

არკანი ბინონაგონისა და 2 ნონაგონისგან შედგება, მიანიშნებს იმ კარმულ ვალებზე, რომლებიც დასამუშავებელია და ევოლუციურ განვითარებაში ხელს გვიშლიან. ეს ასპექტი ადამიანს არჩევანის გაკეთებაში უშლის ხელს, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ აცნობიერებს. რთული და უარყოფითი ასპექტია, რომელიც წრეს კრავს და წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს. სინამდვილეში ესაა მკვდარი ზონა, ოღონდ არაცნობიერ დონეზე. ამ ასპექტის შემთხვევაში საჭიროა გავიგოთ რა დავალება/ამოცანა დგას ჩვენს წინაშე. გაგებაში 80°-იანი ასპექტი, ბინონაგონი დაგვეხმარება (რომელ პლანეტებს შორის დგება). შემდეგ კი საჭიროა მივიღოთ სწავლება და სწორად შევასრულოთ მოქმედებები, რათა შემდეგ ისევ არ განმეორდეს. რთული, ერთიდაიგივე  სიტუაციები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ განმეორდება თუ სწორად დავამუშავეთ ეს ასპექტი. ასევე არკანი მიგვითითებს ჩვენს  ფარულ კომპლექსებზე, რომლებიც ძალიან ღრმად და ფარულადაა ადამიანში. ვალდებულებები, რომლებზეც დამაკავშირებელი პლანეტა (ნონაგონების შემქმნელი) მიგვითითებს, შესასრულებელია და ამ გაკვეთილების გავლის შემდეგ ადამიანი კოსმოსიდან იღებს დაცვას და მხარდაჭერას ..განვითარების ახალ ეტაპზე.

პალმა

პალმა ერთ-ერთი ფარული ასპექტი, რომელიც ადამიანის შინაგან ცხოვრებისეულ გავლენებს ეხება, თუმცა თავად ვერ აცნობიერებს. ეს ასპექტი მუდმივად მოქმედებს. პიროვნებას, რომლის რუკაშიც პალმაა, შეიძლება თავი ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად მიაჩნდეს, სინამდვილეში კი მასში ძლიერი ენერგია და სულიერი განვითარება იდოს.საშუალო ადამიანებისთვის ეს კონფიგურაცია არაა. დაბალ დონეზე – ინდივიდი ადვილად სწავლობს ბოროტების წინააღმდეგ შემოქმედებითი თავისუფლების გამოყენებას. უმაღლეს დონეზე – შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოყენება, პიროვნება ადვილად ახერხებს ჩიხიდან გამოსავალის მოძებნას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას.

კლიტე ЗАМОК

ასპექტი დგება ნონაგონითა და ორი პოლუნონაგონით.  ესაა ფარული ასპექტი, რომელიც ხასიათში უარყოფით შტრიხებსა და მოვლენებს განსაზღვრავს. ფარულად, ქვეცნობიერად მოქმედებს როგორც დამაბრკოლებელი გარემოება, როგორც ციხე.  ამ ასპექტის მქონე ადამიანს გარშემომყოფების აქტიური მონაწილეობით ხშირად უწევს  სიტუაციების გადალახვა. შესაძლებელია ციხეში ჯდომა ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ან სხვების მეურვეობის, მზრუნველობის ქვეშ ყოფნა მოუწიოს. ეს ასპექტი ქმნის სიტუაციებს, რომლებშიც კლიტის გასაღები უნდა ვეძებოთ, ანუ თავის დასაღწევი და კარმული ვალისგან გასათავისუფლებელი. განვითარების შედარებით მაღალ პროგრამაზე, პიროვნება სიტუაციებზე მართვას სწვალობს.

ნავი ЛОДКА

ასპექტი დგება ერთი კვინტილითა და ორი დეცილით. ნავი გარემოზე ზემოქმედებით სიტუაციების კონტროლის საშუალებას იძლევა. ინდივიდის მოქმედება მისი აზრითა და გარემოში მოქმედებებით შერწყმით გამოიხატება. ადამიანის გარშემო შემოქმედებითი სფერო ყალიბდება. ცხოვრების მიმართ მარტივი მიდგომა, თავისუფლება და მრავალფეროვნება ყველაფერში იგრძნობა. თავად პიროვნება ისეთ სიტუაციას ქმნის, სხვებს ყოფნა უადვილდებათ. ნავი ინდივიდს სხვებზე ზეგავლენის  საშუალებას აძლევს. საშუალო განვითარების პროგრამის შემთხვევაში შეიძლება ამ ასპექტის არსებობა ვერც კი იგრძნოს, ხოლო დაბალ დონეზე – საკუთარი მიზნებისთვის გარემო თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს. მაღალ დონეზე – ახალ შესაძლებლობებს იღებს. ადამიანს, რომლის რუკაშიც ნავია, ახლანდელი ცხოვრებით ტკბობის საშუალება ეძლევა, ესაა დასვენების პერიოდი . .  განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისამდე.

მახვილი КИНЖАЛ

მახვილი, იგივე დამოკლეს მახვილი მძიმე ასპექტია, რომელიც ადამიანს შეიძლება „დაეცეს“ და „თავი გააგდებინოს“. მუდმივად მოქმედებენ ასპექტის შიგნით მყოფი ასპექტები. მახვილი ადამიანს მუდმივად საშიში მოლოდინის შეგრძნებით ავსებს, ის მუდმივად განიცდის პანიკას, შიშს. განსხვავებული ფორმებით უცნაურ, საიდუმლო თავდასხმებს განიცდის. ზოგჯერ პანიკისა და შიშის გამო თავად ზრდის გარემოდან მომავალი საფრთხის რაოდენობას. ახალგაზრდა ასაკში ასპექტი ხელსაყრელია პიროვნების ფორმირებისთვის. როგორც კი შიშს გადალახავს, ფარულ დარტყმებზე უპირატესობას მიიღებს. თუ კონფიგურაციაში „კეთილი“ პლანეტები მონაწილეობენ – უადვილდება წინასწარ დარტყმების გამოცნობა და უკან უბრუნებს ან იცილებს, ხოლო თუ „ბოროტი“ პლანეტები – ყველაფერი გილიოტინას ემსგავსება და ინდივიდი თავად დგება მახვილის ქვეშ.  დაბალ დონეზე, „კეთილი“ პლანეტების შემთხვევაში თავად ხდება საიდუმლო ინტრიგების წამომწყები. თუ ევოლუციის ზემოთ საფეხურებზე ავა– დახმარება თავად მოვა.

პირამიდა ПИРАМИДА

პირამიდა მრავალფეროვანი ასპექტებისგან შედგება. ეს კონფიგურაცია ნიშნავს, რომ კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში არ არსებობს შემთხვევითი მოვლენები და ყველაფერი ჯაჭვით უკავშირდება ერთმანეთს.  ადამიანი პირამიდის მდებარეობით ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ინარჩუნებს ბალანსს. მისთვის ადვილია ერთი შეხედვით შეუთავსებელი მახასიათებლების გაერთიანება. პირამიდა „ირთვება“ ადრეულ ბავშვობაში და ადრეული პერიოდის უმნიშვნელო ცვლილებაც კი მომავალში დიდ მნიშვნელობას იღებს.

კონვერტი КОНВЕРТ

კონვერტში იმალება ორი ურთიერთსაპირისპირო  ასპექტი. ზოგადად, საკმაოდ რბილ კონფიგურაციად ითვლება. ითვლება, რომ ინდივიდს მუდმივად მოუწევს უფსკრულსა და თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება. მიანიშნებს შემოქმედებით მუდმივ ტვირთზეც. ადამიანი ნიჭის „მონა“ ხდება, აქ არ არსებობს არცერთი თავისუფალი პლანეტა. თუ დაძაბულობას მიიღებს, როგორც ჰარმონიას, მაშინ კონვერტი იძლევა შემოქმედებით სფეროში უდიდესი მიღწევების შესაძლებლობას.

ზღუდე (ღობე) ОГРАДА

გარედან ეს კონფიგურაცია ჩანს როგორც იდუმალი, მასში იმალება დაძაბული ასპექტები, რომლებიც შიგნიდან მოქმედებს. ამ კონფიგურაციასთან პირდაპირაა დაკავშირებული (გადმოეცემა) კოსმიური კარმა, მაგრამ ამისთვის ინდივიდი კარგი მიმღები უნდა გახდეს. ნახევარსექსტილი კოსმიური ასპექტია, ხოლო კვიკონსი აღნიშნავს მინიშნებას. მისმა მფლობელმა უნდა გაიაროს კოსმიური ევოლუცია, რათა კარგი მიმღები გახდეს.

სოლომონის ბეჭედი THE SEAL OF SOLOMON

სოლომონის ბეჭედი (ეზოთერული სახელი) შედგენილია ორი დიდი ტრინისგან და ვარსკვლავის ფორმა აქვს, ამიტომ მეორე სახელით ცნობილია როგორც „დავითის ვარსკვლავი“. ამ ფიგურას საკმაოდ ბევრი ოკულტური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასტროლოგიაში მხოლოდ რამდენიმე. ასტროლოგიურად, ერთმანეთთან დაკავშირებულია ექვსი ტრინი. თუმცა აუცილებელი არაა მასში შემავალ პლანეტებს შორის სექსტილი იყოს. სოლომონის ბეჭედი განიხილება როგორც ჰარმონიის, სტაბილურობის, წარმატების შემომტანი ასპექტი. ამავე დროს, შეიძლება ხელი შეუწყოს ინდივიდის უმოქმედობას, რადგან ეს უკანასკნელი რასაც მოისურვებს, ყველაფერს ადვილად იღებს. მასში მოქმედი პლანეტები სრულადაა გააქტიურებული და მათი მოქმედება იგრძნობა.  ადამიანი ამ ასპექტით, აერთიანებს და გრძნობს მაღალი და დაბალი განვითარების ფორმებს, მათ კავშირს, შესაძლოა გააჩნდეს ოკულტური და ეზოთერული უნარები, მასში შერწყმულია ლოგიკა და ინტუიცია, ნება და სურვილი, ინტროვერსია და ექსტრავერსია და ა.შ. პ.ს. იშვიათი ასპექტია და მის ასახსნელად სასურველია არამხოლოდ ასტროლოგიური, არამედ ეზოთერული და ოკულტური მნიშვნელობის ჩართვაც.

ტრაპეცია 

ტრაპეცია შედგება ტრინითა და სექსტილით დაკავშირებული პლანეტებისგან, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ არიან განთავსებულნი და აკავშირებთ ორი კვადრატი. ამ ასპექტზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, რადგან მისი კლასიფიცირება და სისტემატიური კვლევა არ მიმდინარეობს. რუკაში ტრინებსა და სექსტილებს სიმარტივე, ჰარმონია შემოაქვთ, მონაწილე პლანეტები  აქტიურადაა ჩართული ასპექტის გამოვლენაში. ჰარმონიის განცდა დამოკიდებულია სახლებზე და პლანეტებზე: რომელ სახლებშიც მდებარეობენ ტრინითა და სექსტილით დაკავშირებული პლანეტები, პიროვნებას იმ სახლების სფეროებში წარმატებისა და ჰარმონიის გრძნობა აქვს. ერთადერთი „პრობლემა“ კვადრატურებია. აღნიშნული სფეროები და პლანეტები ერთმანეთს რთულად უკავშირდებიან და მათი ურთიერთქმედება კონფლიქტურია. მაგალითად, მე–10 და მე–2 სახლებში მყოფმა ტრინით დაკავშირებულმა პლანეტებმა და მე–5+მე–7 სახლებში სექსტილით დაკავშირებულმა პლანეტებმა შეიძლება წარმოქმნას პრობლემები ფინანსურ&პროფესიულ საქმეებსა და სასიყვარულო ურთიერთობებსა&ქორწინებას შორის.  როგორც ყველა რთული ასპექტის შემთხვევაში, ტრაპეციაც საჭიროებს პროგრესისკენ, დამუშავებისკენ „წაყვანას“, ამისთვის კი ენერგიის გამოყენებაა საჭირო. სირთულეების დასაძლევად და ბალანსის აღსადგენად საჭიროა მისი დინამიური და პოზიტიური მხარეების გამოყენება.

როგორ ნახოთ შედგენილი ასპექტები რუკაში

გახსენით ზეტი და ნახეთ სურათზე მითითებული N1. თუ არ არის, ინსტრუქციას მიყევით  ნომრების მიხედვით და ჩართეთ (სურათებს გადიდებისთვის დააწკაპუნეთ).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:გლობა, ვინკლერი, Nicholas Campion, Константин Сельчёнок,  Astrotheme.com

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top