შეერთება (ზოგადი დახასიათება)

შეერთება (ზოგადი დახასიათება)

რიცხვი 1 ( ანუ რკალი 360  ⁰ = 0⁰ )ეს არის აბსოლუტის, პოტენციალის სიმბოლიზაცია.

ამ ასპექტის მახასიათებელია – გამოვლინება და შემოქმედება.

პლანეტები, რომლებიც შეერთებაშია, თითქოს შავ ყუთში არიან მოთავსებული, (აბსოლუტის სიმბოლო). შეერთებამ, სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი ეფექტები მოგვცეს, მაგრამ ეს ეფექტები რა თქმა უნდა პლანეტების (სახლის, ნიშნის სადაც მდებარეობს და სხვა ასპექტების) პრინციპებს უკავშირდება.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არ არის შემოქმედი  და დაბალი განვითარებისას ეს არც იგულისხმება, ამ შემთხვევაში ადამიანის იმ ცხოვრებისეულ სფეროში, სადაც არის შეერთება (სახლი, ნიშანი, მმართველი, ასპექტები) აბსოლუტური შემოქმედებითი საწყისი შეიგრძნობა, ანუ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად საინტერესოს, მითუმეტეს ორიგინალურსა და შემოქმედებითს ვერაფერს გრძნობს, მაინც ხშირად მოხვდება სხვადასხვა  არასტანდარტულ სიტუაციებში, შეხვდება და ურთიერთობას დაიწყებს ადამიანებთან  მისთვის უჩვეულო პირობებში და  არავისთვის (მათ შორის არც აბსოლუტისთვის) ამ სიტუაციაში წინასწარ არ იქნება ცნობილი არც მისი და არც სხვების ქმედება.

 მარსი, როგორც შეერთების მმართველი ამ ასპექტს ანიჭებს გამოხატვის ძალასა და ენერგიას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ადამიანების ბედ-იღბალში, სტელიუმების შემთხვევაში, ანუ მრავლობითი შეერთებებისას.

შეერთება  ეს აბსოლუტის შემოქმედებითობის ის ვარიანტია, როცა მას ვერსად გაექცევი,  ადამიანი თუ  ეს ასპექტი ერთვება, ის გრძნობს (შინაგანად და გარეადანაც) წარმოუდგენელ ზეწოლას  და  მისგან გათავისუფლების გზებს ეძებს, ეს ისაა რასაც ეძახიან შემოქმედებით წვას ან მშობიარობის ტკივილებს, რომელიც თან ახლავს აბსოლუტის ყოველ გამოვლინებას, ანუ მისი ერთ-ერთი პოტენციური საშუალების გაფორმება და მატერიალიზაცია.  თუ შეერთება ჰარმონიული ან დამუშავებულია, მაშინ დაძაბულობის სახით გამოვლინდება, ხოლო თუ შეერთება დაზიანებული და დაუმუშავებელია – მოსალოდნელია სტრესები და ტრაგედიებიც კი.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთების ასპექტი აუცილებლად გარეგნულად გამოავლენს თავის ძალებს, გარეგნული გამოვლენა  უფრო  აქტიურ პლანეტებს ახასიათებს: მზე, მარსი, იუპიტერი, პლუტონი, მერკური, ქირონი და ურანი.

შინაგანი გამოვლინება კი უფრო მეტად ახასიათებს: მთვარეს, ვენერას, სატურნს, ნეპტუნს,  ისევე როგორც ნადირის (Iჩ)  და დესცენდენტის შემთხვევაში ეს ნიშნავს ენერგიის სრულიად სხვა სახეს – სიღრმეში წვდომის, შიდა ჩაბღაუჭებისა და ინტიმურ კავშირების ძალის.

ვენერა როგორც შეერთების  ტყვეობა ახდენს იმ ყველაფრის სიმბოლიზაციას, რაც აბსოლუტის   ყველა მიმართულებისა და აზრის გამოვლინებით ქმნის სამყაროს ჰარმონიას, კერძოდ სიყვარულსა და სილამაზეს.  თუმცა ხშირად ის ვლინდება არც ისე სწრაფად და გასაგებად, საჭიროებს  ევოლუციურ ცნობიერის მზაობის დონეს. ეს ვენერასეული შეერთების ელფერი ხდება საგრძნობი ასპექტის დამუშავების შესაბამისად.  დამუშავების დაბალ დონეზე როდესაც ჯერ კიდევ არაა გადალახული მისი მარსიანული სიუხეშე, ვენერას გავლენა ვლინდება სოციალური ურთიერთქმედების საშუალებით, შეერთების ენერგია იზიდავს საყოველთაო ყურადღებას  და გარკვეული ძალაუფლებას  სძენს ადამიანებს, რომლის სწორად მართვაც საკმაოდ რთულია. სუფთა ასტროლოგიურად შეიძლება ითქვას, რომ შეერთების დამუშავება ხდება მარსიანული პირველადად ძლიერი, უხეში  პირდაპირი ზემოქმედების გადალახვისა და  პლანეტების ვენერასეული თანამშრომლობისა და ურთიერთადაპტაციის მიმართულების  შეკავშირებით.

მზე, როგორც შეერთების ასპექტის კულმინატორი  იძლევა იმპერატიულობის ელფერს, ადამიანის გარე და შინაგან გამოვლენაში. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე პლანეტების შეერთებაში აბსოლუტის ნების პრაქტიკული მაცნეები და მისი ამ ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ფაქტიურად შეუძლებელია. დაბალი დონეზე შეერთების იმპერატიულობა ეხება პლანეტებს ურთიერთქმედების დამუშავებას; ის აგრძელებს სვლას ისეთი სახით, რომ ადამიანს აიძულებს განსაზღვრული ინიციატიურობისა და ნებელობის გამოვლენას,  ამ ურთიერთქმედების რეგულირების მიზნით (რეალურად ადამიანმა შესაძლოა არ იცოდეს თავის რუკაში ამ შეერთების არსებობა, მაგრამ მისი მოქმედება და ინიციატივა  რეალობაში ფაქტიურად ზუსტად ამაზე იქნება მიმართული ).

მაგ: მთვარე ვენერას შეერთება ნიშნავს იმას, რომ  დასაწყისში ეს პლანეტები  დასაწყისში ფაქტიურად  მიეჯაჭვა ერთმანეთს და ცხოვრება აუცილებლად მოაქცევს ამ ადამიანს ისეთ პირობებში, როცა მას მოუწევს თავის ქვეცნობიერში  სუფთა სოციალური და ოჯახური მოქმედების პროგრამების წვალებით გამიჯვნა, რაც იქნება  შეერთების დამუშავების მანიშნებელი. ანუ მოცემულ შემთხევაში მთვარისა და ვენერას ფუნქციის აუცილებელი დიფერენცირებას.

სატურნი, როგორც შეერთების დეკადენტი  იძლევა ამ ასპექტისთვის დაბალი დამუშავების დონეზე დეზორგანიზაციის ელემენტს ძლიერი ქაოტურ და ირაციონალურ, არაპროგნოზირებად დასაწყისს, რომელიც მხოლოდ ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ  შეიძლება გახდეს კონსტრუქციულ-შემოქმედებითი. ეს არის ახალგაზრდა, ენერგიული მაიმუნის თავისუფლება, რომელიც ბეჭდავს საწერ მანქანაზე ან კაცობრიობა, რომელმაც გამოიგონა ატომური ბომბი ან გენეტიკური კოდში აფათურებს ხელებს. სხვა მხრივ შეერთების ენერგიის შეკავების უხეში მცდელობები, სატურნული მკვეთრი ზრახვების კონსტრუქციულად ქცევა  საშუალო და დაბალ დონეზე დიდ აფეთქებას გამოიწვევს – (გარე ან შინაგანი გამოვლინდებით)  რომელიც ქვეცნობიერისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. აქ აუცილებელია თანდათანობითი და ძალიან ფრთხილი დამუშავება, რომელიც უმეტესად ემყარება მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს, ვიდრე პირდაპირ ზეწოლაზე და შეზღუდვებს და წარმატება მიიღწევა მაშინ, როცა  ადამიანი დაინახავს თავის კარმული პროგრამის ნაწილს, რომელშიც შესაძლოა შეერთების პოტენციური ენერგია იყოს რეალიზებული.

მხოლოდ მაშინ გამოთავისუფლდება  ის კონსტრუქციულად და კარმის იმაზე  დიდ ნაწილს მოჰფენს სინათლეს (პირადი და შესაძლებელია ჯგუფურიც) ვიდრე ადამიანს შეეძლო წარმოედგინა.  ამიტომ შეერთების ღრმა დამუშავება იძლევა კარმული არსის გაგების საშუალებას, პირად და ჯგუფურ კარმაში შესაბამისი პლანეტარული პრინციპებით და იმის უნარს, რომ მიმართოს ორივე პლანეტის ენერგია ერთად  საჭირო მიმართულებით. თუმცა ამის მიღწევა არ არის მარტივი, განსაკუთრებით სტელიუმის შემთხვევაში და ბევრი პლანეთით, რადგან  მრავლობითი შეერთებების ქაოტური ძალები უჩვეულოა, მიუხედავად იმისა, რომ მათში შესაძლოა სატურნიც მონაწილეობდეს (თუმცა უკანასკნელის შემთხვევაში შეერთების ფარული ენერგიის ნაწილი იყინება, შიგნით მიემართება და მასთან მიდგომა მხოლოდ საკმარისი ჩაღრმავებით და შინაგანი დისციპლინით ხდება).

 დამუშავების პირველ დონეზე  ძირითადად შეიგრძნობა ამ ასპექტის მმართველის ანუ მარსის გავლენა. ადამიანი თავის თავზე შეიგრძნობს პლანეტების შეერთების ურთიერთქმედების ძალას, რომელსაც ვერ იმორჩილებს, ეს ეხება  გარემოებებს,  შინაგან ცხოვრებას, ემოციურ  ან მეტალურ რეაქციებს.

გარდა ამისა, ამ დონეზე ადამიანს, როგორც წესი, არ შეუძლია ამ პლანეტების პრინციპების ერთმანეთისგან დიფერენცირება, რასაც მივყავართ ძლიერი ფსიქიკის გაუხეშებამდე (კერძოდ აღქმის, შინაგანი განცდების, გარე მოტივაციისა და კონკრეტული ქმედების). ამ დონეზე შეერთება ნიშნავს არა სინთეზს, არამედ უცხო, ერთმანეთისთვის სრულიად არაადაპტირებადი პლანეტების პრინციპების შეწებებას. თუ შეერთებაში მყოფი პლანეტებიდან ერთი გაცილებით ძლიერია მეორეზე, მაშინ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი დამორჩილებით  მკვეთრად დათრგუნავს  მის პრინციპებს და ხანდახან პირიქით, მცირე დროით სრულიად დაემორჩილება (ვიზუალური სიგნალის ეფექტი) ძირითადად კატასტროფული შედეგებით, რომელშიც შესაძლოა ცდების ობიექტზე (ადამიანზე) აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა დავინახოთ.

მაგ: მზე მერკურის შეერთების დამუშავება პირველ დონეზე გაუმიჯნავადაა დაპრესილი ნება და რაციონალური აზროვნების გარე იმპერატივები.  თუ მოცემულ მომენტში მზე უფრო ძლიერია მაშინ აზროვნება  გარემოებებზეა მიმართული, ანუ ადამიანი ვერ ხვდება  რატომ ემორჩილება მენტალურად ყველაფერს, რაც მის თავს ხდება  და რაციონალურად  ამართლებს ყველა თავის ნებით იმპულსს,  ანუ არაინაირად არ აკონტროლებს და არ აკორექტირებს მათ.

თუ პირიქით, უფრო ძლიერია მერკური, მაშინ ადამიანის ნება მთლიანად იქნება დამორჩილებული მენტალურ წარმოსახვებსა და პროგრამებზე.  მას ეგონება, რომ იგივე ეხება მის ყველა გარე იმპერატიულ გარემოებებს. ყველა ისინი კონტროლირდება და იმართენბა მისი საკუთარი ან უკიდურეს შემთხვევაში სხვისი გონებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გონია, რომ მისი გონება  და ნება ერთიანია რაც უხეში შეცდომაა, ამის გამო კი ქვეცნობიერად დისკომფორტის განცდა აქვს, ნებისმეირ სიტუაციაში როცა აქტიურია ეს შეერთება: სულის სიღრმეში ადამიანი არ ენდობა არც თავის (არც სხვის) გონებას, არც ნებას და არ ჯერა გარე  და შიდა სამყაროში მათი საგებლიანობის.

შეერთების დამუშავების მეორე დონეზე ადამიანს უკვე შეუძლია შეერთებაში მყოფი პლანეტების პრინციპების დიფერენცირება და ყურადღებას აქცევს  შინაგანი და გარე სიტუაციების არაადეკვატურობასა და არაბუნებრიობას, რომლებიც იდეაში ითხოვენ  ერთ-ერთი პლანეტების ჩართვას, მაგრამ რეალურად ორივეს აქტივირებას. ამ დონეზე ადამიანს არ შეუძლია  შეერთებაში მყოფი პლანეტების ჩართვის გააქტიურების ძალასთან წინაღმდეგობის გაწევა, მაგრამ ის ცდილობს პირველ რიგში ამ პლანეტების პრინციპების შეთავსებას და მეორე რიგში მათი ძალის ურთიერთქმედების დარეგულირებას, ერთი პლანეტის  მეორესთვის დაქვემდებარებით თავისი მიზნის შესაბამისად. ამ დონეზე შეიგძნობა  ასპექტის ტყვეობის ანუ ვენერას გავლენა, რომელიც  საერთო ენის გამოსანახავად კეთილსაიმედო საშუალებებს (ენაზე რომელზეც შეძლებენ მოლაპარაკებას, ხშირად  შეუთავსებელი პლანეტარული პრინციპები) იძლევა. ამ დონეზე  პლანეტების ურთიერთქმედება უკვე ისეთი აგრესიული და დესტრუქციული აღარაა: პირველ რიგში ჩნდება სუვერენიტეტის პრინციპების და (შეერთების) სხვა პლანეტების მთლიანობის პატივისცემის და მეორე რიგში ძლიერი საბრძოლო  დიქტატის პრინციპი (ძლიერის მიერ სუსტზე) იცვლება მაგიდასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.

მაგ: მზე მთვარის შეერთებისას  დამუშავების პირველ დონეზე ამ ადამაინს თავისი ნებისა და ქვეცნობიერის სურვილის ერთიანობის მყარი ილუზია ექნება, რაც იძლევა მიზანმიმართულ ეგოიზმს, ძლიერი მთვარის შემთხვეაში და პირიქით  სხეულის მოთხოვნების  უდავო დაქვემდებარებას  შინაგანი და გარე ნებელობისთვის – ძლიერი მზის შემთვევაში. დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი ამჩნევს რომ მისი ნება და ინიციატივა ძალიან  სწრაფად და ენერგიულად რეაგირებს  მცირე კაპრიზებსა და სურვილებზე და ნაწილობრივ დაარეგულირებს ამ კავშირს.  სხვა შემთვევებში სიტუაციებში სადაც მზე მთვარეზე ძლიერი აღმოჩნდება  მას შეუძლია რაღაცნაირად გამიჯნოს თავის ნება მაგ: დაიცვას მისიგან თავისი ჯანმრთელობა.

მესამე დამუშავების დონეზე  ადამიანი უკვე მკვეთრად ანსხვავებს შეერთებაში მყოფი პლანეტების პრინციპს და სწავლობს  ამ შეერთების ენერგიის გამოყენებას,   პლანეტების ურთიერთქმედების ენერგიას  საჭირო მიმართულებით მიმართავს. თუ მეორე დონის დამუშავების მიღწევად ითვლება  სხვის საქმეში არ ჩარევა და  შეერთებაში მყოფი პლანეტებისგან უხეში ზეწოლის არ არსებობა,  დამუშავების მესამე დონეზე ადამიანი სწავლობს პლანეტების შეერთების ურთიერთქმედების ძალის კონსტრუქციულ გამოყენებას, კერძოდ, მათი პრინციპების (ასევე სახლების, სადაც შეერთებაა) დამუშავების მიზნით.  ამ დონეზე ადამიანს შეუძლია კონსტრუქციულად მიმართოს პლანეტების ურთიერთქმედების ენერგია შეერთებაში მყოფი ერთერთი პლანეტისკენ, რითაც ის უაღრესად ძლიერდება და მისი გავლენა სამყაროზე ხდება იმპერატიული. რაშიც შესაძლებელია დანახული იყოს შეერთების ასპექტის კულმინატორის – მზის პრინციპი.  მაგ: ისევ მზე მთვარის შეერთება. მე-3 დონის დამუშავებისას  ადამიანს უკვე მკაფიოდ შეუძლია  თავისი ნებითი იმპულსების ერთმანეთისგან გამოყოფა, რომლებიც ინიცირებულია  მისი პრინციპებით  ნებითი იმპულსებისაგან, ისინი სხვადასხვა ეგრეგორებისგან მოდის  და თუ ქვეცნობიერიდან მიღებული ენერგიას,  დაბალი დონის შემთხვევაში მიმართავდა ეგოისტური დონის ინიციატივაზე,  ახლა უკვე ეს ადამიანი მიმართავს  თვითსრულყოფაზე. მაგ: მას შეუძლია, დაბალი პროგრამის სურვილების  შესრულების ნაცვალად, ქვეცნობიერში  მისი მდგომარეობის მონიშნვა, რადგან შედეგად გამოიტანოს დღის სინათლეზე და   მოახდინოს  უკეთესი ტრანსფორმაცია – ასე ხდება მთვარის დამუშავება.

მზის დამუშავება ინტუიციური ნებითი იმპულსების ანალიზით მიმდინარეობს იმის გაგების მიზნით, თუ რომელი ეგრეგორით არიან ისინი განპირობებული. მაგ: შეიძლება მოითხოვოთ სიგნალი ამის შესახებ საკუთარ შინაგანი ორგანოებისა  და სისტემებისგან, შედეგად დაბალი ვიბრაციების ურთიერთქმედებისას უამრავ ადამიანს უჩნდება  გულის რევის შეგრძნება.

დამუშავების მეოთხე დონეზე ამ ასპექტში ადამიანი უკვე ჩაწვდება პლანეტების ურთიერთქმედების  მართვის ხელოვნებას. ამ მომენტში  მათი საკუთარი პრინციპები საკმარისად უნდა იყოს დამუშავებული და არა მხოლოდ განცალკევებით დიფერენცირებული, არამედ ადაპტირებული  ერთმანეთზე. ამის შემდეგ ადამიანი იყენებს ამ პლანეტების ურთიერთქმედების უნარს  არა მხოლოდ საკუთარი დამუშავების პლანზე ძირითადი ყურადღების ერთერთ მათგანზე კონცენტრირებით, არამედ მათში კონცენტრირებული  და შემოქმედებითი გამოვლინების სინთეზის პრინციპების სწავლა, როცა შეუძლებელია ითქვას ზუსტად რომელი მოქმედებს მათგან, თუმცა ხშირად შეიჩნევა ორივეს მონაწილეობის ნიშნები.

პლანეტების სინთეზი - ნებისმიერი ასპექტის შემთხვევაში, ეს არის დამუშავების უმაღლესი ფორმა, შეერთების შემთხვევაში ეს იძლევა უკიდურეს კონსტრუქციულ ენერგიას, რომელიც ვრცელდება ამ პლანეტების სხვა ასპექტებზეც.

მეოთხე დონეზე ასპექტის დამუშავებისას შეიგრძნობა  დეკადენტის – სატურნის გავლენა, რომელიც იძლევა კარმული პროგრამების და დაბრკოლებების ხედვის უნარს და რომელიც მიმართავს შეერთების ენერგიას და შემოქმედების საშუალებას კარმული საზღვრის მიღმა.

მხოლოდ ამ დონეზე  აბსოლუტის შემოქმედება, რომელიც ვლინდება პირველ 3 დონეზე, სპონტანურად და  მეტწილად ქაოსურად,  ძირითადად ადამიანის (გარე და შინაგანი) ბედ-იღბლის გავლით ვიდრე მისი შემოქმედებითობით, შედის კონსტრუქციულ ევოლუციურ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, აფეთქებული ბომბის ნამსხვრევები არაპროგნოზირებადია და ასევე წარმოადგენენ აბსოლუტის შემოქმედებით ვარიანტს, მაგრამ ეს მაგალითები ეხება მაინც შეერთების პირველი დონის დამუშავებას, რომელიც განვითარების ინვოლუციური ფრაგმენტებისთვისაა ტიპიური.

პლანეტების შეერთება  

ზოგადად ნებისმიერი შეერთება უნდა განიხილოს 3 პოზიციიდან: თითოეული პლანეტის მეორეზე გავლენის თვასაზრისით და  ერთიანად, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს პლანეტები ერთ სახლში არიან განლაგებულნი ან ორივეს აქვს ასპექტები მესამესთან. მაგ: სამმაგი შეერთებისას, როდესაც თითოეულის მეწყვილე იმყოფება შეერთებაში, საკმარისი არ არის ინტერპრეტირება, მხოლოდ თითოეულის მეორესთან ან მესამესთან გავლენის განხილვით. ყველაზე ხშირად ამ შემთხვევაში 1 ან 2 მათგანი აღმოჩნდება უფრო ძლიერი და მეორე შემთხვევაში მთავარი ურთიერთქმედების სურათი წაეწყობა ერთმანეთთან უფრო ძლიერი  ორი პლანეტის ურთიერთქმედებით ერთმანეთზე, შედეგად ისინი შექმნიან ნაწილობრივ სინთეზს (შერწყმა) ურთიერთქმედება მოხდება სწორედ მასთან, ხოლო ორი შედარებით სუსტი პლანეტის ერთმანეთზე გავლენას ექნება მეორადი მნიშვნელობა.

პლანეტების საკუთრივი ძალის განსაზღვრა ასპექტში ხშირად არც ისე მარტივია, რა თქმა უნდა,  შესაძლებელია ძირითადი პრინციპების გამოყენება: პლანეტას აძლიერებს სხვა პლანეტასთან ასპექტები, თავის ნიშანი (იშვიათ შემთხვევაში სახლში) დგომა, და ასუსტებს  ტყვეობა ან დაცემა, მაგრამ ეს საერთო ჯამში  ყოველთვის არ იძლევა მნიშნელოვანი აქცენტების გაკეთების საშუალებას. ამის გარდა, თუ რომელიმე ნიშანში  რამდენიმე პლანეტაა თავმოყრილი, მაშინ ის ჰოროსკოპში ძალიან ძლიერია და გააძლიერებს ყველა იქ არსებულ პლანეტას. მათაც კი, რომელიც უასპექტო, დაცემული ან ტყვეობაშია.

არსებობს  ასევე ეფექტები რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ადამიანის ცხოვრების გარემოებებს. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ერთფეროვანი და ნაკლებად შემოქმედებითი ცხოვრებით, რომელშიც აქტიურია 2-3 (ხანდახან 1-2) სახლი  და შესაბამისად  პლანეტებზე  ამ სახლებში, მიუხედავად მათი სპექტებისა და ესენციური ღირსებებისა (არის მდგომარეობა მმართველ ნიშანში, ტყვებაში  და ა.შ.) ყალიბდება  ძირითადი აქცენტი, ანუ ისინი ფაქტიურად  უფრო ძლიერნი აღმოჩნდებიან  ჰოროსკოპის  ყველა დანარჩენ პლანეტაზე. ამიტომ განსაზღვრული პლანეტის ძალას განსაზღვრავს აუცილებლად გასათვალისწინებელი ჰოროსკოპის აქტიური სახლები და  ადამიანის ცხოვრების კონრეტული გარემოებები, რომლებსაც თავისი ძალების დაძაბვით შეუძლიათ საკმაოდ ძლიერ  განდევნოს თავისი გარე და შინაგანი ცხოვრების ბუნებრივი გეგმა,  კერძოდ ინფორმაციის და უნარების იგნორირებით, პრაქტიკულად შესაძლებელია სახლის ზღრურბლთან მისვლა, მაგრამ რთულია  ურდულით ჩაკეტილ კარში შეღწევა.

პოდვოდნის ასპექტების განხილვაში მხოლოდ ცალმხრივი გავლენაა გარჩეული,

მაგ :მზის შეერთების ასპექტში ხდება გავლენის აღწერა  ზოგადად შეერთებაში მყოფ პლანეტასთან. ამ გზით კონრეტული შეერთების აღწერიისთვის  მაგ: მზისა და სატურნის, ზოგადად უნდა ჩაითვალოს როგორც მზის შეერთება და ცალკე სატურნის შეერთება, მაგრამ ეს ტექსტები ცალკე  არ უნდა განიხილებოდეს, საჭიროა მათი შერწყმა, წინასწარ უნდა მოხდეს მზისა და სატურნის ძალების განხილვა, უფრო ზუსტად კი ამ ადამიანის ცხოვრებაში დროს გარკვეულ მომენტში მათი განხილვა.

სირთულეები, რომლელსაც შეხვდება დამწყები ასტროლოგი ასეთი შერწყმის მცდელობისას, იქნება ადამიანის აქტუალური სირთულეების მსგავსი, რომელიც იძულებულია იცხოვროს ასეთი შეერთებების ასპექტებიანი რუკით და ეგზისტენციალურად შეათანხმოს (ანუ თავის გარე  და შინაგანი ცხოვრების მატერიალზე) ამ პლანეტების პრინციპები.

დამუშავებულია ავესალომ პოდვოდნის მასალაზე დაყრდნობით

 ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top