ასპექტები სინასტრიაში – ასცენდენტი

ასპექტები სინასტრიაში – ასცენდენტი

შეერთება

ასცენდენტი-ასცენდენტი

ასცენდენტი ყოველთვის ნიშნავს ურთიერთობაში პირველი შთაბეჭდილებების მოხდენას. თუ ასცენდენტები შეერთებაშია, მაშინ პარტნიორებს ექნებათ მსგავსი ცხოვრებისეული ხედვა, მსგავსი გემოვნება. ეს შესაძლოა იყოს ურთიერთობის დადებითი მაჩვენებელი, თუმცა გასათვალისწინებელია,რომ ყველაფერში მსგავსება ინტერესის დაკარგვას იწვევს, ამიტომ თუ რუკაში განსხვავება არ იქნება სხვა პლანეტების მხრივ, შესაძლოა ურთიერთობას აკლდეს სულიერი ზრდა/განვითარება.

 

ასცენდენტი-მზე

ესაა ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის.ასცენდენტის მქონე მზის ნიშნიანტან ხედავს მსგავსება,აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს მასთან, მოსწონს მისი პიროვნული მახასიათებლები. თავის მხრივ მზის მქონე ადამიანსაც მოსწონს პარტნიორი,რადგან მის შეხედულებებში საკუთარ შეხედულებებს იცნობს.თუ პირად რუკებში რომანტიული ურთიერთობის მანიშნებელი სხვა ასპექტებიცაა,ხშირად ეს ასპექტი ფიზიკურ მოწონებაზე მიუთითებს.

 

ასცენდენტი-მთვარე

სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის მანიშნებელი.ესაა ურთიერთობა,რომელშიც გრძნობები,ინსტინქტები დიდ როლს თამაშობს.ეს ასპექტი ზრდის სექსუალური და ინტიმური ურთიერთობის შესაძლებლობას. ასცენდენტის მქონე პარტნიორი ინსტინქტურად და გაუცნობიერებლად იხიბლება მთვარის მქონე პარტნიორის გრძნობებით, ინტიმურობით,ხოლო ეს უკანასკნელი თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს ასცენდენტიანთან,რადგან დარწმუნებულია მის მზრუნველობაში. მთვარით პარტნიორი ემპათიითაა განწყობილი ასცენდენტით პარტნიორთან. მათთვის საკმაოდ რთულია საიდუმლოებების დამალვა ერთმანეთისგან,რადგან ყველაფერი ადვილად და სწრაფად აშკარავდება.

 

ასცენდენტი-მერკური

ამ კომბინაციის მეშვეობით პარტნიორებს უადვილდებად კომუნიკაცია, საუბარი, ადვილად შეუძლიათ აზრის გაცვლა. ასცენდენტიან პარტნიორს მოსწონს მერკურის მქონე პარტნიორში მისი აზროვნების სტილი, ხოლო ეს უკანასკნელი მასში აფასებს იდეებს. რამდენადაც მათ პირში არაფერი ჩერდება, ადვილად უგებენ ერთმანეთს.

 

ასცენდენტი-ვენერა

რომანტიული ურთიერთობისა და ფიზიკური მოხიბვლის მაჩვენებელია.შესაძლოა ისინი სხვადასხვა ადგილზე ისხდნენ,მაგრამ ერთმანეთს პირველივე კონტაქტის დროს შეამჩნევენ.ასცენდენტის მქონე პარტნიორი პირველი დგამს ვენერის მქონესკენ ნაბიჯს, რადგან სწორედ ის ამჩნევს პირველი. ვენერის მდებარეობის მქონე კი გამოირჩევა მის მიმართ ადვილი მიმღებლობით, რის გამოც ასცენდენტიანი პარტნიორი თავს კომფორტულად გრძნობს მასთან, ადვილად უყვარდება.მეგობრობა მათ შორის? ეს ცოტა სხვა თემაა,მთავარი ამ შემთხვევაში რომანტიკაა.

 

ასცენდენტი-მარსი

კავშირს რამდენიმე მნიშვნელობა შესაძლოა ჰქონდეს.თუ რომანტიული ურთიერთობა რუკის სხვა ასპექტებით შესაძლებელია, მაშინ ეს ასპექტი ურტიერთობას ცეცხლს და ვნებას მატებს, მაგრამ თუ რომანტიული ურთიერთობა არ ეწყობა, ეს ორი ადამიანი ერთად აქტიურია სხვა საქმიანობებში. ისინი ადვილად არმოაჩენენ, რომ ცხოვრებაში იგივე მიღწევები და მიზნები აქვთ.თუ სხვა ასპექტები რთულია,მაშინ მათი ურთიერთობა გადაიზრდება ფიზიკურ ძალადობასა და დაპირისპირებაში.

 

ასცენდენტი-იუპიტერი

პარტნიორებს ერტმანეთისადმი აქვთ ძლიერ დადებითი განწყობა. ერთმანეთისადმი ნდობა და სიმპატია მატულობს. თუ რუკა მიუთითებს რომანტიული ურთიერთობაზე მაშინ მათი გრძნობები ღრმა იქნება, ხოლო თუ არა-საუკეთესო მეგობრები შეუძლიათ გახდნენ. იუპიტერის მქონე პარტნიორს ადვილად შეუძლია ასცენდენტიანის პატივისცემის და დაფასების მოპოვება.ხშირად ის იუპიტერის მდებარეობის მქონის იარაღია ახალი შესაძლებლობების მოპოვებაში

 

ასცენდენტი-სატურნი

საკმაოდ რთული ასპექტია. სატურნის მქონე პარტნიორი ეცდება ასცენდენტის მქონე პარტნიორისთვის “თვალის გახელას”,განსაკუთრებით თუ ღამით დაბადებულია. ხშირად ექნება ასცენდენტის მქონე პარტნიორს განცდა,რომ მას პარტნიორი ზღუდავს,რაც საბოლოოდ უკმაყოფილებაში გადაიზრდება.თუ რუკაში დადებითი ასპექტები სჭარბობს,მაშინ სატურნის მდებარეობის მქონე პარტნიორი მეორისთვის დიდი მასწავლებელი გახდება.

 


ტრინი ან სექსტილი

ასცენდენტი-ასცენდენტი

კომბინაცია მიუთითებს მსგავს მოწონებებსა და შეფასებებზე, პირველ დადებით შთაბეჭდილებებზე. ეს ასპექტი უფრო დიდ ინტერესს იწვევს ერთმანეთში, ვიდრე შეერთება, ერთმანეთს ეხმარებიან სამყაროს უკეთ შეცნობაში. მსგავსი ასპექტი ნებისმიერი სახის ურთიერთობაში დადებითი იმპულსის მომტანია.

 

ასცენდენტი-მზე

კომბინაცია მსგავსია შეერთების ასპექტისა,მაგრამ შედარებით სუსტია. ამ კომბინაციის მქონე წყვილს ერთმანეთი მოსწონს როგორც პიროვნულად,ისე სტილით.როგორც წესი,მზის მდებარეობის მონე უფრო ბედნიერად გრძნობს ტავს ურტიერტობის დროს,ვიდრე ასცენდენტის მქონე.

 

ასცენდენტი-მთვარე

ისინი ადვილად უგებენ ერთმანეთს არაცნობიერ დონეზე,ასცენდენტის მქონე პარტნიორი არის მთვარის მქონის ემოციური საყრდენი,ეს უკანასკნელი კი მის მიმართ სიმპატიას გრძნობს.სხეულის ენა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს,მათ შეუძლიათ ერთმანეთს სიტყვების უთქმელად გაუგონ.

 

ასცენდენტი-მერკური

კარგი ასპექტია ორ ადამიანს შორის კომუნიკაციის მხრივ.ასცენდენტიანი ადვილად წვდება მერკურის მქონე პარტნიორის ფიქრებს,იდეებს ,ეს უკანასკნელი კი ადვილად ახერხებს მასთან გახსნას.

 

ასცენდენტი-ვენერა

როცა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება,მათ შორის სულ მცირე მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება,მათ ხშირად ჰყავთ მსგავსი საერთო სამეგობრო წრე ან მეგობრები,რომლებიც ერთმანეთის მსგავსნი არიან შეხედულებების მხრივ.

 

ასცენდენტი-მარსი

ეს ასპექტი ბევრად ადვილია,ვიდრე შეერთება.თუ რუკებს შორის რაიმერთული ასპექტი არაა,ნაკლებად გადაიზრდება ურთიერთობა ფიზიკურ ძალადობაში.პირიქით,მათ შეუძლიათ ერთად დასახონ მიზნები და ამოცანები. მარსის მქონე ადამიანი დადებითად მოქმედებს ასცენდენტიანზე და მას ენერგიას მატებს.

 

ასცენდენტი-იუპიტერი

პოზიტიური ასპექტია,რომელიც მეგობრულ ურთიერთობას უწყობს ხელს.მათ ურთიერთობაში ადვილად ყალიბდება ერთმანეთისადმი ნდობა.ასევე ხშირად მიუთიტებს ფილოსოფიური ან რელიგიური საკითხებისადმი ინტერესს ორივე მხრიდან.

 

ასცენდენტი-სატურნი

საკმაოდ დადებითი ასპექტია,რადგან სატურნის მდებარეობის მქონე პარტნიორი ხშირად ასწავლის მეორეს მიზნების პრაქტიკულად მიღწევის გზებს.,რის გამოც ამ უკანასკნელთა დიდ პატივისცემას იმსახურებენ.ეს ასპექტი არის ხანგრძლივი,სტაბილური,მაგრამ მშრალი ურთიერთობის მაჩვენებელი


წყარო: astrology-x-files.com

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top