ბედის ბანქო – 3 გული

ბედის ბანქო – 3 გული

30 ნოემბერი; 28 დეკემბერი

 სასიყვარულო მრავალფეროვნების ბანქო.

ადამისა და ევას დაცემის მიზეზი იყო ცდუნება, 3 გული – სხვადასხვა დონეზე სწორედ ამ ცდუნების სიმბოლიზაციაა. ის განასახიერებს გაორებას და ყოყმანს. ნებისმიერ სამიანს თავისი ყოველი ნაბიჯის გააზრება მართებს, რაც საკმაოდ რთულია.

ეს ადამიანები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, დაჯილდოებულნი არიან ბრწყინვალე გონებრივი უნარებით, ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში აწყდებიან ადეკვატურად აფასებენ. საქმეში პროგრესულები არიან, არ უჭირთ თანამშრომლობა და ურთიერთობების დამყარება. ფინანსურ მდგომარეობას ხშირად მოგზაურობისა და საინტერესო იდეების წყალობით იუმჯობესებენ. პატივმოყვარეობა ახასიათებთ. წარმატებას პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში აღწევენ. სრული ბედნიერებისთვის მუდამ მოძრაობაში უდნა იყვნენ: იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყნებში ან ცხოვრებაში მუდამ რაღაც უნდა ცვალონ. შემოქმედებით და მხატვრულ უნარებს ფლობენ, მათი მთავარი მიღწევა კი, თვითგამოხატვის უნარია.

ამ ადამიანებმა 2 მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა გაითავისონ: სიღარიბის შიშს უნდა სძლიონ და თავისი გაუბედაობა შემოქმედებაში გარდასახონ. უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ საჭიროებისას აუცილებლად იპოვნიან საარსებო საშალებებს. სწორედ ფულზე ფიქრი და დარდი აბნევთ, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში მათი შემოქმედებითი უნარები ყოყმანის მძიმე ტვირთად იქცევა, იმდენად ბევრი იდეა იბადება, რომ ვერცერთი ვერ მიყავთ ბოლომდე და შესაბამისად ისინი არ იძლევიან მატერიალურ სტაბილურობას. კარმულ სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემებს სწორედ ყოყმანი უდევს საფუძვლად.

 3 გულის წარმომადგელები ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც მათ გვანან ორჭოფობაში, მუდამ ღრღნით ეჭვი : უყვართ (სხვებს ისინი) თუ არა?

აუცილებლად უნდა გააცნობიერონ ცხოვრებაში სტაბილურობა და ღირებულებათა სისტემები, სწორედ ეს მიიყვანს მათ დასახულ მიზანთან. როდესაც მიხვდებიან, რომ გაცემა მიღებაზე უარესი არაა, ბედნიერებას მოიპოვებენ (თავის მიძღვნითა და სხვა ადამიანების ნდობით). მეტაფიზიკისა და რელიგიის შესწავლა შინაგანი ჰარმონიისა და სიმშვიდის მიღწევაში დაეხმარებათ.

სამიანებს არ შეუძლიათ ცხოვრება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარეშე, მათ არაფერი არ უნდა უშლიდეთ ხელს ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოვლინების კვლევასა და შეცნობაში, ამის გამო გონებრივ და ემოციურ საკითხებში ხშირად ტყუვდებიან.

ამ ბანქოს ადამიანები ვერ ერკვევიან თავის გრძნობებში, ვერ იგებენ ვინ და რა უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ გვერდით „მეწყვილე“ ყავთ, ხშირად ახასიათებთ ყოყმანი, ორჭოფობა და უკმაყოფილება. მუდამ აღელვებთ ისეთი კითხვები როგორიცაა „ვიქნები თუ არა სიყვარულში ბედნიერი?“, „ვუყვარვარ თუ არა?“

ხშირად ამ იმედგაცრუების მიზეზები ბავშობაში გადატანილი ტრავმებია. ყველა ეს ეჭვები საბოლოოდ მიდის სექსუალურ სფეროში (გაუბედაობა, ყოყმანი, ექსპერიმენტები) გარკვეულ პრობლემებამდე. შესაძლოა სასიყვარულო ექსპერიმენტებში თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ჩაერთონ.

საკუთარ თავში გასარკვევად 3გულს თავის თავთან მართებს გარკვეული დროის გატარება. თუ ის ისწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, აღარ დაიწყებს სხვებისგან სასოწარკვეთით სიყვარულის თხოვნას, მისი სასიყვარულო ცხოვრება გახდება მსუბუქი და ხალისიანი. ზუსტად ეს არის ამ ადამიანების მიზანი.

როგორც წესი გარეგნულად მიმზიდველნი და მომხიბლავნი არიან, რაც ხელს უწყობთ ახალი ნაცნობობაში, პრობლემები იწყება მერე. ჩვეულებრივ მოსწონთ ინტელექტუალური, მაგრამ თავისნაირი გაუბედავი ადამიანები. ეს არის დასტის ერთერთი ყველაზე არასტაბილური ბანქო. ყველა პრობლემის საფუძველი ემოციური კონფლიქტი და მიჯაჭვულობის შიშია. მრავალფეროვანი ურთიერთობების წყალობით 3 გული სიყვარულში სიბრძნეს იძენს, მხოლოდ გამოცდილება მისცემს მას ძალას გაუმკლავდეს გაუბედაობას და ნებისმიერ კავშირში ბედნიერება მოიპოვოს.

ბავშვობიდან 3 გული იძულებით აწყდება ცხოვრების აუტანელ რეალობას. მას სურს ჰქონდეს ყველაფერი, რაც უკვე აქვს და ის, რაც ჯერ არ აქვს, ეს განაპირობებს ურთიერთობებში ტყუილს, რომელიც სტრესს იწვევს და ართმევს ძალას, პარტნიორის მოტყუება კი მარტივად შეუძლია. ის შესაძლოა „სიყვარულის კარუსელზე“ ტრიალებდეს, რომელსაც არ მოაქვს ჭეშმარიტი კმაყოფილება, ეს ყოველივე ცხოვრებას უბრალოდ მრავაფეროვნებას მატებს. ამ ცრუ კმაყოფილებაში ემოციურად იფიტება და ნერვულ აშლილობამდე მიდის. პირადი ცხოვრება დაღვინებულ 3 გულს ეხმარება განსაზღვროს, თუ რამდენად გაუმკლავდა ცხოვრებისეულ პრობლემებს.

მთავარია ამ ბანქოს წარმომადგენლებმა გააცნობიერონ, რომ ახლო ურთიერთობები შენდება დამოკიდებულებაზე, საჭიროა სხვა ადამიანზე დაყრდნობა. საკუთარ შიშს თვალებში უნდა ჩახედონ და სძლიონ მას.

3 გულის მამაკაცებს, იზიდავთ ჯვრისა და აგურის მასტის წარმომადგენლები, ქალბატონებს – ეწყობიან ჯვრისა და გულის მასტის წარომადგენლები (თუმცა არც ისე უპრობლემოა მათი კავშირი), ხოლო ყვავის მასტის მამაკაცები მათ მიმზიდველებად თვლიან, მაგრამ ოჯახური ცხოვრებისთვის არ შეეფერებიან.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ცოდნას აგროვებენ, ყველაფერს კითხულობენ რაც აინტერესებთ.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – ცოდნის მიღებას აგრძელებენ, უვითარდებათ ინტუიცია, უჩნდებათ სურვილი გახდნენ მშობლები.

მარსის ასაკში ( 26 – 39 წლამდე) – არჩეული საქმიანობის სფეროში მძიმე, მაგრამ წარმატების მომტანი შრომა ელით.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – მსოფლხედველობა და ფილოსოფია ეცვლებათ.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – რამდენიმე მიმართულებით იწყებენ მუშაობას, თავისი კეთილდღეობის გაუმჯობესებისთის.

მოკლე დახასიათება: გაუბედაობა სიყვარულსა მეგობრობაში, სიყვარული ორის მიმართ ერთდროულად, მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება. სიყვარულში გამოცდილება. უარყოფითი მხარე – ორჭოფობა. შესაძლოა აღმჩნდეთ ორი მეგობრის კონფლიქტის მომსწრე და ვერ გაერკვეთ ვისი მხარე დაიჭიროთ.

 წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 3 ყვავი (ყველა მასტის სამიანის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 3 ჯვარი

ბედის ბანქო – 3 აგური


About Kate

Scroll To Top