ბედის ბანქო – 5 აგური

ბედის ბანქო – 5 აგური

(22 იანვარი, 20 თებერვალი, 18 მარტი, 16 აპრილი, 14 მაისი, 12 ივნისი, 10 ივლისი, 8 აგვისტო, 6 სექტემბერი, 4 ოქტომბერი, 2 ნოემბერი)

 ღირსეული ჯილდოს მაძიებელი.

ეს „ბანქო“ გზაზე ხან მოულოდნელ პრობლემებს, ხან კი, მოულოდნელ საჩუქრებს აწყდება. ხუთიანები (ყველა მასტის) ვერ ეგუებიან ყოველდღიურ, რუტინულ ერთფეროვნებას, თავს არიდებენ ყველაფერს, რაც ზღუდავს მათ თავისუფლებას. ისინი ამ ცხოვრების „მგზავრები“ არიან და დიდხანს არსად ჩერდებიან.

5 აგური ლუწ რიცხვებში დაბადებულთა ბანქოა. 

ამ ადამიანების ერთი ნაწილი ბედნიერებას შრომასა და მყარ ურთიერთობებში პოულობენ, მეორე ნაწილი, კი მოუსვენრები არიან, მუდამ შფოთავენ, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. ხშირად შინაგანად უკმაყოფილება აწუხებთ, სურვილი აქვთ შექმნან რაიმე ღირებული და ფასეული.

 ბევრი მათგანი ჩართულია ვაჭრობის სფეროში, ამგვარად მრავალ ადამიანთან უწევთ კონტქატი, რაც წარმატების მომტანია მათთვის. ამ ადამიანების ცხოვრებაში ხშირია ისეთი სიტუაციები, როდესაც თავიანთი სიკეთის გამო დიდი საფასურის გაღება უწევთ, ეს კი (ძველი განსხეულებების დროს დაგროვილი) ვალების გამო ხდება და 5 აგურები დაუნანებლად უყოფენ თავის შემოსავლებს ახლობელ ადამიანებსა და ნათესავებს. თითქმის ყველა მათგანს ახასიათებს ღრმა სულიერება, ბევრი მათგანი დაჯილდოებულია ექსტრასენსორული უნარით. მათ ეს ნიჭი პრაქიკულად უნდა გამოიყენონ.

 ამ ადამიანების ცხოვრება საკმაოდ მძიმე კარმითაა დატვირთული და მისგან გათავისუფლება ადვილი არაა, თუმცა წლების განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. სიზარმაცე მათ განსაკუთრებით ვნებს, რადგან 5 აგური ვერ გაექცევა ვალდებულებებზე პასუხისმგებლობას, ხოლო თუ ისინი იშრომებენ მაღალი მიზნების მისაღწევად და ადამიანებს დაეხმარებიან, მაშინ შეძლებენ თავად განაგონ თავისი ბედი და დიდი წარმატებების მიღწევას.

 პირველი 45 წელი ამ ნიშნის ადამიანების ცხოვრებაში შედარებით რთულია, თუმცა მათ შეუძლიათ თავისი ქმედებით ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალონ, პირველ რიგში ყოველგავრ შიშებს უნდა დაუსვან წერტილი. ამ ასაკში უფრო მეტად სულიერებისკენ მიდრეკილნი არიან, აზროვნების ტრანსფორმაციასთან ერთად ცხოვრებაც უკეთესი ხდება. მწერლობის, პედაგოგიკისა და მრჩევლის კარიერა 5 აგურისთვის აღიარებისა და წარმატების მომტანია.

 სიყვარულში ეს „ბანქო“ ცვალებადი და მოუსვენარია. უჭირს დიდხანს ერთ ადამიანთან ურთიერთობა. რომანტიული, სექსუალური და მომხიბვლელია, შესანიშნავი საყვარელია.

5 აგურს იზიდავს გონებამახვილი და შემოქმედი პარტნიორები, სიყვარული მათთვის ინტელექტუალური თამაშია. შესაძლოა გამოეპაროთ ჭეშმარიტი გრძნობა და აღმოჩნდნენ უპასუხისმგებლო, უფრო მეტიც – ამორალური პარტნიორის როლში, თუმცა შესაძლოა მომავალში სიყვარულში მიაღწიონ კიდეც პირად ბედნიერებას. ქორწინება მათთვის მძიმე ტვირთია, რადგან მოსწონთ თავგადასავლები და მრავალფეროვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

 ამ ბანქოს ქალბატონებს იზიდავთ ჯვრისა და აგურის მასტის წარმომადგენლები, ხოლო მამაკაცებს – ყვავის მასტის ქალბატონები.

 5 აგურს ყოველთვის უჭირს გადაწყვეტილების მიღება – თავი მიუძღვნას ახალ თავგადასავლებს თუ მოიპოვოს სტაბილურობა და უსაფრთხოება. მისი აზრით თავისუფლება ფასდება კარგი მატერიალური მდგომარეობით, ხოლო დიდი ფულის გამომუშავებას სჭირდება მუდმივი ადგილი და პროფესიონალიზმის სრულყოფა.

 მუდმივობა 5 აგურის „მტერია“. ამ პრობლემას ყველა თავისებურად წყვეტს. ბევრი თავს უძღვნის ვაჭრობას, რათა ფული გამოიმუშაოს და იყოს მეტნაკლებად თავისუფალი.

 ბავშვობდან უნდა  ისწავლონ და ცოდნა დააგროვონ (მერკურის ასაკი – 13 წლამდე) . ამისთვის დიდი ნებისყოფაა საჭირო.

 ვენერას ასაკში (13 -26 წლამდე) მათ უამრავი იდეა აქვთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ უმეტესად ეს იდეები იდეებად რჩება..

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) დიდი დანახარჯები ელოდებათ, რომელსაც მშვიდად უნდა შეხვდნენ. სამყაროს კანონების მიხედვით „დანაკარგებს“ მოსდევს მომგებიანი, ნაყოფიერი პერიოდი.

იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლამდე) ეს ადამიანები ემშვიდობებიან თავის შინაგან შიშებს.

სატურნის პერიოდში (52 – 63 წლამდე) ისინი სულიერად მსგავს ადამიანებში საქმიანი პარტნიორების პოვნას სწავლობენ.

ურანის პერიოდში (63 დან ზევით) ისინი ფლობენ ცოდნას და არიან სხვათა მასწავლებლები.

ამ ბანქოს ადამიანებს ძალიან უჭირთ შეცვალონ თავიანთი წარმოდგენა სიმდიდრესა და სიყვარულზე, თუმცა შემდგომ ძალიან ხიბლავთ ცხოვრების ახლებური იერი, სულიერებასთან ზიარება და მადლიერნი არიან ზოგადად ამ ცვლილებების.

ეს –  არა მარტო 5 აგურს, არამედ ყველა მასტის ხუთიანს ეხება.

 საერთოდ კი უნდა გავაცნობიეროთ, რომ მატრიცა კი არ უნდა გვმართავდეს, არამედ პირიქით, თავად უნდა ვმართოთ იგი. ის გვკარნახობს როგორ ვიცხოვროთ უკეთ. ხოლო ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას და ვაგებთ ჩვენს ცხოვრებას ახალი პრინციპებით. ნუ დაელოდებით 45 წელს ან უფრო მოწიფულ ასაკს, თქვენი ცხოვრება დღეიდანვე შეცვალეთ სასიკეთოდ.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

 

ბედის ბანქო – 5 ყვავი (ყველა მასტის ხუთიანების ზოგადი მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 5 ჯვარი

ბედის ბანქო  – 5 აგური


About Kate

Scroll To Top