ბედის ბანქო – 5 ყვავი

ბედის ბანქო – 5 ყვავი

(9 იანვარი; 7 თებერვალი; 5 მარტი; 3 აპრილი ; 1 მაისი)

 5-იანების ზოგადი მიმოხილვა

 ხუთიანს ადამიანის რიცხვს უწოდებენ, ეს არის ადამიანთა მოდგმისა და ყველა ადამიანის სახასიათო თვისებების სიმბოლო.

 ეს,  ახალი თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილებების ძიების ციფრია. 5-ის ზეგავლენით ძალიან მშფოთვარე ადამიანები იბადებიან, ისინი მუდამ საკუთარი ცნობიერის გაფართოებისკენ ისწრაფვიან, მუდამ მოძრაობაში არიან. თავგადასავლების გამო მათ რისკზე წასვლა, ბევრის ატანაც შეუძლიათ, ამიტომ ხშირად სხვები მას გაუგებარ, მშვიდ ადამიანად თვლიან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არიან მეოჯახეები, მათთვის მოსაწყენი და უინტერესოა ცვლილებების გარეშე ცხოვრება.

 ხუთიანისთვის მთავარია ახალი გამოცდილების, ცოდნის, იდეების მოპოვება.

ბუნებით მკვლევარები არიან, მათთვის სასიამოვნოა მრავალმხრივი საქმიანობა და მოგზაურობა, პროფესიას ირჩევენ, ახალი სიტუაციებისა და ახალ ადამიანებთან შეხვედრის გამო. თუ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლიან სამუშაო ადგილს, მაშინ ცდილობენ ახალ იდეების შეტანას მასში. მათ ყველაფერი უნდა გაიგონ და შეიცნონ, ადამიანებს მარტივად ესმით მათი, რადგან შეუძლიათ მათი მოსმენა.

 ხუთიანებისთვის კარგია – ვაჭრობის სფერო, რომელიც მათ თავისუფალ სამუშაო გრაფიკს ანიჭებს. ხშირად უმიზეზოდ შფოთავენ, შეუძლიათ მარტივად მიატოვონ სტაბილური ადგილი, სიტუაციები და ახალი მიმართულებით წავიდნენ. უმეტესობა ვერსად გრძნობს თავს შინაურულად, ისე, როგორც სახლში (სახლი ოთხიანის მფლობელობაა) სტაბილურობა მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

 ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისთვის თავის ფლობა, თუ ამ თავისუფლებას ვინმე შეზღუდავს, ხუთიანები თითქოს გაფიცვას აცხადებენ და მიდიან. ისინი შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ სამოქალაქო ქორწინებაში და არ სურდეთ თავისი ქორწინების ოფიციალურად გაფორმება. ძირითადად მათ იზიდავენ პარტნიორები, რომლებსაც მათსავით უყვართ თავისუფლება.

 იმისათვის, რომ გახდეს ბედნიერი ხუთიანმა საკუთარი თავი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის. ხშირი ცვლილებები ხასიათში დაუცველობის შეგრძნებას იწვევს, რადგან ერთი საქმით დიდხანს ვერ კავდებიან, ეს კი საჭიროა მნიშნელოვანი წარმატების მისაღწევად. აქედან მომდინარეობს შინაგანი კონფლიქტი, რადგან საიმედოობა საჭიროებენ, როგორც სიყვარულში, ისე ფინანსებში. ბედნიერება მათთან მიდის მაშინ, როდესაც აცნობირებენ, რომ სამყარო – ეს არის ახალი გამოცდილების მიღების ველი: მთავარია ეს მათი გაკვეთილებიდან გამომდინარეობს.

5 ყვავი – მოხეტიალე.

 უყვართ ცვლილებები, მოგზაურობა, მღელვარე ნატურისანი არიან, არ უყვართ რუტინული, მონოტონური საქმიანობა, ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ეს მღელვარება აისახება მათ სულიერების ძიების სფეროზეც, თვითსრულყოფილებაზე. არც ისე იშვიათად 5 ყვავი შეუძლია მსხვერპლის გაღება ახლობელი ადამიანების ან განათლების მიღების გამო, ხანდახან საჯარო ცხოვრება მათ ხელს უშლით.

 ამ ადამიანებზე შესაძლოა სხვებმა ექსპლუატაცია მოახდინონ. ცხოვრებაში მოუწევთ არაერთი იმედგაცრუების გადატანა მეგობარ და საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში. 5 ყვავი ისწრაფვის სულიერებისკენ, მაგრამ იმისთვის, რომ მოახდინოს თავისი უმაღლესი პოტენციალის რეალიზება ამ ასფეროში მან უნდა ისწავლოს თვისი სიყვარულის სხვებისთვის ჩუქება. მატერიალური თვალსაზრისით ის შესაძლოა იყოს ძალიან წარმატებული.

 ფლობენ კარგ ორგანიზატორულ უნარებს და დახვეწილი ფასეულობების სისტემას. ბევრი მათგანი წრმატებულად საქმიანობს ვაჭრობის, ფინანსების სფეროში და ეკონომიკაში. ასაკთან ერთად მათ ცხოვრებაში მატულობს სასიამოვნო მომენტებიც, 39 წლის შემდეგ კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობს ცხოვრებაში. ყველაფერი სასიკეთოდ. სწორედ ამ დროს ქრება სწრაფვა მოგზაურობებისკენ და წარმატებაც არ დააყოვნებს სიყვარულისა და ფინანსების სფეროში.

 5 ყვავი ბევრს მოსწონს, ისინი პოპულარულები და სიმპატიურები არიან, უყვართ რომანტიული თავგადასავლები, მაგრამ განიცდიან არაერთ სასიყვარულო იმედგაცრუებას, რადგან წარსული განსხეულებებიდან მათ ზოგიერთი ურთიერთობისთვის წერტილის დასმა მოუწევთ. უნდა გაიგონ, რომ იმ ურთიერთობებს გაწყვეტა, რომელიც მათ მნიშნელოვანი ჰგონიათ, სინამდვილეში სასიკეთოდ ხდება. ხშირად უწევთ თავის სურვილებზე უარის თქმა, რასაც ერთნი მძიმე პრობლემად, ხოლო სხვები სულიერად ძლიერდებიან და სიყვარულითა და გაგებით აღიქვავენ.

 5 ყვავს შეუძლია საყვარელი ადამიანის გამო თავის გაწირვა, ის პარტნიორს აუცილებელ თავისუფლებას ანიჭება.

 ყვავის ხუთიანის ქალბატონი შესაძლოა გულის მასტის წარმომადგენლებისთვის მშვენიერი მეუღლე იყოს, თუმცა პრობლემები გამორიცხული არ არის, მეგობარი შესაძლოა გახდეს აგურის მასტის მამაკაცი. 5 ყვავის მამაკაცები იზიდავთ ჯვრის მასტის წარმომადგენლებს.

 ეს ადამიანები ცხოვრებაში მოდიან იმისთვის, რათ განიცადონ ყველაფერი, რასაც მათ ცხოვრება სთავაზობთ. ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც რაციონალური თვალსაზრისით სხვებს უბრალოდ აბსურდული ჰგონიათ. ამგვარი ქმედების ძირითადი მოტივი ახალი გამოცდილების წყურვილია.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე ) – შეუძლიათ ახლობელი ადამიანების გამო მსხვერპლზე წასვლა.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – ვერ გაექცევიან იმედგაცრუებებსა და განშორებებს.

მარსის პერიოდი (26 – 39 წლამდე) – დანაკარგებით მხოლოდ იგებენ, საჭიროა მათთან სწორად მიდგომა.

იუპიტერის პერიოდი ( 39 – 52 წლამდე) – იძლევა კარგ სასიყვარულო და სამეგობრო ურთიერთობებს.

სატურნის ასაკში ( 52 – 65 წლამდე) – ყველა ადამიანის მიმართ საოცარ სიყვარულს გრძნობენ.

 დასკვნა: მღელვარება, ცვლილებები, ჯანმრთელობაში, სამსახურსა და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. 5 ყვავი ყველაზე ძლიერი ხუთიანებს შორის. ის ყოველთვის ცვლილებებს იუწყება და ამას ვერავინ შეეწინააღმდგება, მაგრამ მათთან სწორი მიდგომით შეიძლება ცხოვრების გაფერადება. აზროვნება, იდეები და ფილოსოფია არის ასევე რადიკალური ცვლილებების გავლენის ქვეშ.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 5 ჯვარი

ბედის ბანქო – 5 აგური

ბედის ბანქო – 5 გული


About Kate

Scroll To Top