ბედის ბანქო – 6 აგური

ბედის ბანქო – 6 აგური

(21 იანვარი; 19 თებერვალი; 17 მარტი; 15 აპრილი; 13 მაისი; 11 ივნისი; 9 ივლისი; 7 აგვისტო; 5 სექტემბერი; 3 ოქტომბერი; 1 ნოემბერი;)

ნებისმიერი 6-ის ქმედების სფეროა კარმა და კანონები, ზოგიერთი კი ამას ისე მწვავედ შეიგრძნობს, რომ ეშინია, სხვა ადამიანებთან ვალში დარჩენის, რადგან კარგად ესმის, რომ ყველაფრისთვის საჭიროა გადახდა.

ზოგიერთი 6 კი ცდილობს ამ კანონებსა და ვალდებულებებს გაექცეს, თუმცა ამგვარი ქმედება მათთვის არათუ კარგის მომტანი, არამედ ახალი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება.

ექვსიანებმა კარგად იციან რა არის ბედისწერა, იციან ისიც, რომ ნებისმერი შედეგი თავისივე დათესილი „მარცვლის ნაყოფია“. ზოგიერთი პასიურობს, ელოდება ბედის მიერ ბოძებულ შანსებსა თუ შესაძლებლობებს, სხვები, კი პირიქით, ფიქრობენ სიკეთესა და ბოროტებაზე, აანალიზებენ, ცდილობენ გაიაზრონ საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილები. ცვლილებები ექვსიანების ცხოვრებაში მოულოდნელად ვითარდება, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ. მათ დამოუკიდებლად უნდა გადადგან ნაბიჯი წინ. ცვლილებები კი მოხდება მაშინ, როდესაც ამის მზაობა ექნებათ.

ექვსიანებს ხშირად მოიაზრებენ ჯიუტ ადამიანებად. კონსერვატორები, რომლებსაც უყვართ ერთ ადგილას გაჩერება. არსით მშვიდობისმყოფელი, მშვიდი და ჰარმონიულები არიან. ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ კონფლიქტებსა და ჩხუბს, რადგან არ დაარღვიონ შინაგანი ბალანსი, მაგრამ როდესაც მოთმინება ზღვარს სცილდება, მათ შეუძლიათ შინაგანი აგრესიის გამოვლენაც, რომელიც მძლავრ აფეთქებას ჰგავს.

6-იანებს შორის არაერთი სპორტსმენია, ეს შესაძლოა გასაკვირი იყოს, რადგან მათთვის მთავარი მშვიდობა და სიწყნარეა, საქმე იმაშია, რომ წონასწორობის პრინციპი მათ აიძულებთ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას, ზუსტად ისე, როგორც სხვები ცდილობენ მათზე ზეწოლას. კონკურენციის შეგრძნებას ისინი წარმატების მწვერვალამდე მიყავს.

6-იანი ძალიან ინტუიციური და მგრძნობიარეა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ხმის მოსმენა, მას აქვს საკმაოდ კარგი ოკულტური და ეზოთერული უნარები. მას აკისრია განსაკუთრებული მისია – ემსახუროს სხვა ადამიანებს და მათ ერთგვარი გიდობა გაუწიოს, უკეთესი ცხოვრებისთვის მიმავალ გზაზე. ზოგიერთი ხდება სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი, ზოგი კი – ეხმარება ადამიანებს სულიერ განვითარებაში.

ექვსიანები ძირითადად ყოველთვის აცნობიერებენ, რომ ერთგვარი სინათლის შემტანის ფუნქცია აქვთ ადამიანებთან.

რჩევა 6-იანებს – ნუ იცხოვრებთ რუტინული ცხოვრებით.

6 აგური

ფინანსური პასუხისმგებლობის ბანქო.

 ციფრი 6 კარმისა და პასუხისმგებლობის სიმბოლიზაციაა.

ეს ადამიანები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ფინანსებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. მათ იმდენად არ უყვართ ვალი, რომ ცდილობენ ყოველთვის წინასწარ გადაიხადონ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო გადასახადები და რადგან საუბარია კარმაზეც მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებენ იმას, რაც გასცეს ან სხვებისთვის გააკეთეს. ეს შესაძლოა იყოს დიდი ფინანსური დანაკარგები ან პირიქით – დიდი მოგება, ყველაფერი მათ წინა ინკარნაციულ ქმედებებზეა დამოკიდებული.

 თუ თქვენ მუდამ ვალებში იმყოფებით, იცოდეთ, რომ ეს თქვენივე დამსახურებითაა (შესაძლოა თქვენ ვიღაცის დიდი სიყვარული იყავით, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცეოდა). და პირიქით თუ გარშემომყოფთაგან მუდამ რაღაცას იღებთ, იცოდეთ, რომ დამსახურებულად გიმართლეთ – მიიღეთ ყოველივე ყოყმანის გარეშე!

 ზოგიერთი 6 აგური ვალების გასტუმრებით კარმულ ამოცანას ასრულებს, ზოგი კი უპასუხმისმგებლოდ იქცევა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი კარმას უკაშირდება. ხანდახან მათ ხელს ძალიან უშლის თანდაყოლილი ინერტულობა, ისინი თითქმის აიძულებენ საკუთარ თავს მოქმედებას, თუმცა სავარძლიდან ადგომისთანავე რასაც მოისურვებენ პრაქტიკულად ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. ეს ადამიანები მფარველობასა და დაცვას უმაღლესი ზეციური ძალებისგან იღებენ, თუმცა ლატარიის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

 ისინი ამ ქვეყანაზე მოვიდნენ იმისთვის, რათა სხვეებს ყოფიერების ჭეშმარიტი ფასეულობების გაცნობიერებაში დაეხმარონ. თუ საკუთარ ინტუიციას მიენდობიან ბედნიერება მათ მეგზურად იქცევა, სიმდიდრისა და სიღარიბის მიუხედავად. მათთვის აუცილებელია თავისი მისიის გაცნობიერება, მატერიალურ მდგომარეობაზე (კონკრეტულად ფულზე) ნერვიულობა უნდა შეწყვიტონ. ამ შემთხვევაში ისინი დიდი მასწავლებლები ხდებიან, სხვების გამო მსხვერპლს თამამად იღებენ, შეგიძლიათ ყველაფერში დაეყრდნოთ. 6 აგური – კანონის დამცველია.

 ხისტი ხასიათის უკან ეს „ბანქო“ მალავს უიმედო ან უპასუხო სიყვარულის შიშს. მათ ძალიან ეშინიათ უარყოფის და სანამ ამ შიშს ვერ გადალახავენ, პირად ცხოვრებებში წარუმატებლობა დაისადგურებს. სასიყვარულო ურთიერთობებს მუდამ გათვლითა და გონივრული მიდგომით ეკიდებიან, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სიყვარულის ორგანიზება და დაგეგმვა შესაძლებელია ზუსტად ისე, როგორც მათ უნდათ.  6 აგური აუცილებლად მართალი უნდა იყოს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების წინაშე. ჩვეულებრივ, მათ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა უწევთ ცხოვრებაში და სწორედ ამ დანაკარგის შემდეგ შეუძლიათ საკუთარ თავში გარკვევა.

 ქალებიც და მამაკაცებიც ძალიან იზიდავენ თავისივე მასტის წარმომადგენლებს. ქალბატონები კი, ასევე ძალიან მოსწონთ გულის მასტის მამაკაცებს. ყვავის მასტთან ურთიერთობა პრობლემატურია.

 ბევრი 6 აგური წარმატებული სპორტსმენი ხდება, ისინი ძლიერი პროფესიონალური კონკურენციის უნარითა და უდრეკი, მტკიცე ნებით არიან დაჯილდოებულნი, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. მათი კეთილგანწყობილი გარეგნობის მიღმა იმალება ღრმა ემოციური ტრავმები, რომელიც პრინციპში წარმატების საწინდარია.

მერკურის ასაკში – (13 წლამდე) ვალდებულია ბევრი და მძიმედ იშრომოს, ერთადერთი ნეგატიური მომენტი – გადამეტებული სიჯიუტეა.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) მისთვის აუცილებელია პოპულარობა და საზოგადოებრივი აღიარება, რომლისკენაც მთელი გულით მიიღწვის.

მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებისათვის მძიმე, მაგრამ პროდუქტიული გარჯა უწევს.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) უდრეკი შრომისა და მტკიცე ნიბისყოფის წყალობით წარმატებას აღწევს.

სატურნის პერიოდში (52 – 65 წლამდე) შესაძლოა შეუყვარდეს ისე ძლიერ, რომ თავი დაკარგოს – ამგვარი გრძნობა აქამდე შეიძლება არც განუცდია.

შემდეგ კი მას ფულიც და სიყვარულიც აქვს.

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top